რატომ სძინავთ ფინელ ბავშვებს ყუთებში?

 1

1947 წლიდან ყველა  ფინელ ახალშობილს ჩვეულებრივ მუყაოს ყუთში სძინავს. და ეს ქვეყანაში, რომელსაც ოჯახის შექმნისთვის საუკეთესო პირობები აქვს და რეიტინგში პირველი ადგილი უკავია.

 

 

 

7

 

ამაში კი მნიშვნელოვან როლს უჩვეულო სახელმწიფო პროგრამა თამაშობს – ყოველი ორსული ქალი სახელმწიფოსგან ჩვილისთვის საჭირო ნივთებით სავსე  მუყაოს დიდ ყუთს იღებს.

 

5

 

ნაკრებში ტანსაცმელი, კოსმეტიკა, სათამაშოები, ლიტერატურა და დედისთვის მოვლის საშუალებები შედის. თავად ყუთს კი ბავშვის პირველ საწოლად იყენებენ – მასში მოხერხებული ლეიბია და ჩვილს მშვიდად და უსაფრთხოდ სძინავს.

 

 

4

 

საოცარია, მაგრამ ევროსაბჭოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში მშობლები სწორედ ამ ყუთებში არჩევენ შვილის ჩაწვენას, და არა სტანდარტულ საწოლში.

 

8

 

ორსული ქალების მხარდასაჭერი პროგრამა 1947 წელს შეიმუშავეს, როდესაც ქვეყანა პოსტსაომარ კრიზისს განიცდიდა. იმ დროს ჩვილების სიკვდილიანობა უმაღლეს ზღვარზე იყო, მომავალ დედებს არ ჰქონდათ ბავშვების სათანადო მოვლის საშუალება. საჩუქარს უფასოდ გადასცემდნენ ყველას, და აი უკვე 80 წელზე მეტია, ეს პროგრამა მოქმედებს. ფინეთში ახალშობილთა სიკვდილიანობამ საგრძნობლად იკლო.

 

 

3

 

საინტერესოა, რომ მომავალ დედებს არჩევანის უფლება აქვთ: ან ყუთი, ან დახმარება 140 ევროს ოდენობით. უმეტესობა სწორედ ყუთს ირჩევს.

 

2

 

ეს გახლავთ ტრადიცია, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს: ყოველ ფინელ ბავშვს მიეცეს თანაბარი სასტარტო შესაძლებლობები ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ოჯახში დაიბადნენ.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი