ყოფილი ბანქოს მოთამაშე, რომელმაც 8 მილიონი ხე დარგო და 100 წლის წინ გაჩეხილი ტყე აღადგინა

1

მ.ს. დევისმა, ყოფილმა ბანქოს მოთამაშემ და ბიზნესმენმა, 90 მილიონი დოლარი დახარჯა აშშ-ში უმსხვილესი კერძო ნაკრძალის შესაქმნელად. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დევისმა 8 მილიონ ნერგზე მეტი დარგო და ამჟამად მის ტყეში გაქრობის პირას მყოფი ცხოველები ბინადრობენ.

 

70 წლის ასაკამდე დევისმა ხანგრძლივი გზა გამოიარა პატარა ტრაილერში ცხოვრებიდან მილიონერობამდე. პირველი კაპიტალი სათამაშო ბიზნესის წყალობით დააგროვა და მიწისა და საკუთრების უფლებებით ვაჭრობას მიჰყო ხელი.

 

ამ გზით გამოიმუშავა ასობით მილიონი დოლარი… მაგრამ 20 წლის წინ მის გონებაში გადატრიალება მოხდა.

 

”ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც საცობში აღმოვჩნდი. წვიმდა და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. – ჰყვება მ.ს. დევისი, – და ამ დროს დავინახე სასკოლო ფარდული წარწერით ”შავი დათვის პრეზენტაცია”. არ ვიცი, რატომ შევედი იქ. საერთოდ, არასოდეს დავფიქრებულვარ, არსებობდნენ თუ არა ფლორიდაში ოდესმე შავი დათვები”.

 

2

 

ეს გახლდათ ჩვეულებრივი ლექცია ბავშვებისათვის მათ მშობლიურ მხარეზე, იმის თაობაზე, თუ როგორ იღუპება ჩვენი ბუნება, რომ მას მოფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. დევისისთვის ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. ის მთლიანად ჩაეფლო ეკოლოგიის თემაში ისეთივე ვნებით, როგორც ერთ დროს ბანქოს თამაშობდა.

 

 

დაიწყო წიგნების კითხვა ეკოლოგიაზე და მიიღო გადაწყვეტილება, დაეხარჯა მთელი ქონება ბუნების დასაცავად. ეს მისი ცხოვრების მთავარი საქმე გახდა.

 

3

 

20 წლის განმავლობაში დევისმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი ჩადო მიწების საყიდლად და 100 წლის წინ გაჩეხილი ტყეების აღსადგენად. ამ პროექტს ” Nokuse” დაარქვა, რაც ინდიელების ერთ-ერთი ტომის ენაზე ”შავ დათვს” ნიშნავს.

 

დევისმა ჭაობის ფიჭვის სწორედ ის სახეობა იპოვა, რომელიც მის მიერ ნაყიდ მიწაზე ადრე ხარობდა და მილიონობით ნერგი დარგო. 20 წლის განმავლობაში მან მთლიანად აღადგინა ეკოსისტება, რომელიც ადამიანებმა 1930-იან წლებში გაანადგურეს.

 

ამჟამად აქ ახალი ტყე გაშენდა, სადაც არწივები, მელიები, ფოცხვერები, ენოტები და სხვა ფრინველები თუ ცხოველები ბინადრობენ.

 

4

 

და ეს პროექტის მხოლოდ დასაწყისია –  Nokuse 300 წელზეა გათვლილი. თავად დევისს დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩა, მე-4 სტადიის ფილტვის კიბო აქვს, მაგრამ მის საქმეს მისი გუნდი განაგრძობს.

 

მილიონერმა მთელი თავისი ქონება  ეკოლოგიური პროექტის  რეალიზაციას უანდერძა, რომელიც ფლორიდის შტატის სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნა.

 

5

 

”არ შემიძლია თქვენი ასაკის ადამიანები შევცვალო, მაგრამ დამითმეთ მე-4 კლასელები!… ” – მიმართავს ზრდასრულებს დევისი.

 

 

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ხათუნა says:

    საოცარი მადლიერების გამოხატვაა უფლისადმი- სიცოცხლისთვის, დედამიწისთვის

დამიტოვეთ კომენტარი