მსოფლიოს წამყვანი ფოტოსააგენტოების ყველაზე ცნობილი დოკუმენტური კადრები

Dayna Smith/The Washington Post, USA

1998 წლის 6 ნოემბერი. იზბიკა, კოსოვო, იუგოსლავია. კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მეომრის დაკრძალვაზე. ნათესავები და მეგობრები ანუგეშებენ მის ქვრივს.

.

.

Helmut Pirath, გერმანია. arimidex online ukAnastrozole generic cost

1956წ. გერმანია. გოგონა ხვდება მამას, მეორე სამამულო ომის პატიმარს, რომელიც საბჭოთა კავშირმა გაათავისუფლა.

.

.

Douglas Martin/AP, USA.

1954 წლის 4 სექტემბერი. დოროთი ქაუნთსი, ერთ-ერთი პირველი შავკანიანი სტუდენტი, მიდის კოლეჯში.

.

.

Yasushi Nagao/Mainichi Shimbun, იაპონია.

1960 წლის 12 ოქტომბერი, ტოკიო. მემარჯვენე ძალების სტუდენტი კლავს სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს, ინჯირო ასანუმას.

.

.

Hector Rondon Lovera/Diario La Republica, ვენესუელა.

1962 წლის 4 ივნისი, პუერტო კაბელოს საზღვაო ბაზა. სნაიპერის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი ეჭიდება მღვდელს, ლუის პადილოს.

.

.

Malcolm W. Browne/AP, აშშ.

1963 წლის 11 ივნისი, საიგონი, სამხრეთ ვიეტნამი. ბუდისტმა ბერმა ტიჩქვანგ დუქმა თავი დაიწვა ვიეტნამის მთავრობის მიერ რელიგიური დევნის პროტესტის ნიშნად.

.

.

Donald McCullin/для The Observer, Quick, Life, დიდი ბრიტანეთი.

1964 წლის აპრილი. რავიზერამი, კვიპროსი. თურქი ქალი დასტირის ქმარს, ბერძნულ-თურქული სამოქალაქო ომის მსხვერპლს.

.

.

Kyoichi Sawada/United Press International, იაპონია.

1965 წლის სექტემბერი. ბინ დინი, სამხრეთ ვიეტნამი. დედა და შვილები ამერიკული ბომბდამშენებისგან ტავის დასაღწევად მდინარეში შეცვივდნენ.

.

.

Kyoichi Sawada/United Press International, იაპონია.

1966 წლის 24 ტებერვალი, ტან ბინი, სამხრეთ ვიეტნამი. ამერიკელი ჯარისკაცები ბაწრით მიათრევენ ვიეტნამელი ჯარისკაცის ცხედარს.

.

.

Hanns-Jorg Anders/Stern, გერმანია

1969 წლის მაისი, ლონდორდერი, ჩრდილოეთ ირლანდია. ახალგაზრდა ირლანდიელი მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

.

.

Wolfgang Peter Geller, გერმანია.

1971 წლის 29 დეკემბერი, საარბრიუკენი, დასავლეთ გერმანია.  პოლიციის და ბანკის მძარცველებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა.

.

.

ანონიმური/New York Times.

1973 წლის 11 სექტემბერი, სანტიაგო, ჩილე. დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი სალვადორ ალენდე, სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე, პრეზიდენტის სასახლეში სამხედრო გადატრიალების დროს.

.

.

Ovie Carter/Chicago Tribune, აშშ.

1974 წლის ივლისი, ნიგერია. გვალვის მსხვერპლნი.

.

.

Stanley Forman/Boston Herald, აშშ.

1975 წლის 22 ივლისი, ბოსტონი. ქალი და ბავშვი ცდილობენ ხანძრისგან თავის დაღწევას.

.

.

Francoise Demulder/Gamma, საფრანგეთი.

1976 წლის იანვარი, ლიბანი. პალესტინელი ლტოლვილები.

.

.

Lesley Hammond/The Argus, სამხრეთ აფრიკა.

1977 წლის აგვისტო. მოდერამის უკანონო დასახლება, სამხრეთ აფრიკა. პოლიცია აფრქვევს ცრემლსადენ გაზს მოდერამის უკანონო დასახლებაში. ხალხი პროტესტს გამოთქვამს მათი სახლების დანგრევის გამო.

.

.

David Burnett/Contact Press Images, აშშ.

1976 წლის ნოემბერი, ლტოლვილთა ბანაკი სა კეოში. კამბოჯელი ქალი აძინებს ჩვილს, უფასო საკვების მოლოდინის დროს.

.

.

Mike Wells, დიდი ბრიტანეთი.

1980 წლის აპრილი, კარამოჯა, უგანდა. შიმშილისაგან გაძვალტყავებული ბიჭუნა და მისიონერი.

Robin Moyer/Black Star ჟურნალი Time, აშშ.

1982 წლის 18 სექტემბერი. ბეირუთი, ლიბანი.

.

.

Mustafa Bozdemir/Hurriyet Gazetesi, თურქეთი.

1983 წლის 30 ოქტომბერი. ქოინორენი, აღმოსავლეთ ტურქეთი. ქეზბან ოზერმა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ხუთივე შვილი მკვდარი იპოვა.

.

.

Pablo Bartholomew/Gamma, ინდოეთი.

1984 წლის დეკემბერი, ბოფალი, ინდოეთი. ქიმიურ ქარხანა Union Carbide-ში ავარიის დროს მომწამლავი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი.

.

.

Alon Reininger/Contact Press Images, აშშ/ისრაელი.

1986 წლის სექტემბერი. სან ფრანცისკო, აშშ. შიდსით დაავადებული კენ მიქსის კანი ლაქებით დაიფარა.

.

.

David Turnley/Black Star/Detroit Free Press, აშშ.

1988 წლის დეკემბერი. ლენინაკანი, სომხეთი. ბორის აბგარზიანი გლოვობს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულ 17 წლის ვაჟს.

.

.

Charlie Cole/Newsweek, აშშ.

1989 წლის 4 ივნისი, პეკინი, ჩინეთი. ერთ-ერთი დემონსტრანტი წინ აღუდგა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ტანკებს, დემოკრატიული რეფორმებისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე.

.

.

Georges Merillon/Gamma, საფრანგეთი.

1990 წლის 28 იანვარი. ნოგოვაკი, კოსოვო, იუგოსლავია. ნათესავები 27 წლის ელშანი ნაშიმის დაკრძალვაზე, რომელიც მოკლეს საპროტესტო მიტინგზე იუგოსლავიის მიერ კოსოვოს ავტონომიის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

.

.

David Turnley/Black Star/Detroit Free Press, აშშ.

1991 წლის თებერვალი, ერაყი. ამერიკელი სერჟანტი კენ კოზაკივიკზი დასტირის თავის მეგობარ ენდი ალანიზს, რომელიც ”მეგობრული ცეცხლის” მსხვერპლი გახდა სპარსეთის ყურეში ომის ბოლო დღეს. მათ მაშინ არ იცოდნენ, რა მოხდება 10 წლის შემდეგ…

.

.

James Nachtwey/Magnum Photos/USA for Liberation, აშშ/საფრანგეთი.

1992 წლის ნოემბერი. ბარდერა, სომალი. დედას მიჰყავს შიმშილისგან მკვდარი შვილის ცხედარი.

.

.

Lucian Perkins/The Washington Post, აშშ.

1995 წლის მაისი. ჩეჩნეთი.  ბიჭუნა იყურება ლტოლვილებით გადატენილი ავტობუსის ფანჯრიდან, რომლებიც შალისთან ახლოს ჩეჩნებს და რუსებს შორის ომის ეპიცენტრიდან გაიქცნენ. ავტობუსი გროზნოში ბრუნდება.

.

.

Eric Grigorian/Polaris Images, სომხეთი/აშშ.

2002 წლის 23 ივნისი. ქაზვინის პროვინცია, ირანი. ბიჭუნა, გარშემორტყმული ჯარისკაცებით და ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებიც თხრიან საფლავებს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთათვის. მამის შარვლით ხელში ჩაცუცქულია იმ ადგილთან, სადაც მამას დაკრძალავენ.

.

.

Jean-Marc Bouju/AP, საფრანგეთი.

2003 წლის 31 მარტი. მამაკაცი ცდილობს შეუმსუბუქოს შვილს უმძიმესი პირობები სამხედრო ტყვეების ციხეში.

.

.

Arko Datta/Reuters, ინდოეთი.

2004 წლის 28 დეკემბერი, ინდოეთი. ქალი დასტირის ცუნამის დროს დაღუპულ ნათესავს. კუდალური, შტატი ტამილნადი, ინდოეთი.

.

.

Finbarr O’Reilly/Reuters, კანადა.

