შურუბუმუს მიწისქვეშა სასახლე

 
.
“შურუბუმუს” გამოქვაბული მდებარეობს დასავლეთ  საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირქვულ მასივში… გამოქვაბულის სახელი უძველესი კოლხური სიტყვაა მითოსის, იდუმალების ბურუსით მოცული, დაახლოებითი თარგმანი  “სულგანაბული”   იქნება.
.

 

.
.
ათასწლოვანი ბზის კორომი  ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს მნახველს მღვიმის შესასველისკენ, აქ კი უკვე  სტალაქტიტები და სტალაგმიტები გარინდულან. დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, თუ სად იწყებოდა  “შურუბუმუს”   გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი.
.

 

.
2004 წელს მიგარიის მასივში, საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე ფრანგმა და ქართველმა სწავლულებმა გადაწყვიტეს შეეღებათ უფსკრულ  “ხავერდოვანაში”  მიმავალი პატარა მდინარე. მოლოდინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, შეღებილი წყალი შეღებვიდან მეოთხე დღეს  “შურუბუმუს” გამოქვაბულის იმ ადგილას გამოვიდა, რომელსაც ოდითგანვე “დეიძახი”,  ანუ დევის ძახილი ერქვა. ამით, ფაქტობრივად, დამტკიცდა მიგარიის მასივზე მდებარე უფსკრულ “ხავერდოვანას” უშუალო კავშირი “შურუბუმუს” გამოქვაბულთან.

 

.
 

 

.
ასევე უტყუარი შეიქმნა დიდი მიწისქვეშა  ტბების არსებობა, რომელთა განმუხტვის წერტილი “შურუბუმუს” მიწისქვეშა მდინარეა, მიგარიის მთაზე მცირე წვიმაც კი ამ მდინარის არნახულ ადიდებას იწვევს, რომელსაც წინ უსწრებს შიდა სივრცეებიდან გამოვარდნილი ჰაერის შემზარავი ზუზუნი, ეს მაუწყებელია იმისა, რომ უმჯობესია გაეცალო იქაურობას, ვიდრე საკუთარ თავზე გამოსცადო თავაწყვეტილი ჩანჩქერის “ამო ალერსი” . ეს ავდრისას. ეს ადგილი გვართა დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გამხდარა.
.
.
იდუმალი ტბა მდიდარი ყოფილა თევზით და მის გამოსასვლელზე მეთევზეები  “გეჩას” (თევზის მოსაპოვბელი ძველიძველი საშუალება) დგამდნენ,  “ონძილე” (თევზით მდიდარი ადგილი) ხან ერთი გვარის ხელში იყო, ხან მეორისაში და ვისაც გაუმართლებდა, ის დატვირთული ჯორით ბრუნდებოდა შინისკენ.

 

.

 

.
გამოქვაბულს დიდი პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს, ახლა მთავარია, დადგინდეს, შეიძლება თუ არა, მიწისქვეშ იმ ათობით კილომეტრის გავლა, რომელიც ორ გამოქვაბულს აკავშირებს. ეს მუყაითი გარჯის და თანამედროვე მეცნიერული ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესაძლებელი და ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები.

 

.

 

.
.

 

.
ვინ უწყის, აეხდება თუ არა “შურუბუმუს” საიდუმლოებას ფარდა, შეაბიჯებს თუ არა ადამიანი საკუნეებით ფეხდაუკარებ სივრცეებში, კიდევ ერთხელ  ნახავს თუ არა მიწისქვეშა სამყაროს ბინადარ თევზებს, რომელთაც ბუნებამ საოცარი ცხოვრების წესი არგუნა. ამ იდუმალებას ოხოჯედ წოდებული ტბა “ცაშკიბულის ტობავარჩხილი” ეხმიანება.

 

.

 

 

.

 

ეგრისის ქედის ამ მარგალიტს მეჯოგენი მუდამჟამ ეკრძალებოდნენ. ლეგენდის მიხედვით: თუ ვინმე ტბაში დაიბანდა ხელს ან სხვაგვარად ეცდებოდა მისი მყუდრების დარღვევას, საშინელი სასჯელი დაატყდებოდა თავს. ღრუბლები წამში მოიყრიდნენ თავს და გამაყრულებელი ჭექა-ქუხილით აიძულებდნენ მომხვდურს, გასცლოდა იქაურობას. ამიტომაც იტყოდნენ,  “ვაშინერს”  (ტაბუ, მიახლოებით არ ეგების) ტბის  ხელყოფაო. ეს ტაბუ იცავდა და იცავს დაკბილულ ქედებს შორის მოქცეულ ვერცხლის ტბას, რომელიც  უდავოდ მშვენიერების და სრულყოფილების განსაცდელად შეუქმინია მამაზეციერს.
.
.
.

