დიანა არბიუსი

ამერიკელი ფოტოგრაფი, დიანა არბიუსი, (1923-1971)  მსოფლიოში ცნობილი გახდა ფოტოკადრების მისეული ხელწერითა და განსხვავებული სტილით.

დიანა რუსულ-ებრაული წარმოშობის მდიდარი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, (ქალიშვილობის გვარი ნემეროვი) რომელთაც ბეწვეულის ბიზნესი ჰქონდათ.

.

.

18 წლის ასაკში, მკაცრი მშობლების კონტროლისგან თავის დასაღწევად დიანა ალან არბიუსს გაჰყვა ცოლად. ქალიშვილის თვითნებური საქციელის  მიუხედავად, მშობლებმა დიდი დახმარება გაუწიეს ახალდაქორწინებულებს მათი პირველი ფოტოატელიეს გახსნაში. სწორედ მათი  მეშვეობით მიიღეს  საშვი მოდის ფოტოგრაფიის სამყაროში. საოჯახო ფოტოატელიე იღებდა შეკვეთებს ისეთი გამოცემებისგან, როგორებიცაა – Vogue, Glamour, Harper’s Bazaar და ა.შ.

.

.

1957 წელს დიანამ შეწყვიტა მეუღლესთან შემოქმედებითი კავშირი, დაუტოვა  ფოტოსტუდია და დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა. ამას განქორწინებაც მოყვა, თუმცა ყოფილი მეუღლეები მეგობრებად დარჩნენ.

.

.

დიდი ხნის ძიების შემდეგ არბიუსმა იპოვა თავისი სტილი ფოტოგრაფიაში – ექსტრემალური, უცნაური და ყველასგან განსხვავებული. მისი პირველი მოდელები ნიუ-იორკელი ტრანსვესტიტები გახდნენ, შემდგომ ჯუჯები, ნუდისტები, მეძავები…

დიანა არბიუსის ფოტოობიექტივში ჩვეულებრივი ადამიანებიც  უცნაურად გამოიყურებიან. მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარზე, რომელიც ფოტოგრაფის სავიზიტო ბარათად იქცა, ბიჭუნა სათამაშო ხელყუმბარით არის გამოსახული. თავის დროზე ცნობილმა მწერალმა ნორმან მეილერმა თქვა – ”დიანა არბიუსის ხელში ფოტოკამერა იგივეა, რაც ბავშვს მისცე სათამაშოდ ხელყუმბარა”.

.

.

არბიუსი სხვადასხვა გამოცემებში ფოტორეპორტიორად მუშაობდა, თავისუფალ დროს კი შემოქმედებას უთმობდა – იღებდა იმას, რაც თვითონ აინტერესებდა. დროთა განვავლობაში გამოცემები გათამამდნენ და დაიწყეს მისი უჩვეულო და უცნაური ფოტოების დაბეჭდვა. ჟურნალ Aperture-ს მიერ გამოცემული არბიუსის ნამუშევრების  კატალოგი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გახდა ფოტოს ისტორიაში.

.

.

დიანა არბიუსის  ყველაფერ უჩვეულოს მიმართ მისწრაფება ტრაგიკულად აისახა მის პირად ცხოვრებაზე,  დეპრესიის შეტევების შედეგად 1971 წელს ფოტოგრაფმა თავი მოიკლა.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. თამარ ფულარია says:

    ახლა მივხვდი რომ ტყუილად არ მიოცნებია გამხვდარვიყავი ფოტოგრაფი, რა გამოვიდოდა ჩემგან არ ვიცი, მაგრამ ოცნებად კი დამრჩა.მე ძალიან მომეწონა ფოტოები.

დამიტოვეთ კომენტარი