იქ, სადაც ზღაპარი ცოცხლდება: იტალიის პატარა ქალაქების ხიბლი

10

იტალიაში უამრავი ადამიანის ვიზიტი მხოლოდ რამდენიმე დიდი ქალაქის დათვალიერებით შემოიფარგლება: რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი… არადა, არ არსებობს ამ ქვეყანაში კუთხე-კუნჭული, რომელიც არ აღგაფრთოვანებს თავისი მრავალფეროვნებითა და სილამაზით. აქ ყველგან იპოვი რაიმე საინტერესოსა და განსხვავებულს. სწორედ ყველაზე პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში შეიგრძნობ იტალიის ნამდვილ სულს. თანაც, აქაურობას ნაკლები ტურისტი სტუმრობს, რაც, უდავოდ, დიდი კომფორტია.

 

ატრანი. იტალიის სამხრეთის ყველაზე პატარა ქალაქი ამალფის სანაპიროზე.

 

 

3

 

 

4

 

 

კასტელსარდო. შუასაუკუნეების ქალაქი სარდინიაში, 5000-იანი მოსახლეობით, თავს ფერადი სახლებით იწონებს, რომლებისგან ხმელთაშუა ზღვაზე ზღაპრული ხედები იშლება.

 

 

1

 

 

 

5

 

 

 

ვოგონია. კომუნა, სადაც 2000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, მთებითაა გარშემორტყმული და მივარდნილ მყუდრო ადგილას მდებარეობს.

 

 

6

 

 

7

 

8

 

ალბერობელო. ქალაქი ცნობილია თავისი უჩვეულო ნაგებობებით, რომლებსაც ტრულო ეწოდება. აბერობელო აპულიას რეგიონშია, აქ ზოგი სახლის ფასადზე დღემდე შენარჩუნებულია იდუმალი სიმბოლოები.

 

 

9

 

 

10

 

11

 

 

ნეივე. იდეალური ადგილია მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მზის ჩასვლით დასატკბობად.

 

12

 

 

13

 

 

14

 

 

მონტე-იზოლა. ამ კომუნას სულ რაღაც 12,8 კვ.მ ფართობი უკავია, ამასთან, ქვეყნის უმსხვილეს ტბის კუნძულად მიიჩნევა.

 

15

 

 

16

 

17

 

კოლეტა-დი-კასტელბიანკო. სოფელი, რომელიც მთლიანად ქვისგანაა აშენებული. მიიჩნევა, რომ ის სარაცინებისგან თავდაცვის მიზნით ააშენეს მე-8 საუკუნეში.

 

18

 

 

19

 

 

20

 

 

ვერნაცა. ჩინკვე ტერეს რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელშიც დაახლოებით 1200 ადამიანი ცხოვრობს. ცნობილია, როგორც მეთევზეთა ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური დასახლება იტალიის რივიერაზე.

 

21

 

 

22

 

 

23

 

 

ოტრანტო. ერთ დროს, ეს ქალაქი ცნობილი იყო იმავე სახელწოდების ჯიშის ცხენით. კრისტალურად სუფთა წყალი, ულამაზესი ბუნება და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – 1485 წელს აშენებული ციხე-სიმაგრე – აი, რითი იწონებს თავს ოტრანტო.

 

24

 

 

25

 

 

26

 

 

გლორენცა. კომუნა იტალიის ჩრდილოეთში, რომლის მოსახლეობა 1000-ზე ნაკლებს შეადგენს. საინტერესო ფაქტი: სახლეობის უმეტესობა გერმანულად საუბრობს.

 

27

 

 

28

 

 

29

 

 

დოცა. ცნობილია კედლის ფერწერის ფესტივალით, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ტარდება. აქაურობას მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ, რათა თავიანი კვალი დატოვონ შენობებზე.

 

30

 

 

31

 

 

32

 

 

პოლინიანო-ალ-მარე. კომუნა სამხრეთ იტალიაში, თავს ადრიატიკის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლიაჟით იწონებს. აქვეა სასტუმრო სახელწოდებით Grotta Palazzese, რომლის რესტორანი პირდაპირ კლდეშია გამოჭრილი და რომლის სტუმრობაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

 

33

 

 

34

 

 

35

 

 

მალჩეზინე. ქალაქი ტბა გარდას აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვენეციიდან დაახლოებით 120 კილომეტრი. მისი მონახულება მხოლოდ საოცარი პეიზაჟებისა და ტბის ულამაზესი ხედების გამო ღირს.

 

36

 

 

37

 

38

 

კორინალდო. ქალაქი ცნობილია მე-14 საუკუნის კარგად შენარჩუნებული კედლებით, ასევე, როგორც  წმინდა მარია გორეტის დაბადების ადგილი.

 

39

 

40

 

41

 

ბოზა. ჯადოსნური პატარა ქალაქი ფერადი ნაგებობებითა და პალმებით, რომელშიც დაახლოებით 8000 ადამიანი ცხოვრობს.

 

42

 

 

43

 

44

 

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი