დუდანას ბლოგი http://dudana.kvirispalitra.ge Just another WordPress site Thu, 20 Feb 2020 12:11:10 +0000 ge-GE hourly 1 https://wordpress.org/?v=4.5.3 ერთი ცნობილი ფოტოს მოულოდნელი ისტორია http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18355 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18355#respond Wed, 19 Feb 2020 16:26:12 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18355 loreta

ამ ცნობილი კადრისთვის 1974 წელს საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ფოტოგრაფმა სლავა ვედერმა პრესტიჟული პულიცერის პრემია მიიღო. მასზე შინ დაბრუნებულ ამერიკელ პილოტს ვხედავთ, რომელმაც ვიეტნამის ომში ტყვეობაში ხუთწელიწადნახევარი გაატარა.

 

 

უფროსი ქალიშვილი (15 წლის) მამისკენ ხელებგაშლილი მიჰქრის, მას ძმები (14 და 12 წლის) და უმცროსი 11 წლის და მიჰყვებიან. და, რათქმა უნდა, ცოლი, მაღალი, ტანადი, მომღიმარი. თუმცა… 3 დღის წინ 39 წლის ქმარმა მისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: ყველაფერი დამთავრდა, განქორწინება მსურს.

 

 

“შევიცვალე და ბოლოს და ბოლოს, გავიზარდე. ბობ, ალბათ, გულის სიღრმეში შენც მშვენივრად იცი, რომ უკვე არაფერი გამოგვივა. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა. მე შენ მიყვარხარ, ჩვენ ყველას გვიყვარხარ, მაგრამ უნდა გახსოვდეს, როგორ ცუდად ვგრძნობდით თავს ერთად. ეს შენი ბრალი არ არის, უბრალოდ, ერთმანეთს არ ვუხდებით… ყველას გვეამაყები. მე და ბავშვები ყოველდღე ვლოცულობდით შენს დაბრუნებაზე. მთელი სახლი შენი ფოტოებითა და ჯილდოებით არის მოფენილი. ყველაფერი გავაკეთე, ბავშვებს მამა რომ არ დავიწყებოდათ. ვისურვებდი შენთან შეხვედრას დაბრუნებისას, მაგრამ გავიგებ, თუ უარს მეტყვი”.

 

ეს მხოლოდ ნაწილია წერილისა, რომელსაც გაზეთებში ციტირებდნენ. პილოტს რობერტ სტერმი ჰქვია, მის ლამაზ მეუღლეს კი – ლორეტა. ძალიან ახალგაზრდა იყო, საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებული რომ გაიცნო, შემდეგ კი 19 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა. ერთმანეთი უყვარდათ, კამათობდნენ – როგორც ყველა. ოთხი შვილი გაუჩნდათ, განქორწინებას არ აპირებდნენ. შემდეგ კი ვიეტნამის ომი დაიწყო და 1967 წლის 27 ოქტომბერს ჰანოის თავზე ბომბდამშენი ჩამოადგეს, რომლის პილოტიც რობერტი ოყო. მან კატაპულტირება მოახდინა და ტყვედ ჩაბარდა, სადაც საშინელი დღეები გამოიარა. რომელიღაც მომენტში ოფიცერი 50 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდა. ის მხოლოდ 1973 წლის 14 მარტს გაათავისუფლს, როდესაც ამერიკელებმა ვიეტნამი დატოვეს.

 

და, აი, დადგა დღე, როდესაც რობერტ სტერმი შინ მიფრინავს. გზად – გაჩერება ფილიპინურ ბაზაზე, დასასვენებლად და საჭირო ბიუროკრატიული პროცედურების გასავლელად. სწორედ აქ მიიღო ბობმა მეუღლის გამოსამშვიდობებელი წერილი. ტყვეობისას მას საყვარელ ცოლზე და შვილებზე ფიქრმა გააძლებიდა. შესაძლოა, მათ ურთიერთობებს სირთულეები ახლდა, მაგრამ მამაკაცი მიიჩნევდა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. როგორც აღმოჩნდა – ცდებოდა.

 

ამ კადრის გადაღებისთანავე, რომელზეც დიდი სიხარულია აღბეჭდილი, მალევე განქორწინების ხანგრძლივი და რთული პროცესი დაიწყო. სტერმმა დაადგინა, რომ მეუღლემ სხვა მამაკაცებთან შეხვედრა მისი ტყვედ ჩავარდნის მერე დაიწყო. მას ქმრის დაბრუნებამდე სამჯერ სთხოვეს ხელი. ქალი ბავშვებს ყველაფერს უმალავდა.

 

ბობმა სასამართლო წააგო. მეუღლეებმა შვილები თანაბრად გაიყვეს, უქმეებზე ყველა ერთად იკრიბებოდა. ყოფილმა ცოლმა სახლი, მანქანა, ყოველთვიური ალიმენტები 300$-ის ოდენობითა და  სამხედრო პენსიის 40%-ზე მეტი მიიღო. აი, რატომ არ ეკიდა რობერტის სახლის კედლებზე ცნობილი ფოტო, რომელზეც მას გახარებული ოჯახი ხვდება კალიფორნიის სამხედრო ბაზაში. ლორეტას გამო…

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18355 0
Frescobaldi: ლეგენდარული ტოსკანური მეღვინეების ოჯახი 700-წლიანი ისტორიით http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18315 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18315#respond Sat, 11 Jan 2020 21:42:08 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18315  

1

 

ფრესკობალდის გვარის ისტორია  1000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც შუასაუკუნეების ფლორენციაში საბანკო საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ოჯახი რამენიმე ხანში პოლიტიკური და ეკონომიკური სცენის აბსოლუტური ლიდერი გახდა და “ინგლისის სამეფო კარის მიმწოდებლების” საპატიო წოდებაც ერგო.

 

ფრესკობალდებმა სამუდამოდ ჩაწერეს თავიანთი სახელი ფლორენციის ისტორიაში უხვი არქიტექტურული სამუშაოების შეკვეთების წყალობით: ხიდი სანტა ტრინიტა მდინარე არნოზე და სანტო სპირიტოს ტაძრის მშენებლობა ბრუნელესკის პროექტის მიხედვით. ოჯახის ყველაზე ცნობილ წევრებს განსაკუთრებული როლი ერგოთ: “ახალი ტკბილი სტილის” პოეტმა, დინო ფრესკობალდიმ სახელი იმით გაითქვა, რომ თავის მეგობარს, გადასახლებაში მყოფ უდიდეს დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” პირველი სიმღერები უპოვნა და დაუბრუნა, რამაც სამუშაოს გაგრძელების საშუალება მისცა პოეტს. ჯეროლამო ფრესკობალდი, ადრეული ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად მიიჩნევა, მან არაერთი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა.

 

original_frescobaldi-video-tp

 

ოჯახის მიერ მამულ ტენუტა დი კასტილიონიში ღვინის წარმოების შესახებ დოკუმენტებში პირველი ჩანაწერები 1300 წლის დასაწყისს მიეკუთვნება. ფრესკობალდებმა თავიდანვე დაისახეს მიზნად, მათი ღვინო საუკეთესო ხარისხის ყოფილიყო და წარმოეჩინა ის უნიკალური ტერუარი, სადაც დაიბადნენ.  XV საუკუნის დასაწყისში მათი ერთგული თაყვანისმცემლები აღორძინების პერიოდის ისეთი უდიდესი ხელოვანები გახდნენ, როგორებიცაა დონატელო და მიკელოცო მიკელოცი. ასწლეულების შემდეგ მათ ღვინოს უკვე რომის პაპისა და ინგლისის მეფე ჰენრიხ VIII-ს კარზე მიირთმევდნენ.

 

 

lucee

 

ძვირფასი მემკვიდრეობა საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა: ფრესკობალდის ოჯახის მეღვინეობის ფილოსოფია მუდამ ეფუძნებოდა ტრადიციებისადმი ღრმა პატივისცემასა და ამავდროულად ახალი კვლევებისა და ექსპერიმენტებისთვის გახსნილობას.

 

1855 წელს, თავიანთ მამულებში ნიპოძანოსა და პომინოში, სწორედ ფრესკობალდებმა დარგეს ტოსკანაში პირველებმა  ყურძნის ჯიშები: კაბერნე სოვინიონი, მერლო, პინო ნერო და შარდონე.

 

img1

 

 

1894 წელს პომინოს მამულში იტალიაში პირველი გრავიტაციული მეღვინეობა ააშენეს და პირველებმა შემოიტანეს ცნება “ცალკეული ვენახები”.

 

Castel-giocondo-apertura-725x545

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლამბერტო ფრესკობალდიმ ოჯახური საქმიანობის მოდერნიზირება გადაწყვიტა. 50-60-იან წლებში ვიტორიოს, ფერდინანდოსა და ლეონარდოს ხელმძღვანელობით ღვინის მეურნეობა საგრძნობლად გაიზარდა. 1989 წელს ფრესკობალდებმა მონტალჩინოში კასტელ ჯოკონდო  – ბრუნელოს რეგიონის ყველაზე დიდი მამული შეიძინეს, სადაც ცნობილ ბრუნელო დი მონტალჩინოს აწარმოებენ, რომელიც 100%-ით სანჯოვეზესგან შედგება.

 

luc

 

1995 წელს მონტალჩინოს მამულში Luce della Vite ახალი პროექტი წამოიწყეს, 2000 წელს კი ფრიულის რეგიონში გრაფ ატემისების მამული შეიძინეს. ოჯახის პროექტებს შორისაა ასევე ბოლგერიში მამულ ორნელაიას მართვა 2005 წლიდან და ულტრათანამედროვე მარნების აშენება მეღვინეობა ამირალიაში 2011 წელს.

 

aaa

 

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მეურნეობამ რამდენიმე ცვლილება განიცადა,  მფლობელი არასოდეს შეუცვლია – მას დღემდე ფრესკობალდის ოჯახი აკონტროლებს.

 

Lamberto-Frescobaldi-1-726x400

ლამბერტო ფრესკობალდი

 

 

კომპანიის მთავარი ოფისი – პალაცო ფრესკობალდი ფლორენციის საქმიან ნაწილშია განლაგებული. ოჯახი ტოსკანაში 1000 ჰა ვენახებსა და 4000 ჰა მიწას ფლობს, წელიწადში დაახლოებით 7 მილიონ ბოთლს აწარმოებს და მსოფლიოს 60 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, კომპანიის შტატი  მაღალი კლასის 160 პროფესიონალისგან შედგება.

 

Wine barrels stacked in the cellar.

 

ფრესკობალდის სახლი ავტორიტეტული მწარმოებელია, ოჯახის ღერბი Marchesi de Frescobaldi იტალიური ღვინის ეტიკეტზე – უმაღლესი ხარისხისა და შესანიშნავი გემოს გარანტიაა!

