პოპ-არტის მეფე – ენდი უორჰოლი

„მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი, თუნდაც 15 წუთით”.

თავდაპირველად ანდეკ ვარჰოლა იყო, მოგვიანებით ენდი უორჰოლად იქცა… მერე რა, რომ კარპატების სოფელში მცხოვრები სლოვაკური წარმოშობის ვარჰოლების ოჯახი შიმშილს გამოექცა და ამერიკის ინდუსტრიულ-პროლეტარულ ქალაქ პიტსბურგში დასახლდა. მერე რა, რომ ანდეკმა კარგა ხანს ვერ მოიშორა საშინელი აქცენტი, რის გამოც სკოლაში არცთუ იშვიათად ხდებოდა დაცინვის საგანი.

.

მერე რა, რომ 13 წლის დაობლდა. სამაგიეროდ, საუკუნე შექმნა, ნამდვილი ბოჰემური სავანე… ამერიკული ლეგენდების ერთ-ერთი გმირი გახდა, ხმაურიანი გმირი. მხატვარი, ავანგარდისტი, კინოხელოვანი, მწერალი, მუსიკალური პროდიუსერი და გამომცემელი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.

.

.

.

პროვინციელი ბიჭუნა

„საშინელი აქცენტი” კარნეგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლის დროსაც ვერ მოიშორა, თანაც იმდენ სლენგს ურევდა, აზრის გამოტანა ძნელი ხდებოდა. გარეგნობით თეთრ კურდღელს ჰგავდა და მის დანახვაზე ხშირად ეცინებოდათ. სამაგიეროდ, ჭეშმარიტი ინტელიგენტი გახლდათ, რომელიც თავისი თანაკურსელებისგან თავიდანვე გამოირჩეოდა ორიგინალური ხედვით, უდაო ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. ვარჰოლების ოჯახმა ყველაფერი იღონა, რათა ანდეკს ელიტური განათლება მიეღო – მაშინ, როცა ბიჭები ეზოში თამაშობდნენ, მისი ერთადერთი გატაცება კოლაჟების კეთება იყო. ბავშვობის ეს საქმიანობა უორჰოლს ძალზე დაეხმარა სარეკლამო შეკვეთებზე მუშაობისას, რითიც დაიწყო თავისი კარიერა ნიუ-იორკში ჩასვლისას. საოცარი ალღო ჰქონდა, ზუსტად მოძებნიდა იმ დეტალს, რაც პიკანტურობას მატებდა საქონელს და შესაბამისად, მასზე ფასებს ზრდიდა. ენდის გამოჩენა სარეკლამო ბიზნესში თავიდანვე წარმატებული იყო, მაგრამ მის გვარს ძნელად იმახსოვრებდნენ. ერთხელ მისი ნახატის ქვეშ გვარ-სახელი შეცდომით წააწერეს, რაც მას ძალიან მოეწონა და სწორედ ამის შემდეგ იქცა ენდი უორჰოლად.

.

მარტოსული ამალით

„პოპ-არტის მეფეს” უწოდებდნენ, ამერიკული კინო-ანდეგრაუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, 60-იანი წლების ნიუ-იორკის ავანგარდული და ბოჰემური ცხოვრების „ტონის მიმცემი”, თუმცა მთელი ცხოვრება მარტოობისგან იტანჯებოდა… და როდესაც პირველად აღიარა, მარტოსული ვარო, ყველას მის გვერდით მოუნდა ყოფნა – დიდსაც და პატარასაც, ქალსაც და კაცსაც, ჭკვიანსაც და სულელსაც…

.

.

მთელი ამალა შემოიკრიბა გარშემო. მის გვერდით ყოფნაზე ოცნებობდა ყველა – ცნობილი თუ დამწყები Art-ისტი… მასთან სიახლოვის მოსაპოვებლად მთელი იერარქია უნდა გაგევლო. თავიდან – მაგალითად, ის იყო ყველაზე მაგარი, ვინ დაჯდებოდა მანქანაში ენდის გვერდით. იერარქიული კიბე პერიოდულად იცვლებოდა – ახალი ფავორიტები ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ძველები დეპრესიაში ვარდებოდნენ, ზოგიერთი თავსაც იკლავდა, უცვლელი მხოლოდ ენდი უორჰოლის მაგნიტური ძალა რჩებოდა… ყველა ილტვოდა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად…

.

ენდი და პელე

.

ეს იყო საშინელი შეჯიბრი, ზოგჯერ სისხლიანიც, დანებითაც დარევიან მისი ფანები ერთმანეთს. ენდი კი  ტკბებოდა ამით და არაფერს იმჩნევდა. თავად ადვილად ივიწყებდა მეგობრებს და სიყვარულს, რადგან სინამდვილეში არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა. იყო მარტოსული…
.

პოპის პრინცი

პოპ-არტი, ფაქტობრივად, ენდი უორჰოლის სახელთან ასოცირდება. საჟურნალო სატატიებში მას პოპის პრინცად მოიხსენიებდნენ. ენდიმ ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა ხატვის ნიჭი. სკოლის დამთავრების შემდეგ კომერციული ხელოვნების შესწავლას მიჰყო ხელი. 1949 წელს იგი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და ჟურნალების ილუსტრატორად დაიწყო მუშაობა. ძალიან მალე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ილუსტრატორი გახდა.

.

.

1962 წელი, ნიუ-იორკი. სიდნეი ჯენისის გალერეაში ისტორიული გამოფენა ეწყობა, სახელწოდებით „ახალი რეალისტები”. ამ გამოფენის ერთ-ერთი მთავარი გმირია ენდი უორჰოლიც, რომლის შემოქმედებასაც ზოგი ახალი ხელოვნების დასაწყისად მიიჩნევს, ზოგი კი მის საბოლოო დეგრედაციად, თუმცა უორჰოლს კრიტიკა არ აღელვებს, ის ამითაც კი ყველასგან გამორჩეული ადამიანია.

.

.

60-იან წლები, მანჰეტენი. 47-ე ქუჩაზე, ენდიმ დააარსა არტ-სტუდია Factory, სადაც სხვა მხატვრებიც დაასაქმა. ხატავდა სარეკლამო წარმოების ეტიკეტებს.

.

.

სწორედ მისი ნიჭის დამსახურებაა „კოკა-კოლას” ეტიკეტის დიზაინი, რითაც უმალ გაითქვა სახელი. 1962 წლიდან დაიწყო ცნობილი ადამიანების პორტრეტების პოპ-არტების კეთებაც. მის „კალამს” ეკუთვნის მერილინ მონროს, ელიზაბეტ ტეილორის, მიკ ჯაგერის, მაიკლ ჯექსონის, ბრიჯიტ ბარდოს და სხვათა კიჩური პორტრეტები. მის „ფაბრიკაში”მასობრივად იწარმოებოდა ენდი უორჰოლის სავიზიტო ხელწერა: ჭრელ, ლოკალურ ფერებში სერიულად რეპროდუცირებული ერთი და იგივე „კადრები”.

.

.

.

buy xenical uk onlyxenical order can you order cialis online for canada

.

.

.

.

ექსპერიმენტულ ფილმებსაც  იღებდა თავის სტუდიაში, რომელთა შორის რამდენიმე პორნოგრაფიულიცაა. მის ერთ-ერთ პირველ ფილმს ჰქვია „ძილი“, რომელშიც არაფერი ჩანს, გარდა იმისა, რომ ადამიანს სძინავს ექვსი საათის განმავლობაში. „ჩემი ყველა ფილმი ხელოვნურია, როგორც ყველაფერი ამქვეყნად და მე არ ვიცი, სად მთავრდება ხელოვნური და სად იწყება რეალური”, – ამბობდა იგი.
.

Factory – ეს იყო ადგილი, სადაც შეიქმნა პოპ-კულტურის რეალობა და ლეგენდები. აქ თავს იყრიდნენ 60-იანი წლების ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი სახეები. ისინი ჭორაობდნენ, კითხულობდნენ ლექსებს, უსმენდნენ ყველანაირ მუსიკას – შტრაუსიდან დაწყებული ველვეტ Underground-ის ახალი ჩანაწერებით დამთავრებული (რომლის პროდიუსერიც თავად იყო რამდენიმე წლის განმავლობაში და რომელთა მონაწილეობითაც განახორციელა თავისი ცნობილი პერფორმანსები – EPI და Up-Tight), სვამდნენ უზომო რაოდენობის ყავას, ეწეოდნენ… ყველაფერს…

.

მერე რა…
.

– ყველას ეგონა, რომ გეები ვიყავით. ვარაუდობდნენ, რომ ვიწექით უორჰოლთან… -ამბობდა Velvet-ის ერთ-ერთი წევრი, სტერლინგ მორისონი.

– რაც უნდა ეფიქრათ ჩვენზე, გაცილებით უარესს ფიქრობდნენ ენდიზე, – ეს ლუ რიდის, ჯგუფის სოლისტის სიტყვებია.

თუმცა ენდი უორჰოლს კრიტიკა ნაკლებად ანაღვლებდა. მან თავის ფილოსოფიურ წიგნში იმუნიტეტის გამომუშავების შესანიშნავი რეცეპტი ჩამოაყალიბა: „ზოგჯერ ადამიანები ნებას აძლევენ სულელურ პრობლემებს, წლების განმავლობაში უბედურად აგრძნობინონ მათ თავი, მაშინ, როცა შეუძლიათ უბრალოდ თქვან: „მერე რა”. „დედაჩემს არ ვუყვარდი” და „მერე რა”. „მე ცნობილი ვარ, მაგრამ მარტოსული” და „მერე რა”. აზრზე არ ვარ, როგორ ვუძლებდი ასეთ რამეებს წლების განმავლობაში, სანამ ამ ფოკუსს მოვიგონებდი”. ენდი უორჰოლს ამ „წვრილმანებზე” გაცილებით სერიოზული პრობლემები ადარდებდა – მაგალითად, როგორ მოევლო სახეზე დაყრილი მუწუკებისთვის, რომელსაც დილა-საღამოს „ჯონსონის” ტამპონებით საგულდაგულოდ იწმენდდა. ამის გამო სარკე შესძულდა…

.

ამერიკული ოცნება

ჰომოსექსუალი და ექსცენტრული ხასიათის იყო. 50-იანებში თმა ქერად შეიღება, მოგვიანებით კი თავის ბუნებრივ ფერს და მონაცრისფრო ვერცხლისფერს დაუბრუნდა. უყვარდა კატები და მათზე რამდენიმე სურათიც შექმნა. ენდის ერთ-ერთი მეგობარი მას Workaholic-ს ეძახდა, რადგან  მთელი ცხოვრება აქტიურად მუშაობდა, ამბიცია ჰქონდა, ყოველთვის გამორჩეული და ცნობილი ყოფილიყო, იცოდა, ამერიკულ ოცნებას მძიმე  შრომის გარეშე  ვერ მიაღწევდა. მის გარშემო ყოველთვის ჩქეფდა ცხოვრება და ყოველთვის ყველაფერს კარნავალად აქცევდა, თუმცა, გავიდა დრო და თქვა: „დაიბადო, იგივეა, მოგიტაცონ და მერე მონად გაგყიდონ”.

.

.

„ჩემი უსაყვარლესი იმიჯია დადებითი და ჩვეულებრივი ადამიანი”, – წერდა უორჰოლი, XX საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე კაშკაშა და ექსტრაორდინარული ფიგურა… ის არც დადებითი ყოფილა და არც ჩვეულებრივი, ის იყო ჩვეულებრივი გენიოსი, ჩვეულებრივი თვისებებით თუმცა – გენიოსებისთვის დამახასიათებელი მკვეთრად მომატებული ტემპერატურით.

.

დაუმარცხებელი ფობია

მას გენიალურ ვამპირსაც უწოდებდნენ, რადგან მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს, ისრუტავდა მათ ენერგიას და საბოლოოდ „სანაგვეზე მოისროდა”. ხშირად მზის სხივებსაც ემალებოდა – მთელ დღეებს Factory-ში ატარებდა და თუ შემთხვევით დღის შუქზე გამოსვლა მოუხდებოდა, მუქი სათვალით და შავი ქოლგით იცავდა მზისგან თავს.

.

.

თეთრი, მგრძნობიარე კანი ადვილად უღიზიანდებოდა. თავს „გამოუსწორებელ” მახინჯად მიიჩნევდა, ნაადრევ სიმელოტეს პარიკებით მალავდა, რომელთა ნამდვილი კოლექცია ჰქონდა. მორცხვი ბავშვის კომპლექსი სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიშორა თავიდან, ყოველთვის წითლდებოდა, განსაკუთრებით შექებისგან. მარტო არასდროს არსად მიდიოდა, გვერდით გამუდმებით ახლდა ამალა. შიშის კანკალი ეწყებოდა, როცა მის სიახლოვეს ვინმე ექიმს ან საავადმყოფოს ახსენებდა. მოსწონდა ჰიპური ტანსაცმლის, მეოცე საუკუნის შარვლის, ჯინსის ტარება, თუმცა უძვირფასეს სამოსში გამოწყობაც სიამოვნებდა. ამასთან, ინარჩუნებდა დაუდევარი მხატვრის სტილს, რისთვისაც ბრწყინვალე გარდერობს საგანგებოდ სვრიდა საღებავის ლაქებით.

.

.

ფობიაც არის ფობიაც, ყველანაირ შიშს მოევლება ალბათ, გარდა… სიკვდილის შიშისა, რაც 1968 წლის შემდეგ უფრო და უფრო გაუმძაფრდა. ეს ის წელია, როცა ენდი ვალერი სოლანისმა, „საშინელმა ფემინისტმა ქალმა”, რომელიც მის სტუდიაში მხატვრად მუშაობდა, სერიოზულად დაჭრა. როცა სოლანისი დაიჭირეს, თქვა.

– იმიტომ ვესროლე, რომ  ენდის ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა ჰქონდა!
.

უორჰოლი ჭრილობებისგან ბოლომდე ვერ განიკურნა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ბანდაჟს ატარებდა.

ვალერი მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო და დაჟინებით თხოვდა ენდის, თავის ფილმში გადაეღო, მაგრამ უორჰოლი ვერ დაიყოლია. ექსცენტრიკული ქალი Factory-ში დაადგა თავზე, აუღელვებლად ესროლა თავის კერპს და ასევე აუღელვებლად გამოცხადდა პოლიციაში. სწორედ აქ დასრულდა Factory-ის ბოჰემური ეპოქა.
.

თანდაყოლილი სიკვდილის პანიკური შიში უორჰოლის შემოქმედებაში ერთ-ერთ მთავარ მოტივად ჩამოყალიბდა, რაც განსაკუთრებით მის ნიღაბ-პორტრეტებში აისახა თვალნათლივ. ტირაჟირებული სახეები სხვა არაფერი იყო, თუ არა უსიცოცხლო, გაყინული ნიღბები, რომლებიც არა ნამდვილ ადამიანებს, არამედ ფეტიშად ქცეულ ვარსკვლავებს წარმოსახავდნენ. ცხოვრებაში უორჰოლი სულ უფრო და უფრო ემიჯნებოდა სიკვდილს, არად აგდებდა მას. თითქოს ამით ცდილობდა მის დაამარცხებას. ის დედის დაკრძალვაზეც არ წასულა… უფრო მეტიც, მეგობრებს მის გარდაცვალებასაც კი უმალავდა.

.

ედი სეჯვიკი

.

არც თავისი ყველაზე ძლიერი სიყვარულის, კალიფორნიელი მილიარდელის ულამაზესი ქალიშვილის, ედი სეჯვიკის დაკრძალვაზე მისულა. ედი – ნამდვილი შეშლილი, „მინიკაბის დედა”, გამოუსწორებელი ნარკომანი, უორჰოლის ფემინური სახის ალტერ ეგო და მისი მთავარი ნიმფა, ენდის თითქმის ყველა ფილმის გმირი და ერთ-ერთი პირველი სუპერვარსკვლავიც იყო. ერთ მშვენიერ დღეს გოგონა მიხვდა, რომ უორჰოლი სერიოზული ურთიერთობებისთვის არ იყო შექმნილი და მას მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდა. მან დატოვა Factory, შეეცადა, თავი დაენებებინა ნარკოტიკებისათვის, თუმცა უორჰოლს იგი უკვე აღარ აინტერესებდა.. სეჯვიკი რამდენჯერმე თვითმკვლელობასაც შეეცადა, საბოლოოდ კი ნარკოტიკების ჭარბი დოზისგან გარდაიცვალა. „წარმოსახვაში სიყვარული გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცხოვრებაში. გაცილებით მგზნებარე ურთიერთლტოლვა წარმოიქმნება ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არ ხვდებიან”, -ასე იმართლებდა თავს ენდი, როცა საუბარი სიყვარულზე ჩამოვარდებოდა…

.

სიცოცხლე მშვენიერია
.

ენდიმ 70-იანებში დაიწყო საკუთარი ჟურნალის Interview გამოშვება, ასევე, გახსნა ღამის კლუბი. 1975 წელს გამოუშვა წიგნი: „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“, რომელშიც აღნიშნავს,  რომ კარგი ბიზნესი იგივეა, რაც კარგი ხელოვნება.

.

.

generic cialis india safe brand viagra price uk boots განუყრელი ნივთები…
.

ტელევიზორი – რომელიც სახლში რამდენიმე ჰქონდა და რომელთაც ერთად ჩართულს უყურებდა. ბოლომდე განუხორციელებელი დარჩა ოცნება, ჰქონოდა საკუთარი ტელეგადაცემა, რომელსაც დაარქმევდა „არაფერი განსაკუთრებული”.

ტელეფონი – რომელზე საათობით საუბრითაც იწყებოდა უორჰოლის ყოველი დილა.

მაგნიტოფონი – რაზეც იწერდა თავის საუბარს, მათ შორის, სატელეფონოსაც… „უკვე ათი წელია, რაც მე და ჩემი მაგნიტოფონი დავქორწინდით, როცა ვამბობ „ჩვენ”, ვგულისხმობ ჩემს თავს და ჩემს მაგნიტოფონს… ამიტომაც დავქორწინდი მაგნიტოფონზე, ამიტომაც ვეძებ ისეთი ადამიანების კომპანიას, რომელთაც მაგნიტოფონივით ტვინები აქვთ”.
.

diflucan buybuy diflucan from canada დასასრული
.

ენდი ენდი უორჰოლი 1987 წელს 22 თებერვალს გარდაიცვალა, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების შემდეგ. წმინდა პატრიკის კათედრალში 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო პოპ-არტის უდიდესი წარმომადგენლის პანაშვიდს.

1994 წელს, პენსილვანიაში, მის მშობლიურ ქალაქ პიტსბურგში გაიხსნა ენდი უორჰოლის მუზეუმი.

.

.

მისი ცნობილი ციტატაა: „მომავალში ყველა გახდება მსოფლიოში ცნობილი, თუნდაც 15 წუთით”.

6 აგვისტო თითქოს ჩვეულებრივი დღეა, არაფრით გამორჩეული წელიწადის სხვა დღეებისგან… თუმცა – არა ჩვეულებრივი – ეს ხომ ენდი უორჰოლის დაბადების დღეა…

ტეგები: ,

მკითხველის კომენტარი
  1. სოფია says:

    ძალიან მომეწონა, მინდა ამ სტატიას ედი სეჯვიკზე დაწერილი სტატიით ვუპასუხო ახლო მომავალში 🙂 მეც ძალიან ვარ დაინტერესებული ამ უორჰოლი-სეჯვიკის წყვილით 🙂

  2. თამუნა says:

    მომეწონააააააა…….

დამიტოვეთ კომენტარი