კანიო კრისტალესი – ყველაზე ლამაზი მდინარე მსოფლიოში

.

კანიო კრისტალესი (Caño Cristales – კრისტალური მდინარე)  მაკარენას მთებიდან (კოლუმბია) იღებს სათავეს. მდინარის ხეობაში ხუთი ფერი გვხვდება – წითელი, ცისფერი, ყვითელი, მწვანე და შავი, რაც გამოწვეულია წყალმცენარეების სიუხვით.

.


სეზონის მიხედვით ფერთა სიმკვეთრე იცვლება – ხან იზრდება, ხან კლებულობს. ზაფხულში მზე ახმობს მცენარეს, რომელსაც  Macarenia Clavijera ეწოდება, ამის გამო მდინარე ხასხასა წითელ შეფერილობას იღებს.

.

ამ საოცრების სანახავად, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, უამრავი ტურისტი ჩამოდის. ნატურალისტების მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, კანიო კრისტალესი იმდენად სუფთაა, რომ  მისი წყალი ფაქტობრივად დისტილირებულია.

.

მარილების და მინერალების უქონლობის გამო  წყალი სასმელად უვარგისია. მდინარეში თევზებიც არ ბინადრობენ.

.

კანიო კრისტალესს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდი იცავს.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. თამარ says:

    ბუნების საოცრება და სასწაულია.ულამაზესია…

  2. ხათუნა says:

    ალბათ ცივი და გემრიელიცაა სიამოვნებით დავლევდი

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ხათუნა