ცნობილი ფოტოგრაფები თავიანთ ლეგენდარულ კადრებთან

სან-დიეგოელმა ტიმ მანტოანიმ გადაწყვიტა ცნობილი კადრების ავტორების სახეები დაენახვებინა მსოფლიოსთვის.  მისი ფოტოალბომი ”Behind Photographs: Archiving Photographic Legends’”ფოტოგრაფების პორტრეტებს და მათ ნამუშევრებს შეიცავს. ტიმი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ ალბომზე, ამბობს: ახლა, როდესაც ნებისმიერს შეუძლია გახდეს ფოტოგრაფი, მნიშვნელოვანია, დავანახოთ ხალხს, რომ ლეგენდარულ კადრებს შემთხვევით ვერ გადაიღებ.  პროფესიონალი ფოტოგრაფების პორტრეტებით მანტოანი პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ – ”ამ ადამიანების გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ფოტოები, რომელთა ფასს დროთა განმავლობაში ვხვდებით”…

.

.

ჯეფ ვიდნერი და ”უცნობი დემონსტრანტი ტიანანმენის მოედანზე”, 1989 წელი

.

.

სტივ მაკკარი შარბათ გულას პორტრეტთან
.
სტივ მაკკარიმ 13 წლის შარბათი პაკისტანის ქალაქ ნასირ-ბაგში, ლტოლვილთა ბანაკში შენიშნა. ავღანეთში საბჭოთა ჯარის შესვლის შემდეგ გოგონას მშობლები დაეღუპა და ნათესავებთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობდა. ”მე დავინახე მისი სულიერი ჭრილობები, მისი ტკივილით აღსავსე სამყარო, როდესაც ადამიანი იძულებულია დატოვოს სამშობლო და იცხოვროს ლტოლვილთა ბანაკში…”, – ჰყვება მაკკარი.

.

.

ნილ ლიფერი: “მუჰამედ ალი ლისტონის წინააღმდეგ”, 1965 წლის 25 მაისი

.

.

ბილ ეპრიჯი რობერტ კენედის ფოტოსთან ერთად, რომელიც მისი მკვლელობის დღეს, 1968 წლის 5 ივნისს  გადაიღო

.

.

ელიოტ ერვიტი: ”ეს ფოტო 1974 წელს ჩემს სახლთან ახლოს, ნიუ-ორკის ცენტრალურ პარკთან გადავიღე. სამწუხაროდ, 38 წლის შემდეგ, არ ვიცი სად იმყოფებიან ჩემი მოდელები.”

.

.

ბრენტ სტირტონი: ” ეს ვირუნგაა, აფრიკის პირველი ეროვნული პარკი, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია. აქტივისტების დასაშინებლად, რომლებიც პარკის ტერიტორიაზე ხისგან ნახშირის უკანონო წარმოებას აპროტესტებდნენ, დაჯგუფების მიერ მოკლული იქნა რამდენიმე გორილა.”

.

.

ბრაიან სმიტი: ” ფოტოგრაფიის მაგია მაშინ გამოიხატება, როდესაც არ იცი, რა მოხდება მომდევნო წამში”

.

.

დუგლას კირკლანდი: ”ეს ჩემი საღამოა მერილინთან”

.

.

 

ჰარი ბენსონი: ” Beatles-ბის მენეჯერმა, ბრაიან ეპშტეინმა ჯგუფს შეატყობინა, რომ ისინი ამერიკაში #1 გახდნენ და მე მათთან ერთად მივემგზავრები ნიუ-იორკში. ეს 1964 წელი იყო

.

.

კარენ კუენი: ”ეს კადრი სპეციალურად National Geographic-სთვის 1993 წელს გადავიღე. მთხოვეს, კატებისთვის მიძღვნილი მთელი ისტორია გადამეღო, აუცილებლად ორიგინალური! გადავწყვიტე, რუსული ცისფერი კატა ბალერინასთან ერთად გადამეღო, რადგან გამახსენდა: ჯორჯ ბალანჩინს თავის მოცეკვავეებთან მაგალითისთვის კატა მოყავდა, რომელიც დაცემისას აუცილებლად თითის წვერებზე ეშვება”

.

.

ლაილ ოვერკო: ”არავინ ელოდა, რომ ასეთი თბილი და მშვენიერი დღე ამერიკელი ხალხისთვის ერთ-ერთ უსაშინლეს დღედ იქცეოდა. ეს ფოტო ტრაგედიის  მხოლოდ უმცირესი ნაწილია, რომელიც ათასობით ისტორიას და მილიონობით ადამიანს აერთიანებს”

.

.

მარკ სელინჯერი: ” ეს ფოტო ჟურნალ Rolling Stone-ში  ჯგუფ Nirvana-ს შესახებ სტატიას ხსნიდა. 2 თვის შემდეგ კურტ კობეინმა თავი მოიკლა, ფოტო კი ჟურნალის მემორიალური გამოცემის ყდაზე ისევ გამოჩნდა.”

.

.

”რამ პრაკაშ სინგხის და მისი საყვარელი სპილოს ფოტო მიჭირავს ხელში, რომელიც 1990 წელს გადავიღე. რამ პრაკაშ სინგხი ”უდიდესი ოქროს ცირკის” ინსპექტორი იყო. ფოტო ინდოეთში, აჰმედაბადშია გადაღებული და ჩემი ინდური საცირკო პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. ძალიან მიყვარს ცირკი, მიყვარს ინდოეთი, ამიტომაც გადაღებები ჩემს ცხოვრებაში განუმეორებელ მოვლენად იქცა. სპილო შიამა გადაღებების შემდეგ რამდენიმე თვეში მოკვდა, ალბათ მოწამლეს… ამ ამბავმა გული ატკინა პრაკაშ სინგხს. და მეც…”

ტეგები: , ,

მკითხველის კომენტარი
  1. ბელა says:

    ძალიან საინტერესო პოსტია,დიდი მადლობა :)))

  2. LiiKuu says:

    ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოსტია :))

  3. მანანა says:

    არაჩვეულებრივი იდეაა! დიდი მადლობა!

  4. ცირულის says:

    კაია

  5. ბექა says:

    დზაააან მაგრად მომეწონა……….
    …მადლობა….ალბათ კიდევ იქნება სხვა ამბებიც

  6. სოხუმელი says:

    ძალიან ვისამოვნე :))) მადლობა დიდი !

  7. ნათია ნათი says:

    ძალიან მაგარია..მადლობა!

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - LiiKuu