21 დოლარი 120 ჩასუნთქვისთვის: როგორ გამოიმუშავებენ შვეიცარიელები ფულს ალპიური ჰაერისგან

1

 

ალპების ატმოსფეროს ჩასუნთქვა ახლა უკვე ყოველ მსურველს შეუძლია. შვეიცარიელებმა უჩვეულო სტარტაპი ჩაუშვეს: კომპანიამ Swiss Alpine Air მთის ჰაერის გაყიდვა დაიწყო ინტერნეტით.

 

„ყოველ წელს შვეიცაიის ალპებში ტურისტები ჩამოდიან, რათა დატკბნენ არაჩვეულებრივი ხედებით და ჩაისუნთქონ მთის სუფთა ჰაერი, – ნათქვამია კომპანიის საიტზე. – ეს უბრალოდ სუფთა ჰაერის ექსპორტია, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ შვეიცარიული წყლის, შოკოლადისა და ყველის ექსპოტრს. მაშ, რატომ არ უნდა დაგვეწყო ჰაერის ექსპორტი? ეს გახლავთ მსოფლიოში საუკეთესო ჰაერი“.

 

2

 

საიტზე შესაძლებელია ბალონის შეძენა, რომელშიც 7 ლიტრი ალპიური მთლის ჰაერია ჩატუმბული – დაახლოებით 120 ამოსუნთქვა ან ინჰალაციის 10 წუთი. ყოველ ბალონს, რომლის ღირებულება 21 დოლარია, მოჰყვება ინდივიდუალური ნიღაბი.

 

516503767

ახლა, დასახლება ედლიბახის მცხოვრებლები ეძებენ ინვერსორს პროექტისთვის. კომპანიის საიტზე ვარაუდს გამოთქვამენ, რომ მთის ჰაერის ძირითადი მყიდველები ჩინელები გახდებიან, რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებთ დაბინძურებული ატმოსფეროს პრობლემა.

 

4

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი მსგავსი გამოცდილება და მცდელობა არ არის, ჩინელებისთვის ჰაერის მიყიდვისა. 2015 წელს კანადურმა ფირმამ Vitality Air კანადის მთის ჰაერით დაიწყო ვაჭრობა. 500 ბალონისგან შემდგარი პირველი პარტია 4 დღეში გაიყიდა. ჰაერით მოვაჭრე ჩრდილო ამერიკელები დღემდე წარმატებით აწარმოებენ თავიანთ ბიზნესს.

 

5

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი