„მარტო კუნძულზე“: ისლანდიის ყველაზე განდეგილი სახლის საიდუმლო

3

ისლანდიის სამხრეთით, კუნძულ ელიდეიზე, შორიდან  ერთადერთი თეთრი სახლი მოსჩანს. „განდეგილი“ სახლის ისტორია დიდი ხანია, მოგზაურებს აინტრიგებს.

 

 

rsz_212

 

იდუმალი სახლის შესახებ უამრავი ლეგენდა და ჭორი დადის: ზოგი ამბობს, რომ დანარჩენი მსოფლიოსგან დამალული საცხოვრებელი იატაკქვეშა მილიონერს ეკუთვნის. ზოგი კი ირწმუნება, რომ მთელი კუნძული ცნობილმა ისლანდიელმა მომღერალმა, ბიორკმა შეიძინა.

 

1

 

სამი საუკუნის განმავლობაში, კუნძულზე 5 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაც სურდათ, სახლები აეგოთ და ეცხოვრათ თავიანთ პატარა, დახურულ საზოგადოებაში. მოსახლეობა პირუტყვს უვლიდა, თევზს იჭერდა და პოლარულ ცულნიკსარტაზე ნადირობდა (ისლანდიაში ეს ფრინველი უხვადაა მომრავლებული). თუმცა, კუნძულზე მარტოობის 200 წლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ელიდეი ცხოვრებისთვის არაპრაქტიკულია.

 

6

 

შედეგად, 1930 წელს კუნძული უკანასკნელმა მაცხოვრებლებმა დატოვეს. მატერიკზე გაცილებით იოლი იყო პირუტყვის მოშენება და თევზაობა. პოლარულ ცულნისკარტებზე სანადიროდ კი, ელიდეი საუკეთესო აღმოჩნდა. ამიტომაც, 1950-იან წლებში კუნძულის მონადირეების ასოციაციამ სწორედ ის სახლი ააშენა, რომელიც მოგზაურების ფანტაზიებს აღვივებს. ასოციაციის წევრები ამ სახლში ნადირობის სეზონის დროს ჩერდებიან.

 

7

 

საიდუმლო და ინტრიგა, შესაძლოა, ჩაიშალა, მაგრამ ბიორკის შესახებ ჭორები ნაწილობრივ დამტკიცდა: 2000 წელს ქვეყნის პრემიერ მინისტრს, დავიდ ოდსონს წარუმატებელი მცდელობა ჰქნდა, ეჩუქებინა კუნძული ისლანდიელი მომღერლისთვის, ქვეყნის პოპულარიზაციაში წვლილის შეანისთვის. უცნობია, რატომ უარყვეს ეს იდეა ისლანდიელებმა – შესაძლოა, თავად მომღერალმა განაცხადა უარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა კუნძული მონადირეთა ასოციაციას ეკუთვნის.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი