ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

ეს კადრები  მსოფლიო ფოტოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად ითვლება, რომლებმაც მსოფლიო ისტორია თუ არ შეცვალეს, დიდი გავლენა მოახდინეს მათზე.

ჯონ კენედის მკვლელი დახვრიტეს – Robert H. Jackson.

რობერტ ჯექსონი: ”ეს ფოტო ოსვალდის დახვრეტამდე ერთი წუთით ადრე გადავიღე. პოლიცია აკავებს მოქალაქეთა ტალღას. ლი ჰარვი ოსვალდმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. მოვიმარჯვე ფოტოაპარატი და ერთი კადრის გადაღება მოვასწარი. გასროლის მომენტში, მეორედ დავაჭირე ღილაკს, მაგრამ ფოტოაპარატმა მიმტყუნა, ვერ მოვასწარი მომენტის დაფიქსირება”.

ბიჭუნა ყუმბარით – Diane Arbus

დაიან არბუსის ცნობილი ნამუშევარი. ბიჭუნას სახელია კოლინ ვუდი, ის ცნობილი ჩოგბურთელის სიდნი ვუდის ვაჟია. მარჯვენა ხელში მას ყუმბარა უჭირავს. დაიანი დიდხანს არჩევდა მისთვის საჭირო რაკურსს გადაღებისთვის, ბოლოს და ბოლოს ბიჭუნამ ვერ მოითმინა და დაიყვირა ”გადაიღე მალე, დავიტანჯე!”.
2005 წელს ეს ფოტო 408 000 დოლარად გაიყიდა.

გადაარჩინეთ ფისო!

ეს არ არის ფოტო კორეული რესტორნიდან. ფისომ გადაწყვიტა გაეგო, რას ამზადებდნენ მისი პატრონები სადილზე და ჩახტა ”სპაგეტით” სავსე ქვაბში.

იარაღები

ქუჩის ბავშვები ემუქრებიან ფოტოგრაფს. იარაღმომარჯვებული ბავშვი 11 წლისაა, იარაღი – სათამაშო. ის უბრალოდ ერთობა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, მის თვალებში სისასტიკე გამოსჭვივის…

მისი სახელია – მარგარეტ ჰამელი. ეს ფოტოსურათი, გაკეთებული ედვარდ ვესტონის მიერ, წმინდა წყლის კლასიკაა…

ომაირას ტანჯვა – Frank Fournier.

1985 წლის 13 ნოემბერი. ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში (კოლუმბია).
თოვლი დადნა და 50 მეტრის სისქის ტალახის, მიწის და წყლის მასამ ყველაფერი აღგავა მიწისაგან პირისა. დაღუპულთა სიამ 23 000-ს მიაღწია. ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა, სწორედ ამ ფოტოს დამსახურებით, რომელზეც პატარა გოგონა სახელად ომაირა სანჩესია გამოსახული. ის აღმოჩნდა მახეში – ყელამდე ტალახში, ბავშვს ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოყვა. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის გათავისუფლებას. გოგონამ 3 დღე გაძლო, რის შემდეგაც ერთდროულად რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდა. როგორც ჟურნალისტი კრისტინა ეჩანდია იხსენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომაირას არ მოშორებია, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. მას ეშინოდა და წარამარა წყალს ითხოვდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო. ეს ფოტო გადაღებულია სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.

პიკასო

“შეხედე პურს! სულ ოთხი თითია! ამიტომაც გადავწყვიტე ამ ფოტოს “პიკასო” დავარქვა” – უთხრა თავის მეგობარ ფოტოგრაფ დუანოს პიკასომ.

დამსხვრეული სარკე

ორმა ონავარმა გატეხა სარკე და შეუდგნენ ნამსხვრევების შეგროვებას. დანარჩენი ბავშვები ინტერესით აკვირდებიან მომხდარს. დანარჩენი სამყარო კი განაგრძობს ჩვეული რიტმით ცხოვრებას…

პატარა დიდები

სამი ამერიკელი გოგონა ჭორაობს სევილიის ერთ-ერთ სკვერში (ესპანეთი). დიდი ხნის მანძილზე საფოსტო ბარათები ამ გამოსახულებით ყველაზე პოპულარული იყო ამერიკაში.

უინსტონ ჩერჩილი

1941 წლის 27 იანვარი. ჩერჩილი შევიდა ფოტოატელიეში დაუნინგ სთრითზე, რათა გადაეღო ფოტოები, სადაც აღბეჭდავდა თავის სიმტკიცესა და მიზანდასახულობას. თუმცა მისი განწყობა იმ მომენტისათვის არ შეესაბამებოდა დიდი პოლიტიკოსის იმიჯს. ფოტოგრაფს სურდა ჩერჩილი მთელი სიდიადით აღებეჭდა, ის მიუახლოვდა უდიდეს პოლიტიკოსს და უინსტონს განუყოფელი სიგარა გამოსტაცა ხელიდან. ჩერჩილმა განრისხებით შეხედა ფოტოგრაფს, რის შედეგადაც კაცობრიობამ ჩერჩილის ერთ-ერთი ცნობილი პორტრეტი მიიღო.

