სევილიური “მზის კოშკი” – მსოფლიოში პირველი კომერციული ელექტროსადგური, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს


ჩვენს საუკუნეში ენერგიის ალტერნატიული წყაროები სულ უფრო პოპულარული ხდება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ სანიმუშო ქალაქად შეგვიძლია დავასახელოთ სევილია – სამხრეთ ესპანეთის ფინანსური და კულტურული ცენტრი. აქ მსოფლიოში პირველად აიგო კომერციული მზის ელექტროსადგური.
.
ტერიტორია სევილიასთან, სადაც მზის ელექტროსადგურია განლაგებული, ნამდვილ სარკისმიღმა ქვეყანას გვაგონებს. ცენტრში დგას ორი გიგანტური კოშკი PS10 და PS20, რომელთა სიმაღლე შეესაბამება 40 სართულიანი შენობების სიმაღლეს.
.
PS10 კოშკის გარშემო 624 ცალი ჰელიოსტატია – უზარმაზარი სარკეები, რომლებიც მზის სხივების კვალდაკვალ მოძრაობს და სხივების ენერგიას კოშკის თავის მიმართულებით ირეკლავს. იქ დადგმულია ორთქლის ტურბინები, რომლების მზის სხივების ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის.
.

კოშკი PS20 კიდევ უფრო მძლავრია – მის გარშემო 1255 სარკეა. სავარაუდოდ დათვლილია, რომ 25 წლის განმავლობაში კოშკების მუშაობა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფას 600 ათას ტონით შეამცირებს ყოველწლიურად.
.

სევილიას მახლობლად ქალაქ ფუენტეს-დე-ანდალუსიაში აგებული პირველი კომერციული და არა ექსპერიმენტული ელექტროსადგური მთელი სიმძლავრით მუშაობს. ეს სიმძლავრე კი ცოტა არ არის – დაახლოებით 19,9 მეგავატი. წელიწადში სადგური გამოიმუშავებს 110 გიგავატ/საათ ენერგიას. ენერგიის ასეთი რაოდენობა საკმარისია 25 000 სახლის უზრუნველსაყოფად (საინტერესოა, რომ ფუენტეს-დე-ანდალუსიაში სახლების რაოდენობა მხოლოდ ცოტათია მეტია).
.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ სადგურ Gemasolar-ს შეუძლია იმუშაოს არა მხოლოდ მზიან, არამედ ღრუბლიან ამინდშიც. მზის ელექტროსადგურის გენერატორები თვით ღამეც არ ჩერდება და ხალხს ელექტროდენით ამარაგებს. ეს ხდება ორიგინალური ტექნიკური გადაწყვეტის საშუალებით, რის შედეგად ელექტროსადგური პრაქტიკულად აღარ არის დამოკიდებულ მოცემულ მომენტში ცაში მზის არსებობაზე.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი