სიცრუის ილუზია: მონტესორიმ, ატკინსმა და სხვ. უარყვეს საკუთარი რჩევები


ამ დღეებში მსოფლიო ქსელი ახალმა ამბავმა მოიცვა: ფლორიდის მაცხოვრებელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ცოლის მკვლელობისთვის. ეს კრიმინალური შემთხვევა შეუმჩნეველი დარჩებოდა რომ არა ერთი პიკანტური დეტალი: მკვლელი. დერეკ მედინა, ცნობილი ექსპერტია ოჯახური ურთიერთობების სფეროში, რომელმაც გამოსცა წიგნი ”როგორ შევინარჩუნე სიცოცხლე, ქორწინება და ოჯახი ურთიერთობის წყალობით”.
.

სტატიაში მოყვანილია მაგალითები, სადაც ჯანსაღი წესის, ოჯახური ბედნიერების, შვილების აღზრდის ადეპტებმა საკუთარი მაგალითით ხაზი გადაუსვეს თავისავე პოსტულატებს.
.


ბენჯამინ სპოკი
.

ამერიკელი პედიატრის, ბენჯამინ სპოკის წიგნზე, რომელიც 1946 წელს გამოიცა, არაერთი თაობა აღიზარდა. ბავშვთა ექიმმა მშობლების ცნობიერება თავდაყირა დააყენა. სპოკი ასწავლიდა ბავშვის მოსმენას, მის ემოციებზე ყურადღების გამახვილებას, მოთმენას სხვადასხვა ასაკობრივი კრიზისის დროს.
.

სპოკმა დასჯის, შეზღუდვისა და შეშინების ნაცვლად ბავშვისადმი სიყვარული წამოიწია წინ, თუმცა, თავის ოჯახში საკუთარი წესების მიხედვით ვერ იმოქმედა. მას ორი ვაჟი ჰყავდა: მაიკლი და ჯონი, ვერცერთთან ვერ მოახერხა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. მეტიც, მაიკლს სცემდა კიდეც, რადგან სასკოლო პროგრამას ვერ ითვისებდა. ბიჭს დისლექსია ჰქონდა, ამიტომ, დროთა განმავლობაში, სპოკი მიხვდა, რომ მისი მეთოდები არ მუშაობს და თავი დაანება ბავშვის აღზრდას. მოგვიანებით მშობლებმა მაიკლი სპეციალურ ინტერნატში გაამწესეს. ჯონთანაც ვერ იპოვა მამამ საერთო ენა. გაუთავებელი კონფლიქტების შემხედვარე ცოლმა ერთხელ მიაძახა სპოკს: ”დამოძღვრეთ სხვისი შვილები, ბატონო ღმერთო!”.
.

მარია მონტესორი cialis cost per pill
.

იტალიელი პედაგოგისა და ფილოსოფოსის, მარია მონტესორის მიერ შექმნილი ადრეული განვითარების მეთოდიკა ძალზედ მოთხოვნადია მსოფლიოში. მონტესორიმ უნიკალური სისტემა გამოიგონა, რომელიც ფსიქიკაზე ზეწოლის გარეშე ავლენს ბავშვის ნიჭსა და სხვადასხვა უნარს. მთავარია, შექმნა ისეთი თავისუფალი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის შესაძლებლობების გახსნას.
.

მარიას პირადი ცხოვრება კი მის მიერ დადგენილი მეთოდიკის საწინააღმდეგოდ წარიმართა. მონტესორიმ ვაჟი რომში 1898 წელს გააჩინა, ის 28 წლის იყო და თავის მეთოდიკას უკვე უწევდა პროპაგანდას. ბავშვის მამამ შვილზე უარი განაცხადა. უკანონო შვილი ჯვარს უსვამდა ქალის კარიერას, რომელმაც ექიმად მუშაობის უფლება მოიპოვა. მონტესორიმ აწონ-დაწონა პირადი ბედნიერება და პროფესიონალური მხარე და გადაწყვიტა, შვილი ძიძის ოჯახისთვის გადაეცა, შემდეგ კი სკოლა-ინტერნატში ჩააბარა. მარია შვილის განათლებისთვის ფულს იხდიდა, მაგრამ არ აკითხავდა მას. მარიო დედას 17 წლის ასაკში გამოეცხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ პედაგოგმა შვილი საქმეში ჩართო, ისინი ერთად კითხულობდნენ ლექციებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედამ შვილი ოფიციალურად არ აღიარა.
.

ალენ კარი
.

მსოფლიოში მოწევის ყველაზე ცნობილი მოწინააღმდეგე, ბესტსელერის ავტორი იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ მავნე ჩვევა, 2006 წელს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მილიონიანი ტირაჟით გამოცემულ წიგნში კარიმ ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა, როგორ მოვიშოროთ ნიკოტინური დამოკიდებულება. კარის რჩევები მუშაობს: მათ, ვინც მოწევას თავი დაანება, უსაზღვროდ მადლიერი არიან, რომ მიეცათ საშუალება, არც კი იფიქრონ სიგარეტზე. იმის მიუხედავად, რომ კარმა 23 წელი გაატარა მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავად ფილტვის კიბომ მოუღო ბოლო. თუმცა, როდესაც დაავადების შესახებ შეიტყო, განაცხადა, უფრო ადრე მოვკვდებოდი, მოწევისთვის თავი რომ არ დაენებებინაო.
.

რობერტ ატკინსი
.

ამერიკელი ექიმი-დიეტოლოგი, რობერტ ატკინსი, მსოფლიოში პოპულარული კვების სისტემის ავტორი, რომელიც დაფუძნებულია ნახშირბადების მცირე დოზებით მიღებაზე, გარდაიცვალა… ჭარბწონიანობის გამო. მართალია, სამედიცინო ოფიციალურ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის თავის დარტყმის გამო გარდაიცვალა, მაგრამ ეს წინაღობა კი არა, მიზეზი და შედეგი გახდა.
.
ატკინსს, რომელიც 116 კილოგრამს იწონიდა, გულის დაავადება აწუხებდა. ეს დაავადება უამრავი ჭარბწონიანისთვის არის დამახასიათებელი. სახლიდან გამოსულმა, მან თავი ცუდად იგრძნო, წონასწორობა დაკარგა, ასფალტზე დაეცა, თავი დაარტყა, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზს დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ: ეს გასაგებიცაა, დიეტამ მსოფლიო დაიპყრო, მარკეტოლოგებმა მასზე დიდძალი ფული იშოვეს, ახალ ინფორმაციას კი შეეძლო მისი უამრავი მიმდევარი დაეკარგა. როდესაც საიდუმლო გაიხსნა, ატკინსის ნათესავებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოში მოხვედრამდე ის ბევრად ნაკლებს – 90 კილოგრამს იწონიდა, კლინიკაში კი ექიმებმა უამრავი წამლით გაჭყიპეს. მაგრამ ამ ვერსიის დოკუმენტური დასაბუთება არ მოიძებნა.
.

ჩჰვე იუნ ჰი
.

სამხრეთ კორეელმა 63 წლის ტელეწამყვანმა ჩჰვე იუნ ჰიმ, წიგნის ავტორმა ბედნიერებაზე და იმედზე, ცხოვრება სუიციდით დაასრულა. მეუღლესთან ერთად მან იაფფასიან მოტელში თავი ჩამოიხრჩო. ქალმა 20 წიგნზე მეტი გამოსცა, თითოეული მათგანი კი სიცოცხლით ტკბობას ღაღადებდა.
.

ჩჰვე იუნ ჰი საყოველთაო ჰარმონიის, სიმშვიდის და სამყაროს ისეთი სახით მიღებისკენ მოუწოდებდა, როგორიც არის. და უცებ, ასეთი ოპტიმიზმის ფონზე, სუიციდი! მწერალმა სიკვდილის წინ ბარათი დატოვა, სადაც წერდა, რომ ავად არის და მისი საქმე ცუდადაა. ქალი, რომელიც სხვებს ურჩევდა, ჰყვარებოდათ სიცოცხლე, თავად სიკვდილი აირჩია.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ხათუნა says:

    ძალიან ბრძნული სტატიაა,ლაპარკი მართლაც იოლია-საქმეა ძნელი

დამიტოვეთ კომენტარი