მშვენიერი წალენჯიხა

 

სამეგრელოს ულამაზეს ადგილებს ამშვენებს წალენჯიხის სანახები… ერთი თვალის შევლებითაც კი  სამარადჟამოდ მოგნუსხავთ აქაური ბუნება.
ლაკადა მთისწინა სამეგრელოს აღნიშნავს…
.
 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერს  სამკაულად მორგებია მდინარე ინწრა… 35 მ სიმაღლიდან ეშვება მდინარის ჩანჩქერი და ხავსების საუფლოში, ბზის ათასწლოვან კორომთა შორის მირაკრაკებს …აქ ყველაფერი მისტიკური ეჩვენება ადამიანს… ვიწრო ბილიკი ალპური მინდვრებისკენ უხმობს თავგადასავლის მოყვარულს.   ყოველი ნაბიჯი ყვირას მასივს გაახლოებს…

 

.

 

.

 

.
მსოფლიოს ერთ-ერთ იშვიათობას “ქუაქანცალიას“ აქ ნახავთ …სამეცნიერო ლიტერატურა აი, რას გვიყვება მის შესახებ: ”ქვაცანცალა -მოქანავე ლოდი, მდებარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე, მთა ყვირას უტყეო ზონაში. “ზის“ კირქვული ლოდი, რომლის სიგრძე 2 მ აღემატება, ხოლო წონა 10-12 ტონას. ქვაცანცალას ლოდი, მის რომელიმე წიბოზე თუნდაც სუსტი მიწოლით (ხელის მიბჯენით) იწყებს ქანაობას და თან კაკუნის ხმას გამოსცემს.”
.
.
.
.
ყვირას მასივი კარსტული გახლავთ და ამდენად სპელეოლოგებისთვის მეტად საყურადღებოა. სამეცნიერო ლიტერატურაში (დოკუმენტი სამეგრელოს დაცული ტერიტორიების შესაქმნელად) ამგვარ ინფორმაციას ვკითხულობთ:  “წულიშის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ყვირას კირქვული მასივი, რომელიც მდ. მაგანასა და ჭანისწყლის წყალგამყოფის დასავლეთ დაბოლოებს ქმნის. ყვირას მასივი სამკუთხედის ფორმისაა, რომლის მახვილი მაღალი დაბოლოება ზღვის დონიდან 2037 მ-მდეა ამაღლებული. ყვირას მასივის ჩრდილო ფერდობი კირქვებით აგებული ქარაფებით არის წარმოდგენილი. სამხრეთი ფერდობის ზედა, ტყის საფარს მოკლებული ნაწილი მდიდარია სხვდასხვა სიდიდისა და სიღრმის კარსტული ძაბრებით, ხოლო შუა ნაწილი, რომელიც ტყით არის შემოსილი, სუსტად არის დანაწევრებული. მდ. ინწარასა და მორჟას შენაკადებით ყვირას მასივი კარსტული რელიეფის ინტენსიური განვითარებით გამოირჩვა. აღსანიშნავია ამ მასივზე განვითარებული ცოტნე დადიანისა და ალბოვის ღრმა კარსტული ჭები, რომლებიც ზედაპირიდან მხოლოდ 50-80 მ-სიღრმემდე არის შესწავლილი.“
.

 

.
.

 

ამგვარად,  ტურისტებს მრავალმხრივი სანახაობა ელოდებათ…თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჭითაგვალას და ტობავარჩხილის შემოგარენი გპირდებათ… ზღვის დონიდან 2664 მ-ზე “ჭითაგვალას ტობავარჩხილი” ჯერ მაგანას ჩანჩქერს მოგაგებებთ, მერე კი გულში ჩაგიკრავთ და საუკუნოვან მითთა იდუმალებით მოგხიბლავთ…
.

 

.

 

.
.
.

 

.

 

.
.

 

.
.

.

.

.

.

.

რომან თოლორდავა

ტეგები: ,

მკითხველის კომენტარი
  1. გიო says:

    მაგარიააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!

  2. მეც მინდა ამ ზღაპარში….

  3. აი ეგაა სამეგრელო…და ეგაა ჩევენი ქვეყნის მარგალიტი…ბრავო…

  4. მა დო სი says:

    რომა, მართალაც ძალიან ლამაზი ხედები ლამაზად დანახული. მადლობა

  5. irakl says:

    რომან! მაგარია. ალბათ ყველაფრის ნახვას ადამიანი ვერ მოასწრებს, რადგან ამას ერთი სიცოცხლე არ ეყოფა. გმადლობთ სიცოცხლეს რომ გვიხანგრძლივებ.

  6. ქართველი says:

    აქ ტუ ტურიზმი არ განვითარდა უკეთსად სად შეიძლება განვითარდეს…ყველა ქართველმა უნდა ნახოს საკუთარი თვალით…

  7. თამარი says:

    საოცარი ქვეყანა გვაქვსსსსსსსსს

  8. მსურველი says:

    ძალიან მაინტერესებს რამდენი ხანი უნდა ტობავარჩხალზე ასვლას,შაბათ-კვირა თუ ეყოფა კაცს?

  9. dok says:

    უცნაური ხალხი ვართ ქართველები…აქვე შორიახლოს მცხოვრებნიც კი პირდაღებული უყურებენ ამ სილამაზეს და ვერ იჯერებენ,რომ სამოთხე აქვეა…არაფერს ვამბობ იმათზე,ვინც ეგზოტიკის ძიებაში ლამის ეკვატორს შემოუაროს და ამაში ათასები დაუნანებლად იხადოს!!…კიდევ ერთჯერ მადლობა ამ ფოტოების ავტორს!!!)

