პაოლა ანტონინი – გოგონა, რომელმაც ბედისწერა დაამარცხა


ზოგადად, ჩვენ პიროვნებად დადებითი გარემოებები კი არა, სირთულეები და დაბრკოლებები გვაყალიბებს. მათი წყალობით ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ვიღებთ და ხასითის ამა თუ იმ თვისებას ვხვეწავთ, რომლის გარეშეც, სამწუხაროდ, შეუძლებელია…

.

ამ მოდელის გარეგნობის მქონე გოგონას პაოლა ანტონინი ქვია. 2 წლის წინ მას ავტომობილი დაეჯახა. ექიმებმა სასწაულებრივად შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა, ფეხის ამპუტაცია გარდაუვალი შეიქნა.
.

რთული წარმოსადგენია, რას გრძნობდა პაოლა ოპერაციის შემდეგ. ფეხის ნაცვლად, გოგონას პროთეზი დაუყენეს. მის ადგილას ბევრი დაეცემოდა მორალურად, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ლამაზმანი მყარად დააბიჯებს მიწაზე და სახიდან ღიმილს არ იცილებს.
.

პაოლამ სამოდელო კარიერა განაგრძო, ის ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს, დაკავებულია სპორტით და სხვადასხვა ტელეპროექტში იღებს მონაწილეობას, ასევე აქვს საკუთარი არხი YouTube-ზე.

.

ანტონინი ქველმოქმედებითაც არის დაკავებული – ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს საკუთარი თავის რწმენაში.
.

პაოლა ანტონინიმ საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა, რომ ადამიანი თავის ბედისწერაზე ძლიერია!
.

.

.

.

.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი