ფოტოგრაფი სტივ მაკკარი

სტივ მაკკარი მსოფლიო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის ლეგენდად არის მიჩნეული. ფართო საზოგადოებამ ის თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად აღიარა…

მაკკარი უამრავი ჯილდოს მფლობელია. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აღბეჭდოს ნებისმიერი ემოცია: სიხარული და უბედურება, ბრძოლა და გამარჯვება…
ამერიკული კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სადაც არქიტექტურულ ფაკულტეტზე სწავლობდა, სტივ მაკკარიმ 2 წლის განმავლობაში იმუშავა პენსილვანიურ გაზეთში. შემდეგ  ინდოეთში გაემგზავრა და თავისუფალ მხატვრად დაიწყო მუშაობა.

მაკკარის თქმით, ინდოეთში ცხოვრებამ მოვლენების სიღრმისეული განჭვრეტა და სასურველი მომენტის დაჭერის მოლოდინი ასწავლა: “თუ დაელოდები, ადამიანები ივიწყებენ ფოტოკამერის არსებობას, უხერხულობა ეხსნებათ და ობიექტივში მათი ხასიათი და შინაგანი სამყარო ფიქსირდება”, ამბობს ის.

ავღანეთი


მისი კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ავღანეთში საბჭოთა ჯარები აპირებდნენ შესვლას. მაკკარიმ ადგილობრვი მაცხოვრებლის ტანისამოსი მოირგო და ავღანეთის საზღვარი გადაკვეთა…
მან რამდენიმე უნიკალური კადრი გადაიღო,  ფირი ტანსაცმლის სარჩულში ჩააკერა და უკან დაბრუნდა. მაკკარის ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა… სტივი ერთადერთი იყო, ვინც ამ ე.წ. კონფლიქტის რეალური სახე დაანახვა მსოფლიოს. ამ კადრებმა მას რობერტ კაპას ოქროს მედალი და სხვა უამრავი პრიზი მოუტანა.
შემდგომში სტივმა განაგრძო კონფლიქტურ რეგიონებში (ერაყი, იემენი, კამბოჯა, ბირმა, ფილიპინები, ტიბეტი, ბალკანეთი, ავღანეთი) მუშაობა.

ავღანეთი

ბირმა

ბირმა

იემენი

ინდოეთი

ინდოეთი

ინდოეთი

ინდოეთი

ინდოეთი

ინდოეთი

ტიბეტი

სტივ მაკკარის ფოტოები ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. თუმცა მისი ფოტოხელოვნების შედევრად ავღანელი ლტოლვილი გოგონას ფოტოა მიჩნეული. 1984 წელს პუშტუნელმა გოგონამ, შარბათ გულამ, მსოფლიოში სახელი გაითქვა. პირველად ეს ფოტო ჟურნალ  National Geographic-ის გარეკანზე დაიბეჭდა და ამავე ჟურნალის საუკეთესო ტოპ-ასეულში მოხვდა.

გულას მომაჯადოებელ მზერას, გახუნებული და ალაგ-ალაგ დამწვარი თავსაბურავი მატებდა  ელფერს.

ამის შემდეგ ამ ფოტომ ღია ბარათებსა თუ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე გადაინაცვლა…
სტივ მაკკარიმ 13 წლის შარბათი პაკისტანის ქალაქ ნასირ-ბაგში, ლტოლვილთა ბანაკში შენიშნა. ავღანეთში საბჭოთა ჯარის შესვლის შემდეგ გოგონას მშობლები დაეღუპა და ნათესავებთან ერთად  თავშესაფარში ცხოვრობდა.  ”მე დავინახე მისი სულიერი ჭრილობები, მისი ტკივილით აღსავსე სამყარო, როდესაც ადამიანი იძულებულია დატოვოს სამშობლო და იცხოვროს ლტოლვილთა ბანაკში…”, – ჰყვება მაკკარი.

ფოტოგრაფს ხშირად ეკითხებოდნენ  გოგონას შემდგომი ბედის შესახებ. რამდენიმე წლის განმავლობაში მაკკარი ათჯერ ჩავიდა ავღანეთში შარბათ გულას მოსაძებნად და ბოლოს და ბოლოს მიაგნო კიდეც  თავისი მშობლიური სოფლის მახლობლად, პაკისტანის საზღვართან.

ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვეში შარბათ გულა გათხოვილა, ოთხი შვილიც შეძენია, რომელთაგან ერთ-ერთი დაღუპვია.

როდესაც გულამ ფოტოს დახედა, უკმაყოფილო დარჩა, რომ გაცვეთილ თავსაბურავში იყო აღბეჭდილი – ჰყვება National Geographic-ის ერთ-ერთი გამომცემელი დონ ჰალკომბე – შარბათს დღემდე ახსოვს, როგორ დაეწვა ღუმელზე შალი”.

17 წლის შემდეგ სტივ მაკკარიმ ქალი გრძელ სამოსში გადაიღო და სთხოვა, ჩადრი აეწია. თვალები უცებ იცნობა  – 13 წლის გოგონასა  და 30 წლის ქალის მზერა  გაუნელებელ ტკივილსა და სევდას ერთნაირად ასახავს…

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. ქეთი says:

    ვაიმეეეეეეეეეეე პირველმა ფოტომ დამაფიქრა. :)თუ 🙁

  2. ნათია says:

    დუდანა ძალიან, ძალიან საინტერესო ბლოგი გააკეტე და აბა შენ იცი ესე გააგრძელე.

  3. თეონა says:

    ყოჩაღ!!!!!!!!:-*

  4. შემზარავი შედეგია 13-დან 30 წლამდე. ცხოვრება ყველაზე დიდი მტეროია ადამიანისო, აქ ძალიან კარგად ჩანს!

  5. ია ბექაური says:

    ყოჩაღ დუდანა, შესანიშნავი ბლოგია!!!

  6. ზურა says:

    ყველგან ვაქვეყნებ ტქვენს მოდზიებულ მასალას

  7. დუდან ვამაყობ რო გიცნობ!ჯიგარი ხარ!

  8. თაკო says:

    დადუნა მაგარი ხარ,ასე გააგრძელე!!!!!!

  9. თამარ ფულარია says:

    მე პირველად ვნახე დღეს, ძალიან შთამბეჭდავია,გოგონას სახემ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მსგავსი მგონი არასოდეს განმიცდია!

  10. ხათუნა says:

    ძალიან მომწონს თქვენი მასალები….საინტერესო და დახვეწილი…

  11. ლილი says:

    ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ბლოგს და მეტიც მიყვარს.წარმატებები

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ხათუნა