სოფლის ექიმი

ლი იუჰონგმა 4 წლის ასაკში საშინელი ავტოავარიის შედეგად 2-ვე ფეხი დაკარგა. 8 წლისამ გადაადგილება ისწავლა ხის ტაბურეტის დახმარებით, რომელსაც ხელებით ეყრდნობოდა. ამჟამად ლი 37 წლისაა და აგერ უკვე 15 წელია, თანასოფლელების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

.

ლი ჰუონგი ჩინეთის სოფელ ვადიანში ცხოვრობს. გოგონას სამსახური, ერთი შეხედვით, გმირობის ტოლფასად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა, თავად ლისთვის ეს ნამდვილი სიამოვნებაა.

.

რა თქმა უნდა, მისთვის ეს იოლი არ არის, მაგრამ როდესაც გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ხედავს, ხვდება, რომ მოდუნების უფლება არ აქვს – ის ნამდვილად სჭირდებათ.

.

შესაძლოა, მის ადგილას სხვა ადამიანს ხელი ჩაექნია ყველაფერზე, მაგრამ ლის ძლიერმა სურვილმა, ესწავლა და ექიმი გამხდარიყო – ყველაფერი დასძლია.

.

პროთეზების არქონის მიუხედავად, ლიმ გადაწყვიტა, თუკი გადაადგილება შეუძლია – შეძლებს ყველაფრის გაკეთებას, რასაც მოისურვებს. 2000 წელს დაამთავრა სამედიცინო კოლეჯი და მშობლიურ სოფელში ექიმად დაიწყო მუშაობა.

.

ცოტა ხანში ცოლად გაყვა თანასოფლელს, ქსინგს, რომელმაც მის გამო მუშაობას თავი დაანება – სახლის საქმიანობაში ეხმარება მეუღლეს და ხანდახან პაციენტებთან ზურგზე მოკიდებული მიჰყავს. ლი  300 ოჯახს ემსახურება, დაახლოებით 1000 ადამიანს.

.

.

”უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია. ხელფასსაც რომ არ მიხდიდნენ, მაინც ვიმუშავებდი სოფლის ექიმად”, – ამბობს ლი.

.

.

არ არსებობს არავითარი გამართლება, რათა კეთილი საქმეები არ ვაკეთოთ. კიდევ ორმა ჩინელმა, რომელთაგან ერთი უსინათლოა, მეორემ კი ორივე ხელი დაკარგა, უსიცოცხლო ხეობისგან ულამაზესი ტყის მასივი გააშენეს. ასეთი ადამიანების მიზანდასახულობა უბრალოდ, აღაფრთოვანებს!

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ხათუნა says:

    საკუთარი თავის შემრცხვა

დამიტოვეთ კომენტარი