ბარსელონას ძველმანების ბაზრობაზე შემთხვევით აღმოჩენილი გენიალური ნეგატივები

3

 

როდესაც 2001 წელს ამერიკელმა ტურისტმა, ტომ სპონჰეიმმა  ბარსელონაში, ძველმანების ბაზრობაზე 3,5 დოლარად კონვერტი შეიძინა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მასში ნიჭიერი ხელოვანის ნამუშევრებს აღმოაჩენდა.

 

ტომი შინ აკვიატებული იდეით დაბრუნდა – ეპოვა ამ კადრების იდუმალი ავტორი. 2010 წელს მან ფეისბუქის მეშვეობით ძიება დაიწყო. სპონჰეიმმა თავის გვერდზე ფოტოები განათავსა და შეიძინა თარგეთული რეკლამა, რომელიც ბარსელონას მცხოვრებლებზე იყო გათვლილი.

 

1

 

გვერდი ძალიან პოპულარული გახდა, ადამიანები საკუთარ თავსა და მეგობრებს სცნობდნენ კადრებზე, მაგრამ ფოტოგრაფის ვინაობა ვერ დადგინდა, სანამ 2017 წელს, ვინმე ბეგონია ფერნანდესი არ ჩაერთო  ძიებაში.

 

4

 

ერთ-ერთ ფოტოზე ბეგონიამ დაწყებითი სკოლა ამოიცნო. სწორედ ეს გახდა საკვანძო ნიშანი.

 

2

 

ქალმა ფოტოს ლოკაციის მიხედვით 1962 წელს ჩატარებული ფოტოკონკურსის შესახებ შეიტყო.

 

5

 

გამოძიებამ ფერნანდესი ფოტოგრაფთა ერთ-ერთი უძველესი ასოციაციის Agrupació Fotográfica de Catalunya არქივებამდე მიიყვანა. არქივებში ქექვისას, ერთ-ერთ ჟურნალში სწორედ ფეისბუქზე განთავსებული ფოტო იცნო.

 

6

მილაგროს კატურლა

 

ფოტოზე ავტორის სახელი იყო მითითებული – მილაგროს კატურლა. ამ ქალმა პედაგოგიური განათლება მიიღო, მაგრამ მთელი ცხოვრება ადმინისტრატორად მუშაობდა.

 

7

 

ასევე ფოტოგრაფიით ძლიერ იყო გატაცებული და ადგილობრივ ფოტოკონკურსებში არაერთხელ მოიპოვა გამარჯვება. მილაგროს კატურლა 2008 წელს გარდაიცვალა.

 

8

 

ბეგონია ფერნანდესმა და ტომ სპონჰეიმმა გადაწყვიტეს, გაეგრძელებინათ უცნობი გენიოსის საქმე. მაისში მილაგროს კატურლას ნამუშევრები ბარსელონაში გამოიფინება.

 

9

 

10

 

11

 

12

 

13

 

14

 

15

 

16

 

17

 

18

 

19

 

20

 

21

 

22

 

23

 

24

 

 

25

 

26

 

27

28

 

29

 

30

 

31

 

32

 

33

 

34

 

35

 

36

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი