ტოსკანა დუდანასთან ერთად

1

 

 

ტოსკანა სამოთხის პატარა ნაწილია იტალიაში და შემთხვევითი არაა, რომ რეგიონი საუკეთესოდ მიიჩნევა ეკოტურიზმისთვის. ვისაც სურს იცხოვროს სილამაზისა და სიმშვიდის ატმოსფეროში, უნიკალური პასტორალური პეიზაჟების ფონზე დატკბეს შუასაუკუნეების დროინდელი სოფლების მოკირწყლული ქუჩებითა და ძველებური ეკლესიებით, ირჩევს ტურიზმის შედარებით ახალ ფორმას “აგროტურიზმს”.

 

 

20

 

21

 

აქ შესაძლებლობა გეძლევათ ისაუზმოთ რენესანსის მდიდრულ ქმნილებებს შორის და დილით წმინდა იტალიური არომატული ყავის სმის დროს დატკბეთ უნიკალური ტაძრების არქიტექტურით; საკუთარი თვალით იხილოთ მიქელანჯელოს და ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრები; ისეირნოთ ყაყაჩოებით დაფარულ ბორცვებზე, სადაც მოსახვევში უეცრად იშლება ხედი ციხე-დარბაზით, სადაც დღესაც ცხოვრობენ; იმგზავროთ ვენახებს შორის, სადაც ყოველი მასპინძელი ცდილობს ღვინის სარდაფში ჩაგიყვანოთ თავისი საუკეთესო ღვინოების გასასინჯად; დაისვენოთ შესანიშნავ პლაჟებზე, სადაც ნაპირს ზანტად ეხება ტირენის ზღვის ალერსიანი ტალღები.

 

2

 

ტოსკანა უნიკალური რეგიონია ცენტრალური იტალიის დასავლეთ სანაპიროზე. აქ მდებარეობს იტალიის 8 ბუნებრივი ნაკრძალიდან ორი – “პარკო დელა მარემა” და “მილიარინო სან როსორე”. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ოლქია არა მარტო ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.

 

 

 

4

 

ტოსკანა ბორცვებზეა გაშლილი და ბევრ მათგანზე ქალაქებია, რომლებიც საინტერესოა ისტორიის, არქიტექურის და ფერწერის ნებისმიერი მოყვარულისთვის. თითოეულ ქალაქს აქვს საკუთარი განუმეორებელი ატმოსფერო და მრავალი ღირშესანიშნაობა. ყველასთვის საერთო კი არის საკვირველი უშფოთველობისა და სიმშვიდის განცდა, რომელიც აქაურ ქუჩებში სეირნობისას ეუფლება მოგზაურს…

 

… მცირე შესავალის შემდეგ კი გადავიდეთ ძირითად საკითხზე, თუ რას მოიცავს ჩემთან – ადამიანთან, რომელსაც ფანატიკურად უყვარს და ზედმიწევნით იცის ემ მხარე – ტოსკანაში 1-კვირიანი მოგზაურობა:

 

ეს არის მოგზაურობა, სადაც მასპინძლობის ყოველი დეტალი დაგეგმილი და გათვლილია – გადაფრენის, სასტუმროს, გადაადგილების ჩათვლით.

ამ 1 კვირის განმავლობაში მე პირადად გაგაცნობთ ისეთ ტოსკანას, როგორსაც ადგილობრივები იცნობენ. მაშ ასე, გთავაზობთ პროგრამას მიმოხილვით:

 

ფრენა: თბილისიდან,  თბილისი – ბოლონია. დახვედრა აეროპორტში, გაცილება სასტუმრომდე კომფორტაბელური მიკროავტობუსით, რომელიც მთელი მოგზაურობის პერიოდში თქვენს განკარგულებაში იქნება.

 

დღე პირველი – ჩაფრენა, განთავსება ვილა სან’ანდრეაში/მონტერიჯონი

დღე მეორე – სან ჯიმინიანო 

დღე მესამე – მონტეპულჩანო

დღე მეოთხე – პანცანო/სიენა

დღე მეხუთე – ფლორენცია

დღე მეექვსე – სატურნია

დღე მეშვიდე – კოლე ვალ დ’ელსა

 

 

ახლა კი, უფრო დაწვრილებით, თუ რას მოიცავს ეს დაუვიწყარი 1 კვირა:

 

1

 

50 ჰექტარზე გადაჭიმული Villa Sant’Andrea ოთხი დამოუკიდებელი ვილით, ვენახებით, ზეთისხილის ბაღებით, ტყით, სადაც ირმები ბინადრობენ, უძველესი ისტორიის მქონე მეღვინეობით, სადაც სტუმრებს უფასო ექსკურსიას სთავაზობენ – იდეალურია ჯგუფური დასვენებისთვის. ყოველ აპარტამენტს გააჩნია საკუთარი სამზარეულო, რაც ძალიან მოხერხებული და ეკონომიურია.

 

3

 

დღის მეორე ნახევარში ექსკურსია მონტერიჯონიში:

 

 

მონტერიჯონი

1

 

2

 

 

 

მეორე დღე:  სან ჯიმინიანო/სერჯო დონდოლის ჯელატოს მასტერ-კლასი

 

სან ჯიმინიანო

 

“შუასაუკუნეების მანჰეტენად” მონათლული სან ჯიმინიანო 15 ძველი კოშკით:

 

2

 

 

 

4

 

22

 

მსოფლიო ათგზის ჩემპიონი ჯელატოს დაგემოვნება და ჯელატოს მომზადების მასტერ კლასი ლეგენდარული სერჯო დონდოლისგან.

 

Gelateria Dondoli “მსოფლიო კულინარიული ღირსშესანიშნაოების” სიაში შედის გზამკვლევის Lonely Planet მიხედვით. სერჯო იტალიის მენაყინეების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია, ასევე Caprigiani Gelato University-ს ლექტორი გახლავთ. Gelateria Dondoli საფეხბურთო კლუბ ფიორენტინას ოფიციალური სპონსორია.

 

სერჯოს ჯელატოს საჭმელად მიშელ ობამა, რაულ ბოვა, ტონი ბლერი, ჯეიმი ოლივერი, ჯენარო გატუზო, მიკელე პლაჩიდო, იტალიის პრემიერ-მინისტრი და სხვა ცნობილი ადამიანები ჩამოდიან.

 

6

 

7

სერჯო დონდოლი მატეო რენცისთან და ტონი ბლერთან

 

მესამე დღე: მონტეპულჩანო

 

ქალაქი მონტეპულჩანო “კეთილშობილი ღვინოს” (ვინო ნობილე) სამშობლოა. ასევე განთქმულია აქაური სპაგეტი და ყველი. ამ ქალაქის სახელი ყველამ არ იცის, მაგრამ თითქმის ყველამ იცის ფილმი “ბინდი. საგა. ახალი მთვარე”, რომელიც მის ქუჩებში გადაიღეს 2009 წელს. ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი – XVI საუკუნის ეკლესია მადონა დი სან-ბიაჯო მიჩნეულია აღოძინების ეპოქის “იდეალად”.

 

 

მონტეპულჩანო

 

18

 

19

 

1

 

მონტეპულჩანოში (სურვილისამებრ) ეწვევით მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული იტალიური ცხვრის ყველის, პეკორინოს მწარმოებელ ოჯახს, რომლის პროდუქციაც რეგიონში საუკეთესოდაა მიჩნეული. აქვე არის საპიკნიკე ზონა, სადაც ულამაზესი ხედების ფონზე დააგემოვნებთ საუკეთესო ყველსა და ღვინოს.

 

2

 

3

 

 

მეოთხე დღე: პანცანო ინ კიანტი/სიენა

 

4

 

5

პანცანო ტურისტული ცხოვრებისგან მოშორებით განლაგებული პატარა დასახლებაა კიანტის რეგიონის შუაგულში. ეს ადგილი განსაკუთრებით ღვინისა და გასტრონომიული შედევრების მოყვარულებს იზიდავს. უამრავი ადამიანი აქ დარიო ჩეკინის რესტორანში სპეციალურად ჩამოდის.

 

8

 

დარიო ცნობილი ფლორენციული სტეიკის შემოქმედია. მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი მეხორცეა, რომელიც დანტე ალიგიერის პოეზიას ციტირებს და O sole mio-ს ღიღინებს ხორცის დამუშავებისას.

 

9

 

7

დარიო ჩეკინი, სერჯო დონდოლი ქართული უსახელოური

 

მერვე თაობის მეხორცე, მზარეული და იტალიაში საუკეთესო ხორცის რესტორნის მფლობელი და მისი გუნდი ნამდვილ დღესასწაულად აქცევს ერთ ჩვეულებრივ სადილსა თუ ვახშამს.

 

დღის მეორე ნახევარში სიენა გელოდებათ

სიენა ტოსკანას მნიშვნელობით მეორე ქალაქია. მისი შუასაუკუნეების დროინდელი ცენტრი ღია ცის ქვეშ წარმოადგენს ერთიან მუზეუმს და იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრად არის გამოცხადებული.

 

1

 

 

2

 

 

4

 

მეხუთე დღე: ტოსკანას თერმები, სატურნია

 

10

 

არსებობს ძველი რომაული ლეგენდა იმის შესახებ, რომ მიწათმოქმედების ღმერთი, სატურნი სერიოზულად გაბრაზდა ერთმანეთში მუდმივად მეომარ ხალხზე და მეხი დაატეხა მათ. მეხის დაცემის ადგილას კრატერი წარმოიშვა, საიდანაც თბილი წყლები ამოიფრქვა. რამდენიმე ხანში მასთან ახლოს დასახლება სატურნია გაჩნდა. დღეს აქ, ისევე როგორც ათასობით წლების წინ, მიწიდან სასწაულმოქმედი გოგირდის წყალი ამოდის, რომელიც ძალას მძინარე ვულკანის კრატერში იკრებს.

 

11

 

ამ წყლების შესახებ ჯერ კიდევ ეტრუსკებმა და რომაელებმა იცოდნენ, თუმცა, სრულფასოვანი კურორტი აქ მხოლოდ 2001 წელს დაარსდა. ამჟამად, სატურნიას მიდამოებში ფუნქციონირებს პარკი აუზით, კასკადებით, სასტუმროებითა და სხვა ინფრასტრუქტურით. მიუხედავად არც თუ ისე მოხერხებული გეოგრაფიული განლაგებისა, გროსეტოს პროვინციის მიყრუებულ სოფელს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ.

 

სატურნიას მთავარი ღირსშესანიშნაობა – ბუნებრივი კასკადური აუზი კასკატე დელ მულინო გახლავთ. რთული დასაჯერებელია, რომ ეს საფეხურებიანი ჩანჩქერი ბუნებამ შექმნა. აქ მუდამ ხალხმრავლობაა, რადგან შესვლა უფასოა. კასკატე დელ მულინოს წყლების ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 37 გრადუსს შეადგენს.

 

ტერმე დი სატურნიას სამკურნალო თვისებები:

 

🔹კანისა და ვენერიულ სნეულებათა მკურნალობა
🔹გამწმენდი და ანტისეპტიკური მოქმედება
🔹არტერიული წნევის ნორმალიზება
🔹ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესება
🔹კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის ღრმა აღდგენა

 

 

1

 

2

 

3

 

 

 

მეექვსე დღე: ფლორენცია

 

ფლორენცია

 

14

 

0

 

არ შეიძლება, არ ესტუმროთ ფლორენციას – მსოფლიოს ხელოვნების მარგალიტს, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქს, რომლის წყალობით მსოფლიომ გაიგო ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, დანტესა და გალილეის სახელები.

 

15

 

17

 

16

ფლორენციის სრულად შესაცნობად, ერთი დღე კი არა, მთელი ცხოვრება არ არის საკმარისი, თუმცა, ამ ერთ დღეში შეძლებისდაგვარად ვეცდებით მოვიაროთ ძირითადი ღირსშესანიშნაობები.

 

მეშვიდე დღე: კოლე ვალ დ’ელსა

 

შოპინგი კოლე ვალ დ’ელსას ბაზრობაზე, რომელიც პარასკევობით იმართება. აქ ადგილობრივებს გასაყიდად გამოაქვთ ადგილობრივი ნაწარმი: ტყავი, ტექსტილი, ანტიკვარიატი, ტანსაცმელი.

 

certaldo_mercatini02

 

colle_2

შემდეგ დავათვალიერებთ ქალაქს, საღამოს კი ვილაზე მოვაწყობთ გამოსამშვიდობებელ საღამოს.

 

  • მოგზაურობის პერიოდი 2019 წლის 24 მარტი – 31 მარტი
  • ჯგუფი 8 ადამიანისგან შედგება.
  • ფასები დამოკიდებულია ადამიანების რაოდენობაზე.
  • დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მომმართეთ ფეისბუქ გვერდზე ან ტელეფონის ნომერზე 598233832.
კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. მაცაცო says:

    ძალიან მინდა წამოსვლა და გთხოვთ დეტალები გამაგებინოთ

დამიტოვეთ კომენტარი