როგორ გაითქვა ვარშავაში ქართულმა რესტორანმა სახელი უპოვარი ბებოს დაპურებით

 

2

რესტორანი ,,რუსიკო”, სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქესტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა.

 

”რუსიკომ” თებერვალში „წლის საუკეთესო რესტორნის“ გამოკითხვაშიც გაიმარჯვა.
კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.

 

5

 

ბოლო დღეებში რესტორანთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხელი, და აი, რატომ:

 

4

 

რუსიკო თურქესტანიშვილი: – ერთხელ ჩვენს რესტორანში ერთი მოხუცი ბებო შემოვიდა, საოცრად ფერმკრთალი იყო. მივედი და ვკითხე, ცუდად ხომ არ არ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთ-მეთქი. ცოტა ხანს დავისვენებო. ხომ არ გშიათ-მეთქი, შევკადრე. არაო, – მიპასუხა მორიდებით თუმცა, მე მაინც ვუხმე მიმტანს და ბებოს ჩაქაფულითა და ცხელი ხაჭაპურით გავუმასპინძლდი. იმ დღის მერე ხშირად მოდიოდა ჩვენი ბებო და ვაპურებდით.

 

6

 

კლიენტების რაოდენობას გახსნის დღიდანვე არ ვუჩივით, მაგრამ რამდენიმე დღეა, საოცრება ხდება: ჯავშნებს ვერ ავუდივართ და  რესტორანთან უზარმაზარი რიგი იქმნება. თურმე, ერთი პოლონელი ქალი შესწრებია, როგორ ვაპურებთ ჩვენს მოხუც ბებოს და  ფოტოები გადაუღია, შემდეგ კი  “ფეისბუკზე” აუტვირთავს ტექსტით:

 

3

 

ანა კოლტუნოვიჩი:

”პატარა, მყუდრო რესტორანი უაზდოვსკას ხმაურიან ქუჩაზე,  გარეთ გაშლილი მაგიდებით. მოხუცმა გამოსწია სკამი და ჩამოჯდა, ალბათ, დასასვენებლად.  ეტყობა, ავადმყოფობს. იმ მაგიდასთან  კლიენტები ისხდნენ, რომლებიც  მოხუცის გარეგნობამ შეაწუხა და სხვაგან გადასხდნენ. უცებ, ღიმილიან მიმტანს მოხუცთან მოაქვს  ლობიოს სუპი და ლავაში. ქალი სიამოვნებით მიირთმევს და ეკითხება: როდის უნდა გადავიხადოო. ”როდის? ალბათ, ოდესმე”, – ეხუმრება მიმტანი და მაგიდაზე ცხელ ჩაისაც უდგამს…

 

ეს სიზმარი არ ყოფილა,  სინამდვილეა და გული მწყდება, ეს პოლონურ რესტორანში რომ არ ხდება. მადლობა ”რუსიკოს”. ”

 

პოსტს ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს, აქვე ვკითხულობთ პოლონელების კომენტარებს:

 

”დიდი მადლობა რესტორან ”რუსიკოს” ასეთი ადამიანური ჟესტისთვის”;

 

”ქართული რესტორანია? მაშინ, ყველაფერი გასაგებია. იქ ხალხს, როგორც კლიენტებს კი არა, პირად სტუმრად აღიქვამენ”…

 

რუსიკო თურქესტანიშვილი: – უამრავ  წერილს ვიღებთ რესტორნის ფეისბუკგვერდზე, მოდიან რესტორანშიც და მადლობას გვიხდიან. ინტერნეტგამოცემამ სტატიაც მოგვიძღვნა, ახლა ჩვენით ტელევიზიაც დაინტერესდა.

 

რა თქმა უნდა, გვეამაყება, რომ სახელი გავითქვით, თუმცა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, მოხუცთა და უპოვართა დახმარება ჩვეულებრივი ამბავია და ამაში სენსაციურს ვერაფერს ვხედავთ.

