ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი


ურუგვაის პრეზიდენტ ხოსე მუხიკას, თანამემამულეები ”ელ პრესიდენტე მას პობრე”-ს უწოდებენ, რაც ესპანურად ”ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს” ნიშნავს. 77 წლის მუხიკა თითქმის მთელ ხელფასს ქველმოქმედებას წირავს – 12 500 დოლარიდან მხოლოდ 1 250-ს იტოვებს.
.

”სავსებით მყოფნის ეს თანხა – ამბობს მუხიკა – უნდა ვიმყოფინო, რადგან ჩემი თანამემამულეების შემოსავალი გაცილებით ნაკლებია”.
.


.

პრეზიდენტის მეუღლე სენატორია. ისიც პრეზიდენტის მსგავსად, შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს. მეუღლეები მონტევიდეოში, ფერმაზე, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობენ. ყველაზე მსხვილი შენაძენი მუხიკას გაპრეზიდენტების შემდეგ, 1 950-დოლარიანი ძველი ავტომობილი ”ფოლკსვაგენ ხოჭო” გახლდათ.
.

.

მუხიკას არ აქვს საბანკო ანგარიშები და ვალები. ყველაზე დიდ სიამოვნებას საკუთარ ძაღლთან ურთიერთობა ანიჭებს.

ხოსე მუხიკა კორდანო (ასევე ცნობილი, როგორც ელ პეპე) 1935 წლის 20 მაისს, მონტევიდეოში დაიბადა. ახალგაზრდობაში პარტიზანულ მოძრაობა – ტუპამაროსში ჩაერთო და ურუგვაელი ბოევიკების ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
.

.

პარტიზანმა მუხიკამ კარგი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა. 1969 წელს რამდენიმე საათის განმავლობაში მეგობრებთან ერთად ქალაქი პანდო დაიპყრეს. შეტაკებისას მუხიკა 6 ტყვიით დაჭრეს და დააპატიმრეს. მან სამხედრო ციხეებში 14 წელი გაატარა, სადაც არაერთხელ გამხდარა წამების მსხვერპლი.
.

.

დიქტატურის დამხობის შემდეგ, 1985 წელს, მუხიკა გაათავისუფლეს. მან ძველ თანამოაზრეებს მოუხმო და პარტია შექმნა, რომელსაც შემდგომ სოციალისტები, კომუნისტები და ქრისტიან-დემოკრატები შეუერთდნენ და ფართო ფრონტიც გაშალეს.
.

.

2005 წელს ხოსე მუხიკამ ლუსია ტოპოლანსკიზე იქორწინა, რომელიც მისი კოლეგა და სახალხო მოძრაობის ისტორიული ლიდერი გახლდათ. 2005-დან 2008 წლამდე მუხიკა მესაქონლეობის, მეთევზეობისა და მიწათმოქმედების მინისტრი, შემდგომ კი სენატორი გახდა.
.

.

სენატორად ყოფნისას მუხიკამ ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: ” არ მინდა ბურჟუაზიის განადგურება… მხოლოდ მისი მოწველა მსურს”, რაც გულისხმობდა, რომ არ აპირებდა ბურჟუაზიასთან ბრძოლას და მისი გამოყენება ეკონომიკის განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის უნდოდა.
.

2009 წელს მუხიკა პრეზიდენტობის კანდიდადტი გახდა და უკვე მეორე ტურში მთავარი მოწინააღმდეგე დაამარცხა. 2010 წლის 1 მარტიდან პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
.

.

ახლა ელ პეპე თავისუფალ დროს თავის ფერმაში ბაღნარისა და ბაღჩის მოვლით არის დაკავებული. პრეზიდენტი ცნობილია იმითაც, რომ ვერ იტანს პროტოკოლურ სხდომებსა თუ ცერემონიალებს. ვიდრე 1982 წელს გამოშვებულ ”ფოლკცვეგენს” შეიძენდა, ღარიბი პრეზიდენტი 20 წლის განმავლობაში ძველი მოტოროლერით გადაადგილდებოდა და მის შეკეთებას ვერ აუდიოოდა. მისი მეგობრების თქმით, სანამ მოტოროლეს საბურავები არ გასძვრა დ საბოლოოდ ნაწილებად არ დაიშალა, ელ პეპე საყვარელ მოტოროლერს ვერ შეელია.
.

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო

ტეგები: , ,

მკითხველის კომენტარი
  1. მამუკა says:

    დუდანა, შენ თომას სანკარას შესახებ თუ გსმენია რამე?! თუ მუხიკა ღარიბია, სანკარას ღატაკი ეთქმის. თან ძალიან მაგარი კაცი იყო. კარგი იქნება, თუ მასზეც დაწერ რამეს.

