ირაკლი ძნელაძე: ცხოვრების კვალდაკვალ ფოტოობიექტივით


.

ბევრ ცნობილ (და ნაკლებად) უცხოელ ფოტოგრაფზე დამიწერია 2 წლის განმავლობაში, რაც ჩემი ბლოგი არსებობს, თუმცა, როდესაც ქართველი ფოტოგრაფების საინტერესო ნამუშევრებს გადავეყრები ხოლმე, სულ სხვა გრძნობა მეუფლება: მიხარია, რომ თანამედროვე რეალობაში არიან ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი ფოტოხელოვანები. ერთ-ერთს ახლახან სრულიად შემთხვევით გადავაწყდი სოციალურ ქსელ facebook-ში. დიდხანს არ მიფიქრია, გადავწყვიტე, დავკავშირებოდი. პასუხმაც არ დააყოვნა – ჩემსა და ირაკლი ძნელაძის შორის სასიამოვნო დიალოგი გაიმართა.
.

.

26 წლის ირაკლი ბათუმელია, ახლა პარიზში ცხოვრობს. საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი გზა აქვს გავლილი: დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის რერიხის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი), ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დარგი – ფოტოგრაფია). მას შემდეგ ფოტოგრაფიით არის დაკავებული. ამჟამად პარიზში გადის სტაჟირებას ფოტოგრაფიაში.
.

.

გამართული აქვს არაერთი გამოფენა:

პერსონალური გამოფენები
2009 “საზღვარი”, გალერეა “Oksar”, ოდესა, უკრაინა.
2008 “პარალელური ილუზიები”, გალერეა “Ra”, კიევი, უკრაინა.
2008 “პორტრეტი“,ჩერნიგოვი, უკრაინა.
.

ჯგუფური გამოფენები
.

2010 „ტრადიცია“,ფოტო-გამოფენა,გომელი, ბელორუსია.
2009 „მე და ჩემი მეგობრები“, გალერეა “Mars”, ფოტო-გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი.
2008 პროექტი “URBAN-CLUB”, ფოტო-გამოფენა, ბათუმი, საქართველო.
2005 „გრაფიკა“, მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი, ბათუმი, საქართველო.
2003 „ჩემი ფერწერა“, რერიხის სახელობის სამხატრო სასწავლებელი, სანქტ-პეტერბურგი,რუსეთი.
.

.

განხორციელებული პროექტები:
.

2010 “ბათუმელების ისტორიული ფოტო”, ბათუმი, საქართველო.
2012 “Hang it all“, ბათუმელი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა, ბათუმი, საქართველო.
ხელოვანთა კლუბი F/11–ის დამფუძნებელი.
.

.

ირაკლი ძნელაძე: ” მხატვრულ დოკუმენტალისტიკაზე ვმუშაობ. უპირველესად მაინტერესებს ადამიანი… ხშირად მახსენდება გეიშები, რომელთა სწავლების ერთ-ერთი მიზანი ადამიანებთან საუბრის და ურთიერთობის ხელოვნებაა… და ამ ხელოვნების სწავლასთან ერთად , როდესაც რაიმე სცენას ვდგამ, ვცდილობ, ეს ადამიანები გამოვსახო ჩემს ფოტოებზე.
.

ეს ფოტო გამორჩეულად მიყვარს, ყველაზე მისტიკურია ჩემთვის. არ ვიცი, ამ კადრზე ეს ქალი ცოცხალია, თუ არა, გადაღებისას მელაპარაკებოდა, როცა დავასრულე, უკვე ცოცხალი აღარ იყო… ძალიან მძიმე, თუმცა მნიშვნელოვანი ფოტოა…”
.

.

”ირაკლი ძნელაძე ის ადამიანია, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ხელოვნებაა, გენიალური და შთამბეჭდავი სპექტაკლია. ადამიანი, რომელსაც ფოტოაპარატი 24 სააათის განმავლობაში სულ თან აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ გადმოგვცეს ყველა ის მოვლენა, რაც მის გარშემო ხდება. თუნდაც ეს მოვლენები არაფრით გვიკავშირდებოდეს.

მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, თითოეულ კადრში რამე ნაცნობს და მშობლიურს ვიპოვით. დადგმულ კადრებშიც კი ცხოვრება თავისი, ხანდახან არც თუ ისე სასიამოვნო, მოწყენილი, მუქ ტონებშია გამოსახული.
.

.

მისი ფოტონამუშევრები დახვეწილი კომპოზიციური ხედვით, მხატვრული ფორმის და აზრის ერთობლიობით, შემოქმედებითი გულახდილობით გამოირჩევა. უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი რამდენიმე წელი სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა – ერმიტაჟში გატარებულ წლებს უკვალოდ არ ჩაუვლია…
.

.

ირაკლი ძნელაძე გამორჩეული და არაორდინარული პიროვნებაა. სხვა ფოტოგრაფებისგან განსხვავებით, რომლებიც შესამჩნევი არიან მხოლოდ ფოტოკამერით ხელში, მასში თვალის შევლებისთანავე ამოიცნობთ ხელოვანს. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმელებისთვის ირაკლი ქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცა.
.

.

ცოცხალი ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც მის ირგვლივ ხდება, ანთებული თვალები, სხვადასხვა ფერის კედი, ლურჯი პიჯაკი გასული საუკუნის 30-იანი წლების ფართოფარფლებიან შლაპასთანაა შეხამებული…. ასეთ მოკლე რეცენზიაში ვერ მოვახერხებ ჩამოვთვალო მისი ყველა გამოგონება, ფრაზა და საქციელი. ყველაფერზე მისი ფოტოები მოგიყვებათ, ოღონდ, ღრმად უნდა ჩასწვდეთ მათ”, – რატი ჩიბურდანიძე, ხელოვნებათმცოდნე.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.

.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. ნინო says:

    კარგი ნამუშევრებია.

  2. ვაჟა says:

    მომწონს ნამუშევრები

  3. დავით ძნელაძე says:

    უძლიერესი ნამუშევრებია

  4. თამრო says:

    ირაკლი მარტლა ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მისი მამა რომ დეპუტატი გახდა მანდამაინც მაშინ როტომ გადააწყდით ფეისზე? ქართველების გამოსწორება არ იქნება))))

    • admin says:

      ირაკლიზე რაც ამ პოსტში წერია, იმის გარდა არაფერი ვიცი. გმადლობთ, რომ გამანათლეთ, თვით დეპუტატის შვილი აღმომიჩენია:)))

  5. საინტერესო ადამიანი says:

    ირაკლი, მამამისის დეპუტატობამდეც ყველაზე საინტერესო პიროვნება იყო ბათუმში!!!!

  6. ვაჟა says:

    მამაჩემიც დეპუტატია, მაგრამ არავინ არაფერს საუბრობს ჩემზე. მისმა ნამუშევრებმა აალაპარაკა პოსტის ავტორი

    • admin says:

      ვაჟა, სწორედ მამაშენის დეპუტატობის დამსახურებაა, 3 პოსტი რომ მაქვს შენზე დაწერილი:)) ჰელმუტ ნიუტონი კი ისააკ ნიუტონს უმადლოდეს, ჩემს ბლოგზე პატივი რომ დავდე და განვათავსე, ვიფიქრე, ნათესავი იქნება-მეთქი:))

  7. ერმილე says:

    ემოციებით დატვირთული ფოტოებია

    რამდენიმე მართლა ძალიან ძლიერია

  8. LEONINE says:

    ნუ გვერიდება,ვაღიაროთ,რომ ვიღაც ჩვენზე ნიჭიერია!!!

  9. ეკო says:

    ყოჩაღ!!! ძალიან მაგარია!!

დამიტოვეთ კომენტარი