2005 წლის 1 აგვისტო. ტაჰვა, ნიგერია. დედა და შვილი უფასო საკვების ცენტრში.

.

.

Spencer Platt/Getty Images, აშშ.

2006 წლის 15 აგვისტო. ბეირუთი, ლიბანი. მდიდარი ახალგაზრდები ათვალიერებენ ისრაელის მიერ დაბომბილ უბნებს ბეირუთის სამხრეთში.

კატეგორია: მსოფლიო

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. გელა says:

    ვაიმე რა სურათებია….შემძრა:(((

    რა კარგ ხასიათზე ვიყავი?

  2. თეა says:

    შემზარავია პირდაპირ… ამაზე საშინელება არის კი რამეე? მე ზოგადად ომს და ძალადობას ვგულისხმობ…

  3. ინგა says:

    შოკში ვარ!

  4. მაია says:

    ძნელია იმის თქმა რომელი სურათი უფრო შემზარავია. ბოლო თუ მანამდე?

  5. ნანა says:

    დავმუნჯდი

  6. დეა says:

    ვაიმეე 🙁 ყველა ძალიან საშინელი იყო მაგრამ ჩემზე ყველაზე მეტად ამან იმოქმედა :(1983 წლის 30 ოქტომბერი. ქოინორენი, აღმოსავლეთ ტურქეთი. ქეზბან ოზერმა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ხუთივე შვილი მკვდარი იპოვა.2002 წლის 23 ივნისი. ქაზვინის პროვინცია, ირანი. ბიჭუნა, გარშემორტყმული ჯარისკაცებით და ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებიც თხრიან საფლავებს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთათვის. მამის შარვლით ხელში ჩაცუცქულია იმ ადგილთან, სადაც მამას დაკრძალავენ.1980 წლის აპრილი, კარამოჯა, უგანდა. შიმშილისაგან გაძვალტყავებული ბიჭუნა და მისიონერი.

  7. ლეონინე says:

    ღმერთო ჩემო,კიდევ რამდენი საშინელების ატანა შეუძლიათ ადამიანებს?! დავითრგუნე…………

  8. ეოა says:

    არც შოკში ვარ და არც შემძრა. ეს ვართ ადამიანები

  9. ლადო says:

    ეს კიჩია. ტრაგედიის გაკიჩება. ტრაგედის ხელოვნების და ესტეტიკური ტკბობის საშვალებად გადაქცევა. ეს რეალობის ყველაზე მუხანათური კომუფლაჟია. მერე სხედან ტრაგედის შეგრძნებით ეშხში შესული ადამიანები და …..
    სიმართლისთვის თვალის გასწორებაც არის და გასწორებაც, მაგრამ ფოტოხელოვნების ნიმუშად ჩათვლა ტრაგედის ამსახველი მასალის არაა სწორი. თან ყოვლად უნამუსოდ უსაზღვრო კიჩი…

  10. გია says:

    ავტორო მაზოხისტი ხარ თუ სადისტი? რას გვერჩი?

  11. ა&ვ says:

    პირველ რიგში გიას და ლადოს;თუ ასე ფიქრობთ’ალბათ ჯობდა ბოლომდე არ დაგეთვალიერებინათ,ეს ხომ თქვენი ნება იყო;მეორეც წინასწარ ბოდიშს გიხდით თუ უნებლიეთ რაიმე გაწყენინეთ და მესამეც-დიდი მადლობა ავტორს’რომ დაგვიდო ეს მასალები’როგორი სახე აქვს ნამდვილ ტრაგედიას და პირიქით განწყობა ქვეცნობიერად უნდა გამოგისწორდეთ რომ ათას სისულელეზე ვწუწუნებთ და თავი უბედური გვგონია-აი როგორია ნამდვილი უბედურება და ჩვენ კიდე ბედნიერები ვართ;მერე რა,რომ დღეს ვიღაცამ გაწყენინათ,ან რაღაც არ გამოგივიდათ,ან რაღაც გაწუხებთ-ცხოვრება წინაა,ყველაფერი კარგად იქნება.
    PSშარშან წავიკითხე დუდანას რუსულენოვანი ბლოგი,ძალიან ლამაზად წერს,გამიხარდა რომ მოგაგენით,იმედია მარტო დოკუმენტური მასალებით არ იქნებით წარმოდგენილი.
    პატივისცემით.

  12. ზუკაკო76 says:

    დამთრგუნა

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ზუკაკო76