  2. ნინო says:

    დუდანა ალბათ ჩვენი პრეზიდენტიც იგივეს ფიქრობს თანამოქალაქეების შესახებ და ცდილობს სიდუხჭირეში იცხოვროს:)))))

  3. უსკვა-მეშიმა says:

    :))კარგია , ართო შინაარსიანი:))

  4. რეზიკი says:

    მაგარია მართლა

  5. ქართველი says:

    მშურს, როდესაც ქვეყანას ისეთი შვილები ყავს, ფულზე და თავზე მეტად თავისი ქვეყანა და ხალხი რომ უყვარს. ეს ხალხიც ალბათ ყველაზე ამაყია მას, რომ ასეთი შვილები ჰყავს.
    ქართველებს სანამ ფული უფრო უყვართ, ღმერთი “ქვეყანას” არ აღირსებს. სანამ მისი შვილი უფრო უყვარს ვიდრე, “მისი ძმის” შვილი, მის შვილს “ღირსეული ძმა” არ ეყოლება და მარტოობაში გაატარებს ცხოვრებას.
    არ იფიქროთ სიღარიბეს ვქადაგებდე, უბრალოდ სიმდიდრეს სხვა განზომილება აქვს.

  6. irakli says:

    რა საყვარელი მოხუცია.

  7. ოთო says:

    აი ასეთი ადამიანები ბევრი უნდა არსებობდენ საქართველო
    ში ( სულით მდიდარნი)

  8. ლია says:

    ბედნიერი მოხუცები და ბედნიერი ხალხი!!!უფალი შეეწიოთ!

  9. 10+ says:

    აღფრთოვანებული დავრჩი! ალბათ ეს ადამიანი სიკეთის განსახიერებაა, ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მისცეს! ეჰ, სხვა პრეზიდენტებიც რომ ეგეთები იყვნენ…

  10. თაკო says:

    ძაან მაგარი კაცია. ვენაცვალეეეე!!!!!!!!!

  11. გიო says:

    აი კაცი!!!!!!!!!!!!!

  12. გიო says:

    მადლობა ღმერთს მსოფლიოს ასეთი ადამიანები კიდე სჰემორჩა 🙂

  13. გიორგი says:

    ურუგვაის ყოველთვის კარგი ფეხბურთელთა ნაკრები ყავდა.სხვა რამით თითქმის არ დავინტერესებულვარ ამ ქვეყნით.მახსოვს ერთი– ორჯერ რაღაც მოთხრობებიც წავიკითხე და ისეთი გასაცოდავებული ყოფა იყო აღწერიდი აღარ დავინტერესდი.ახლა ვბრაზდები ჩემ თავზე , ამ ხნის კაცი ვერც ერთი ურუგვაელი მწერალის გვარს ან ნაწარმოებს ვერ ვიხსენებ.

  14. თამარა ბარათელი says:

    პრეზიდენტი ქვეყნის,ხალხის მამა უნდა იყოს და როგორც ჭეშმარიტი მამა უნდა ზრუნავდეს თავის შვილებზე…საუბედუროდ ეს არ ხდება…აი პრეზიდენტი-მამა ასეთი მესმის

  15. კატერინა says:

    საოცარი ადამიანია, ძლიერი და საინტერესო.

  16. არმაზ says:

    აი ასეთ, მარტო ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს კომუნისტი :))))

    ეს ხუმრობით.

    და სერიოზულად კი, მაგარი კაცია ძალიან 🙂

    მეურნე და არა პოლიტიკოსი

  17. ნინო says:

    გაიხაროს და დიდხანს იცოცხლოსსსსსსსსს, სად არიან ესეთი ადამიანები, სიამოვნებით გავიცნობდი

  18. ლირი ნლდ says:

    უფლის რჩეულია, აი თურმე რისთვის იბრძოდა, ჩვენი პრეზიდენტები მახსენდება ახალი და ძველი, ძუსტად მაგ ჭკუაზე არიან ხალხს მიხედონ. ღმერთმა დალოცოს ორივე ცოლ ქმარი, დიდხანს იცოცხლონ, ასეთები უნდა იყვნენ ბედნიერები, როგორ მინდა ჩავეხუტო ორივეს, როგორ მინდა მოვეფერო და როგორ მინდა დიდხანს იცოცხლონ.

  19. მეგი says:

    სამწუხაროდ ქართველებს ოდითგანვე შურის და შუღლის მეტი არაფერი სჩვევიათ.ჩვენც გვყავდა დიდი ილია ჭავჭავაძე,რომელიც თავის ხალხზე და სამშობლოზე ზრუნავდა და მათი კეთილდღეობისთვის იბრძოდა…მაგრამ რა ბედი სწიეს,ყველამ კარგად იცის…ხალხო 1 პრეზიდენტი ვერაფერს გახდება,თუ ჩვენ ყველამ ერთი მიზანი არ დავისახეთ და მის მისაღწევად ხელი არ გავატოკეთ…

  20. გიორგი says:

    არ შეიძლება ვადა რომ გაუვა ჩვენს პრეზიდენტად დავნიშნოთ? დიდხანს იცოცხლე ხოსე . მაგარი კაცი ხარ !!!

დამიტოვეთ კომენტარი