New York Cafe – ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი კაფე


ბუდაპეშტში ერჟებეთის ბულვარზე ყველაზე იმპოზანტური და ბრწყინვალე შენობა – ეს სასახლე ნიუ იორკია (New York Palota). შენობა 1894 წელს სადაზღვევო კომპანია ნიუ იორკის შეკვეთით აიგო (არქიტექტორები – Hauszmann Alajos, Korb Flóris és Giegl Alajos).
.
შენობის პირველ სართულზე გაიხსნა კაფე, რომელმაც თავისი სილამაზით ევროპის ყველა დედაქალაქში გაითქვა სახელი. ადგილი, სადაც საღამოებს ატარებდნენ ცნობილი ისტორიული პერსონაჟები: მხატვრები, მწერლები, მსახიობები, პოლიტიკური მოღვაწეები..

კაფე ნიუ იორკი ნამდვილად შედის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი კაფეების ხუთეულში. იგი იტალიური რენესანსის სტილშია აშენებული, შიდა მოწყობა კი ისტორიული ეკლექტიკის აღლუმს წარმოადგენს:

.

.

.

თვალწარმტაცი პანო ჭერზე (მხატვრები – Mannheimer Gusztáv, Eisenhut Ferenc), ), მარმარილო და ბრინჯაო, აბრეშუმი და ხავერდი, გასაოცარი სანათურები ვენეციური მინისგან, ხოლო შესასვლელში შადრევანი. შენობა გარედანაც და შიგნიდანაც თავისი ფუფუნებით გასაოცარია, მას ბავარიის მეფის ლუდვიგ II-ს სასახლესაც კი ადარებდნენ.
.

.
.

.
.


.
ქალაქის ლეგენდის მიხედვით, მისი გახსნის დღეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფერენც მოლნარმა გასაღები განზრახ დუნაიში გადააგდო, რადგან სურვილი ჩაუთქვა – კაფეს კარი აღარასოდეს დაკეტილიყო.
.

.

XX საუკუნის პირველივე ათწლეულში კაფე ბუდაპეშტის ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრი გახდა. აქ შესაძლებელი იყო ახალი ამბის გაგება მთელი მსოფლიოდან – კაფეს მფლობელს თავისი სტუმრებისთვის ასობით სხვადასხვაგვარი გაზეთი თუ ჟურნალი ჰქონდა გამოწერილი. კაფეში ქალბატონებისთვის ცალკე დარბაზიც იყო, ასევე ბილიარდის სალონი და დარბაზი ბანქოს მოთამაშეებითვის.
.

.
.


.


.
.

.

მწერლები, პოეტები და ჟურნალისტები საათობით ისხდნენ კაფეში. სწორედ აქ დაწერა თავისი ნაწარმოების პირველი თავი თუ პირველი ლექსი ბევრმა მწერალმა და პოეტმა. მწერლებს მალე შემოუერთდნენ თეატრისა და კინოს მსახიობები.
.
.
.

.
.

სწორედ აქ დაიწყო ოსკაროსანი ფილმის “კასაბლანკას” რეჟისორის, მიხაი კერტისის, შემოქმედებითი გზაც. კაფეს შემოქმედებითი ატმოსფერო შთააგონებდა კომპოზიტორ იმრე კალმანს, რომელიც კაფეში აკეთებდა ჩანახატებს თავისი შესანიშნავი ოპერეტებისთვის…
.

.
.

.
.

.

ლეგენდარული კაფეს მაგიდასთან მჯდომისთვის ძალიან ძნელია ყურადღების უსმინოს თანამოსაუბრეს – მზერას უნებლიეთ იპყრობს მდიდრული ინტერიერის ელემენტები, ხოლოს შენობის ფასადის თვალიერება საათობით შეიძლება.
.

.
დღეს შენობაში განლაგებულია ბოსკოლოს სასტუმროების ქსელის ლუქსის კლასის სასტუმრო – “ნიუ იორკ პალას ჰოტელი” (New York Palace Hotel).
.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი