დაბალშემოსავლიანთა საცხოვრებლები ევროპაში, რომლებიც ელიტურ კორპუსებს ჰგავს

0

 

ევროპაში სოციალური საცხოვრებლების თანამედროვე კვარტლები (დაბალშემოსავლიანთა სახლები) გარეგნულად აქაურ ელიტურ კორპუსებს ტოლს არ უდებს. ევროპელი არქიტექტორები რეგიონალური მინიმალური ბიუჯეტიდან საოცარი კომფორტის შექმნას ახერხებენ.

 

შეძლებისდაგვარად, პარკირების ადგილი ფანჯრებიდან რაც შეიძლება მოშორებით გამოაქვთ. ადამიანებმა ფანჯრებიდან სიმწვანე უნდა დაინახონ, თუნდაც ეს უბრალო გაზონი ან ახლადდარგული ხეები იყოს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ნაკვეთეზე რელიეფი არათანაბარია, ეზოს ჰყოფენ ზონებად მომცრო ბორცვებით, ამგვარად, მანქანები არ მოჩანს.

 

2

Grand Synthe — Place Du Courghain – დიუნკერკი, საფრანგეთი

 

ხშირად, კეთილმოწყობა ნაკვეთის ტერიტორიას სცდება. ჯერ ერთი, ეს საჭიროა ნორმების დასაცავად. მეორეც, ეს მცხოვრებლების ერთიანი დასასვენებელი ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა. რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთში მეზობლებს, მით უფრო უსაფრთხო იქნება უბანი.

 

3

 

სოციალური საცხოვრებლის მთავარი პარამეტრი გახლავთ ეკონომია. მშენებლები მაქსიმალურად იყენებენ შესაძლებლობებს, რასაც მათ ნაკვეთი აძლევს. თუ პროექტში  ხის შესანარჩუნებლად სახლის გადაწევაა საჭირო – ე.ი. მას გადასწევენ. ერთი დიდი ხე ხომ გაცილებით უკეთ ალამაზებს ეზოს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მწვანე ნარგავი.

 

3

 

მომსახურება და კომუნალური გადასახადები – უამრავი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს. ისედაც მაღალ გადასახადს 10 ევროც რომ დაემატოს, ეს ოჯახის ბიუჯეტზე აისახება. ამიტომ, უმარტივესი ბეტონის მოედნის კეთილმოწყობისთვისაც კი საუკეთესო სპეციალისტებს ქირაობენ. რადგან მათმა ნამუშევარმა მინიმუმ 30 წელი მაინც უნდა გაძლოს ყოველგვარი ჩარევისა და მომსახურების გარეშე.

 

 

4

La Fontenette Social Housing – კარუჟი, შვეიცარია

 

სოციალური საცხოვრებელი, როგორც წესი, მრავალსართულიანი არ არის. ხარისხიანი კეთილმოწყობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი – მრავალფეროვნებაა. მინიმალური დეტალებისა და კარგი ფანტაზიის წყალობით  საინტერესო და სასიამოვნო ეზოები იქმნება.

 

 

5

 

საცხოვრებელ კომპლექსს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: იმის ნაცვლად, რომ თითოეულ ეზოში ცალ-ცალკე აშენდეს რაღაც, არის საშუალება, გარკვეულ წერტილებში მოხდეს ფოკუსირება და მათზე დაიხარჯოს მეტი თანხა.

 

11

CasaNova Social Housing – ბოლცანო, იტალია

 

მაგალითად, აშენდეს ერთი და ხარისხიანი საბავშვო სათამაშო მოედანი რამდენიმე სახლისთვის.

 

6

219 Social Dwellings in Vitoria – ვიტორია-გასტეისი, ესპანეთი

 

თავად ეზოები მწვანე კარკასს წარმოადგენს – მანქანების შესვლა აკრძალულია, გაშენებულია საფეხმავლო ბილიკები და გაზონები. ბინადართა რაოდენობაზე კარგად გათვლილი საცხოვრებლის ზომები, განათება და სიმწვანე, ვიწრო ეზოს სიმყუდროვეს უქმნის.

 

12

Parcial Plan R-8 – ასტორგა, ესპანეთი

 

ამასთან, ბიუჯეტი მიკროსკოპიული სიზუსტით არის გადანაწილებული.

 

8

 

 

 

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი