ფერწერა ”ჩაინიკებისთვის” ანუ უდიდესი მხატვრების შემოქმედების მარტივი და სახალისო განმარტება


ასწლეულების განმავლობაში მსოფლიო კულტურამ უამრავი გენიალური ფერმწერი გვაჩუქა. ერთი პრობლემაა – უბრალო ადამიანისთვის ცოტა არ იყოს, ძნელია ყველას დამახსოვრება. გთავაზობთ ხელოვნებაში უკეთ გასარკვევ სახალისო ”შპარგალკას”, რომელიც დღემდე კარგად მუშაობს.


.
თუ ნახატზე მუქ ფონსა და მრავალტანჯულ სახეებს ხედავთ – ეს ტიციანია.

.
.

გამონაკლისი – ეს ტიტლიკანა ქალი სახეზე ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე. ნუ, ერთს როგორმე დავიმახსოვრებთ. ვენერაო და, რაღაც ვენერიული მასში არის.
.
.
თუ ნახატზე უზარმაზარი საჯდომები და ცელულიტიანი ქალები და კაცებიც კი არიან გამოსახული, ეჭვი არ შეგეპაროთ – ეს რუბენსია.

.
.


.
.
თუ ნახატზე კაცები ძროხისთვალება და ხუჭუჭუჭთმიან ქალებს ან უბრალოდ იტალიელ ალფონსებს გვანან – ეს კარავაჯოა.

.
.

.
.
ქალების პორტრეტებს არ წყალობდა, სულ რაღაც ერთნახევარჯერ თუ ექნება დახატული. მომდევნო სურათზე ქალია. მედუზა გორგონა. თუ რატომ ჰგავს ის ჯონი დეპს – მონა ლიზას ღიმილზე უფრო დიდი საიდუმლოა.

.
.
უამრავი პატარა კაცუნა – ბრეიგელი

.
.

.
.
უამრავი პატარა კაცუნა + პატარა გაუგებარი აბდაუბდა – ბოსხი.

.
.

.
.
თუ ადამიანები ბომჟებს გვანან ცუდი განათების ფონზე – ეს რემბრანდტია.

.
.
თუ სურათზე ადვილად შეგვიძლია ერთი-ორი სქელტაკუნა ამურისა და ბატკნების მიხატვა (ან ისინი უკვე არიან ნახატზე) – ეს ბუშეა.

.
.
ლამაზი, შიშველი და კულტურისტების მსგავსი ფიგურებიანი ადამიანები – მიქელანჯელოს ნახელავია.

.
.

.
.
ხედავ ბალერინას – ამბობ დეგა! ამბობ დეგას – ხედავ ბალერინას!

.
.

.
.
კონტრასტული, მოლურჯო, თხელწვერებიანი მკაცრი გამომეტყველების სახეები – ელ გრეკო.

.
.

.
.
დაბოლოს, თუ ყველა, ქალებიც კი, პუტინს გვანან – ეს იან ვან ეიკია.

.
.

.
.
P.S. მონე – ლაქები, მანე – ადამიანები.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ინგა says:

    ძაან მაგრად ვიცინე :D,არადა, მართალია 🙂

  2. მანანა says:

    ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხია და რაც ყველაზე მთავარი,გამახსოვრდება სიცილ სიცილში.დიდი მადლობა დუდანას

  3. ხათუნა says:

    ორიგინალური,საინტერესო და სახალისოა მადლობა დუდანას, მუქ ფონზე -რემბრანდტის ბომჟები არასოდეს დამავიწყდება

დამიტოვეთ კომენტარი