მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფოტოები

ანსელ ესტონ ადამსი ”მთვარის ამოსვლა”, ერნანდესი, ნიუ-მექსიკოს შტატი(1948)

.

ფოტო ნიუ-იორკში, 2006 წელს  Sotheby’s აუქციონზე 609 600 დოლარად გაიყიდა. მეოცე საუკუნის ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ანსელ ესტონ ადამსმა,  რომელიც ძირითადად   ველური დასავლეთის პეიზაჟებს აღბეჭდავდა, ეს კადრი სანტა-ფეში გადაიღო.

.

.

რობერტ პეფლტორფი ”ენდი უორჰოლი” (1987)

.

მეპლტორფის ნამუშევარი 2006 წელს 643 200 დოლარად გაიყიდა. ფოტოს მთავარი გმირი მხატვარი ენდი უორჰოლია.

.

.

გუსტავ ლე გრე ”დიდი ტალღა” (1857)

.

1999 წელს ლონდონის Sotheby’s-ს აუქციონზე ფოტო 838 000 დოლარად იქნა შეფასებული.  ლე გრემ ფოტოს ისტორიაში პირველმა მოახერხა  პეიზაჟის და ცის სწორად ექსპონირება: მან ცალ-ცალკე შექმნა  ცის და ზღვის ნეგატივები, რომლებიც შემდგომ ქაღალდის ერთ ფურცელზე დაბეჭდა.

.

.

ჟოზეფ-ფილიბერ ჟირო დე პრანჟე ” იუპიტერის ტაძარი”, ათენი  (1842)

.

ფრანგი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო იუპიტერის  ტაძრის ერთ-ერთ პირველ კადრად ითვლება. ნამუშევარი ლონდონის Christie’s აუქციონზე 922 488 დოლრად გაიყიდა.

.

.

რიჩარდ პრინსი ”კოვბოი” (1989)

.

”კოვბოი”  2005 წელს ნიუ-იორკის Christie’s აუქციონზე 1 248 000  დოლარად გაიყიდა. კადრი Marlboro-ს სარეკლამო ფოტოს ფრაგმენტია.

.

.

ალფრედ შტიგლიცი ”ჯორჯია ო’კიფი” (1919)

.

კადრზე აღბეჭდილია შტიგლიცის მეულე – მხატვარი ჯორჯია ო’კიფი. ფოტო 2006 წელს ნიუ-იორკის  Sotheby’s აუქციონზე 1 360 000$-ად გაიყიდა.

.

.

ალფრედ შტიგლიცი ”ჯორჯია ო’კიფი (ხელები)”  (1919)

.

1 470 000$, Sotheby’s, ნიუ-იორკი

.

.

ედვარდ უესტონი ”სიშიშვლე” (1925)

.

ფოტო 2008 წელს Sotheby’s აუქციონზე მხატვრული გალერეა Pace-MacGill Gallery-ს მფლობელმა, პიტერ მაკგილმა, 1 609 000$-ად შეიძინა.

.

.

ედვარდ სტაიჰენი ”ტბა მთვარის შუქზე” (1904)

.

ედვარდ სტაიჰენის ნამუშევარი 2006 წელს ნიუ-იორკის Sotheby’s  აუქციონზე  2 928 000 დოლარად გაიყიდა.

.

.

ანდრეას გურსკი ”99 ცენტი ll დიპტიხი”

.

ფოტო თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე 2007 წელს  უკრაინელმა ბიზნესმენმა, ვიქტორ პინჩუკმა,  3 346 456 დოლარად შეიძინა.

დამიტოვეთ კომენტარი