 

 

 

Ristorante & Wine Bar dei Frescobaldi – ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის ბარი მსოფლიოში

 

frr

 

რა უფრო მნიშვნელოვანია რესტორანში მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად – კერძისთვის შერჩეული ღვინო თუ პირიქით? და რა უნდა მივიჩნიოთ უმთავრესად და პრინციპულ გადამწყვეტად: ღვინო თუ სამზარეულო? მსოფლიოს დაწესებულებები, რომლებსაც ერთი აბრა Wine Bar აერთიანებს, ამ დილემას ღვინის სასარგებლოდ წყვეტენ.

 

იტალიაში ბოლო დროს ღვინის ბარების სიმრავლე სამი მიზეზით ამოიხსნება. პირველი – სხვადასხვა ღვინოების მაძიებელი ტურისტების ზღვა, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ღვინის მენიუს სიმწირით რესტორნებში. მეორე – ღვინის პრესის აქტივიზირება: მიმოხილვებმა Gambero Rosso, Civilta del Bere და II Mio Vino-ში არამხოლოდ ტურისტებს, არამედ თავად იტალიელებსაც გაუღვიძეს ინტერესი საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ღვინისადმი. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი – იტალიური ღვინის ხარისხის ამაღლება ბოლო 30 წლის განმავლობაში.

 

ალტო-ადიჯედან სიცილიამდე მეღვინეებმა თავიანთი ვენახებისა და მარნების განახლება დაიწყეს და მსოფლიო ბაზარზე გასვლაზე იზრუნეს. ამ 30-წლიანი რევოლუციის შედეგი კი გახდა მთელი მსოფლიოს დიდი ინტერესი იტალიური ღვინოებისადმი, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმი და ღვინის პატარა სამყარო ყოველ ენოთეკაში.

 

ქიმია, რომელიც ღვინისა და საჭმლის ურთიერთშეხამების საფუძველია – შემოქმედებითი ძიების საწინდარი გახდა  ფრესკობალდების ღვინის ბარში. ფრესკობალდის ოჯახის ფილოსოფია ღვინის ბარისადმი, ისევე როგორც თავად ღვინისადმი, გახლავთ კულტურის, სიამოვნებისა და დახვეწილობის სინთეზი. ღვინის ბარის, ენოთეკისა და რესტორნის გახსნა ძალიან ორგანულად მოხდა – ფრესკობალდის ღვინო ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქიდან კარგად არის ცნობილი ქვეყნის გარეთაც.

 

aerop

 

ფრესკობალდის პირველი ღვინის ბარი 1999 წელს რომის ლეონარდო და ვინჩის სახელობის აეროპორტში გაიხსნა საპასპორტო კონტროლის უკან და მალევე გახდა აეროპორტის ყველა მაღაზიისა და Duty Free-ს კონკურენტი. ჭიქა კარგი ღვინო და ხემსი შესანიშნავად განგაწყობს ნებისმიერი ხანგრძლივობის ფრენისკენ.

 

Fresco-640x458

 

ცნობილი ფლორენციული მოედანი Piazza della Signoria კიდევ უფრო მიმზდველი გახდა კარგი ღვინის მოყვარულებისთვის. 2002 წელს მიქელანჯელოს დავითის მეზობლად ფრესკობალდის მეორე ღვინის ბარი და რესტორანი გაიხსნა.

 

nip

 

მყუდრო სივრცეს ერთმანეთში იყოფენ Frescobaldino – ბარი ღვინის მედიტაციებისთვის და ელეგანტური, მაგრამ ამავდროულად არაფორმალური რესტორანი ტრადიციული ტოსკანური სამზარეულოთი.

 

castl

უდავოდ, ამ დაწესებულებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ღვინის მენიუ. მასში ფრესკობალდის 50 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი, თანაც ასორტიმენტის 80% – შემოთავაზება ჭიქებით. 10 ევროდ აქ მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას აღიარებული კლასიკით Montesodi Chianti Rufina-ს სახით და  არისტოკრატულ კაბერნეს სახელწოდებით Mormoreto, ორიივე ღვინო Nipozzano-ს მამულიდანაა. 3-6 ევროს დიაპაზონში აქ მშვენიერ არჩევანს შემოგთავაზებენ: Prosecco, Pinot Grigio, Tocai და Chardonnay იტალიის ჩრდილოეთიდან, ასევე გრაპას, უფრო ძლიერი სასმელის მოყვარულებისთვის.

 

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18315 0
იტალიური ვნებანი: ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18300 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18300#respond Thu, 12 Dec 2019 10:53:25 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18300 1

 

1950 წელი… ფრენკ სინატრა უკვე ცნობილი მსახიობი იყო, წარმატებულად იწყებდა კინოში კარიერას, სხვადასხვა რეიტინგებში პირველობას არ თმობდა და მის გამო ათასობით თაყვანისმცემელი ჭკუას კარგავდა. ავა გარდნერი, რომელსაც იმ დროს კინემატოგრაფი დიდად არ აინტერესებდა, სინატრას პოპულარობაში არ ჩამორჩებოდა. საკმაოდ მოთხოვნადი გახლდათ ჰოლივუდში, უამრავი ადამიანი მას მსოფლიოს ულამაზეს ქალად მიიჩნევდა და “ჰოლივუდის პირველ შავგრემანს” უწოდებდა, თაყვანისმცემლების რიგი კი ძვირად ღირებული საჩუქრებით, უსასრულო იყო.

 

 

ფრენკ სინატრასა და ავა გარდნერის პირველი შეხვედრა ფილმის “ჯენტლმენები ქერებს ამჯობინებენ” ჩვენებაზე შედგა. “უბრალოდ, თავი დავკარგე, თითქოს ჭიქაში რაღაც ჩამიყარა…”. ავამ პირველივე საღამოს მოაჯადოვა ახალი თაყვანისმცემელი, თუმცა თავად არტისტით არ მონუსხულა. მეტიც, ავას მეგობრის, რუთ როზენტალის თქმით, ფრენკმა ავაზე არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ლამაზმანმა ის დაახასიათა როგორც “ქედმაღალი, პატივმოყვარე და მიმწოლი”.

 

2

 

თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გარდნერის სინატრასადმი ასეთი დამოკიდებულება ცივი გათვლის შედეგი ყოფილიყო. ფრენკისგან განსხვავებით, ავა თავისუფალი ქალი გახლდათ და ამ მდგომარეობას მაქსიმალურად იყენებდა. მის ფავორიტებს შორის მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი – მილიონერი ჰოვარდ ჰიუზი ირიცხებოდა. მილიონერი ლამაზმანს ბრილიანტებითა და ყვავილებით ანებივრებდა და არაერთხელ უთხოვია ხელი. ავას ურთიერთობის გაფორმება არ სურდა, თუმცა გაფუჭებაც არ აწყობდა. თანაც, ეკრანის ძნელად დასაპყრობი დედოფლის იმიჯის შენარჩუნება ადვილი არ არის, თუ ყოველი შემხვედრი კაცის მკლავებში უმალ აღმოჩნდები.

 

 

 

 

ვერ ვუყურებთ ფრენკის საცოდაობას, – ამბობდნენ სინატრას მეგობრები, – ის ხან ტკიცინა დოლარივით ბზინავს – “ავა ჩემთან ერთად სადილს დათანხმდა”, ხანაც კი ნაცემ ძაღლს ჰგავს – “ის მე სერიოზულად არ აღმიქვამს”. ნენსი სინატრა ქმრის ღალატს დიდი ხანია, მიჩვეული იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი საშიშროება იგრძნო. საქმე იმაშიც კი არ იყო, რომ ქმრის დაკარგვის ეშინოდა, არამედ ფრენკის ავასადმი ვნება უკვე სიგიჟეს ემსგავსებოდა. სინატრა დაჟინებით მოითხოვდა განქორწინებას, მაგრამ ნენსი ბოლომდე ებღაუჭებოდა ქორწინებას და თანხმობას არ აძლევდა.

 

6

 

სანამ ავა თავისუფალი იყო, მასზე უფლებების წაყენება ნებისმიერს შეეძლო, და ის სინატრას ეჭვიანობას ეშმაკობით ამწვავებდა: ფილმის გადასაღებად ესპანეთში გაემგზავრა და მალევე გააბა რომანი ცნობილ ტორეროსთან. ამას რამდენიმე ხანმოკლე გატაცება მოჰყვა (ავას), სუიციდის რამდენიმე მცდელობა (ფრენკის) და ერთი განქორწინება (კვლავ ფრენკის). სანამ გარდნერი ოკეანის მიღმა რომანს რომანზე იცვლიდა, სინატრამ ხმის დაკარგვა მოასწრო, საძილე წამლებით გაჭყიპვა, ვენების გადაჭრა და ღუმელში თავის შეყოფაც კი.

 

 

 

 

 

 

ერთთვიანი მოლაპარაკებების შედეგად სინატრას ცოლმა განქორწინებას ხელი მოაწერა. გარდნერი შეყვარებულის ხვეწნა-მუდარის შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა და მისდა საბედნიეროდ დაქორწინებასაც დათანხმდა. მათ განქორწინების მეორე დღესვე მოინდომეს ხელის მოწერა, მაგრამ წყვილს გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს – 2 თვე. ეს პერიოდი მათ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა – ყოველ წვრილმანზე ტემპერამენტიანი შეყვარებულები სკანდალს აწყობდნენ. სინატრა იარაღს სტაცებდა ხელს და მომავალი ცოლისა და შემდეგ თავის მოკვლით იმუქრებოდა, გარდნერი კი ეჭვიანობის შემოტევისას ნიშნობის ბეჭედს მოისროდა ფანჯარაში.

 

 

 

მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც დაქორწინდნენ და თაფლობის თვე მაიამიში გაატარეს.

 

3

 

ახლობლებისა და მეგობრების მოლოდინის მიუხედავად, ქორწინების ოფიციალურმა რეგისტრაციამ ფრენკისა და ავას ურთიერთობა უფრო მშვიდი არ გახადა. ისინი განაგრძობდნენ ჩხუბს. სინატრა ცოლის დაქალებზეც კი ეჭვიანობდა და ზოგ მათგანს სახლიდანაც აგდებდა. ცეცხლში ნავთს კი ის ფაქტი ასხამდა, რომ ოჯახის მთავარი მარჩენალი ავა გახდა – ქმარზე მეტ ფულს შოულობდა და ამით სინატრას თავმოყვარეობა ელახებოდა. თვითშეფასების ასამაღლებლად, ფრენკმა კვლავ დაიწყო სხვა ქალებისკენ ყურება. მორიგი სკანდალის დროს მან ავას ერთ-ერთი საყვარელი სურათი დახია (სინატრას კაბინეტში ავას საუკეთესო ფოტოების კოლექცია ეკიდა, რომელსაც ის საღამოობით დიდ ხანს ათვალიერებდა), შემდეგ კი იატაკზე დახოხავდა ნაფლეთების შესაგროვებლად და შესაწებებლად.

 

4

 

ავას ბავშვი უნდოდა, მაგრამ ნაყოფი მოსცილდა. ამის შემდეგ ის უმძიმეს დეპრესიაში ჩაეფლო. სინატრას კარიერაში წარუმატებლობები კვლავ ხდებოდა უსიამოვნების მიზეზი და მის ჯანმრთელობაზე აისახებოდა. ფრენკი ცდილობდა მიეღო როლი ფილმში “ამიერიდან და უკუნითი უკუნსამდე” (რომელმაც საბოლოოდ ოსკარი მოუტანა), მაგრამ პროდიუსერები მას უნიჭოდ მიიჩნევდნენ და ყოველივე ახსნა-განმარტების გარეშე უარს ეუბნებოდნენ. ავა ხედავდა, თუ როგორ იტანჯება მისი საყვარელი მამაკაცი და ცხოვრებაში პირველად გადაწყვიტა, გამოეყენებინა თავისი მაღალი მდგომარეობა ჰოლივუდში – პროდიუსერს დაურეკა და სთხოვა, ფრენკისთვის როლი მიეცა.

 

 

 

 

სინატრა კვლავ წარმატებული გახდა. ცოლის ისტერიკებით დაღლილი, ნუგეშს სცენაზე და თაყვანისმცემლების მკლავებში პოულობდა, მერილინ მონროსთან რომანის შესახებ კი, რომელსაც ის ხუმრობით “უბრალოდ დაქალს” უწოდებდა, მთელი ამერიკა ჭორაობდა.

 

 

სასოწარკვეთილმა ავამ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და მის საყვარელ ესპანეთში გაემგზავრა. მორიგ ტორეადორთან გააბა რომანი და განქორწინებაზე საბუთები შეიტანა. ფრენკი განრისხებული იყო. ახლა ის აღმოჩნდა მეუღლის როლში, რომელსაც მეორე ნახევარის გაშვება არ სურს.

 

განქორწინება მხოლოდ 4 წლის შემდეგ შედგა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მეუღლეები პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ 60-იანების შუა წლებში დაშორდნენ, როცა ავას მძიმე დეპრესია ტანჯავდა და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ყველაფრისგან დაიღალა: გადაღებებისგან, კაშკაშა წვეულებებისგან, მამაკაცებისგან, ფრენკისგან… უნდოდა ისე დამალულიყო, რომ ვერავის ვერასდროს ეპოვნა და “დანრჩენილი ცხოვრება” მშვიდად გაეტარებინა, თუმცა 40 წელს სულ ცოტათი იყო გადაცილებული. მაგრამ მან საბოლოოდ აღიარა: “ცხოვრებაში ფრენკივით არავინ მყვარებია”.

 

ცხოვრებაში რაიმე აზრის საპოვნელად, მან კვლავ დაიწყო უსასრულო წვეულებებზე სიარული და ერთხელაც განაცხადა, რომ ტორეროს როლი სურ მოირგოს. გამოსვლა იმით დასრულდა, რომ ცხენმა მსახიობი გადმოაგდო, ხარმა კი რქით გაუსვა სახეზე. ტრავმის მკურნალობას დიდი ხანი დასჭირდა, და რთული მისახვედრი არ არის, თუ ვინ დაუდგა მხარში ამ რთულ სიტუაციაში. რეპორტიორები ხშირად უღებდნენ ავას და ფრენკს ფოტოებს, რომლებიც უკვე ოფიციალურად განქორწინდნენ, მაგრამ მაინც იზიდავდათ ერთმანეთი მაგნიტებივით. ორი წარუმატებელი ქორწინების მიუხედავად, სინატრა მისი ცხოვრების საუკეთესო ქალთან მაინც აგრძელებდა ურთიერთობას ბოლომდე.

 

 

როდესაც ავა მძიმედ ავად გახდა, ფრენკი უმალვე მასთან გაჩნდა. ალკოჰოლმა და მოწევამ საგრძნობლად დაუზიანა ჯანმრთელობა, 1986 წელს კი გულის შეტევა ორჯერ გადაიტანა, რის მერეც ნაწილობრივ პარალიზირებული გახდა. სინატრა ყველაზე ძვირად  ღირებულ წამლებს ყიდულობდა მისთვის, საუკეთესო ექიმებთან დაჰყავდა კერძო თვითმფრინავით… ხელით არწევდა და ყურში ნაზ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა, რომლების თქმაც ქორწინების დროს ვერ მოასწრო.

 

7

 

ავა 1990 წელს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრენკისთვის ეს თავზარდამცემი ტრაგედია გახდა. ქალიშვილმა სინატრა საძინებლის იატაკზე იპოვა – ისე გამეტებით ბღაოდა, რომ ხმა დაკარგა და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა. ავა გარდნერის დაკრძალვაზე, ხალხის ნაკადს შავი ლიმუზინი მიჰყვებოდა. მანქანიდან არავინ გადმოსულა, მაგრამ ყველამ იცოდა, თუ ვინ ზის მასში. სინატრა აცილებდა ქალს, რომელიც მისი ცხოვრების საბედისწერო სიყვარულად იქცა,  მის მუზას, რომელზეც ის ყოველ თავის სიმღერაში მღეროდა…

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18300 0
მარია კალასის წერილები არისტოტელე ონასისს http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18292 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18292#respond Wed, 11 Dec 2019 14:51:21 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18292 11

 

ეს გახლავთ სტრიქონები წერილებიდან, რომლებსაც მარია კალასი თავის შეყვარებულს, არისტოტელე ონასისს წერდა მას შემდეგ, რაც მან ამერიკის პრეზიდენტის ქვრივზე, ჯეკი კენედიზე იქორწინა. საოპერო დივა ცდილობდა დაეწყო ახალი ცხოვრება მის გარეშე, დაევიწყებინა ყველაფერი, ბევრს მუშაობდა, იშვიათად წერდა ფირფიტებს. მაგრამ გულის მოტყუებას ვერ ახერხებდა –  აზრები გამუდმებით აბრუნებდა საყვარელ ადამიანთან და მასთან გატარებულ დაუვიწყარ დღეებთან…

 

 

*****************************************************

 

შენ არ გჯეროდა, რომ შემიძლია სიყვარულის გამო მოვკვდე. იცოდე: მე მოვკვდი. სამყარო დაყრუვდა. ვეღარ ვმღერი. არა, შენ ამას წაიკითხავ, მე გაიძულებ. ყველგან ჩემს გამქრალ ხმას გაიგონებ, ძილშიც კი, ჭკუიდან შეგშლის და დანებდები, რადგან მას ნებისმიერი ციხე-სიმაგრის აღება შეუძლია. ის ჩემს ნაცვლად იძიებს შურს. მას ათასობით, ათიათასობით ადამიანი ნებდებოდა.

 

მან უკან დაიხია შენი დათვის ყურის წინაშე, მაგრამ რევანშს აიღებს. არა, შენ ვერ მოსწყდები. ბოლომდე შესვამ დარდისგან გაშეშებული ხმის აღსარებას, ხმის, რომელმაც უარი განაცხადა სახალხოდ გადაყლაპოს წყენა, რომელმაც წარმოუდგენლად ჩათვალა, რომ მიტოვებულია. ის ყოვლისშემძლე იყო, არი, ამიტომაც – ამაყი. არი, მან ვერ გადაიტანა შენი ალიყურით დამცირება. მან უკან დაიხია, მაგრამ იცოდე – მოსვენებას არ მოგცემს. შურს იძიებს ჩემს გამო,  საქვეყნოდ თავის მოჭრისთვის, მარტოობისთვის და ბავშვის გარეშე დატოვებისთვის, რომელიც ასე გვიან მაჩუქა ღმერთმა და რომლის მოკვლაც შენ, არი, შენ მაიძულე!…

 

*****************************************************

ახლა ჩემს თავს ვეკითხები: რატომ იყავი შენ ჩემთვის უფრო ძვირფასი, ვიდრე ის?! შენ, რომელსაც ჩემს სპექტაკლებზე დასწრებაც კი არ გსურდა, რომელიც დამცინოდა იმის გამო, რომ საკუთარი ჩანაწერების მოსმენა მიყვარდა! შენ, რომელსაც საერთოდ არ გაინტერესებდა ჩემი ცხოვრება, დაგეზარა ჩემი დებიუტის ჩანაწერის მოსმენა Arena di Verona-დან, როდესაც 25 ათასი მაყურებელი სამსაათნახევარის განმავლობაში, აღფრთოვანებისგან გაგიჟებული, ჩემთან ერთად ტაქტში სუნთქავდა…

 

მე ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ გემორჩილებოდი, როგორ მოხდა, რომ ჩემი განკარგვის ნება მოგეცი, მორჩილად ვიხსნიდი სპექტაკლის წინ ლინზებს – ლინზებს, რომლების გარეშეც ვერაფერს ვხედავდი! – ოღონდ შენი გული მომეგო? გახსოვს გარიჟრაჟი იახტაზე – იასამნისფერი გარიჟრაჟი, როდესაც პეშვებიდან მწკლარტე ბერძნულ ღვინოს მასმევდი? მაშინ მითხარი, რომ ამაზე უკეთესი წუთები არ გახსოვს. ღმერთო, რა საბრალო ხარ. იმაზე გაცილებით დიდი სიყვარული მქონია, ვიდრე შენ მე მომეცი. სამყაროში იყო ჩემი ხმა – ხმა, რომელსაც ყველა ღვთაებრივს უწოდებდა და რომელსაც შენ კევის ზანტად ღეჭვისას უსმენდი…

 

 

**********************************************************

 

არი, დედამიწაზე არაფერია იმ წამზე მშვენიერი, როდესაც სიმღერა უნდა დამეწყო –  ხალხის მწველი ვედრების წუთზე ხმის დაბადებისას. ვფიცავ, ეს ეგეოსის ზღვაში გიჟურ სიყვარულზე ბევრად მეტია, რადგან მათთვის, მათთვის, არი,  – სასურველი ვიყავი მაშინაც, როცა შენ უარი თქვი ჩემზე, და შენ რომ რაიმე წარმოდგენა გქონდეს უდიდეს ცნებაზე -“თეატრზე”, მიხვდებოდი, რას ნიშნავს ერთ საღამოს 25 ათასი მაყურებელი ჭკუიდან შეშალო. ისინი ჩემს “ნორმაზე” გიჟდებოდნენ და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ საკუთარ თავზე ვმღერი. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ მის უბედურ ცხოვრებას ვიმეორებდი. არი, მე როგორც ის, კი არ ვცხოვრობდი, არამედ დიადს ვემსახურებოდი და მის მსგავსად შევწირე მსხვერპლად ყველაფერი. ვერ გიტან, არი. შენ მაიძულე ჩემში ჩასახული იმედი ჩამეკლა. ის რომ დაბადებულიყო, ჟაკლინთან არ წახვიდოდი. თუნდაც წასულიყავი, ჩვენ ორნი დავრჩებოდით…

 

**********************************************************

 

22

 

შენს გარდა ვერავინ გაიგებდა, თუ როგორი წარმოუდგენელი სიმარტოვეა მწვერვალზე. შესაძლოა, ჩემი მხოლოდ მამას ესმოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარ არის. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთად – დედამ დაუფიქრებლად მიატოვა ის და ჩვენთან ერთად ამერიკიდან საბერძნეთში დაბრუნდა. ახლა ამ პარიზულ ბინაში მარტო ვცხოვრობ,  ჩემი და კი ასეთ ბანალურ რამეებს მწერს: “დედა ბერდება”. რა თქმა უნდა, ის ბერდება. მეც ვბერდები. სხვადასხვა სახლებში ვცხოვრობთ და ასეთ არაფრისმთქმელ წერილებს ვუგზავნით ერთმანეთს. უმჯობესი იქნებოდა, შენსავით ისინიც დამცინოდნენ. ყოველ შემთხვევაში, შენ გულგრილი მაინც არ იყავი.

 

არი, მე 12 წლიდან ცხენივით ვმუშაობდი მათ გამოსაკვებად და დედის უკიდეგანო ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად. ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მათ სურდათ. არც დედას და არც დას უკვე აღარ ახსოვთ, ომის დროს სამხედრო კომენდატურებში კონცერტებს როგორ ვმართავდი და ვფლანგავდი ხმას გაუგებარ რამეებზე, მათთვის ლუკმა პურის მოსაპოვებლად. 15 წლისას მთელი საბერძნეთი მიცნობდა, უკვე 17 წლის ასაკში მითხრეს, რომ ვარსკვლავი ვარ, შემდეგ კი მხოლოდ ვმუშაობდი, ვმუშაობდი, ვმუშაობდი – ამისათვის ყველაფერი გავიღე, არავინ მყვარებია, მხოლოდ მუსიკას ვემსახურებოდი… გამუდმებით ვფიქრობ: ყველაფერი ასე რთულად რატომ მქონდა მოსაპოვებელი? ჩემი სილამაზე. ჩემი ხმა. ჩემი ხანმოკლე ბედნიერება… რომ იცოდე, როგორ გამიჭირდა შენს მერე სიმღერას მივბრუნებოდი… კეთილი კრიტიკოსები ცდილობენ მხარი დამიჭირონ, ბოროტები გაჰკივიან, რომ ხმა დავკარგე შენს ლოგინში. მიმიფურთხებია. მიმიფურთხებია, არი, მე ისეთი ბედნიერი ვიყავი შენს გვერდით… არი, კალასი საკუთარ თავს მხოლოდ კალასით განსაზღვრავს. და  მე მშვენივრად მესმის, რომ ამ განსაზღვრებით დღევანდელი მე არარაობაა…
**********************************************************

ლეონარდ ბერნსტაინი:

64 წელს ფრანკო ძეფირელისთან და მარიასთან “ნორმაზე” ვმუშაობდით. მარიას დიდი პრობლემები ჰქონდა მაღალ ნოტებან, და მე ვეუბნებოდი, რომ მარტივად შეუძლია თავი აარიდოს კრიტიკას, თუ თავისი პარტიის ორი ტონით დაბლა ტრანსპონირებას მოახდენს. პუბლიკის დიდი ნაწილი მაინც ვერაფერს მიხვდებოდა. ვევედრებოდი, მოეხმო გონებისთვის, მაგრამ მან უარი განაცხადა. “არ შემიძლია, -მპასუხობდა ის,  – ყველაფერი უნდა ვიმღერო, თუნდაც ეს ჩემი კარიერის კრახს ნიშნავდეს.  კალასმა პარტიტურა ისე უნდა იმღეროს, როგორც არის დაწერილი.”

ვერავინ შეაცვლევინა აზრი. შედეგად, ერთ-ერთ წარმოდგენაზე მესამე ოქტავის “დოზე” მისი ხმა ჩაწყდა. გრანდ-ოპერას დარბაზმა გაოცებისგან იგუგუნა. ორკესტრი გაჩერდა. დღემდე მახსოვს მუსიკოსების გაოგნებული და შეშინებული თვალები. მარია სცენაზე მიტკალივით თეთრი იდგა. წუთის განმავლობაში იატაკს მიაშტერდა, შემდეგ ამაყად ასწია თავი და მომცა ნიშანი, დამეწყო თავიდან. მეორედ იგივე პასაჟი იმღერა. ამჯერად ყველაფერი გამოუვიდა. მესმოდა, როგორ ტიროდნენ დარბაზში, მეც ვერ შევიკავე ცრემლები. როგორი ფანტასტიკური სიმამაცეა. ფანტასტიკური!

 

**********************************************************

 

ბრუნა, კალასის უკანასკნელი მოსამსახურე:

როდესაც სინიორ ონასისმა ღალატი მოინანია და სინიორასთან პატიების სათხოვნელად მოვიდა, მან არ მიიღო. სინიორ ონასისი ჩვენი ფანჯრების ქვეშ სტვენდა არიას ოპერიდან და კენჭებს ესროდა მინებს. სინიორა ფარდის უკან იდგა და ტიროდა. მაგრამ როცა მან კარებზე ზარი დარეკა, საკადრისი პასუხი მიიღო.

 

**********************************************************

 

ამონარიდი კალასის წერილიდან:

 

 

33

 

შენ დაგავიწყდა: იმ ფანჯრების ქვეშ, სადაც ახლა ჩემს სახელს გაჰყვირი, ფეხებს უბაკუნებდი და მოითხოვდი, რომ შენთვის თავი დამენებებინა.

 

შენ დაგავიწყდა: ერთადერთი მამაკაცი იყავი, ვისაც ვთხოვდი, ჩემზე დაქორწინებულიყო. შენ დაგავიწყდა, როგორ მტანჯავდი, როგორ გამოსცერი კბილებიდან თანხმობა და ეკლესიასთან მანქანაში დამცინავად მითხარი: “მიაღწიე მაინც შენსას?” გეგონა, რომ ასეთი დამცირების შემდეგ შენი ცოლი გავხდებოდი. გულწრფელად გაოცდი, მანქანიდან რომ გადმოვხტი და წავედი. შენ დაგავიწდა, არი. მე მარია კალასი ვარ. ნუთუ ფიქრობდი, რომ გაპატიებდი? 3 წელი შენი საყვარელი ვიყავი. 3 წელი უარს ამბობდი ჩემზე დაქორწინებაზე, რის მერეც დაუფიქრებლად შეირთე ცოლად ყოფილი პრეზიდენტის სულელი ქვრივი, რომელიც მხოლოდ სამოსის განხილვით იყო დაკავებული მიღებების დროს. ვიცოდი, რომ მასთან მოწყენილობით მოკვდებოდი. არ დამიჯერე, არი. ახლა კი უბედური ხარ. ძალიან მტკივა, მაგრამ არ მიგიღებ.
**********************************************************

 

 

44

 

ჩემო საბრალო, ელზამ მითხრა, რომ (როცა შვილის დაღუპვის შესახებ გაიგე) ერთ ღამეში დაჭაღარავდი. ახლა, შესაძლოა, მიხვდი, როგორ სასტიკად მომექეცი, როცა აბორტი გამაკეთებინე. თუმცა, მე თავად ვარ დამნაშავე. შემეძლო შევწინააღმდეგებოდი. ყველას, შენს გარდა. მაპატიე, შენი ნუგეში არ მეხერხება. ამბობდი, რომ ღმერთის არ გწამს. ახლა დიდად არც მე მწამს. ყმაწვილობაში მეგონა, რომ ჩემი ღმერთი მუსიკა იყო. შემდეგ კი რწმენა იმისა, რომ საკუთარ თავს არ უღალატო. მუსიკა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ბედნიერი ვყოფიილყავი. და მე საკუთარ თავს შენთან ვუღალატე. არაფერი მაქვს შენთვის სათქმელი. არაფერზე მაქვს სამღერი. ამიტომაც, ჩუმად ვარ. არი, ჩემო ბიჭუნა, მრავალი წელი არავინ მყავდა გვერდით, ვისთანაც დავიწუწუნებდი – გადავეჩვიე ნუგეშს. მხოლოდ ამ წერილების გაგზავნით შემიძლია განუგეშო. ალბათ, გესიამოვნებოდა იმის ცოდნა, თუ რამდენი წელი მახსოვდა ყოველი დღე… მაგრამ ამ წერილებს არ გამოგიგზავნი. დავწვავ. მარია კალასი არ უგზავნის აღსარებას მამაკაცს, რომელმაც მას უღალატა. მაშ, მოითმინე, არი. მე უკვე თითქმის ნახევარი წელია, ჩუმად ვარ, სიმღერის გაკვეთილებსაც კი არ ვატარებ. მოითმინე, ჩემო სიყვარულო. მარტოობასაც კი აქვს საზღვარი. მისი სახელი- სიკვდილია.

 

მარია კალასი. “წერილები სიჩუმიდან”

ავტორი მარია ვარდენგა

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18292 0
დოქტორ ფოქსის ეფექტი http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18287 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18287#respond Tue, 10 Dec 2019 16:25:13 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18287 111

 

დოქტორ ფოქსის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ აუდიტორიის წინაშე გამომსვლელი თავისი ორატორული ოსტატობით, არტისტულობით, ქარიზმატულობითა და პუბლიკისადმი კეთილგანწყობით ახერხებს სალექციო მასალის უაზრობისა და უსარგებლობის დამალვას.

 

 

ცნობილია, თუ როგორი ძლიერი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ კარგ ორატორებს, თუმცა, პრაქტიკაზე ყველაფერი გაცილებით საინტერესოა. 1970 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში შემსწავლელი კონფერენცია გაიმართა, სადაც სპეციალისტები მოიწვიეს – სამედიცინო და ფსიქოლოგიური მეცნიერების კანდიდატები.

 

მათ წინაშე ვინმე მაირონ ფოქსი გამოვიდა მოხსენებით, რომელიც მეცნიერებათა დოქტორად წარადგინეს. ლექციის შემდგომ მსმენელებმა სალექციო მასალა უმაღლეს დონეზე შეაფასეს. თუმცა, არავინ იცოდა, რომ ლექტორის როლში სპეციალურად მიწვეული მსახიობი გამოვიდა. მას მცირეოდენი წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ სამეცნიერო დარგის შესახებ, რომელზეც მოხსენება გააკეთა.

 

ექსპერიმენტატორების დავალებით (მთელი ლექცია ექსპერიმენტს წარმოადგენდა) “დოქტორ ფოქსი” სერიოზულად მოემზადა – ექსპერტის როლი კარგად დაამუშავა, რომლის სახითაც წარსდგა პუბლიკის წინაშე. სიტყვით გამოსვლისას ნამდვილი სამეცნიერო სტატიებიდან ამოღებული სამეცნიერო ტერმინები გამოიყენა, თუმცა სრულიად არალოგიკურად და ქაოტურად. მთელი მოხსენება თითქოს სამეცნიერო მანერით წარადგინა, მაგრამ დაუსრულებელი, ურთიერთსაწინააღმდეგო და უთავბოლო გახლდათ.


ამავდროულად, დოქტორ ფოქსი ემოციური იყო, მსმენელებისადმი კეთილგანწყობილი, თავისი სფეროს ნამდვილი ავტორიტეტივით იქცეოდა. არადა ამ უაზრობის კორიანტელს ნამდვილი სპეციალისტები და მეცნიერების კანდიდატები წამოეგნენ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ფორმა შემადგენლობაზე უპირატესია. და წარმოიდგინეთ, თუ აუდიტორიის წინაშე არა უცნობი სპეციალისტი, არამედ ცნობილი საჯარო ქარიზმატური პიროვნება წარსდგება.

 

ყალბი მსახიობის მსგავსად, ცრუ მეცნიერებათა მოღვაწეები ტერმინებსა და მთლიან ფრაზებს იპარავენ სამეცნიერო წყაროებიდან ისე რომ ხშირად  ვერც კი ხვდებიან აზრზს, ამიტომაც მათი გამოყენების კონტექსტს ამახინჯებენ.

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18287 0
ვოლიო ბენე http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18282 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18282#respond Tue, 10 Dec 2019 15:05:36 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18282 fellini

 

სიკვდილამდე ორი დღით ადრე ფედერიკო ფელინიმ მითხრა: “როგორ მინდა, ისევ შემიყვარდეს!”

განცვიფრებული ვიყავი! ბოლო ზღვარზე, ადამიანს ისევ სურდა, განეცადა სიყვარული, ღრუბლებში ეფრინა, დამორჩილებულიყო იმას, ვისაც გინდა დაემორჩილო, სულში ესმინა საორკესტრო მუსიკისთვის… ის ქალზე არ საუბრობდა, მას უნდოდა ეთქვა, რომ სიყვარული – მისი ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური მომენტია.

 

 

როცა გიყვარს, უბრალოდ ადამიანი არ ხარ, არომატი ხდები. მიწაზე კი არ დადიხარ – დაფრინავ. შეყვარებულობის ეს მდგომარეობა არის ცხოვრებაში უმთავრესი. და არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ხარ შეყვარებული – ქალზე, სამსახურზე, სიცოცხლეზე თუ სამყაროზე.

 

 

სიყვარული – ეს არც სიხარულია და არც მწუხარება, არც ჯილდო და არც გამოცდა, ეს ყველაფერი მოგზაურობაა ჯადოსნურ და ზღაპრულ სამყაროში, ბილიკია საიდუმლომდე, რომელიც უნდა ამოხსნა. სიყვარული ყოველთვის მიდის, ყველაფერს აქვს დასასრული. მაგრამ ერთი მდგომარეობა მუდამ გარდაიქმნება მეორეში, და ეს ერთიც და მეორეც შესაძლოა ბევრად უფრო ძლიერი გრძნობა გახდეს, ვიდრე შეყვარებულობა.

 

 

დღეს ქორწინებები ხანგრძლივი არ არის, და ყოფილი შეყვარებულები მოკლებული არიან უდიდეს აღმოჩენას – რა შესანიშნავია, იარო ერთად სიკვდილამდე, ხელიხელჩაკიდებული. ბევრი მიიჩნევს, რომ ახალი ურთიერთობა უფრო ძლიერ შეგრძნებებს აჩუქებს. ეს ასე არ არის.

 

 

იტალიურ ენაში არის სიტყვა, რომელიც არ ითარგმნება – “ვოლიო ბენე”. სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს – გინდოდეს კარგად. არის “ამარე” – სიყვარული, და არის “ვოლიო ბენე” – როდესაც ადამიანს ისე ეპყრობი, რომ მასზე ახლობელი არავინ გყავს. “ამარე” ფიზიკურ სიამოვნებას ეფუძნება. დედამიწაზე ყველაზე ძლიერი გრძნობაა, როცა “ამარე” გადადის “ვოლიო ბენეში”.

 

 

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი სამყაროში, ვიდრე “ვოლიო ბენე”. ის მხოლოდ წლების შემდეგ მოდის, რომლებიც ერთად გაიარეთ, და ამ წლებმა ნდობა არ უნდა შთანთქას. ასეთი ხანგრძლივი კავშირის დაკარგვა უფრო ტრაგიკულია, ვიდრე სიყვარულის და მითუმეტეს ფიზიკური სიამოვნებისა. “ვოლიო ბენეს” დაკარგვა არის ნამდვილი, ღრმა მარტოობა, აბსოლუტური სიცარიელე.

 

 

უზარმაზარი “ვოლიო ბენე” იყო ჩემ უდიდეს მეგობარ ფედერიკო ფელინისა და ჯულიეტა მაზინას შორის. ფელინის მსოფლიო ქალები ეტრფოდა, მაგრამ მისი უკანასკნელი ჟესტი ჯულიეტასადმი სიყვარულის წმინდა ჰიმნი იყო – ფაქტობრივად პარალიზებული, ის კლინიკიდან გაიქცა, როცა შეიტყო, ჯულიეტა რომის საავადმყოფოში კვდებოდა. ხუთასი კილომეტრი განვლო და მის გვერდით დაწვა. და როცა ფელინი გარდაიცვალა, ჯულიეტაც მალევე მიჰყვა…

 

ტონინო გუერა

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18282 0
ნორვეგია ნავთობის გაყიდვის მოგებიდან მიღებულ თანხას საკუთარ მოქალაქეებს ურიცხავს http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18271 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18271#respond Mon, 18 Feb 2019 12:52:14 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18271 norvegia

ნორვეგია – ქვეყანა, სადაც დაცვის თანხლებით არავინ დადის, სადაც არ არის კორუფცია, სადაც ბერგენში, სამეფო სასახლეში ღამის ოპერებს დგამენ, ზაფხულობით კი ქუჩებში სპექტაკლებს, მეფე, რომელიც თავად ნიშნავს და ხსნის თანამდებობიდან მინისტრებს (მთავრობაში 7 მინისტრი და ერთი პრემიერ-მინისტრია), სადაც სამეფო სასახლის პარკი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის…

 

 

 

 

ХХ საუკუნის დასაწყისში ნორვეგია ”თევზმჭერთა პროვინციას” წარმოადგენდა განვითარებული გემთმშენებლობით. 1969 წლის დეკემბერში ნავთობის პირველი საბადოს ”ეკოფიქსი” გახსნამ სიტუაცია სრულებით შეცვალა.

ნავთობი, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ბუნებრივი რესურსი, ხალხის მემკვიდრეობად არის გამოცხადებული. ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სოციალურ პროგრამებში და საყოველთაო კეთილდღეობის ფონდში მიდის. ნორვეგია თანდათან ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად იქცა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 40 ათას დოლარს აღწევს. 30 წლის განმავლობაში ქვეყნის შემოსავალმა 454,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. თითოეული ნორვეგიელის პირად ანგარიშზე ნავთობის გაყიდვის მოგებიდან თანხა ირიცხება, დღესდღეობით ეს თანხა 100 ათას დოლარზე მეტს შეადგენს თითო მოსახლეზე. ბავშვის დაბადებისთანავე იხსნება ანგარიში მის სახელზე და 3 ათასი დოლარი ირიცხება.

 

სამედიცინო დაწესებულებები უმეტესად სახელმწიფო ან მუნიციპალურია, სახელმწიფო სუბსიდიები კი სამედიცინო მომსახურების მაღალ დონეს უზრუნველყოფს (ოპერაციები, საავადმყოფოში მკურნალობა უფასოა). ქვეყანაში არ არის გამორჩეული და პრივილეგირებული საავადმყოფოები – თუკი გუშინ საავადმყოფოს პალატაში მეფე ჰარალდ V იწვა, დღეს იქ უბრალო მუშა წევს. ქვეყანაში უფროსი თაობის მედმომსახურების უმძლავრესი სოციალური სტრუქტურა მოქმედებს (მომვლელები, მედიკოსები, მოხუცთა თავშესაფარი). მოხუცთა თავშესაფრები ერთ ადამიანზე ერთოთახიან ბინას ან კოტეჯს წარმოადგენს, თითოეულ პაციენტს ღილაკიანი ქამარი უკეთია, საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში, პაციენტი დააჭერს ღილაკს და მედდა უმალვე გაჩნდება.

 

უფასო განათლება

 

ნორვეგია მსოფლიოში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს მოსწავლეებზე. სასკოლო სისტემა მოქმედებს მშობლების აქტიური მონაწილეობით: სკოლები ურჩევენ, მშობლები კი გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელი შემოთავაზებაა მათი შვილებისთვის საუკეთესო (პირველ კლასში 7 წლის ასაკში მიდიან, სწავლის პერიოდი – 9 წელი, მომდევნო განათლება ნებაყოფლობითია 16-დან 19 წლამდე), სკოლებში ინფორმატიკა და ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება, ფორმირდება ჰუმანური მსოფლმხედველობა, ტოლერანტობა, ბუნების სიყვარული, შრომისმოყვარეობა.

 

სოფლის მეურნეობა

 

განვითარებულია უმაღლეს დონეზე და ორიენტირებულია ქვეყნის შიდა მოთხოვნილებების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფაზე საოჯახო ფერმების ხარჯზე. ფერმების ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობაა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ხორცითა და რძის პროდუქტებით საკმარისად ამარაგებს. ხილ-ბოსტნეულით კი დასავლეთ ევროპასაც ამარაგებენ, ამასთან, 200 000 ფერმერული მეურნეობა მიწის მხოლოდ 3%-ს ამუშავებს.

 

ნორვეგიის გლობალური საპენსიო ფონდი (თავად ნორვეგიელები მას ნავთობის ფონდს უწოდებენ) – თანამედროვე ეკონომიკის უნიკალური მოვლენაა. ფონდი დაახლოებით 25 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანია, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის დამატებითი შემოსავალი არა მხოლოდ ქვეყნის ამჟამინდელ მცხოვრებლებს, არამედ მომავალ თაობებსაც დარჩეს.

 

მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულმა მონარქიამ კანონის უზენაესობა ყველაფერზე წინ დააყენა, რელიგიასა და ტრადიციებზე წინ. ქვეყნის პირველი კანონმორჩილი მოქალაქე კი თავად მეფეა.

წესრიგი და ორგანიზებულობა ნორვეგიელთა ცხოვრების სტილია. ყველაფერი ზედმიწევნით მუშაობს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარება, წარმოება, სერვისი. აქ არ არიან ოლიგარქები, რომლებიც ძვირადღირებულ სასახლეებსა და იახტებს ყიდულობენ – თვითკმარ ნორვეგიელებს ეს არ სჭირდებათ, ისინი არავის ეჯიბრებიან. ზედიზედ 4 წლის განმავლობაში გაერო ნორვეგიას პირველ ადგილზე აყენებს ”ადამიანური განვითარებით”. სამუშაო დღე 7,5 საათს გრძელდება, ადვოკატი წელიწადში 400 000 კრონს იღებს, დამლაგებელი – 220 000 ათასს.

 

საბინაო მშენებლობაზე სახელმწიფო მკაცრ კონტროლს აწესებს. კრედიტებს სახელმწიფო საბინაო ბანკი გასცემს, სახლებს კი საკუთრების კოოპერატიული ფორმის მქონე კომპანიები აშენებენ. განსაკუთრებული კლიმატისა და რელიეფის გამო მშენებლობა ძვირია. ამის მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დიდი კვ.მეტრის საცხოვრებელი ფართი მოდის, მაგალითად 103,5 კვ.მ. 4-ოთახიან ბინაში 3 ადამიანი ცხოვრობს. 3-ოთახიანი ბინის ფასი 50-300 ათას დოლარს შეადგენს.

როგორც წესი, ოჯახში მხოლოდ ერთი მეუღლე მუშაობს, მეორე ოჯახით, შვილების აღზრდითა და სულიერი საზრდოს ძიებით არის დაკავებული. დროდადრო მეუღლეები როლებს ცვლიან.

თითოეული ნორვეგიელი, დიასახლისების ჩათვლით, 65 წლის მიღწევისას ძირითად პენსიას იღებს. დამატებითი პენსია შემოსავალზე და სამუშაო სტაჟზეა დამოკიდებული. ნორვეგიელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79-81 წელია. ოჯახი 17 წელს ქვემოთ ყოველ ბავშვზე ყოველწლიურად 1620 დოლარიან დახმარებას იღებს. ყოველი 10 წლის განმავლობაში დასაქმებულს უფლება აქვს 1 წლიანი შვებულება აიღოს სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სამუშაო ადგილი, რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება და ხელფასსაც ჩვეულებისამებრ მიიღებს.

 

ნორვეგიაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია – 1% და ყველაზე მაღალი სოციალური დახმარება 800-დან 1500 ევრომდე (უმუშევრების კომუნალური და ტრანსპორტით მგავრობის სრული ანაზღაურებით).

თუმცა, ამით სარგებლობენ ნორვეგიაში სამუშაოდ ჩასულები, რომლებიც მუშაობას თავს ანებებენ და მხოლოდ სოციალური დახმარების მიღებით ცხოვრობენ – მთელი დღე სვამენ, წუწუნებენ მოწყენილობაზე, სამშაბათობით პროდუქტების (უმაღლესი კლასის ყავა, ხორცი, თევზი, ნამცხვარი, ხილ-ბოსტნეული) რიგში დგებიან. ამასთან, მაღაზიები დაკეტვამდე ვიტრინებიდან ხსნიან ყველა პროდუქტს, ახვევენ პარკებში და ალაგებენ სანაგვე ურნაში, უმუშევრები ამითაც სარგებლობენ…

 

ნორვეგიელები სათუთად უფრთხილდებიან ბუნების წიაღისეულს, ზრუნავენ წყლისა და ჰაერის სისუფთავეზე. ქვეყანა უზარმაზარ თანხებს უხდის რუსეთს ძველი ჩაძირული წყვალქვეშა ხომალდების ამოყვანისთვის და შემდგომ მიწაში ჩაფვლისთვის, ასევე კოლის ნახევარკუნძულზე ბირთვული ნარჩენების შენახვისთვის.

ე.წ. ნავთობის ფონდიდან ინვესტიციებზე მკაცრი კონტროლი და წესებია: აკრძალულია მომავალი თაობისთვის განკუთვნილი ფულის ინვესტიცია კომპანიებში, რომლებიც ბირთვულ იარაღსა და სიგარეტს აწარმოებენ. მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ ჩაერიონ ფონდში ბიუჯეტის დასაფინანსებლად, მათ წელიწადში მხოლოდ 4%-ის აღება შეუძლიათ და ამ უფლებითაც ბოლომდე არ სარგებლობენ. საერთო ჯამში კი, მიუხედავად ნავთობზე დაბალი ფასისა, ფონდის რესურსები მუდმივად ივსება.

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18271 0
რას მალავს საიენტოლოგია? – რელიგია, რომელსაც ევროპაში დანაშაულად მიიჩნევენ http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18263 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18263#respond Wed, 30 Jan 2019 12:47:10 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18263 sain

 

სა­ში­ნელ­მა ტი­რან­მა – სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა დე­ვიდ მის­კე­ვიჩ­მა (ტომ კრუ­ზის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და მისი ყო­ფი­ლი მე­უღლის, კეტი ჰოლმსის მეჯ­ვა­რე), ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი პა­ტივ­ცე­მუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი დები კუკი 45 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭი­ან­ჭვე­ლე­ბით სავ­სე ტრე­ი­ლერ­ში ჩა­კე­ტა კა­ლი­ფორ­ნი­ის უდაბ­ნო­ში. ქალი აწა­მა და სას­ტი­კად სცე­მა.

“ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი ტან­ზე და­ცო­ცავ­დნენ, შუქი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მორ­თუ­ლი იყო. უდაბ­ნო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 41 გრა­დუსს აღ­წევ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, “აღი­ა­რე­ბით” სე­სი­ებ­ში (auditing) მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რის დრო­საც ნაგ­ვის ყუთ­ში ვი­დე­ქი 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ დროს თავ­ზე წყალს მას­ხამ­დნენ, ვტი­რო­დი…

 

 

 

 

 

მის­კე­ვიჩ­მა თა­ვის მდი­ვანს უბ­რძა­ნა, ვე­ცე­მე, ვიდ­რე სკა­მი­დან გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბის გამო არ გად­მოვ­ვარ­დი. ფან­ჯრე­ბი გი­სო­სე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი, შეს­ვლა-გა­მოს­ვლას 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აკონ­ტრო­ლებ­და, გაქ­ცე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მე ერ­თად­გი­ლი­ან ტრა­ი­ლერ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ჩემს გარ­და ამ ცი­ხე­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით “ხვრე­ლი (Hole)” 100 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლებ­საც გა­მუდ­მე­ბით აწა­მებ­დნენ. ეს იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ეკ­ლე­სი­ის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს” – გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო­ზე კუკ­მა.

ასე­ვე კუკ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ და­ი­ნა­ხა, რო­გორ სას­ტი­კად გა­უს­წორ­და მის­კე­ვი­ჩი კი­დევ ერთ წამ­ყვან სა­ი­ენ­ტო­ლოგს, აი­ძუ­ლა ენით აე­ლო­კა ჭუ­ჭყი­ა­ნი ია­ტა­კი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რო­დე­საც ქალ­მა 2007 წელს სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის და­ტო­ვე­ბა მო­ინ­დო­მა, რათა ხმა არ ამო­ე­ღო რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ არას­დროს და არა­ვის­თან.

სა­ნამ სა­ში­ნელ ად­გილს და­ტო­ვებ­და, 45-დღი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, კუკ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა სა­ბუთს მო­ა­წე­რა ხელი, რათა იგი არ მო­ეკ­ლათ. მაგ­რამ ქალი არ და­ნებ­და და რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ნაც­ნობ 12 ათას სა­ი­ენ­ტო­ლოგს მამ­ხი­ლე­ბე­ლი წე­რი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. მან მის­კე­ვიჩს ბრა­ლი დას­დო, რომ სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სია ტი­რა­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აქ­ცია, რო­მე­ლიც 50-იან წლებ­ში რონ ჰა­ბარ­დის მიერ და­არ­სე­ბულ სწავ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ასე­ვე, კუკ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­თა (1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით) მით­ვი­სე­ბა­ში დას­დო მის­კე­ვიჩს ბრა­ლი.

 

 

ქალ­მა ტე­ხა­სის სან ან­ტო­ნი­ოს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, რად­გან მის და მისი ახ­ლობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლოს აკ­რძალ­ვას ითხოვ­დნენ, რად­გან კუკ­მა სა­ბუ­თებ­ზე ხე­ლის მო­წე­რის შემ­დეგ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია. მაგ­რამ დები კუკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ბუ­თებ­ზე იძუ­ლე­ბით მო­ა­წე­რი­ნეს ხელი. მსგავ­სი ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ამ რე­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

 

 

რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი მის­კე­ვი­ჩი­სა და ტომ კრუ­ზის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე

 

 

დე­ვიდ მის­კე­ვი­ჩი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და ჰო­ლი­ვუდ­ზე გა­სას­ვლელ გზებს. ცნო­ბი­ლია, რომ ამ­ჟა­მად ჰო­ლი­ვუ­დი, ალ­ბათ, მსოფ­ლიო დო­ნის უძ­ლი­ე­რე­სი PR მან­ქა­ნაა ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის. და, თუკი შე­სა­ფე­რის ვარ­სკვლავს იპო­ვი და სწო­რად “და­ა­ვერ­ბოვ­კებ” მას, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის უმძლავ­რე­სი რეკ­ლა­მა გახ­დე­ბა. და მან იპო­ვა “ჰო­ლი­ვუ­დის ოქ­როს ბი­ჭუ­ნა”: თა­ვი­სი დრო­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი, თა­ნაც, ბავ­შვო­ბა­ში უღა­რი­ბე­სი ოჯა­ხი­დან, რო­მე­ლიც დის­ლექ­ცი­ი­თა და მა­მის­გან სას­ტი­კი მო­პყრო­ბით იტან­ჯე­ბო­და. მას სრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და “ცის­ფერ მა­ფი­ა­ზე” – მო­უნ­დე­ბათ – გა­და­ი­ღე­ბენ, არ მო­ე­წო­ნე­ბათ – მო­ის­ვრი­ან სა­ნაგ­ვე­ში. მის­კე­ვიჩს კან­დი­და­ტი აწყობ­და – ერთი მხრივ, ცნო­ბი­ლი და მდი­და­რი, მე­ო­რე მხრივ კი თავ­და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და მო­წყვლა­დი.

 

 

 

 

მის­კე­ვიჩ­მა მსა­ხი­ო­ბის აგენ­ტებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი იპო­ვა და ტექ­ნი­კუ­რად “შე­ტე­ნა” მიმი რო­ჯერ­სი ცო­ლო­ბის კან­დი­და­ტად. შერ­თან და ჰი­ზერ ლოკ­ლირ­თან მინი-რო­მა­ნე­ბის შემ­დეგ, გეი-მა­ფი­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ კრუ­ზის მე­ტად გა­სა­პი­ა­რებ­ლად სა­ჭი­როა მისი და­ქორ­წი­ნე­ბა. მიმი რო­ჯერ­სი ამ რო­ლის­თვის მათ შე­სა­ფე­რი­სად მი­იჩ­ნი­ეს: ცო­ტა­თი უფ­რო­სი, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი, ამას­თან, კრუზს ვერ დაჩ­რდი­ლავს, რო­გორც სუ­პერ­ვარ­სკვლავს (მათ­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო რო­ჯერ­სის სა­ი­ენ­ტო­ლო­გო­ბის შე­სა­ხებ, ან ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს ამ ფაქტს). და, ესეც ასე! – საქ­მე გა­ჩარ­ხუ­ლია. კრუ­ზი­სა და რო­ჯერ­სის ხან­მოკ­ლე თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მის­კე­ვიჩ­მა მისი “და­ვერ­ბოვ­კე­ბა” მო­ა­ხერ­ხა.

 

 

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ტომ კრუ­ზი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი 1990 წელს გახ­და, მაგ­რამ 90-ია­ნებ­ში იგი აქ­ტი­უ­რი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი არ იყო, რად­გან ამას ნი­კოლ კიდ­მა­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. იგი ფაქ­ტობ­რი­ვად ვერ იტან­და მის­კე­ვიჩს და ყვე­ლა გზით ცდი­ლობ­და, ტომი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნე­წყო. ამა­ში კიდ­მანს დე­ვიდ გე­ფე­ნი და სტი­ვენ სპილ­ბერ­გიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ასე­ვე წე­რენ, რო­გორ­ღაც ამ ჭა­ო­ბი­დან რომ ამო­ეთ­რი­ათ, სპილ­ბერ­გმა სტენ­ლი კუბ­რი­კი და­არ­წმუ­ნა, კრუ­ზი და კიდ­მა­ნი ფილმში “ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბი” მი­ეწ­ვია.

 

 

გა­და­ღე­ბე­ბი ინ­გლის­ში (მის­კე­ვი­ჩის­გან შორს) 3,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გა­უ­გე­ბა­რია, რა მოხ­და შემ­დგომ, მაგ­რამ კუბ­რი­კი ფილ­მის გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. კრუზ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად კიდ­მან­თან და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა და აქ­ტი­უ­რი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი გახ­და: მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აპი­ა­რებ­და თა­ვის რე­ლი­გი­ას. მის­კე­ვი­ჩი მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი გახ­და.

 

 

იგი კრუ­ზი­სა და კეტი ჰოლმსის ქორ­წილ­ში მეჯ­ვა­რე გახ­ლდათ, მერე კი მათ­თან ერ­თად მალ­დი­ვებ­ზე სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა. ამ­ჟა­მად მის­კე­ვი­ჩი კრუზს ყვე­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში თან ახ­ლავს.

 

 

დე­ვიდ მის­კე­ვი­ჩის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან

 

 

დე­ვიდ მის­კე­ვი­ჩი – სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის ლი­დე­რია. 1960 წელს ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში პო­ლო­ნურ-იტა­ლი­ურ კა­თო­ლი­კე­ე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბა­ში ას­თმა და ალერ­გია აწუ­ხებ­და. მშობ­ლებ­მა არ იცოდ­ნენ, რო­გორ ემ­კურ­ნა­ლათ, შემ­თხვე­ვით მი­მარ­თეს დი­ა­ნე­ტი­კას და მათი თქმით, ამან ბავ­შვს უშ­ვე­ლა. ამის შემ­დეგ, მთე­ლი ოჯა­ხი სა­ი­ენ­ტო­ლო­გი გახ­და. ყმაწ­ვი­ლო­ბა­ში მის­კე­ვი­ჩი რონ ჰა­ბარ­დის თა­ნა­შემ­წე იყო. 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ლი­დერ პო­ზი­ცი­ამ­დე ავი­და, ჰა­ბარ­დის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კი იგი შეც­ვა­ლა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან ჰა­ბარ­დის მე­უღ­ლე გა­აგ­დო.

 

 

მის­კე­ვიჩ­მა და რონ ჰა­ბარ­დმა 1991 წელს სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის­თვის სრუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი მო­ი­პო­ვეს. აქამ­დე, 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ აშშ-ის სა­გა­და­სა­ხა­დოს 50-ჯერ უშე­დე­გოდ მი­მარ­თა მო­თხოვ­ნით. რო­გორ მო­იქ­ცა მის­კე­ვი­ჩი: და­ი­ქი­რა­ვა კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­და­სა­ხა­დოს წამ­ყვან თა­ნამ­შრომ­ლებს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ და უამ­რა­ვი დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

 

 

ფაქ­ტე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ მის­კე­ვიჩ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან სრუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა, რო­გორც არა­კო­მერ­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ან საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა. და მი­ი­ღო კი­დეც. ამის შემ­დეგ მან ლოს ან­ჯე­ლე­სის სტა­დი­ონ­ზე ეკ­ლე­სი­ის 10 ათას­ზე მეტი წევ­რი შეკ­რი­ბა და 3-სა­ა­თი­ა­ნი სი­ტყვით მი­მარ­თა: “ომი დას­რულ­და! ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ! დღე­ი­დან არა­ვი­თა­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი!”. ოვა­ცი­ე­ბი 10 წუთ­ზე მეტს გაგ­რძელ­და, სა­ი­ენ­ტო­ლო­გებ­მა გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მეს.

 

 

დე­ვიდ მის­კე­ვი­ჩის მე­უღ­ლე შელი 2006 წელს უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. “ნიუ იორ­კე­რის” გად­მო­ცე­მით, ან ცო­ცხა­ლია, ან მკვდა­რი, ან სად­მე მა­ლა­ვენ.

 

 

სა­ი­ენ­ტო­ლო­გია

 

 

სა­ი­ენ­ტო­ლო­გია რე­ლი­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სწავ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ამე­რი­კელ­მა მწე­რალ-ფან­ტასტმა რონ ჰა­ბარ­დმა შექ­მნა. მისი მი­ზა­ნი თით­ქოს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რია, – ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრულ­ყო­ფა­სა და სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ი­ენ­ტო­ლო­გია აერ­თი­ა­ნებს ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და სუ­ლი­ე­რი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის ტექ­ნი­კის ფლო­ბა­სა და ისეთ სფე­რო­ებს, რო­გო­რი­ცაა მო­რა­ლი, ეთი­კა, გა­ნათ­ლე­ბა, მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და სხვა.

 

 

ბევ­რი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი (ტომ კრუ­ზი, ჯონ ტრა­ვოლ­ტა, ჯინა ელფ­მა­ნი, კელი პრეს­ტო­ნი, კერ­სტი ელი, მი­შელ ფა­ირ­მა­ნი, ჯე­ი­სონ ლი, უილ სმი­ტი, დას­ტინ ჰოფ­მა­ნი, რო­ბინ უი­ლი­ამ­სი, პრის­ცი­ლა პრეს­ლი, კეტი ჰოლმსი და სხვე­ბი) მისი მიმ­დე­ვა­რია.

 

 

კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, რე­ლი­გი­ურ და ფი­ლო­სო­ფი­ურ მიზ­ნებ­თან, ეს არის წმინ­და კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი ლი­დე­რე­ბის გამ­დიდ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

 

 

სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ას არ ცნო­ბენ – საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ირ­ლან­დია, ბრი­ტა­ნე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ის­რა­ე­ლი, მექ­სი­კა. გერ­მა­ნე­ლე­ბი მას კო­მერ­ცი­ულ, ბელ­გი­ე­ლე­ბი კი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვენ. ბელ­გი­ა­ში მისი მიმ­დევ­რო­ბა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18263 0
ქალმა 1-წლიანი შუალედით ორი ბავშვი იშვილა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ისინი ღვიძლი და-ძმა არიან http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18239 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18239#respond Tue, 29 Jan 2019 16:17:23 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18239 1

 

განქორწინების შემდეგ, 30 წლის ამერიკელმა კეტი ფეიჯმა გადაწყვიტა, კარდინალურად შეეცვალა ცხოვრება – ახალი სახლი შეიძინა, ახალი სამსახური იშოვა, მაგრამ ეს არ აღოჩნდა საკმარისი. ამგვარად, დროთა განმავლობაში მიიღო გადაწყვეტილება, ბავშვი ეშვილა. შემდეგ კიდევ ერთი. აი, რასაც კეტი არ ელოდა, იყო აღმოჩენა, რომ ბავშვები ღვიძლი და-ძმაა.

 

 

2

 

ეს ისტორია იმით დაიწყო, რომ ადგილობრივმა ეკლესიამ კეტის წერილი გამოუგზავნა, სადაც სთავაზობდა ბავშვთა სახლის ბინადრების დამრიგებელი გამხდარიყო. კეტიმ ეს წინადადება გულთან ახლოს მიიტანა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაემართა.
დრო დასჭირდა, რათა კარგად აეწონ-დაეწონა ეს იდეა და როდესაც მომწიფდა, კვლავ დაბრუნდა ბავშვთა სახლში და რამდენიმე ბავშვის დამრიგებელი გახდა. და როდესაც საავადმყოფოდან აქ 4 დღის ბიჭუნა გადმოიყვანეს, მისი თავისთან წაყვანა ითხოვა.

 
3

 

ადგილობრივი კანონების თანახმად, ბავშვის შვილად აყვანის მსურველებს შეუძლიათ მისი წაყვანა, და თუკი 11 თვის განმავლობაში ბიოლოგიური მშობელი არ გამოჩნდა – მასზე უფლებების მოთხოვნა. „არავინ გამოეხმაურა განცხადებას გაზეთში, არც საავადმყოფოში მოუკითხავს ვინმეს ბიჭუნა“, – ამბობს კეტი.
ამგვარად, როდესაც ბიჭუნას 11 თვე შუუსრულდა, კეტიმ ის ოფიციალურად იშვილა და გრეისონი დაარქვა. სულ რაღაც 2 კვირის შემდეგ კი კეტის იმავე ორგანიზაციიდან კვლავ დაურეკეს და ჰკითხეს, ხომ არ მოისურვებდა კიდევ ერთი მიტოვებული ჩვილის დახმარებას.
4

 

კეტი ბავშვთა სახლში მივიდა და ახალშობილი გოგონა დაინახა. ისევე როგორც გრეისონი, ეს პატარაც 4 დღის ასაკში მიატოვეს და მის სისხლშიც გრეისონის მსგავსად ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს. „ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. ზარიდან უკვე 10 წუთის შემდეგ თავისთავად წამომცდა ფრაზა: ვიცი, გავგიჟდი, მაგრამ ღმერთი მთხოვს, ამ ბავშვს ვუთხრა „კი“.
5

 

როდესაც გოგონას საბუთებს აფორმებდა, კეტიმ ერთი უცნაური რამ შენიშნა. „ბავშვის სამაჯურზე მისი ბიოლოგიური დედის სახელი ეწერა – უბრალოდ, სახელი, გვარის გარეშე. და ეს ზუსტად ის სახელი იყო, რომელიც გრეისონის სამაჯურზე ეწერა. საავადმყოფოს საბუთები გადავქექე და დავადგინე, რომ დედის დაბადების წელიც ემთხვევა“.
6

 

კეტიმ მისწერა ორგანიზაციის თანამშრომელს, შესაძლებელია თუ არა, რომ მისი შვილობილი და ეს გოგონა და-ძმა იყვნენ, რაზეც უპასუხეს, რომ ეს სრული სიგიჟეა. და მაშინ კეტიმ გაძლიერებულად დაიწყო ქალის ძიება, რომელმაც გოგონა დატოვა საავადმყოფოში.
7

 

ამჯერად, მან მოახერხა ქალის პოვნა, ის კვლავ ორსულად იყო. ქალმა აღიარა, რომ ჯერ ბიჭუნა დატოვა საავადმყოფოში, შემდეგ კი გოგონა. თუმცა, ერთი შეხედვითაც ნათელი იყო, რომ გრეისონისა და გოგონას მსგავსება ამ ქალთან აშკარაა.
8

 

ამ საუბრის შესახებ კეტიმ შვილად აყვანის სამსახურს განუცხადა. მათ მინი-გამოძიება ჩაატარეს და კეტის ვერსია დაამტკიცეს – ბავშვები და-ძმა აღმოჩნდა. როდესაც კეტიმ ამის შესახებ შეიტყო, სამსახურში ცრემლები ვერ შეიკავა.

ამ ისტორიის შემდეგ ერთი წელი გავიდა. ჰანაც კეტის ოფიციალური შვილი გახდა. ბავშვების ბილოგიურმა დედამ კი მესამედ იმშობიარა. კეტიმ გადაწყვიტა, რომ ამ ბავშვაც იშვილებს – ოჯახი ერთად უნდა იყოს.

 

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18239 0
„დიდ თვალებთან“ დაკავშირებული გრანდიოზული სკანდალის ისტორია, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორა XX საუკუნის ხელოვნებაში http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18210 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18210#respond Tue, 29 Jan 2019 14:52:50 +0000 http://dudana.kvirispalitra.ge/?p=18210 7

 

გასული საუკუნის 50-იან წლებში არსაიდან გაჩენილი და ფერწერაში ახალი მიმდინარეობის გამომგონებელი, პოპ-არტ მხატვარი უოლტერ კინი ათწლეულობის განმავლობაში „თანამედროვე ხელოვნების მეფედ“ იქცა. თითქოსდა, არაფერს შეეძლო მსოფლიო მასშტაბის ხელოვანის მიერ შექმნილი იმპერიის დანგრევა. მაგრამ უეცრად შოკისმომგვრელი ფაქტები ამოტივტივდა და მთელი სამყარო ელოდა პასუხს კითხვაზე: სინამდვილეში ვინ იდგა უცხოპლანეტელების მსგავსი, დიდთვალება სენტიმენტალური ბავშვებისა და ქალების ნახატებს მიღმა.


2

 

მარგარეტ და უოლტერ კინებმა ერთმანეთი 1955 წელს გამოფენაზე გაიცნეს ერთმანეთი და მალევე დაქორწინდნენ. იმ დროისთვის მარგარეტი უკვე განქორწინებული იყო, ჰყავდა პატარა ქალიშვილი და მხატვრობაც ახალი დაწყებული ჰქონდა. უოლტერი კი ძალიან ნიჭიერი მეწარმე გახლდათ, ამიტომაც, უმალვე გათვალა თავისი სარგებელი ამ ქორწინებიდან. ის აღტაცებას ვერ მალავდა ცოლის ნამუშევრებისადმი და შთააგონებდა ახლების შესაქმნელად.

 
3

 

უოლტერმა მეუღლის თანხმობით ნახატების გაყიდვა დაიწყო სან ფრანცისკოს ერთ-ერთი კლუბის შესასვლელთან. ვაჭრობა წარმატებით წარიმართა. მარგომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ჩაიფიქრა მისმა ქმარმა და რა აფიორაში აპირებდა ჩათრევას. როდესაც ყველაფერი ნათელი გახდა, მხატვარი გაოგნებული დარჩა: უოლტერი ნახატებს თავის შემოქმედებად ასაღებდა.

 

მარგო ეცადა, დაეცვა საავტორო უფლებები, მაგრამ ქმარმა განაცხადა, რომ აფიორამ მეტისმეტად ღრმად შეტოპა, და თუ სიმართლეს ფარდა აეხდება, სასამართლო პროცესები გარდაუვალი იქნება. დიდ ხანს ცდილობდა, დაერწმუნებინა ცოლი, რომ არ გაეცხადებინა ფსევდო-ავტორობის შესახებ. ერთ-ერთ მიზეზად კი ასახელებდა, რომ ქალს ხელოვნების სფეროში სერიოზულად არ აღიქვამენ და ასე  იქნება მუდამ. მარგარეტი გაჩუმდა.

 
4

 

60-იანი წლების პირველ ნახევარში მარგოს ნახატები პოპულარობის პიკზე იყო. მისი ქმნილებების რეპროდუქციები მილიონობით ტირაჟით იყიდებოდა, ნახატების გმირებს კი ყველგან გამოსახავდნენ, სადაც შესაძლებელი იყო: კალენდრებზე, ღია ბარათებსა თუ სამზარეულოს წინსაფრებზე. თავად ორიგინალები კი ელვის სისწრაფით იყიდებოდა ძალიან დიდ თანხად. უოლტერ კინზე მაშინ ამბობდნენ: “… ის ჰყიდის ნახატებს. და ნახატების გამოსახულებებს. და ნახატების ღია ბარათებს“. თვითმარქვიამ გადამწყვეტი ფსონი დადო პიარის ხელოვნებაზე და არ წააგო.
მხატვარი კი ყოველდღე 16 საათის განმავლობაში მუშაობდა, აღიარების ზენიტში მყოფი ქმარი კი განზე რომანებითა და ტკბილი ცხოვრებით ტკბებოდა.

 
5

 

1964 წელს უოლტერმა მარგოს მოსთხოვა, შეექმნა ისეთი არაორდინალური ნახატი, რომელიც მის სახელს მსოფლიო ხელოვნებაში უკვდავყოფდა. მარგოს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა შეექმნა ასეთი შედევრი. ეს გახლდათ უზარმაზარი ტილო სახელწოდებით „ხვალ სამუდამოდ“. მან მსოფლიო ტრაგიზმით განაცვიფრა: სხვადასხვა რასის წარმომადგენელი ბავშვების მთელი კოლონა სევდიანი სახეებითა და დიდრონი თვალებით. ხელოვნებათმცოდნეებმა ნამუშევარი უარყოფითად შეაფასეს. მარგოს ქმარი, რა თქმა უნდა, სასტიკად განრისხდა.

 
6

 

თანაცხოვრების 10 წლის თავზე მძევალის როლით დაღლილი მარგო უოლტერს გაეყარა და დაჰპირდა, რომ მისთვის ხატვას განაგრძობს. ჰავაის კუნძულებზე გადასახლდა და იეჰოვას მოწმე გახდა. ახალმა ცხოვრებამ საშუალება მისცა, გადაეფასებინა საკუთარი თავი და ხელოვნება.

 

1970 წელს კი მესამედ გათხოვდა. მისი რჩეული მწერალი დენ მაკგუაირი გახდა.

 

1

 

იმავე წელს მარგომ გაბედა და სიმართლე მოუთხო პრესას. გაშმაგებული უოლტერ კინი ყოფილ ცოლს ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
დაინიშნა სასამართლო პროცესები, მთელი სამყარო მოუთმენლად ელოდა კვანძის გახსნას. მოსამართლემ ყველაზე მარტივ ხერხს მიმართა და ყოფილ მეუღლეებს მოსთხოვა, დაეხატათ ბავშვის სახე დამახასიათებელი თვალებით. რაც შესანიშნავად შეასრულა მარგომ: თავისი ნამუშევრების ავტორობა მხატვარმა პირდაპირ სასამართლო პროცესზე დაამტკიცა – ბავშვის სახე სულ რაღაც 53 წუთში დახატა. უოლტერმა კი ავადმყოფობა მოიმიზეზა და უარი განაცხადა.

 
8

 

საჩივრის თანახმად, უოლტერ კინს კომპენსაციის სახით 4 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. თუმცა, მას მარგოს წინააღმდეგ  20 წლის განმავლობაში საპასუხო საჩივრები შეჰქონდა და მხატვარს ცილისწამებაში ადანაშაულებდა. შედეგად, 1990 წელს ფედერაციულმა სააპელაციო სასამართლომა დანიშნული კომპენსაცია გააუქმა.
მარგარეტ კინმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა. „ფული არ მჭირდება, – განაცხადა მან. – მე მხოლოდ მსურდა, რომ ყველას სცოდნოდა, ვინ არის ნახატების ავტორი. ტყუილში ჩემი თანამონაწილეობა 12 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ამას ყოველთვის ვინანებ. თუმცა, ამან შესაძლებლობა მომცა, დავაფასო სიმართლე. არც აღიარება, არც ფული და არც სხვა რამ ღირს არაკეთილსინდისიერებად“.

 
9

 

მას შემდეგ მარგოს ტილოებიდან უკვე აღარ გვიმზერდნენ მელანქოლიური და სევდიანი ქალები და ბავშვები, მათ სახეებზე ღიმილის ნაპერწკალი გაჩნდა.

თანდათანობით მარგოს ნახატებისადმი ინტერესი ჩაქრა.

 

„დიდი თვალებით“ მობეზრებული პუბლიკა ხელოვნებაში ახალ კუმირებს ეძებდა.

 

მხატვრის საუკეთესო ნამუშევრებმა კი აშშ-ისა და მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში დაიდეს ბინა. აუქციონებზე მარგარეტ კინის „დიდი თვალები“ ასობით ათას დოლარად იყიდება.

 
10

 

2015 წელს ცნობილმა რეჟისორმა და მულტიპლიკატორმა ტიმ ბარტონმა, მარგარეტ კინის შემოქმედების დიდმა თაყვანისმცემელმა, ფილმი გადაიღო. მარგარეტ კინის ბიოგრაფია სცენარის საფუძველი გახდა. მართლაც საოცარმა ისტორიამ  შთამბეჭდავი და საინტერესო ფილმის შექმნის შესაძლებლობა მისცა.

 
11

 

მარგარეტი ამჟამად 92 წლისაა, ქმართან ერთად ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ცხოვრობს და ხანდახან ქმნის ნახატებს „დიდი თვალებით“.

 
12

 

13

 

14

 

15

 

16

 

17

 

18

 

19

 

20

 

21

 

22

]]>
http://dudana.kvirispalitra.ge/?feed=rss2&p=18210 0