“ქორწინება იტალიურად” – სოფი ლორენი და კარლო პონტი შინ


მსახიობ სოფი ლორენისა და მისი მეუღლის, პროდიუსერის კარლო პონტის ფოტოსესია რომში, ვარსკვლავური წყვილის მდიდრულ ვილაზეა გადაღებული. 1960 წელს შეძენილი 50 ოთახიანი შენობის რეკონსტრუქციას რამდენიმე წელი დასჭირდა. ინტერიერი კლასიკურ იტალიურ სტილშია. ფოტოგრაფი ალფრედ ეიზენშტადტი. ფოტოები 1964 წლის სექტემბერში ჟურნალ LIFE-ში გამოქვეყნდა.
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ძალიან მომეწონა დუდანა! სოფი ლორენი მე-20 საუკუნის ერთ ერთი ეპოქალური მსახიობია.ამასთან კარგი მეუღლე და კარგი დედა…..მადლობთ!

  2. თამარ ფულარია says:

    მაგარია, სოფი მოვლენაა კინოსამყაროში!

  3. ლანა says:

    წარმატებული ქალბატონის უბადლო მაგალითი ,სოფი ლორენი !

  4. ნინო says:

    სოფი ლორენი სილამაზის ეტალონია.

  5. @ says:

    ნადვილი ვარსკვლავები!

  6. ლუკა says:

    ლამაზი ადამიანის ლამაზი ცხოვრება. ესთეტიურად დახვეწილი საარსებო სივრცე, ნატიფი ხელოვნება, ფლორა და ფაუნით დამშვენებული გარემო, გემოვნებიანი არქიტექტურული დიზაინის სახლი, მოვლილი საკუთარი კარმიდამო, გულუხვი მასპინძლობა, მრავალფეროვანი სუფრა, მოდური ჩაცმულობა, თბილი კერა, თბილი ცოლქმრული სიყვარული და ურთიერთგაგება და თანადგომა, თავდაუზოგავი შრომით და ნიჭიერებით მიღწეული წარმატება, ოჯახის ფინანსური სიძლიერე, საკუთარ სამშობლოში ცხოვრება. ქართველი ქალები არანაკლებ ლამაზები არიან, მაგრამ უაზროდ გაჭირვებული და დამქანცველი ცხოვრების გამო ძალიან დაღლილ-დაქანცულები, პესიმისტურები და დათრგუნულები გამოიყურებიან. ვისურვებდი ყველა ქართველ ქალს და მამაკაცს საკუთარი შინაგანი და გარეგანი სილამაზისთვის და საკუთარი საარსებო გარემოს სილამაზისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა, მითუმეტეს რომ საქართველოს მშვენიერი ბუნება, არქიტექტურული ტრადიციები, მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო გააჩნია. და რაც მთავარია, ქართველი ქალების ფიზიკური და სულიერი სინატიფე უსაზღვროდ შეიძლება დაიხვეწოს და წარმოჩნდეს სულ ახალი სახით, რაც ყველა მამაკაცს გააოცებს. ქართველ კაცებს კი შეუძლიათ საკუთარ ფიზიონომიაზე მუშაობა დაიწყონ, რადგან მშვენიერ ქართველ ქალებს უფრო დიდი არჩევანი გაუჩნდებათ მსოფლიოში, ამიტომ ქართველ მამაკაცებს მოუწევთ კონკურენციის გაწევა, რასაც მხოლოდ ღიპებით და ლაკონური და მჭერმეტყველური სადღეგრძელოებით ვერ შეძლებენ.

  7. ამო says:

    აი რა ძალა აქვს ნამდვილ სილამაზეს.არაფერი ჰქონდა სილიკონით შევსებული

  8. ეკა says:

    სოფი ლორენი ერთადერთი და განუმეორებელია. მართალია, რომ ქართველებსაც გვყავს ბევრი ულამაზესი ქალბატონი, ისევე როგორც სხვებს, მაგრამ ასეთი გამორჩეული, დიდებული ადამიანები ერთეულები არიან…

  9. მეგი says:

    მსახიობი რომც არ ყოფილიყო, სოფი ლორენს მაინც პატივისმცემელთა მთელი ლაშქარი ეყოლებოდა.
    არავის არ ჰგავს და იმიტომ. ჰგავს მხოლოდ იტალიას,-ენამოსწრებულს, თბილს, კეთილმოსურნეს, ლამაზს….
    ღირსი იყო დიდი სიყვრულის და ერგო კიდეც დიდი სიყვარული.
    ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს უკარგესი, არაჩვეულებრივად დადებითი მუხტის გამომცემი ქალი.

  10. ნანა says:

    დიდებული ქალია….მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ, ის შექმნა,რეალიზაცია გაუკეთა ქმარმა…გამართლებული ტანდემი…ბრავოოო…

  11. თამარ ფულარია says:

    სოფი საუკუნის ქალია, ეს არის ნამდვილი სილამაზე, სადაც არაფერია ხელოვნური, გამაოცა ბუნებამ, გარემომ, ჰარმონიამ, დახვეწილობამ,დიდი როლი ითამაშა კარლო პონტიმ, საოცარი ტანდემი და სოფიამ ეს ყველაფერი დაიმსახურა. მადლობა ამ სიამოვნებისთვის!

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ეკა