ფერადი წარსული

 

 

 

”ფერადი წარსული” ასე შეიძლება ეწოდოს ფოტოებს, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ულამაზეს ხედებს წარმოაჩენს. ისინი 1909-1915 წლებს შორისაა გადაღებული და ფერადი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პირველი ნიმუშებია.

ავტორი ჩვენში ნაკლებად ცნობილი სერგეი პროსკუდინ-გორსკია. იგი რუსეთში დაიბადა და ბავშვობა საკუთარ მამულში, ფუნიკოვის მთაზე გაატარა. დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სადაც მენდელეევის ლექციებს ისმენდა. შემდეგ პარიზსა და ბერლინში ქიმიას ეუფლებოდა. 1898 წელს პროსკუდინ-გორსკი ”რუსეთის საიმპერატორო ტექნიკური საზოგადოების” წევრი გახდა, სადაც ნოვაციური თეორია ”ვარდნილი ვარსკვლავების (ვასკვლავთა წვიმის) ფოტოგრაფირება” შეიმუშავა.

.

.

ბორჯომი

.

.

.

.

 .

 .

 .

 .

 .

ბორჯომის წყლის ქარხანა

.

 .

 

1902 წლის 13 დეკემბერს გორსკიმ პირველმა გამოაცხადა ფერადი დიაპოზიტების შექმნის შესახებ, რომელიც სამფერი ფოტოს საშუალებით მიიღებოდა და მის მიერ გამოგონილი სენსიბილიზატორის გამო, პატენტი მიიღო კიდეც.
მალე იგი რუსეთის ხელისუფლებას გრანდიოზულ იდეას სთავაზობს, გორსკი მზადაა ფირზე იმდროინდელი იმპერია, მისი კულტურა, ტიპაჟები და ყოფა ასახოს. 1909 წელს ფოტოგრაფი ნიკოლოზს შეხვდა და მისგან საგანგებო ნებართვა მიიღო. იდეის განსახორციელებლად სპეცვაგონი გამოუყვეს და ხელმწიფის ”ღრამოტა” გადასცეს. მას ყველაფრის, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების გადაღების უფლება ჰქონდა.

.

.

ბათუმი

.

.

.

.

.

.
სწორედ ამ პერიოდში ეწვია იგი საქართველოს. მან თითქმის ყველა რეგიონი, მათ შორის  ტაო-კლარჯეთიც მოიარა. გადაიღო ქალაქები, ქარხნები, ადამიანები, ტაძრები და თევზებიც კი (სულ 200-ზე მეტი ფოტო).

1917 წლის რევოლუციის შემდეგ, გორსკიმ საკუთარ უნიკალურ კოლექციასთან ერთად, რუსეთი სამუდამოდ დატოვა, თუმცა ფოტოების ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში მაინც დარჩა. ისინი დადიანების სასახლეშია დაცული და მათი არსებობა მუზეუმის დამაარსებლის, აკაკი ჭანტურიას ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლის შემდეგ გახდა ცნობილი. ერთ-ერთ ნეგატივს დღემდე შემორჩა ავტორისეული წარწერა ”С. Горск.”. დანარჩენი ფოტოები აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება, რომლებიც 1948 წელს მემკვიდრეობისაგან შეიძინეს.
ამერიკული კოლექციის ძირითად ნაწილს უცხოეთში კარგად იცნობენ, ქართული ფირები კი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა.

.

.

ართვინი

.

.

.

ფერადი ფოტოგრაფიის გორსკისეული მეთოდები ბოლომდე არ არის ამოხსნილი, თუმცა ცნობილია, რომ ავტორი ჩვეულებრივ შავ-თეთრ შუშის ფოტოფირებსა და საკუთარი კონსტრუქციის ფოტოაპარატს იყენებდა; ლურჯი, წითელი და მწვანე ფილტრების საშუალებით, იგი ერთსა და იმავე სიუჟეტს ერთმანეთის მიყოლებით ძალიან სწრაფად აფიქსირებდა. გადაღების შემდეგ, სამი შავ-თეთრი პოზიტივი გამოდიოდა, მათ გორსკი შესაბამისი სინათლის ფილტრითა და პროექციით აცოცხლებდა და ფერად სლაიდებს აჩვენებდა. ქაღალდზე ბეჭდვისათვის კი სამივე ფირი ერთმანეთს ედებოდა, ერთად მჟღავნდებოდა და ლითოგრაფიის საშუალებით იბეჭდებოდა.

.

.

ჩაქვი

.

.

 

.

.

ჩაქვი, ჩაის  ჩინელი ტექნოლოგი

.

.

გაგრა

.

.

.

.

.

.

მონასტერი კიმოთესუბანში

.

.

.

.

.

.

ლიკანი

.

.

.

.

ქოროლისწყალი, პროსკუდინ-გორსკი

.

.

სოხუმი

.

.

სოხუმის ბოტანიკური ბაღი

.

.

.

.

.

.

.

სოხუმის ბოტანიკური ბაღი, პროსკუდინ-გორსკი

.

.

ახალი ათონი

.

.

თბილისი

.

.

.

.

.

თბილისი

თბილისი

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. ნინისშკა says:

    მაგარი ფოტოებია!მომეწონა!

  2. მაიკო says:

    საოცარი ფოტოებია, ისეთი მაღალი ხარისხია თითქოს ეხლა გადაუღიათო….

  3. ძალიან მიყვარს დუდანა შენი ბლოგების დათვალიერება, ამ სურათებმა ცოტა ხნით წარსული გააცოცხლა. ძალიან კარგი ფოტოებია. მოკლედ შე
    ნი წყალობით ბევრ საინტერესო ამბებს ვგებულობ. მადლობა.

  4. tamar fularia says:

    საოცრებაა!

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ნინისშკა