სობრინო დე ბოტინი: ევროპის უძველესი რესტორანი, რომელიც ჰემინგუეის უყვარდა და სადაც ახალგაზრდობაში გოია მუშაობდა

1

 

ევროპაში უამრავი რესტორანია საუკუნოვანი ისტორიით, მაგრამ მათ შორის უძველესი გახლავთ Sobrino de Botín, რომელიც ესპანეთის დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს. ამ მიზეზით ის გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეტანილი.

 

 

 

2

რესტორნის ისტორია ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში დაიწყო, როდესაც მადრიდში უკეთესი ცხოვრების მაძიებელი ბოტინების წყვილი ჩამოვიდა შორეული პროვინციიდან. მადრიდში ცხოვრების 2 წლის განმავლობაში, მათ ვერ მოახერხეს ნორმალური სამსახურის პოვნა. მაშინ ჟან ბოტინმა, პროფესიით მზარეულმა, საკუთარი საქმის გახსნა გადაწყვიტა. მეუღლესთან ერთად ფართი იქირავეს და 1725 წელს პატარა ტავერნა გახსნეს სახელწოდებით Casa Botín.

 

მეუღლეებს საქმე მშვენივრად წაუვიდათ, ხალხი სიამოვნებით სტუმრობდა აქაურობას, და მალევე ტავერნის ნაცვლად სასადილო გაიხსნა.

 

მფლობელების გარდაცვალების შემდეგ, სასადილოს სახელი შეიცვალა და Sobrino de Botín  (ბოტინების ძმისშვილი) ეწოდა, რადგან ის ბოტინების ძმისშვილის, კანდიდო რემისის მფლობელობაში გადავიდა.

 

3

 

ამბობენ, რომ აქ რამდენიმე ხანი მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად დამწყები ღარიბი მხატვარი ფრანცისკო გოია მუშაობდა.

 

 

XX საუკუნეში რესტორნის მფლობელი გონსალესების ოჯახი გახდა. ფაქტობრივად, 1725 წელს გახსნილი დაწესებულება არასოდეს დახურულა – ომის დროსაც კი აქ ჯარისკაცებს უმასპინძლდებოდნენ.

 

 

4

 

ძალიან უყვარდა მადრიდში ყოფნა და აქაურობას ხშირად სტუმრობდა  ერნესტო (სწორედ ასე უწოდებთა თავს, ესპანეთში ყოფნისას) ჰემინგუეი. და, რაღა თქმა უნდა, აქ მას უამრავი საყვარელი ადგილი ჰქონდა – ქუჩები, მუზეუმები, რესტორნები, რომლებსაც შემდეგ თავის ნაწარმოებებში ახსენებდა.

 

5

„…მადრიდში, კარგია ქუჩებში ფეხით სეირნობა, კაფეს სტუმრობა, სადაც უამრავ სასარგებლო რამეს გაიგებ – ვის ვისი ვალი აქვს, ვინ ვინ მოატყუა, და რატომ უთხრა მან მას: „მაკოცე ერთ ადგილას“, ვის ვისგან ჰყავს შვილები, ვინ როგორ მოიყვანა ცოლი, და რას ამბობს ექიმი“.

 

6

 

ჰემინგუეის ძალიან უყვარდა Botín და თავის რომანში „აღმოხდების მზე“ უკვდავჰყო კიდეც ის: „რესტორან „ბოტინსში“ ვისადილეთ, მეორე სართულზე. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია. შემწვარი გოჭი მივირთვით და „რიოხა ალტა“ დავლიეთ“. სწორედ აქ ვითარდება რომანის დამასრულებელი მოვლენები.

 

 

7

 

საყვარელ მაგიდასთან მიმჯდარი, აქ წერდა კიდეც, ერთხელ კი, გადაწყვიტა, თავისი კულინარიული ნიჭით გაებრწყინა და მფლობელებს პაელიას მომზადების ნებართვა სთხოვა. მაგრამ სამზარეულოში რამდენიმე საათის გატარების შემდეგ განაცხადა, უმჯობესია, ისევ ლიტერატურას მივუბრუნდეო.

 

8

 

დღეს Sobrino de Botín-ს 4 სართული უკავია და მადრიდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანია. რეკონსტრუქციისას, მფლობელები ეცადნენ, შეენარჩუნებინათ შენობის იერსახე და ატმოსფერო.

მაგრამ თუ გსურთ, სრულად დატკბეთ XVIII საუკუნის ატმოსფეროთი, ადგილები სარდაფში უნდა დაიკავოთ, სადაც მხოლოდ ელექტრნოენერგია გახსენებს, რომ XXI საუკუნეში ხარ.

 

11

 

შეფ მზარეულის თქმით, ერთ-ერთი ღუმელი უცვლელად შენარჩუნდა აწ უკვე 3 საუკუნის განმავლობაში და მასში ცეცხლი არასოდეს ქრება. ეს საჭიროა გარკვეული ტემპერატურის შესანარჩუნებლად. სწორედ ამიტომაც, სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ უძველესი რეცეპტებით მომზადებული კერძები.

 

12

 

რესტორანი კასტილიურ სამზარეულოზე სპეციალიზდება. საფირმო და სტუმრებისთვის საყვარელი კერძებია – შემწვარი გოჭი და ბატკანი.

 

13

 

14

 

რაც შეეხება ღვინის მენიუს, ის უზარმაზარი და მრავალფეროვანია, ყოველი სტუმარი აუცილებლად იპოვის  თავისი ჯიბისა და გემოვნების შესაფერის სასმელს.

 

15

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი