ისრაელელი სატირიკოსის აქცია ბერლინში ჰოლოკოსტის მემორიალთან სელფების გადაღებების წინააღმდეგ

1

 

ჰოლოკოსტის კატასტროფის დაღუპულთა მემორიალი ბერლინის ცენტრალურ ნაწილშია აღმართული. ეს ტურისტებისთვის სელფის გადასაღები პოპულარული ადგილი გახლავთ. ინსტაგრამში, შესაბამის თეგს თუ მივყვებით, მემორიალთან გადაღებულ მომღიმარ ადამიანებს ვიხილავთ, რომლებიც წარმატებული კადრისთვის პოზირებენ. ზოგი იოგით არის დაკავებული, ზოგიც კი სკეიდბორდის მოედნად იყენებს.

 

2

 

სატირიკოსი შაჰაკ შაპირა ეცადა ამ პრობლემისთვის ყურადღება მიეპყრო და შექმნა პროექტი სახელწოდებით Yolocaust. მისი თქმით, სურდა დაენახებინა, რომ მემორიალის არტ-ობიექტის სახით გამოყენება ხანდახან უადგილოა.

 

მემორიალი წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც 2700-ზე მეტი სხვადასხვა სიმაღლის სტელაა აღმართული. ეს გახლავთ ბერლინის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა.

 

3

 

”უამრავი ადამიანისთვის ეს ნაცრისფერი სტელები 6 მილიონი მოკლული ებრაელის საფლავთან ასოცირდება”,  -ამბობს შაჰაკ შაპირა.

 

4

 

პროექტში Yolocaust ტურისტების ფოტოები რედაქტირებულია: ისინი ნაცისტების მსხვერპლების ფონზე პოზირებენ.

 

5

 

საიტზე ნათქვამია: თუ Yolocaust-ზე საკუთარი გამოსახულება აღმოაჩინეთ და გსურთ, რომ შაჰაკ შაპირამ ის საიტიდან წაშალოს, მისწერეთ მას წერილი.

 

6

 

7

 

8

 

9

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. ხათუნა says:

    ეჰ ისეა დამპალი კაცობრიობის ნაწილი, რომ ფოტოების მეორე ვერსია აზრზე კი არ მოიყვანს, პირიქით, უფრო მოეწონება

დამიტოვეთ კომენტარი