მუშაობით გათანგულები

შრომისმოყვარე იაპონელები ფეხზე ვეღარ დგანან და პირდაპირ ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იძინებენ. წარმოგიდგენთ ბრიტანელი ფოტოგრაფის ედრიან სთორის ტოკიოს ქუჩებში გადაღებულ ფოტოსერიას.
.

.

ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მეტროში, პარკის სკამებზე და ქუჩაში მძინარე ადამიანები ლოთები, ნარკომანები ან ბომჟები ჰგონიათ, თუმცა მათ სუფთა სამოსი აცვიათ, ხელში დოკუმენტებით სავსე ჩანთები უჭირავთ. ესენი მუშაობით გათანგული იაპონელები არიან, რომლებსაც სამსახურის მერე სახლამდე მისაღწევად ძალა არ ჰყოფნით.
.

იაპონიის დედაქალაქში მცხოვრებმა ედრიან სთორიმ არაერთგზის იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ტოკიოში მან აღმოაჩინა, რომ საღამოობით ქალაქი ძილის სამეფოს ემსგავსება. ამიტომაც, ხშირად გამოდის ქუჩებში და მორიგ ფოტონადირობას აწყობს. მეტროში, კიბეებზე, ხის ძირას, ან თუნდაც შუა ქუჩაში მძინარე ხალხი – ტოკიოს ბიზნესცენტრის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა.
.


იაპონიის სახელფასო ზღვარი მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მიუხედავად იმისა,რომ მოსახლეობას 2007-2013 წლებში შემოსავლები შეუმცირდა, სახელმწიფომ მოახერხა სახელფასო მაჩვენებლის მხრივ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყნის პოზიციის შენარჩუნება. ვარაუდობენ, რომ 2015 წელს იაპონიაში საშუალო ხელფასი წინა წლების მაჩვენებელს გაუსწრებს.
.


.
.


.
.

.
.


.
.


.
.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი