მაფიოზთა მეგობარი ქალების იშვიათი ფოტოპორტრეტები


კოზა ნოსტრაზე, ნიუ იორკულ მაფიოზურ დაჯგუფებაზე, ფრენსის ფორდ კოპოლამ მოუყვა მსოფლიოს: რეალურ ისტორიებზე დაფუძნებულმა ფილმმა ”ნათლიმამა”, მაფიოზური ინსტიტუტის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. და თუ კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ ასეა თუ ისე, წარმოდგენა გვაქვს, მათ მეგობარ ქალებზე ნაკლებად არის ცნობილი. ამიტომ, საინტერესოა გადავხედოთ საარქივო ფოტოებს, სადაც გამოსახულია ბანდიტთა ცოლები თუ საყვარლები, რომლებიც თავადაც სჩადიოდნენ დანაშაულს.
.
ქალებს, რომელმაც ბედი მაფიოზებს დაუკავშირეს mob moll ან gun moll-ს უწოდებდნენ. მე-17 საუკუნეში ”მოლ” ჟარგონულ ენაზე მსუბუქი ყოფაქცევის და ქურდ ქალს ნიშნავდა. რამდენიმე ასწლეულის შემდეგ ეს მეტსახელი კრიმინალურ სამყაროში კვლავ აქტუალური გახდა.
.


მსახიობ ალისა გრანვილს განგსტერმა ქმარმა, პიტ დონაჰიუმ ესროლა. 1931 წ.
.
.


წარუმატებელი ძარცვის დროს პოლიციელების მიერ მოკლული რალფ პისკოს საყვარელი, სმიტი უაითი დაკითხვაზე, 1942 წ.
.
.

ვირჯინია ჰილი, ყველაზე პატივსაცემი mob moll. მისი საყვარელი, ბაგსი სიგელი საკუთარ სახლში მოკლეს. ფოტოზე ვირჯინია სასამართლო დარბაზშია, მას ორგანიზებული დაჯგუფების თანამონაწილეობაში სდებენ ბრალს. 1951 წ.
.
.


მკვლელობაში ბრალდებული წყვილი – 19 წლის ვირჯინია ონმარკი და მისი 24 წლის საყვარელი ფრედ შმიდტი. 1944 წ.
.
.


17 წლის საყვარლის, რაულ ბანუჩის მკვლელობისთვის დაპატიმრებული 15 წლის კარმენ მარტინესი. 1959 წ.
.
.

მარგო დონოჰიუ თანამონაწილე უილიამ მატეასთვის იარაღის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. 1961 წ.
.
.


ჯენის დრეიკმა მის ნიუ ჯერსის ტიტული მოიპოვა, მას შემდეგ კი არაერთი ღამე გაატარა ღამის კლუბებსა თუ ბარებში ყველაზე ცნობილ განგსტერებთან ერთად.
.
.

პოლიციას დაკითხვაზე მიჰყავს დრეიკი, მას შემდეგ, რაც მისი ბოიფრენდი ნატ ნელსონი მოკლეს. გოგონა განგსტერის სიკვდილამდე 2 საათით ადრე მასთან იმყოფებოდა. 1952 წ.
.
.

1959 წელს გოგონა ოგი პისანოს კადილაკში მოკლული იპოვეს.
.
.


მარიონ კიკი რობერტსი – ჯეკ ლეგს დაიმონდსის საყვარელი. ჯეკი მოკლეს, ქალი კი ამ სურათზე ახალი საყვარლის, მსახიობ ჯეკ ლა რუს ფოტოსთან პოზირებს. 1937 წ.
.
.

რიტა რიო – განგსტერ ლუის ამბერგის საყვარელი. მაფიოზი საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს.

.
.

მკვლელობისთვის დაპატიმრებული საყვარლები – მარგარეტ კელი და ფრენკ პალუმბო. 1932 წ.
.
.

პალმა ვიტალი – ცრუ მოწმე, რომელიც რკინის ნერვებით გამოირჩეოდა. 1961 წ.
.
.

17 წლის ნენსი სერვილი განგსტერული ბანდის თანამონაწილეობისთვის დააპატიმრეს. 1936 წ.
.
.

23 წლის ლილიან სტანგი დაკითხვაზე. 1947 წ.
.
.

მერი ბეიკერი ბრონკსის პოლიციის განყოფილებაში. 1933 წ.
.
.

ჯეან ჰანტოვერი, ჯონ ზელერის საყვარელი, მორიგი ბრუკლინური ძარცვის შემდეგ დააპატიმრეს. 1935 წ.
.
.


განგსტერულ დუელზე დაჭრილი მერი დიუკი პოლიციის განყოფილებაში. 1943 წ.
.
.

ძარცვის დროს შემთხვევითი გამვლელის მკვლელობისთვის დაპატიმრებული ლოტი კოლი, ვინსენტ კოლის ქვრივი. 1933 წ.
.
.


მარგარეტ კანი რიჯვუდის ციხეს ტოვებს. 1932 წ.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. თამარ ფულარია says:

    საინტერესოა,გაიხარე!

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - თამარ ფულარია