კრუბერის გამოქვაბული (ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) – აფხაზეთში, არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში) მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად.
.
არაბიკის მასივი
.
.
გზა “უფსკრულისკენ”
.
.
”უფსკრულში” შესასვლელი ზღვის დონიდან დაახლოებით 2250 მეტრზე მდებარეობს. ეს უღრმესი კარსტული გამოქვაბული გახლავთ ჭების კასკადი, რომელთაც აერთიანებს გალერეები და ვიწრო გადასასვლელები. ზოგიერთი ქვაბულის სიღრმე 1000 მეტრია, ზოგისაც – მეტი.
.
.
.
.
.
.
.
.
გამოქვაბულთან არაერთი რეკორდია დაკავშირებული, მაგალითად ვორონია-კრუბერის გამოქვაბულში მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მირაკრაკებს (სიგრძე 18 მეტრი) და შემდეგ შავ ზღვაში ჩაედინება.
.
.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება “უძირო გამოქვაბულს”. აქ შეხვდებით მიწის ქვეშეთში მობინადრე ცხოველს. მეცნიერებმა 1980 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს და დაარქვეს Plutomurus Ortobalaganensis.
.
.
პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერა კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ. 2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა, რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
პოსტში მოცემული ფოტოები გადაღებულია სტივენ ალვარესის მიერ, რომელიც სპეციალიზებულია გამოქვაბულების გადაღებებზე, მისი ნამუშევრები იბეჭდება ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Time Magazine და National Geographic
აფხაზური კრუბერა – მსოფლიოს ყველაზე ღრმა კარსტული გამოქვაბული
14:08 - 06 თებერვალი, 2013 წ.
მკითხველის კომენტარი
დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ლადო
ნამდვილი საოცრება!!!
არაჩვეულებრივია…შეუდარებელია..ზღაპარია…
საოცრებაა,მიწისქვეშ ასეთი სილამაზე, საოცრება … სპელეოლოგების უშიშარი ბუნება და ამ საოცრებების საზოგადოებისთვის გაცნობა დიდი სამსახურია, სიტყვები არ მყოფნის,მადლობთ.
საოცრად ლამაზია, ისე მაგ ვირთხებს როგორ აქვს მიტაცებული
დიდება უფალს! მართლაც ღვთივკუთხეულია საქართველო და ღვტისავე შეწევნიტ მალე დავიბრუნებთ.
რა ლამაზია,საოცარი და მომნუსხველი.გამბედაობა უნდა მანდ ჩასვლას!
დიდებულია, სიტყვები არ მყოფნის, რა ადგილები გაგვიხდა სატირალი, იმედია ოდესმე შევძლებთ ფეხის დადგმას.
დიდებულია
საოცარია
ფანტასტიკირია…რეპრუას სათავეს ანუ იმ ნაწილს რომელიც დახურულ სივრცეშია ძიშხა ჰქვია…რომელი წაწილიც ზღვაში ვარდება არის რეპრუა.ამის ფოტო მასალაც თუ მოგეპოვებათ ძალიან მაგარი იქნება…
ბოდიშს გიხდით რეპრუას სათავეც, ანუ ძიშხა აქვე ყოფილა. მე მხოლოდ ბოლო სურათებს დავაკვირდი…უსაშველოდ ლამაზია…და ასეთი სილამაზის გაზიარება თქვენი დამსახურებაა…გმადლობთ…
14-ნომერ ფოტოზე ხელის მტევნის გამოსახულება ბუნების ნამუშევარია ხომ? აღფრთოვანებული ვარ…ანრი
ულამაზესიააა… მიხარია, რომ ეს საოცრება სწორედ აფხაზეთშია. დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მეც ამ საოცარ ადგილას. ულამაზესია… საოცარია… ზღაპრულია…
гмерто чемо! саоцреба ту гиндат ес арис! намдвили згапари! сакартвело! рогор сигижемде миквархар кела картвелтан ертад! гепереби дзалиан шоридан!
სასწაულია ნამდვილად, თან რა საშიში და მისტიური, უზარმაზარი მადლობა ავტორს და ნეტავ ოდესმე თუ ვნახავ, თან ჩემი სპეციალობაა.
საოცრებაა.. დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი
გულდასაწყვეტია ამჟამად ნახვის საშუალება რომ არ გვაქვს, მაგრამ იმედია მოვესწრებით მაგ დღეს რომ ვნახავთ.
იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2190 მ)
2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის
ეს როგორ? თუ 2190 მეტრია, უკრაინელი 2191 მეტრზე როგორ ჩავიდა????
შესანიშნავიაა
ბოლო რეკორდია 2197 მ
მაგარი რამ არის,უბედურებაა რომ სხვისია,ჯერჯერობით
რა ქენი, დუდანა, ეს????
ზუსტად ეს სურათები ვნახე სხვა საიტებზე და იქ ეწერა არა აფხაზეთი, არამედ ჩინეთი (როგორც მახსოვს). გადაამოწმეთ !
შოთა, იმ საიტებს ურჩიეთ გადაამოწმონ.
საოცარი ადგილია, მსოფლიოს საოცრებაა… სიამოვნებით ჩვიდოდი მეც ამ მღვიმეში დიდი ხნით….
რა ხეირი, მაინც რუსები ნავარდობენ და ქარტველი მსურველები ვერასოდეს დატკბებიან ალბათ… (სამწუხაროა და ალბათ ისევ ქართველი საზოგადოების ბრალია)
წავიკითხე პირველი ექსპედიციის შესახებ წიგნი : “მღვიმეები და ნაპრალებში ” ზ.ტი ტილოზოვის საუკეთესო მოგონებები.ამ წიგნმა საუკეთესო წარმოდგენა შეიქმნა იმ ქართველ გამორჩეულ ვაჟკაცები,რომელთა სახელებიც მამისგან მსმენია,მაგრამ არ ვიცნობდი. ერთ-ერთი მათგანი სპელეოლოგების პირველ ექსპედიციაში ჯუმბერ ხომასურიძე იყო.
ნუ დაავიწყდებათ ის, რომ კელასურის უფსკრულის პირველი მზვერავები ქართველები იყვნენ.: “კელასურის უფსრკული”შ.ყიფიანი (ხელმძღვანელი) ზ.ტინტილოზოვი. გ.თიკანაძე. დ.ტაბიძე ჯ.ხომასურიძე. არაბიკას სპელეოსპორტული ექსპედიცია შედგებოდა : ლევან მარუაშვილის. გიორგიჩანგაშვილის. ზურაბ ტინტილოზოვის. ჭიჭიკო ჯანელიძე. დემურ ტაბიძე. ჯუმბერ ჯიშკარიანი. ჯუმბერ ხომასურიძე. ბორის გერგეთავა. არსენ ოქროჯანაშვილი. თამაზ კიკნაძე. შოთა უნაფქოშვილი.