ლეონარდო და ვინჩის ”საიდუმლო სერობა”: ფრესკის შექმნის საინტერესო ისტორია


“საიდუმლო სერობა” მილანში, სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესიის ჩრდილო ფასადზეა გამოსახული. ლეონარდო ექსპერიმენტებს ატარებდა და ფრესკა ბუნებრივი საღებავით დახატა, რის გამოც “საიდუმლო სერობა” ხშირ რესტავრირებას საჭიროებს. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიკურობა, ლეონარდომ სავსებით განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეები წარმოგვიდგინა.
.

ფრესკის შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა: ლეონარდო და ვინჩი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს, ბოროტება კი იუდას სახით.
.

ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი ლოდოვიკო სფორცა აჩქარებდა.
.

მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და კარგა ხნის შემდეგ ერთი ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით წაათრიეს მთვრალი მაწანწალა ეკლესიაში და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და ბედუკუღმართობა.
.

როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: “ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!” “კი მაგრამ, საიდან?” – გაუკვირდა ლეონარდოს. “სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა”…
.
.
kvirispalitra.ge

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. იუნკერი says:

    რა კაი ადამიანი ყოფილა საწყალი : )

დამიტოვეთ კომენტარი