პროფესიის მსხვერპლი, ანუ უნებლიე ”დამნაშავის” სასიკვდილო განაჩენი

1994 წლის ზაფხულში ფოტოგრაფი კევინ კარტერი დიდების მწვერვალზე იყო – პულიცერის პრემია მიენიჭა. არაერთმა ცნობილმა ჟურნალმა შესთავაზა თანამშრომლობა. “ყველა მილოცავს, ერთი სული მაქვს, როდის გნახავთ და ჩემს ჯილდოებს გაჩვენებთ. ეს ყველაზე დიდი აღიარებაა, რაზეც ოცნებასაც ვერ ვბედავდი”, – წერდა კარტერი მშობლებს.

.

.

კევინ კარტერმა პულიცერის პრემია მიიღო ფოტოსთვის “შიმშილობა სუდანში”. 1993 წლის გაზაფხულზე ფოტოგრაფი სუდანის ერთ-ერთ პატარა სოფელში ჩავიდა იქაურთა უმძიმესი ყოფის აღსაბეჭდავად. შიმშილით დახოცილი ხალხის გადაღებით დაქანცულმა სოფლის დატოვება გადაწყვიტა. უცებ მინდორში მოკუნტული პატარა გოგონა შენიშნა, რომელიც ჩუმად ტიროდა. ანაზდად ბავშვის ახლოს მტაცებელი ფრინველი დაეშვა. ფრთხილად, რომ ფრინველი არ დაეფრთხო, კარტერმა მარჯვე პოზიცია შეარჩია და ფოტო გადაიღო. ამის შემდეგ კიდევ 20 წუთი ელოდა, რომ ფრინველი ფრთებს გაშლიდა – ეს უფრო შთამბეჭდავი კადრი იქნებოდა! მაგრამ წყეული ფრინველი გაუნძრევლად იჯდა. ფოტოგრაფმა ხელი გაიქნია და ფრინველი იქაურობას მოაშორა. ამასობაში გოგონამ ძალა მოიკრიბა და გზა გააგრძელა. კარტერი სოფლის პირას ჩამოჯდა და ტირილი წასკდა – ძალიან მოუნდა, თავის შვილს ჩახუტებოდა…

.

.

მეორე დღეს იოჰანესბურგში დაბრუნდა. იმ დროს შიმშილობა სუდანში “მოდური” თემა იყო. “ნიუ-იორკ თაიმსმა” სიხარულით შეიძინა ფოტო და 1993 წლის 23 მაისს გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში რედაქცია გაივსო მკითხველთა წერილებით. ერთადერთი კითხვა აწუხებდათ – რა ბედი ეწია გოგონასო. კარტერმა პასუხი ვერ გასცა…

ფოტო აფრიკაში უმძიმესი ვითარების სიმბოლოდ იქცა. კარტერი ძალიან ცნობილი გახდა. ნამდვილი აღიარება მოიპოვა ერთი წლის შემდეგ, როცა პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს.

.

.

 

მხოლოდ ერთი რამ უშხამავდა სიხარულს – ჯერ ჩუმად, შემდეგ კი უფრო ხმამაღლა გაისმოდა შეკითხვა: – რა მოუვიდა გოგონას? რატომ არ დაეხმარა კარტერი? გაზეთები უკვე აღარ უწოდებდნენ მას “გენიალურ ფოტოგრაფს”. “ადამიანი, რომელიც აუღელვებლად მოიმარჯვებს ობიექტივს პატარა გოგონას ტანჯვის გადასაღებად, იგივე მტაცებელი ფრინველია, რომელიც ფოტოზეა გამოსახული”, – წერდა ჟურნალი “თაიმი” (ფლორიდა).
მოგვიანებით კარტერი ეუბნებოდა მეგობრებს, – ვნანობ, გოგონას რომ არ დავეხმარეო. იქვე იყო გაერთიანებული ერების ბანაკი, სადაც მოშიმშილეებს ეხმარებოდნენ. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო… ფოტოგრაფი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა.

.

.

27 ივლისის დილას კევინი მშვენიერ გუნებაზე იყო. ნასადილევს ადგილობრივი გაზეთის რედაქციაში წავიდა, კოლეგებს შეხვდა. შემდეგ ფოტოგრაფ კენ ოსტერბრუკის ქვრივი მოინახულა (კენ ოსტერბრუკი, კარტერის ახლო მეგობარი, იოჰანესბურგის ახლოს შეტაკებისას დაიღუპა). საღამოს 9 საათისთვის პატარა მდინარესთან მიაყენა მანქანა. ნამწვის გამოსაბოლქვი მილი შლანგით სალონს შეუერთა, ჩართო მუსიკა, მანქანა დაქოქა და… დაიძინა.
სიკვდილის წინ კარტერმა წერილი დატოვა: “დავიღალე… უტელეფონოდ… უფულოდ კომუნალური გადასახადებისთვის, ბავშვებისთვის… ვალებით… ყველგან ფულია საჭირო!!! მკვლელობებზე, ტკივილზე, ბოროტებაზე მოგონებები არ მასვენებს… ვდარდობ მშიერ და დაჭრილ ბავშვებზე”…

.

.

 2005 წელს რეჟისორმა დონ კრაუსმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი “კევინ კარტერის სიკვდილი”.

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. თენგო says:

    დავიწვი იმ ბავშვის სიცოდვავით… ისე თავის მოკვლა ვერაფერი ნუგეშია. ეტყობა გადაღების მომენტში სურათის რომელიმე სააგენტოსთვის მიყიდვაზე ფიქრობდა და მის შიმშილს არ მიაქცია ყურადღება, რომ დახმარებოდა აზრადაც არ მოსვლია. იმიტომაც ინანა შემდგომ: ე.ი. დახმარების შანსი იმ მომენტისთვის ჰქონია და ეს შანსი ვერ გამემოიყენა. ჩვენს ცხოვრებაში ღმერთს მოუცია ბევრჯერ შანსი, რომ დავხმარებოდით გაჭირვებულ ხალხს, მაგრამ ეს შანსი ჩვენც ვერ გამოგვიყენებია და გაჭირვებული ხალხისთვის ზედაც არ შეგვიხედავს. უფალმა მეც მაპატიოს თუ მასე დაუდევრობით არ დავხმარებივარ რომელიმე გაჭირვებულს… ავტორს მადლობა, კარგი ბლოგია…

  2. რა იდიოტია საზოგადოება, თუ ჯერ ადიდებდნენ ფოტოგრაფს, მერე რა ღმერთი შეუჩნდათ…

    მისი პროფესია იყო დაინახა და გადაიღო…

    ტფუი, რა იდიოტი ყოფილა ესეც, რამ მოაკვლევინა თავი.

    წყალს წაუღია დანარჩენი საზოგადოება, ვისაც არ ევასებოდა ეს ხელოვანი…

    ტფუი!

  3. დემნა says:

    ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხალხმა ის შეიძულა იმიტომ რომ იმ საცოდავ გოგონას არ დაეხმარა და ამავე დროს არავის გაჩენია სურვილი ამ გოგონას მდგომარეობაში, ჯერ კიდევ ცოცხალ ბავშვებს დახმარებოდა. ორი აზრი არ არის რომ უნდა დახმარებოდა, მაგრამ ჩვენი პოზიციაა უცნაური (ჩვენში ყველა იმ წერილის ავტორს ვგულისხმობ, ვინც წერილები კარტერს გაუგზავნა იმ გოგონას ბედის დაინტერესებით და იმათ, ვინც კარტერი დაადანაშაულა გოგონას არ დახმარებისთვის), კარტერმა მთელს მსოფლიოს აჩვენა თუ რა შიმშილობა იყო სუდანში და არა მარტო სუდანში და იმის მაგივრად რომ ყველა შეკრებილიყო და შეექმნათ ფონდი, რომელიც შიმშილისგან იხსნიდა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ან სხვა ღონე ეხმარათ მათ გადასარჩენად, ყველამ კარტერისკენ გაიშვირა ხელი და იმ გოგონას მომავალი კარტერის ნამუსზე ჩამოკიდა, თითქოს ის გოგონა ყოფილიყო უკანასკნელი მშიერი ადამიანი. არადა იმ ამერიკელების 30-40%-ს სახლში ძაღლი და კატაც ეყოლებოდათ და მათ მოვლა პატრონობაში ალბათ არც თანხებს ზოგავდნენ და შესაძლოა იმ პრეტენზიის წერილებს კარტერის მისამართით ამ შინაური ცხოველების მოფერება მოალერსების თანხლებითაც წერდნენ. არც იმ გოგონათი დაწყებულა შიმშილი და არც უკანასკნელი იყო ვინც შიმშილით გარდაიცვალა. კარტერის თვითმკვლელობის ერთ ერთი მიზეზიც ალბათ ეს იყო, რადგან ის საზოგადოებისგან ადეკვატურ რეაქციას ელოდა, ანუ ელოდა რომ გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც იზრუნებდნენ მშიერი ხალხის გადარჩენისთვის, მაგრამ კარტერმა სულ სხვა სურათი მიიღო, ყველამ ხელი მისკენ გაიშვირა და გარკვეული ბრალი მასაც მიუძღვის, ოღონდ მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში, სამაგიეროდ მან ეს პრობლემა საზოგადოებას მოუტანა და დაუდო მაგიდაზე: “აი ასე იხოცებიან შიმშილით და თუ დროზე არ იზრუნებ მათ გადასარჩენად შეიძლება შენი ახლობლებიც აღმოჩნდნენ ანალოგიურ სიტუაციაში, ან თუნდაც შენ თვითონ”.
    პ.ს. შეიძლება ყველა ჩვენთაგანმა ვერ ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ კონკრეტული შემთხვევბის დროს სხვისკენ ხელი არ გავიშვიროთ, რადგან ჩვენ თვითონ არ ვზრუნავთ ამ პრობლემის მოგვარებაზე.