  10. ქეთი says:

    ძალიან ვისიამოვნე ამ მშვენიერი სურათებით! მიხარია, რომ ეს ბლოგი არსებობს და ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, რომ დუდანას ბლოგს გაეცნოს.

  11. ლიკა says:

    ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს სილამაზე გვაჩვენეთ ფოტოებით:) ერთი სული მაქვს როდის დადგება ზაფხული და ნანატრი შვებულება:) მთელ სამსახურს დაგეგმილი გვაქვს ტობავარჩხალის მონახულება.

  12. დიტო says:

    დიდი მადლობა დუდანას ამ ლამაზი საჩუქრისთვის…ძალიან მაგარი იქნება თუ ყველა კუთხე დაიდება….

  13. თამუნა says:

    მადლობთ ასეთი საინტერესო სტატიებისთვის*,
    ძალიან საინტერესო ბლოგია*

  14. გულნარა says:

    ულამაზესო საქარტველოვ, მიყვარხარ….

  15. Margalii says:

    Aq amkutxis shvili var da vamakob chemi lamazi kutxit,profesori egnate fifia adamiani romelic am lamazi kutxis shvilia,ulamazesi egnates wkaro romelic gvirabis sixrmidan chamoedineba …romeli erti ewviet da tavad naxavt samotxes sicocxleshi

  16. გიორგი says:

    ტობავარჩხილი მარტვილშია და არ წალენჯიხაში

    • admin says:

      გიორგი, სამეგრელოში რამდენიმე ტობავარჩხილია, ამ პოსტში “ჭითაგვალას ტობავარჩხილზეა” საუბარი.

  17. დავითი says:

    შესანიშნავი ფოტოებია,ბრავო,…არაჩვეულებრივი სილამაზეა,შეუდზლებელია ადამიანს არ მოგეწონოს ამ ფოტოებზე დანახული სილამაზე,რაოდენ სასიამოვნოა და საამაყოა რომ ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის საუნჯეს და სიმდიდრეს წარმოადგენს.

  18. დავითი says:

    საოცრად ლამაზია ეს ყოველივე.

  19. გასაკვირი არცაა ეს ხომ ჩვენი ულამაზესი სამშობლოა,რომლის გულიც თვითოეულ ქარველში ძგერს…

  20. ნანა says:

    ეს სილამაზე ყველა ქართველმა უნდა ნახოს,ფოტოგრაფს დიდი მადლობა ასეთი ლამაზი ხედებისათვის

  21. nugzari says:

    … thanks admin…!
    martlac magaria chveni kutxe da mtlianad saqartvelo tavisi yvela kutxit…
    ert ert momxmarebels kitxva hqonda da neba momecit vupasuxo… :
    tobavarchxilze asasvlelad qalaq jvaridan sachiroa 5dge(normaluri svlit). tbilisidan jvaramde aris 360 km.
    anu tbilisidan wamosul kacs ert kviriani shvebuleba daschirdeba.

  22. ანა says:

    ულამაზესი ადგილებია,მთელი ბავშვობა ჩქვალერში გავატარე,საოცრად კეთილი ხალხი ცხოვრობს.ქუაქანცალიაზეც ვიყავი ასული ,საოცრებაა.ყველამ უნდა ნახოს.ენით აუღწერელი სილამაზეა.

  23. ნინო კიკნაძე says:

    მაგარია ჩემი წალენჯიხა. ვამაყობ რომ ვარ ამ კუთხის შვილი

  24. ძალიან მომეწონა, ჩემი წინაპრები წარმოშობით წალენჯიხიდან არიან

  25. სალომე says:

    როგორ მიყვარს ჩემი წალენჯიხა

  26. დიდი მადლობა ამ ფოტოებისათვის. გული მწყდება, რომ ეს მშვენიერება აქამდე არ მინახავს.

  27. უჩა says:

    ფოტოზეც კი დაუვიწყარი სანახაობაა და თვალით ნანახი რაღა იქნება. მართალია ბექარი, დათას ეუბნება: “ე ჩვენი საქართველო სააბრაგოდ ყველგანაც კარგია”. აბრაგობის რა მოგახსენოთ და მართლაც დალოცვილი ქვეყნის შვილები ვართ. ერთად ვიამაყოთ ქართველებო.

  28. უმშვენიერესი ფოტოები, მიმზიდველი და შინაარსიანი ტექსტი! მსიამოვნებს, რომ ეს ჩემი ოდაბადეა! გმადლობთ!

  29. mariami says:

    ულამაზესია, დარწმუნებული ვარ უმრავლესობას არც კი აქვს ნანახი.ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, რომ ქართველობას ფოტოებით აცნობთ საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ!

  30. ულამაზესი ფოტოებია! გმადლობთ!ნეტავ ოდესმე თუ ვნახავ ამ სილამაზეს… გაიხარეთ!

  31. ედიტა says:

    მეამაყება რომ მეგრელი ვარ !! მეამაყება რომ სამეგრელო ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი სილამაზით წეს ჩვეულებებით !! მე თამამად შემიძლია რომ ვთქვა ეს ჩემი სამეგრელოა !!! ♥♥♥.. გიყვარდეთ და გწამდეთ თქვენი კუთხე.. )) !!

  32. გიო says:

    მაგარი ბუნებააააააა

  33. მე ამაყი ვარ რო სამეგრელოს ამ მთის შვილი ვარ.მართლა ულამაზესია.

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - თამუნა