ფოტოკლასიკა: სებასტიო სალგადო

გასულ საუკუნეში მოღვაწე ერთ-ერთი ნიჭიერი და ცნობილი ფოტოგრაფ-დოკუმენტალისტი სებასტიო სალგადო 1944 წლის 8 თებერვალს, ბრაზილიაში დაიბადა. განათლებით ეკონომისტი, ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. ფოტოგრაფიით კი აფრიკაში მოგზაურობის დროს დაინტერესდა, სადაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ჩადიოდა.  3 წელი საკმარისი აღმოჩნდა, პრესტიჟული სამსახურისთვის თავი დაენებებინა  და ფოტოგრაფი გამხდარიყო.

.

.

თავიდან სააგენტო “Sygma” და “Gamma”-ში მუშაობდა, შემდგომ, 1979 წელს კარტიე-ბრესონის და კაპას ყველაზე ცნობილ სააგენტო ”Magnum”-ში მიიწვიეს. 1994 წელს კი საკუთარი სააგენტო “Amazonas Images” დააფუძნა.

.

სალგადო ფოტორეპორტაჟებს ძირითადად სამხრეთ ამერიკაში იღებს, თუმცა აფრიკის ქვეყნების პრობლემებით ხშირად ინტერესდება. ამას მოწმობს ის, რომ 30 წლის განმავლობაში  მან  ლტოლვილთა ყოფაზე, ველურ ტომების ცხოვრებაზე, სიღარიბესა და ომებზე 40-მდე რეპორტაჟი გადაიღო.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. ინგა says:

    საოცრად ემოციურო ფოტოებია. ამ ჭიშკარმა სულ გამაგიჟა.დიდი მადლობა ასეთი შთაბეჭდილებებისთვის

  2. manana says:

    გული მეტკინა, ისეთი მართალი ფოტოებია!
    გმადლობთ!

  3. კახა says:

    შავთეთრი ფოტოგრაფია, მაინც ყველაზე ძლიერი და მრავლისმეტყველი ხედვაა… ყველა სურათი ძლიერია მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრეგით გნუსხავს, და მაინც აფრიკელის სურათს გამოვარჩევდი გამხმარი ხის ფონზე, ეხლა შენ ამას ჰკითხე როგორ წარმოუდგენია თავისი მომავლის პერსპექტივა ან რა აზრისაა მსოფლიო გლობალიზაციაზე.

  4. თორნიკე says:

    მაგარი ფოტოებია, საღოლ ადმინ

  5. შორენა says:

    საოცარი ფოტოებია,როგორი სევდიანი და რეალურია ყველაფერი. საბედნიეროდ ფერების აღქმის უნარი გვაქვს, თორემ რა გაუსაძლისი იქნებოდა შავთეთრ გარემოში ცხოვრება.
    დიდი მადლობა,სალგადო ჩემთვის აღმოჩენაა.

  6. ეკო says:

    მომეწონა,სევდიანიდა ღრმაა

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - admin