 

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ხათუნა says:

    ძალიან გამეხარდა. ნეტავ სულ სანაქებო საქციელით გამოვირჩეოდეთ

  2. თამილა says:

    ის რაც ჩვენთვის შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, სხვებისთვის გასაკვირია. კარგია, რომ ეს პატარა სიკეთე შეუმჩნეველი არ დარჩა უცხოელებს.

  3. როცა ასეთი ამბები გესმის, გეამაყება რომ ქართველი ხარ!!!
    იმრავლეთ ღირსეულებო, მეც თქვენს გვერდში ვარ!!!

  4. კახა says:

    ”ქართული რესტორანია? მაშინ, ყველაფერი გასაგებია. იქ ხალხს, როგორც კლიენტებს კი არა, პირად სტუმრად აღიქვამენ”…
    ღმერთმა გაგახაროთ.ასე უნდა ვასახელოთ ქართველობა დასაქართველო ყოველმა ქართველმა.ჩვენში უდიდესი სიკეთე იყო,არის და იქნება…

  5. Mარინა says:

    ძალიან მაგარია, ძალიან. წარმატებასა და ჯანმრთელიბას გისურვებთ არაჩვეულებრივო ადამიანებო. ბრავო!

  6. დათიკო48 says:

    ღმერთმა სულ ბედნიერი გზით ატაროს ეს ოჯახი,მაგრამ მინდა რომ ყველა გახიზნული ემიგრანტი ქართველნი დავბრუნდეთ ჩვენას სამშობლოში საქართველოში და იქ მოვეფეროთ ერთმანეთს,ქართული მიწის სურნელი არსად არ არსებობს!!!

  7. mirza yvavadze says:

    mogesalmebit didi siyvarulit da pativiscemit mixaria qartvelebis warmateba ucxoetshi da madloba restoran rusikos da piradad qalbaton rusikos qartveli xalxis stumart moyvareobis saidumlo ucxoelebistvis aseti sitbos gamoxatvit da qartveli xalxis siyvafulit rom dasrulda.varshavashi rom movxvdebi aucileblad moval tqventan.

  8. თამო says:

    რა კარგი ამბავია როგორ მესიამოვნა . მადლობა ორივე მხარეს.ორივე ხალხს.

  9. ლეილა says:

    მემაყებით მეზობლებო! პედაგოგმა, ქალბატონმა ცაგაიტამ, რუსიკოს დედამ მრავალი თაობა გაუზარდა სამშობლოს. მოსწავლეებს სიყვარულს, კაცთმოყვარეობას და ქვეყნის ერთგულებას ასწავლიდა. შედეგიც ეს არის ….რაც დათესა, ყლორტის სახით აღმოცენდა, ხარობს და ნაყოფსაც იძლევა. წარმატებები ჩემო კარგებო!

  10. სულიკო says:

    რა პატივმოყვარეობა ჩანს კომენტარებში.
    გაკვირვება არავის გამოუხატავს პოლონელების საქციელზე, თუ როგორ აქციეს პატარა საქმე უდიდეს სიკეთედ, რაც საზოგადოების წაქეზებას ისახავს მიზნად.
    გადმოვიღოთ საზოგადოებისა და საერთო სისტემის გაჯანსაღების ხერხები განვითარებული ქვეყნებისაგან.

  11. ინგა says:

    რა სასიამოვნოდ ესმის ყურს, ტანში, რომ ჟრუანტელი გაგივლის, თუმცა ყველა უცხოელი ვერ აღიქვავს ამას პატივისცემად ვიგულისხმე მაგ. ჩრდილოეთ ევროპას….

  12. მედეა says:

    სიკეთე რაოდენობრივად ჩამორჩება ბოროტებას, მაგრამ სამაგიეროდ დიდი ფასი აქვს… და გადამდებია,- ადამიანების გულებში სითბოს ღვრის და გამეორების, მიბაძვის სურვილს აღძრავს!

    მიხარია, როცა ასეთ ფაქტებს ვაწყდები: ესე იგი, ჯერ არ გადავშენებულვართ!!!

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ხათუნა