რიჩარდ ავედონი

წარმატებული ფოტოგრაფი რიჩარდ ავედონი ნიუ-იორკში, 1923 წლის 15 მაისს დაიბადა. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: “Harper’s Bazaar”-ი , “Vogue”და “The New Yorker”-ი.  2004 წლის 1 ოქტომბერს, 81 წლის ფოტოგრაფი გადაღებებისას გარდაიცვალა.

.

.

რიჩარდ ავედონი

.

.

რიჩარდ ავედონის შემოქმედება თავისი ხელწერით გამოირჩევა, მის პორტრეტებში  თეთრი, ნეიტრალური ფონი მაცდურ ეფექტს ქმნის. ფოტოხელოვანს შეეძლო ზუსტად გადმოეცა ემოცია, “დაეჭირა” საჭირო წამი.

ასეთი ეფექტის მიღება მხოლოდ ტექნიკით შეუძლებელია, აუცილებელია ფოტოგრაფის შინაგანი სამყაროსა და ემოციის სინთეზი. “ჩემი პორტრეტები უფრო ჩემზეა, ვიდრე იმ ადამიანებზე ვისაც ფოტოზე აღვბეჭდავ”, – ამბობდა ავედონი.

.

კარმენ, 1957

.

.

ჰერცოგი და ჰერცოგინია უინზდორები, 1957

.

ამ ფოტოზე აღბეჭდილია სიმპსონების წყვილი – ჰერცოგი და ჰერცოგინია. როცა ავედონმა ფოტოს გადაღება დააპირა, კადრში წყვილი ხელოვნურად იღიმოდა, ბუნებრივი ემოციის გამოსახატავად ფოტოგრაფმა შეთხზა ამბავი, თითქოს მათთან მიმავალს მაწანწალა ძაღლი ავტომანქანის ბორბლებში შეუვარდა და როდესაც სიმპსონების  სახეზი სინანული აღიბეჭდა, სწორედ ამ დროს დააჭირა ხელი ფოტოაპარატის ღილაკს.

.

ოდრი ჰეპბერნი, 1967

.

.

რიჩარდ ავედონი გამოირჩეოდა განსაკუთრებული  ხიბლით, ქარიზმით, ენერგიულობით, სწორედ ამ სილაღის გამო მისი მოდელები ფოტოკამერის წინ  თავისუფლად პოზირებდნენ. ავედონის პორტრეტების მაგიაც ამის შედეგია.

.

კრისტიან ბერნარდი და რენე,  1947

.

.

ფოტოგრაფიით რიჩარდი ჯერ კიდევ 10 წლისა დაინტერესდა, შინ ”კოდაკის” ფირმის აპარატი იპოვა და მის შესწავლას შეუდგა. რიჩარდის პირველი მოდელები იყვნენ –  სერგეი რახმანინოვი, რომელიც მაშინ ბავშვი იყო და რიჩარდის ბაბუის მეზობლად ცხოვრობდა (სამწუხაროდ ეს ფოტოები დაკარგულია) და რიჩარდის უმცროსი და. მოგვიანებით ფოტოხელოვანი იტყვის: “სწორედ მაშინ მოვინუსხე სამუდამოდ ქალური მომხიბვლელობითო”.

.

ჯორჯია ჰამილტონი, 1953

.

.

ნადია აუერმანი, 1955

.

.

1946 წლიდან ავედონი თანამშრომლობს ცნობილ მოდების ჟურნალთან – “Harper’s Bazaar”. ახალგაზრდა ფოტოგრაფმა მაშინდელ სამოდელო ფოტოგრაფიაში რევოლუცია მოახდინა. მისი ფოტოებიდან გაშეშებული თოჯინები კი არა ცოცხალი მოდელები იმზირებოდნენ.

.

.

.

საბოლოოდ ავედონმა თავისი თავი ფეშნ-ფოტოგრაფიაში აღმოაჩინა, თუმცა არასოდეს შეუწყვეტია მუშაობა სხვა სფეროშიც. 1956 წელს რეჟისორ სტენლი დონენის ფილმში – “Funny Face” კონსულტანტად და ფოტოგრაფად მუშაობდა, ფილმში ფრედ ასტერი ფოტოგრაფს განასახიერებს, მისი პერსონაჟის ცხოვრება ძალიან ჰგავს ავედონისას. ოდრი ჰებბერნი კი ავედონის მუზა იყო.

.

ვერუშკა, 1967

.

.

მეფუტკრე რონალდ ფიშერი, 1981

.

.

სალვადორ დალი, 1963

.

.

მეშახტე რობერტო ლოპესი, 1980

.

.

დოვიმა, 1955

.

.

მარიან ანდერსენი, 1955

.

The beatles, 1967

.

მაია პლისეცკაია, 1966

სოფი ლორენი, რიჩარდ ავედონი, 1966

.

.

მამაკაცი შლაპით, 1948

.

.

ჯონ გალიანო, 1999

.

.

ენდი უორჰოლი, 1969

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. ინგა says:

    უუუჰ! ემოციებს ვერ ვფარავ!

  2. მირა says:

    ძალიან მაგარია…….

  3. tamar fularia says:

    ოოოოოოოოოოო!

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ვაჟა