შიშველი მორბენალი

1975 წელს, რაგბის ფინალზე ინგლისში, ტრიბუნაზე თავი მოიყარა ქვეყნის ყველა მთავარმა პირმა – დედოფალმა და ცნობილმა პოლიტიკოსებმა… შიშველმა ავსტრალიელმა მაიკლმა მოირბინა “საპატიო წრე” სტადიონზე. გავრცელდა ჭორი, რომ დედოფალს გული წაუვიდა. მორბენალი სამი თვით დააპატიმრეს…

საშინაო დავალება

ბიჭუნა ამაყად მიაბიჯებს შინისაკენ, ხელში უჭირავს ორი უზარმაზარი ბოთლი ალკოჰოლით. მის სახეზე აისახება სიხარული და სიამაყე დავალების პირნათლად შესრულების გამო.

შიმშილი სუდანში – კევინ კარტერი

ფოტოს ავტორმა, კევინ კარტერმა, 1994 წელს ამ ნამუშევრისთვის პულიცერის პრემია მიიღო. სურათზე ასახულია შიმშილისგან მოკუნტული და სიკვდილის პირას მისული სუდანელი გოგონა. კადრში მოსჩანს მტაცებელი ფრინველი, რომელიც მზად არის გოგონას დასაკორტნად. ფოტომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკში ჩააგდო.
კევინ კარტერი იყო ჯგუფ «Bang Bang Club»-ის წევრი, რომელიც ოთხი ფოტოჟურნალისტისგან შედგებოდა. ჯგუფი მუშაობდა აფრიკაში და ეძებდა ფოტოსენსაციებს. როცა ფოტოგრაფს ჰკითხეს, – რატომ არ დაეხმარა გოგონას და საკვების გაცემის პუნქტში არ მიიყვანა, კევინმა უპასუხა, – ჩემი მოვალეობა ინფორმაციის მოწოდებაა და არა ვინმეს დახმარებაო. ცოტა ხანში მან თავი მოიკლა, სავარაუდოდ სუდანის შემზარავი ამბის მოგონების გამო…

მხოლოდ თქვენს შემდეგ

ტერი და ტომსონი ფიქრობენ, ვინ დაიწყებს (ან დაამთავრებს?) ვახშამს. ზაზუნა ჯიმს აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ დღეს სუფრაზე სწორედ მას მიართმევდნენ. ობიექტივის მიღმა ეს სამეული- შესანიშნავი და ერთგული მეგობრები არიან.

გამარჯვება თაიმ-სქვერზე

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მეზღვაურის ფოტო, რომელიც მედდას კოცნის თაიმ-სქვერზე, ყველა ჟურნალ-გაზეთი მოიარა. ეს სურათი გამოსახავს სიხარულს და სიყვარულს. ლეგენდის თანახმად, ფოტოგრაფმა- Alfred Eisenstaedt-მა გადაწყვიტა ეპოვა ეს წყვილი და იპოვა კიდევაც. მან იხილა ბედნიერი ბებია და ბაბუა უამრავი შვილების და შვილიშვილების თანხლებით.

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. ირაკლი says:

    საინტერესო გვერდია, შთამბეჭდავი და ისტორიული ფოტოებით დატვირთული…

  2. ზურა says:

    დუდ ფართო აუდიტორიამ ფრიადზე შეგიფასა ნაშრომი, და კი უნდა ხვდებოდე, ჩემი ჩათვლით რა გრანდიოზული და უზარმაზარი აისბერგივით ხალხი გაგვაოცე…… ვაშა!!!! ვაშაა !!!! საქართველო …. :)))) სანაქებო შვილს ზრდი…. 🙂

  3. მარიკა says:

    შესანიშნავი ფოტოებია და კარგი ტექსტებიც….
    ძალიან ვისიამოვნე და გამეხარდა ასეთი ნიჭიერი ადამიანის დანახვა…. ყოჩაღ, ჩემო კარგო….

  4. ინგა says:

    ბრავო! ბარავო! ბრავო! და გმადლობთ

  5. მიშა says:

    ბრავო,შესანიშავია,მადლობა

  6. ბუბა says:

    დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა!!!

  7. ზოგიერთი მათგანი მართლაც გამაოგნებელია! სიცოცხლის სურვილი კიდევ უფრო გიმძაფრდება!!!!!!!!!!!!!მადლობ…..

  8. ანი says:

    როგორც მე ვიცი უკანასკნელი სურათის ისტორია ცოტა სხვანაირია. ისინი სულაც არ ყოფილან შეყვარებულები არც ამ ფოტოს გადაღებამდე და არც მის შემდეგ. ეს ბიჭი ამ გოგოს უცებ “დაეტაკა” და აკოცა შემდეგ კი მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს. ნაპოვნი კი არის მხოლოდ კაცი (თუ არ ვცდები)

  9. ნანა says:

    გმადლობთ!!! საოცარია!!!

  10. როგორც ყოველთვის-შესანიშნავია!

  11. გიორგი says:

    ძალიან მაგარი ფოტოებია

  12. ნინო says:

    მიუხედავად იმისა რომ ვიცი უამრავი შესანიშნავი ფოტო არსებობს თქვენი ბლოგის ნახვის შემდეგ სულ ვფიქრობ კიდევ რა უნდა იყოს ისეთი რომ სულით ხორცამდე შემძრას, მაგრამ ყოველთვის ახალ ახალ ემოციებს ვიღებ. დიდი მადლობა ამისათვის დუდანა.

  13. არაჩვეულებრივია!
    “ომაირას ტანჯვამ” შემძრა…

  14. თამარ ფულარია says:

    დავდუმდი!

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - მიშა