    • Taboo says:

      მართლაც რომ!
      რომ არა ეს “გულქვა” ფოტოგრაფები, კორესპონდენტები, ჟურნალისტები და რეპოსტიორები, ფართო საზოგადოებამდე ვერ მივა “სადღაც სხვაგან” არსებულ პრობლემათა დიდი ნაწილი. მაგრამ მასა სასტიკია. მას შეუძლია სხვა შეაწმინდოს საკუთარი პასუხისმგებლობა და სხვას მოსთხოვოს პასუხი საკუთარ უმოქმედობაზე.
      პ.ს. ძალიან მომეწონა თქვენს კომენტარში გაშლილი მსჯელობა და პრობლემის ანალიზი!

    • ანი says:

      ნამდვილად ყველაზე კარგად გავთ თემა გაშლილი და პრობლემა ზუსტად დანახული, სხვისი განსჯა ადვილია.

  4. ლიკა says:

    ძალიან მძიმე ფოტოა. სამწუხაროდ ემოციურად ის დახარჯული იყო,რამდენ ასეთ ბავშვს ჩაუარა მანამდე.ბავშვი სასიკვდილოდ იყო განწირული,არწივს არ მისცა მისი თავი საჯიჯგნად და ჩათვალა, რომ იგი უკვე დაეხმარა.იგი რომ არა,არწივი დაეპატრონებოდა და … ატირდა.
    P.S. რასაც არ უდა აკეთებდე, უნდა გახსოვდეს რომ ხარ ადამიანი გაჩენილი ადამიანებისთვის!

  5. ნათელა says:

    ნამდვილად ასეა, გეთანხმები. სხვისი გაკრიტიკება ადვილია, ნეტა თვითონ რას მოიმოქმედებდნენ მსგავს სიტუაციაში?

  6. ინგა says:

    საშინლად მძიმე ამბავია…

  7. კატერინა says:

    : ( რა უნდა თქვა…ადამიანი ყველაფერს ეჩვევი… როდესც გარშემო მასიურად ყველა მშიერია, ეს შიმშილი და უიმედობა ხდება ყოველდღიურობა და ჩვეულებრივი მოვლენა. “იმ რეალობაში” ნორმალური ქცევა, “ამ” ევროპულ-ემერიკულ საზოგადოებაში რათქმაუნდა დიდი ნონსესია.
    თუმცა მე მაინც ყოველთვის მეტირება მშიერ ადამიანზე, და არა მხოლოდ. ყველა ცოცხალი არსება მებრალება შიმშილით სიკვდილისათვის.

  8. მარი says:

    თავის მოკვლა ყველაზე ადვილი გამოსავალი იყო ალბათ ამ ადამიანისთვის, სიკვდილი ადვილია სიცოცხლეა ძნელი

  9. გურული2 says:

    ფოტოჟურნალისტი თავის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა მას შეეძლო გოგონას დახმარებოდა. სიცოცხლის ხელყოფა არაა გამოსავალი, პირიქით, დიდი ცოდვაა.

  10. კვირტო says:

    ძალიან ვწუხვარ პირველი კომენტარი რო დავწერე სტატია ბოლომდე წაკითხული არ მქონდა, თავის მოკკვლა ეს უდიდესი დეპრესიის ნიშანია გამოსავალი ყოველთვის არსებობს.ისეტი ცნობილი ფოტოჯურნალისტი როგორიც ის იყო ბევრი სიკეტთის გაკეთებას შეძლებდა სუდანის მოშიმშილე ბავშვებისთვის …. უბრალოდ შეეშინდა ალბათ ცხოვრება ხომ ასეთი სასტიკიაა არ ვიცი არ ვიცი გული მტკივა

  11. კვირტო says:

    დემნას ვეთAნხმები მართალია, ფოტოგრაფის მოვალეობააა დააფიქსიროს ის რასაც სხვა ვერ ხედავს,ჯოჯოხეთი აი იქ არის ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს როდესაც მსოფლიოში ამნდენ პროდუქტს აფუჭებს ხალხი და იქ კი შიმშილით კვდებინ…

  12. ნანა says:

    ვინც აკრიტიკებდა ამ ფოტოგრაფს, რამდენჯერ გაუციეს დახმარება ტვიტონ ამერიკელ ხალხს, განა ცოტა კავტ ამ აფრიკელი ბავჰვის მდგომარეობაჰი ხალხი?

  13. მზეკა* says:

    აბა,როგორ ფოტოგრაფმა შეატყობინა ყველას, რომ მსოფლიო შიმშილის ზღვარზეა…ალბათ ამიტომაც დასაჯეს…*

  14. თინა says:

    ეს ფილმი კევინ კარტერის და მისი მეგობრების მოღვაწეობაზეა –
    http://www.file.ge/?p=21917

  15. shecdoma yvelas mosdis magram vin rogor sheegueba sakutar shecdomas

  16. tamar fularia says:

    საოცარია, არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ადამიანი, მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, დასანანია! აი ასეთები ვართ! მსოფლიოს გააცნო შიმშილობის შესახებ და დახმარებოდნენ, გესლიანი გამონათქვამების გარეშე.

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - დემნა