 

 

.
.
რომან თოლორდავა

ტეგები: ,

მკითხველის კომენტარი
  1. გეორგიანელი says:

    როგორ უნდა მოვხვდეთ ამ ზღაპარში???

  2. მერი says:

    დიდებული ფოტებია !

  3. გელა იზორია says:

    რამდენი ულამაზესი ადგილი არის ჩვენს ირგვლივ დაჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვივლია ეგ ადგილები. ულამაზესი ხეობა,ტბები მდინარეები,მგვიმეები … ერთად მოვიაროთ ,უფრო ღრმად გავეცნოთ ჩვენ ულამაზეს სამეგრელოს

  4. კობა says:

    ფანტასტიურია მაგარი სილამაზეა.

  5. პოლო says:

    მინდააა მანდ…!!!

  6. მაკა says:

    მართლაც ზღაპრული მშვენიერებაა…

  7. იგორ ფიჩხაია says:

    შურუბუმის მღვიმის ძირითადი მაგისტრალი დღემდე მიუწვდომელია, ენტუზიაზისტებს ვეპატიჟებით სოფელ მუხურში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, (ძირითად მაგისტრალამდე გასაყვანია ხელოვნური გვირაბი, მეცნიერების ვარაუდით მოსალოდნელია დიდი სიცარიელეების არსებობა, თანადგომისათვის დიდი მადლობა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლებს და ინსტიტუტის დირექტორს ქალბატონ ნანა ბოლაშვილს. იგორ ფიჩხაია

  8. ზაზა says:

    გაოგნებული დავრჩი ამ სილამაზით,ფანტასტიკური ფილმის კადრებს ჰგავს.იქნებ როდესმე საკუთარი თვალით ვნახო ეს ადგილები.მადლობა ასეთი აღმოჩენისათვის.

  9. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის კულტურულ -გეოგრაფიული ძეგლი მაქცს ნანახი,მაგრამ შურუბუმუ -ტობავარჩხილის ტურისტული მარშრუტი ჩემი აზრით ყველაზე უნიკალურია.მარშრუტი ჩხოტოწყოს რაიონის სოფელ მუხურიდან იწყება და ენგურის წყალსაცავთან კერძოდ სოფელ ხუდონთან მთავრდება. ამ მარშრუტზე ტურისტებს შეუძლიათ იხილონ უნიკალური ტყის მასივები,ალპური მდელოები, ცაშკიბულისა და ჭითაგვალას მწვერვალები, ჩანჩქერები,რომ აღარაფერი ვთქვათ შურუბუმუს მღვიმესა და ტობავარჩხილის ულამაზეს ტბებზე.ტობა თრეველი გთავაზუბთ მოგზაურობასა და დასვენებას აღნიშნულ მარშუტზე პატივისცემით ჯონი კაპანაძე.

  10. ფანტასტიური სანახაობაააა…ენით აღუწერელი ვარ მანდ ნამყოფი

  11. საქართველო უნიკალურია და კოველი კუთხე საოცრება…

  12. ზაზა says:

    მე პირადად მაქ ნანახი ეს სილამაზე და მინდა მოგიყვეთ პატარა ისტორია. მდინარეს, რომელიც სურათზე ჩანს საოცარი თვისება აქვს. 2011 წელს სტუმრები დავპატიჟე ლუგელას ხეობის დასათვალიერებლად. წვიმიანი დღე იყო და იქითა გზობაზე გავიარეთ მღვიმე საიდანც მდინარე გამოდის, მაგრამ მდინარის მსგავსი არაფერი არ შეგვიმჩნევია . ლუგელას ხეობიდან უკან მობრუნებულებს შემოგვესმა მდინარის ძლიერი ხმა. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ქონდა და ერთმანეთს ვეკითხებოდით თუ რატომ ვერ შევამჩნიეთ მდინარე. ლუგელას ხეობაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და აღნიშნული მდინარე არასდროს არ შემიმჩნევია. ადგილობრივ მოსახლეობას მოუყევით ჩვენი ისტორია. აღმოჩნდა, რომ მდინარე მუდმივად არ მოედინება მღვიმედან. მდინარისათვის წყალდიდობა ყოფილა , მხოლოდ ხანგრძლივი ევიმების შემდეგ და იცის უეცარი მოვარდნა. გირჩევთ იმოგზაუროთ ამ მარშუტზე.

  13. ქეთი says:

    ქოგგალე სამარგალო…. ჩემი ზღაპარ-კუთხე.

  14. DAVE ცი says:

    ნამყოფი ვარ ამ ულამაზეს ადგილას 🙂 🙂 🙂 უმაგრესია 🙂 🙂 🙂 შანსს არ ვუშვებთ ხელიდან მე და ჩემი მეგობრები და ხშირად მივდივართ ხოლმე 🙂

  15. ი.კ. says:

    სამოთხე.როგორ მინდა ამ სამოთხეში მოხვედრა.მშურს მათი ვისაც ნანახი აქვს.

  16. ირაკლი says:

    მართლაც ზღაპარია, როგორ შეიძლება ქართველმა კაცმა ერთხელ მაინც არ ნახოს ეს სილამაზე. ალბათ გამყოლებიც იქნებიან, რომ მოვინდომო წასვლა.

  17. ბაჩანა ფიჩხაია says:

    …სადაც ჩანჩქერთა ურიცხვ ხმაში ვპოვებდი ნუგეშს
    და მღვიმეების სიჩუმეში იწვოდა სევდა…
    სადაც ბავშვობის ახლაც დაქრის ლაღის სიზმარი
    და მეგრულ ნანას მიმღეროდა მშობელი დედა…

  18. რომანი says:

    ვისაც სურს შურუბუმუს მღვიმის და კანიონის დათვალიერება ყველა კითხვა ელექტრონულ მისამართზე
    siogunat@gmail.com

  19. ლიკა says:

    ულამაზესიააააა 🙂 მადლობთ დუდანა :)ყოველთვის ძალიან საინტერესოა თქვენი სტატიები 🙂

  20. ლიკა says:

    ავტორი მემგონი შემეშალა უკაცრავად 🙂

  21. სალო says:

    ეს საქართველოა?

  22. ვახო ჩიქოვანი says:

    ბედნიერი ვარ, რომ ასეტი ლამაზი სოფელი მაქვს!

  23. ანა-მარია says:

    ვიცოდი არა დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველო ულამაზესია,მაგრამ ეხლა გაოგნებული ვარ. ასეთი სილამაზე სიზმარშოც კი არ დამესიზმრებოდა.უგრმესი მადლობა.კიდევ ერთხელ ვიგრძენი უდუდესი სიხარული.

  24. ნათია -ფოთი says:

    თქვენ გაიხარეთ ვისაც ასე გაინტერესებთ და გიყვართ საქართველოს, ანუ ჩვენი სამშობლოს ბუნება ! რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიეთ ვისაც ძალგიძთ და ხელი მოგიწვდებათ, რათა ჩვენმა ახალმა თაობამ სურათებიდან მაინც ნახოს და შეიყვაროს ჩვენი ქვეყანა. მე იმ თაობის ახალგაზრდა ვარ, რომელიც განებივრებული იყო ექსკურსიებით თუ საოჯახო მოგზაურობებით და ალბათ ამიტომაც გავიზარდეთ პატრიოტები(გთხოვთ ნუ გაიცინებთ ამ ტერმინზე, უბრალოდ აქ ეტევა ყველა გრძნობა რისი თქმაც მინდა). შევიყვაროთ ჩვენი ქვეყანა , დავაფასოთ, მოვუაროთ ვისაც როგორ შეგვიძლია. პირადი ინტერესებისთვის ნუ მივაყენებთ ზიანს და ის ათაჯერ უფრო მეტი სიკეთით გვიპასუხებს.

  25. ლინა says:

    ძალიან მაგარი ნამუშევარია…ყოჩაღ…დიდი სიამოვნება მივიღე… და მადლობა ამისათვის..

  26. ნანა says:

    ზღაპრული ადგილია, ყველა ქართველმა უნდა ნახოს ბუბნების უბადლო ნამუშევარია.

  27. l-dino says:

    პირველ რიგში, რაც გამახსენდა ტიბეტში მდებარე ქვეყანა შამბალაა.დამეთანხმებით ასოთაწყობით გავს. მგონი მართლაც ხეთებიდან მოვდივართ.

  28. შორენა says:

    ძალიან ლამაზია ჩვენი კუთხე! მე ვარ ნამყოფი მანდ საოცრებაა!

  29. ინგა says:

    ღმერთო! საოცრებაა!

  30. ზოია says:

    უგრმესი მადლობა ბატონ რომანის ფოტოებისთვის.

  31. ტატო says:

    ძაან მაგარი სურათებია გაქვთ

  32. ეკატერინე says:

    ულამაზესი ადგილებია … ძალიან მინდა დათვალიერება ამ ადგილების … თუ შესაძლებელია მომწერეთ როგორ ?

