გოგა აშკენაზი: ყაზახი მილიონერი და მსოფლიო მასშტაბის ავანტიურისტი ქალი


სამშობლოში მას განიკითხავენ და ბრალს სდებენ ყაზახი ხალხისგან მოპარული ფულის გაფლანგვაში. სხვები, პირიქით, აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ეთაყვანებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, გოგა აშკენაზი დიდ ინტერესს იწვევს…

.

გოგა აშკენაზი – მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და წარმატებული ქალი – ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძის, თემურ კულიბაევის საყვარელი, რომლისგანაც 2 შვილი ჰყავს. ლონდონში საცხოვრებლად გადასვლისთანავე, იგი ბრიტანულ მაღალ საზოგადოებაში გაერია.
.

35 წლის გოგას ერთ დროს გაუჰარ ბერგალიევა ერქვა, სხვა ყაზახი გოგოებისგან არაფრით გამოირჩეოდა. მას მერე მისი გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის წყალობით საგრძნობლად შეიცვალა და პლანეტის ყველაზე გავლენიანი მამაკაცების ყურადღების ცენტრში მოექცა.
.

გოგა აშკენაზი და თემურ კულიბაევი
.

გოგა მხოლოდ მდიდარ და ცნობილ მამაკაცებს ირჩევს, მათ შორის არიან იორკის ჰერცოგი პრინც ენდრიუ, თემურ კულიბაევი, ”ფორმულა 1”-ის მენეჯერი ფლავიო ბრიატორე, კონცერნის Fiat მემკვიდრე, ცნობილი იტალიელი ფლეიბოი ლაპო ელკანი და ცნობილი ოჯახის მემკვიდრე და ბიზნესმენი ნათ როტშილდი. მათ, ვისაც თუნდაც 1 საათი გაუტარებიათ გოგასთან, აცხადებენ, რომ ქალის მომხიბვლელობა მის არანორმალურ ენერგეტიკაშია, რომელსაც მაჰიპნოტიზირებელი ეფექტი აქვს.
.


2012 წელს აშკენაზის ახალი გატაცება გაუჩნდა, მან ცნობილი პარიზული ბრენდი Vionnet შეიძინა და მალევე მოდური სახლის გაყიდვები 50%-ით გაზარდა.
.

ელიტური ქრონიკების დედოფლის პირადი ცხოვრება ხშირად ხდება მითქმა-მოთქმის საგანი. ამერიკელი მილიონერის, სტეფან აშკენაზის ცოლის სტატუსი მან იოლად შეცვალა თემურ კულიბაევის შვილების დედის როლზე. ჭორების თანახმად, პირველი შვილის მშობიარობის დღეს იგი პრინც ენდრიუსთან პაემანზე გაეშურა.
.

იმის მიუხედავად, რომ კულიბაევი ნაზარბაევის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული, მან ოფიციალურად აღიარა უკანონო შვილი და გოგა აშკენაზის უძვირფასესი სახლი აჩუქა ლონდონის ყველაზე მდიდრულ უბანში.
.

მას შემდეგაც კი, როდესაც მათი რომანი დასრულდა, კულიბაევმა განაგრძო გოგას დახმარება ბიზნეს-ასპარეზზე – აშკენაზი ყაზახური ნავთობისა და გაზის კომპანიის Manaigas Enginereeng Group გენერალური დირექტორია.

.

პრინც ენდრიუსთან

.

უკვე მერამდენე წელია, გოგა აშკენაზი კარიერული წარმატების მწვერვალზე იმყოფება. იგი მსოფლიო კინოსა და ხელოვნების ვარსკვლავების წრეში ტრიალებს, მეგობრობს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან და ჟურნალ ფორბსის სიის მოწინავე რიგებში მყოფ ადამიანებთან. მის მიერ მოწყობილ წვეულებებს ცნობილი ტოპ-მოდელები და მოდური სახლების მფლობელები, ფოტოგრაფები და მხატვრები სტუმრობენ.
.


გოგა აშკენაზი და ფლავიო ბრიატორე
.


ლაპო ელკანთან
.

.

.
purchase amoxil online
გოგა და ანტონიო ბანდერასი
.

.

.

.

.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ხათუნა says:

    ბედნიერია ?

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ხათუნა