სიკვდილზე გამარჯვებული სიყვარული

21 წლის ლამაზმა გოგონამ, კეტი კირკპატრიკ-გუდვინმა  უკანასკნელი ძალები მოიკრიბა უკურნებელი სენის შესაჩერებლად –  გოგონამ საყვარელ ადამიანთან იქორწინა (მათ ერთმანეთი სკოლის მერხიდან უყვარდათ) და ბრძოლა გამოუცხადა საშინელ დაავადებას. ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე…

სიმსივნემ დააზიანა გოგონას ფილტვები და გულზეც მოახდინა ზემოქმედება. კეტის სუნთქვა უჭირდა და სპეციალური სასუნთქი მილით იღებდა ჟანგბადს. ორგანოები ნელ-ნელა ეთიშებოდა, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ ვერ შეძლო გოგონას დამარცხება…

.

.

2005 წლის 12 იანვრის დილა. ნიკმა ღამის მორიგეობის შემდეგ ტკივილებისგან გატანჯული საცოლე სამედიცინო ცენტრში მიიყვანა მორიგი სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად. ფოტო გადაღებულია ქორწილამდე 3 დღით ადრე.

.

.

 

კეტის გამუდმებით ტანჯავდა ტკივილები. მათ შესამსუბუქებლად  მორფინს და სხვა ძლიერ მედიკამენტებს იღებდა.

.

.

.

.

საბრალო კეტი იხსენებს ფოტოზე ასახულ ბედნიერ დღეს, როდესაც სკოლის საღამოს დედოფლად აღიარეს.

.

.

2005 წლის 15 იანვარი. კეტი ემზადება ჯვრისწერის ცერემონიისთვის.

.

.

.

.

.

.

მშობლები ულოცავენ ახალდაქორწინებულებს გაბედნიერებას.

.

.

ნიკი მეგობრების დახმარებით სასიყვარულო სიმღერას უძღვნის მეუღლეს.

.

.


ქორწილიდან 5 დღის შემდეგ კეტი გარდაიცვალა. გოგონამ ავადმყოფობას უფლება არ მისცა, წაერთმია მისთვის ბედნიერება. რწმენამ მომავლის იმედი ჩაუსახა. მას უყვარდა, ის უყვარდათ. სიყვარული კი არასოდეს კვდება… კეტიმ სიკვდილზე გაიმარჯვა…

კატეგორია: მოზაიკა

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. თეა says:

    ძალიან შთამბეჭდავი ამბავია, სიყვარულისთვის ბრძლა ღირს, თუნდაც იცოდე – ეს ბოლოა რასაც გააკეთებ ცხოვრებაში.

  2. ქეთი says:

    გთავაზობთ მოყვეთ აქ თუ რამე მსგავსი ისტორია გაგიგიათ

  3. ქეთი says:

    ხედავთ რამხელა ზალა აქვს სიყვარულს? 🙂

  4. ქეთი says:

    არ შემიძლია ამ ისტორიას ცრემლის გარეშე შევხედო. ამ გოგონაში ჭეშმარიტად ძლიერი სული ყოფილა ჩაბუდებული.

  5. ზურა says:

    ეეეეჰჰჰჰჰ 🙁 დამამუნჯა ამ ამბავმა…

  6. ქეთი says:

    რა ვერაგი სენია ღმერთო ჩემო…(((

  7. ვაჟა says:

    სევდიანი ამბავია! 🙁

  8. დალი says:

    ამ ისტორიის მერე მაინც დაფიქრდნენ ახალგაზრდები და მიხვდნენ, რომ სიყვარულს მოფერება და გაფრთხილება უნდა..

  9. ჯაბა says:

    იმედი ყველაზე ბოლოს კვდება.

  10. სოფო says:

    რა შემაძრწუნებელი და ამავე დროს ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა. :(:( ვერ ვაფასებთ სიყვარულს და ჯანმრთელობას სანამ ის ჩვენთანაა და ვხედავთ. ასე გვგონია ეს ასეც უნდა იყოს , მაგრამ . . .

  11. კვირტო says:

    მართლაც ძალიან შთამბეჭდავი ისტორიააა. მიყვარს ბრძოლის უნარიანი ხალხი თAვის ხანნმოკლე ცხოვრებით პატარა გზავნილი დაგვიტოვა, დატკბით ცხოვრებით ის ხო წამიერი გაელვებასავითაააააა

  12. თამარ ფულარია says:

    “შეჩერდი წამო, რა მშვენიერ ხარ შენ!” დროის მცნება სხვაგვარად შეიძლება გავიგოთ.ადამიანი, რომელსაც ხანგძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს, იგი ფიქრობს, რომ მის წინ მარადისობაა, ხოლო შემდეგ, როდესაც აჯამებს ან ანგარიშობს სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეს ანდა, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირას უცხოვრია. ორი-სამი კვირა შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს, რამდენიც სხვისთვის მთელი ცხოვრება. ამ გოგონასთვის ის სამი დღე მთელი ცხოვრებაა.

დამიტოვეთ კომენტარი