    გმადლობთ

  33. ქართველი says:

    ძალიან მაგარიააააააააააააა

  34. ქართველი says:

    რა სიმდიდრე გვქონია, მაგრამ… აქაც არ ააშენონ ახლა რარაც სისულელე სტეკლოს სასახლეე

  35. ნატა says:

    ჰო , აბა თქვენ იცით წადით და დაააბინძურეთ იქაურობა , დაყარეთ ნაგავი რომ თქვენს შემდეგ იქ მისულმა სხვა მნახველმა ფეხი თქვენს ნაქეიფარში ჩადგას , თავზე ჩამოეფხატოს პოლიეთილენი და ა.შ. ხალხნო როდის ისწავლით საკუთარი ბუნების მოვლას, ნუთუ არ გრცხვენიათ რომ თქვენი დაყრილი ნაგვის გამო ისედაც ეკოლოგიური პრობლემების პირობებში გვიწევს ცხოვრება , გაიხედ გამოიხედეთ რას გავს ბუნება. ბოდიშს გიხდით რომ ასე თავხედურად გამომივიდა მაგრამ მე მაგალითად ძალინ მენანება და გული შემტკივა ასეთ სილამაზეს ქართველები რომ ანადგურებენ და კიდევ სხვაზე ამბობენ ეს რა გვიქნაო … გაუფრთხილდით ნუ დაყრით თქვენს ნაქეიფარს , ნუ დახოცავთ ცხოველებს და ფრინველებს და საერთოდ ნუ გგონიათ რომ ყველაფერი თქვენი საკუთრებაა და რასაც გინდათ იმას უზავთ!!!!! მე არ ვარ ვალდებული რომ თქვენს დაყრილ-დაბინძურებულ და ყოველგვარი სულიერი არსებებისაგნ დაცლილ და გაუბედურებულ გარემოში ვიცხოვრო, ეს ყველას გვეხება , პატივი ვცეთ ერთმანეთს .

    • გიო says:

      ძაან აგრესიულად ლაპარაკობ ჩემო კარგო აქ კი ნუ იფხან სხვისი შეურაცყოფით გულს სადაც დაინახავ მსგავს უმსგავსობას იქ მიეცი შენიშვნა და თუ ეგეგც არ ეყო მაშინ სხვა სახის შეურაცყოფაც.

  36. მარინა says:

    რატომ არიის აგრესული,თუ ასეთ შენიშვნებს ხშირად გავაკთებთ იქნებ რამე შეისმნონ ზოგიერთბმა.

  37. ნინო says:

    ულამაქზესია, ვერ წარმომედგინა თუ მსგავსი სილამაზე იყო ცხოროწყუში, გაოცებული ვარ, ძალიან მინდა ვნახო, მაგრამ როგორ? 🙂

    • ნიკა says:

      გეპატიჟებით მართლაც ბევრს უნდა წასვლა მე11 წლის ვარ და იქ ვარ ნამყოფი ჩხოროწყუსჰი სოპელ მუხუსჰია ეს ადგილი თუ ბევრი რამ გაინტერესებტ სჰედით ფეისბუში და მოძებნეთ მუხური ნახავთ ამ სილამაზეს კიდევ ერთხელ
      აქ დატოვეტ სტატუსი და ყველაფერში დაგეხმარებით

  38. ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე. დიდი მადლობა ბატონ რომან თოლორდავას ასეთი შესანიშნავი ფოტოებისთვის.

  39. ნინო says:

    ფანტასტიური ადგილია,რა სილამაზეა..დიდი მადლობა ავტორებს!

  40. აკაკი says:

    ულამაზესია კიდევ ერტი ტვისგანმავლობასჰი სჰეგიჯლიატ ნახოტ მზად ვარ მეგზურობა გაგიწიოტ მადლობა კველას სწორი შეფასებისტვის

  41. ზურა says:

    საოცრებაა, ფოტოები ნახატებს უფრო გავს ვიდრე რეალობას.

  42. ნიკა says:

    დიახ საქართველოა სოფელი მუხური სამეგრელო ზემო სვანეთი 11 წლის ბიცჭი ვარ იქ 1 2 ჯერ ვარ ნამყოფი ის ჩემი სოფელია ჩამოდით ვისც გაინტერესებთ ეს ადგილი

  43. მშვენიერია…
    და აი, კიდევ ერთი საინტერესო მოვლენაც…
    ბექა ვარდოსანიძე-მ(ა) გააზიარა პოსტი.
    22 სთ. ·

    უნიკალური მოვლენა შურუბუმუში. პირდაპირ მიწიდან ამოსული წყლის ნაკადი. ორი კვირის წინ კი ამ ადგილებში წყლის ნასახი არ იყო. შესადარებლად სურათი იხილეთ კომენტარებში…

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - მერი