რადიოაქტიური ადამიანი


იაპონიაში, ფუკუსიმას კატასტროფის დროს ადამიანთა ენით აუწერელი ტანჯვა და მიყენებული მატერიალური ზარალი კარგად არის აღნუსხული. მაგრამ არიან სხვა მცხოვრებნიც, ვინც ძალიან დაზარალდა ავარიის შედეგად და რომელთა შესახებაც ძალიან ცოტას წერენ – ეს ე.წ. რადიოაქტიური გაუცხოების ზონაში მიტოვებული ცხოველებია. თუმცა, ერთ ადამიანს არ დავიწყებია ოთხფეხა მეგობრები – 55 წლის ყოფილი მშენებელი, ნაოტო მაცუმურა რადიოაქტიურ ზონაში ცხოვრობს და გადარჩენილ ცხოველებზე ზრუნავს.

.

მაცუმურა ცნობილია, როგორც “ფუკუსიმას ცხოველების მცველი”, ის მათ უვლის და კვებავს ყველა ცხოველს, რომლებიც სიჩქარეში მიატოვეს ადამიანებმა ევაკუაციის დროს.  მშვენივრად ესმის, თუ მის ჯანმრთელობას როგორ ვნებს რადიოაქტიური გამოსხივება, მაგრამ უარს ამბობს, “ამას ყურადღება მიაქციოს”.
.
.

ნაოტო მაცუმურა – ერთადერთი ადამიანი, რომელიც საკმარისად გულადია, რათა იცხოვროს გაუცხოების ზონაში.
.
.

ის ფუკუსიმას სხვა მცხოვრებთა მსგავსად იყო ევაკუირებული, მაგრამ დაბრუნდა, რათა მიტოვებული ცხოველებისთვის მოევლო
.
.

საკუთარი შინაური ცხოველებისთვის დაბრუნდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ დანარჩენი ცხოველებიც საჭიროებდნენ მის ზრუნვას
.
.

“მითხრეს, რომ კიდევ 30-40 წლის მანძილზე ავად არ გავხდები. ალბათ, ამ დროისთვის ისედაც მოვკვდები, ამიტომ ეს ყველაფერი ნაკლებად მადარდებს”
.
.

დაბრუნებულმა ნაოტომ აღმოაჩინა, რომ ათასობით ძროხა დაიღუპა იმის გამო, რომ ბოსელში იყო ჩაკეტილი
.
.


მან ასევე გაათავისუფლა ჯაჭვით დაბმული ბევრი შინაური ცხოველი
.
.

ცხოველების უმრავლესობის სიცოცხლე ამჟამად ნაოტოზეა დამოკიდებული
.
.

სახელმწიფომ აუკრძალა ამ ტერიტორიაზე ცხოვრება, მაგრამ ეს მას ვერ აკავებს
.
.

2011 წელს დაბრუნდა და დღესაც დარწმუნებულია თავისი მისიის სისწორეში
.
.

მხოლოდ მისიის მომხრეთა შემოწირულობების იმედადაა
.
.

და კიდევ ბატონ ნაოტოს კარგი იუმორის გრძნობა აქვს
.
.

ისეთები, როგორიც ნაოტო მიცუმურაა, გვაიძულებენ ვიწამოთ, – ჩვენგან, ადამიანებისგან “კიდევ გამოდნება რამე”

.
.

ბატონ ნაოტოს აქვს საკუთარი ბლოგი ganbarufukushima.blog.fc2.com
.
.

.
.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი