აღმოსავლეთის ”ევროპელები”


მუქთმიანი და შავთვალება ლამაზმანებით ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებსა თუ ინდოეთში ვერავის გააკვირვებ. ამასთან, ქერათმიანი, მწვანე ან ცისფერთვალება მოსახლეობაც გვხვდება, ისინი განსაკუთრებულად და ეგზოტიკურად გამოიყურებიან. ამ ფაქტს ასეთი ახსნა აქვს: დავიწყოთ ირანით – სპარსელებით, რომლებიც, როგორც ცნობილია, ძველი არიელების შთამომავალი არიან. ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან – “არიელების ქვეყანა” (პროტო-ინდოევროპულ ენაზე “არია” სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა “კეთილშობილი” ან “თავისუფალი”).
VII საუკუნეში არაბების შემოჭრამ ძალზე შეცვალა ირანის ეთნიკური შემადგენლობა, თუმცა იქ დღემდე შეხვდებით ასეთ სახეებს:

.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.
ირანელი მოდელები:

.
.

.
.

.
.

.
.

ირანელი პოლიტიკოსი
.
.

.
.

ქურთი ბიჭუნა
.
.

.
.
როდესაც არიელთა ტომები ინდოეთში შეიჭრნენ, არ გაანადგურეს მათ მიერ დაპყრობილი შავკანიანი დრავიდები. კასტური სისტემის ჩამოყალიბების შედეგად არიელი ტომები არ იკარებდნენ დრავიდებს, მაგრამ რამდენიმე ათასწლიანმა ასიმილაციამ თავისი მაინც გაიტანა და ინდოელები საგრძნობლად გამუქდნენ. თუმცა კასტები, რომლებიც ინდოეთში უმაღლესად მიიჩნევიან, ასევე სიკჰები და ჯათები გამოირჩევიან ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი მასისგან კანის ფერით, ზოგს კი ტიპური ევროპული გარეგნობა აქვს.
.
.

აიშვარია რაი
.
.

რიტიკ როშანი
.
.

სელინა ჯეიტლი
.
.

რაჯ კაპური
.
.

კარიშმა კაპური
.
.
ჩრდილოეთ ინდოეთის მცხოვრებლები:

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.
შემდგომ წარმოდგენილია ავღანელებისა და პაკისტანელების ფოტოპორტრეტები, რომლებიც, რომ არა ეროვნული სამოსი, გარეგნობით ევროპელებისგან ვერც გაარჩევ.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

სტივ მაკკარის ერთ-ერთი ცნობილი პორტრეტი
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

და ყველაზე ცნობილი ფოტო: ავღანელი გოგონა შარბათ გულა (სტივ მაკკარი)
.
.
მაღალმთიან პაკისტანში, ავღანეთის საზღვარზე, ნურისტანის პროვინციაში რამდენიმე პატარა პლატოა გაშლილი. ადგილობრივები ამ უბანს ჩინტალს უწოდებენ. აქ უნიკალური ხალხი – კალაშები ცხოვრობს.

.
.

კალაშები აზიური რეგიონის ყველაზე მცირერიცხოვანი (მოსახლეობა 6 ათასი ადამიანი) და ამოუცნობი ეთნიკური ჯგუფია. პაკისტანში არსებობს ვერსია, რომ ისინი ალექსანდრე მაკედონელის მეომრების შთამომავალი არიან, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა. ზოგიერთი კალაშის გარეგნობა ჩრდილოევროპელისას ჩამოჰგავს – ცისფერთვალება და ქერათმიან კალაშებს მეცნიერები თეთრ რასას მიაკუთვნებენ.
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.
ჩრდილოეთ აფრიკელი ბერბერები

არავინ იცის, საიდან და როდის გაჩნდნენ ბერბერები ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგრამ ეს არაბებისა და ფინიკიელების მიერ ამ მიწების დაპყრობამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე მოხდა. არაბებთან მრავალსაუკუნოვანი ასიმილაციის მიუხედავად, ბერბერებში ხშირია ქერათმიანი და ცისფერთვალება ადამიანები.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

ზინედინ ზიდანი

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო
მკითხველის კომენტარი
  1. შოთკა says:

    ძალიან კარგი ფოტოებია, ბრავო. მადლობა დუდანა, სხვათაშორის ეგ კალაშები მართლაც ძალიან ჰგვანან მაკედონელებს და ყოფილი იუგოსლავიის ხალხებს, მე გერმანიაში სწავლისას იქ იყვნენ ეგ ხალხები და მართლაც ძალიან ძალიან ჰგვანან.

  2. admin says:

    გმადლობთ თქვენ:)

  3. გიორგი says:

    ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა!

  4. ციცო says:

    სვანეთში მინახავს ასეთი სახეები!რა პატარაა ეს ქვეყანა!

  5. ია says:

    რა ლამაზები არიან

  6. გეორგია says:

    ‘კალაშები აზიური რეგიონის ყველაზე მცირერიცხოვანი (მოსახლეობა 6 ათასი ადამიანი) და ამოუცნობი ეთნიკური ჯგუფია. პაკისტანში არსებობს ვერსია, რომ ისინი ალექსანდრე მაკედონელის მეომრების შთამომავალი არიან, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა. ზოგიერთი კალაშის გარეგნობა ჩრდილოევროპელისას ჩამოჰგავს – ცისფერთვალება და ქერათმიან კალაშებს მეცნიერები თეთრ რასას მიაკუთვნებენ’.

    რა ჩრ ევროპა ადამიანო ეგენი არინა ხევსურების ჩამომავალნი! ჩაცმულობაზე მაიცნ ვერ ხედავტ! ესენი/ კალაშები არიან პროტო იბეირული ტომები! ანუ ქარტველები, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გაბნეული სხვა პროტო იბერიელები, მაგ. ბერბერები ჩრ აფრიკაში, და შუამდინარეტში ასევე იგივე ხალხია ქერები ღაი ტვალებიტ! ამის დამტკიცება დრეს შეიძლება დნტ რომ ესენი ქარტველური ტომები არიან და არა როგორც სტატიის ავტორი ამბობს ვითომდა ირანელები, ქერა ღია ტყვალება ირანელი ვის გინახავტ, ეგენი პროტო იბერილები ანუ ქარტველური ტომები არიან როდესაც ისინი მსოფლიოში განიბნენ და ყველგან ტან გაიტანეს ბორჟღალი, დღევანდელი სვასტიკა!!!! ანუ რომლიც ქარტული ასო ‘ჯ” და მზის, მუდმივობის (ქარტულ) სიმბოლოა.
    ახ, უფრო მეტის დაწერა მეზარება

  7. გეორგია says:

    პ.ს. ქარტველბს მსოფლიოში განსხვავებული ტავის ფორმა გვქონია რომელიც მარტო ჩვენ გვაქვს, აი მარტო ამიტ სეიძლება ამის დამტკიცება დნაზე არაფერსღა ვამბობ რომ ეს ხალხი ქარტველური ტომებია, პროტო იბერიელები!
    ანდა სახეზე სეხედეტ ესენი ვის გვანან სვანებს და ხევსურებს და არა რავი რარაც ტეორიებს რომ აყალიბებს ზოგი აქ
    სურატიც მაქვს დამადასტურებელი რომ ეს ტომები საქარტველოდან არიან გასულნი, ძველი წიგნებიდან აქ როგორო ავტვირტო აბა

  8. შალვა says:

    “განსხვავებული ტავის ფორმა”. ჰიტლერო გიცანი, გამოდი

  9. ელზა(ელისაბედი) says:

    მაგარი ხალხია ჩემო კარგო … ნამდვილი ევროპელები, ჩვენც ჩამოგვგავნან მაგრამ უკვე შეცვლილი აქვთ იერ-სახე, მათზე ეხლა ყველაფერი მოქმედებს გარემო-პირობები, კლიმატი, ჰაერი-წყალი …. და კიდევ მრავალი ფაქტორი. 🙂
    31.05.2013

  10. გოგი says:

    ნუ ეს ევროპა ყველგან უნდა ჩააკვეხოთ 😀
    ევრო რემონტი, ევროპული განათლება, ევროპული საჭმელი, ევროპული გარეგნობა. რა უბედურებაა ხალხო, თუ აზიელია ესეიგი მაგარი ჩუხანია და ბანძი? სად იყვნენ ევროპელები როცა აზიაში ფილოსოფია, ასტრონომია, ეთიკა და ზოგადად ცივილიზაცია არსებობდა, მაგ დროს ეგ თქვენი ნაქები ჩრ.ევროპელები ტყეებში დარბოდნენ ხელპირდაუბანელნი როცა იმ დროისთვის აზიის ყველა უდიდეს ქალაქში საკანალიზაციო სისტემა არსებობდა.
    კიდევ ეს ქართულის დანახვა ყველაფერში რა სიგიჟეა, მერე სომხებს დავცინით ყველაპერს ისაკუტრებენო, არადა არც ჩვენ ვართ მათზე ნაკლები.
    ხო კიდე გეორგიას მინდა ვუთხრა თუ არ იცის რომ ირანელები თეთრი რასის წარმომადგენლები არიან, არიელებზე წაიკიტხოს ცოტა რამ და გაიგებს როგორ და რანაირად მოხვდნენ ეს ხალხი ირანის, პაკისტანის, ავღანეთის, ინდოეთის ტერიტორიაზე და არა მარტო მანდ. და ამს შემტხვევაში ხევსურები და სვანები აბსლუტურად არაფერ შუაში არ არიან, ეგ კიდე სხვა ისტორიაა.

  11. გოგი says:

    პ.ს.
    გეორგია
    ეს თავის ქალის განსხვავებული აგებულება უკვე მოძველებული თემაა 😀 ამას თავის დროზე ჰიტლერი ამბობდა რომ არიელებს სხვა ფორმის თავი ქონდათ, მერე ერთ ერთი ცნობილი პანთურქისტი ალპარსლან თურქეში ამბობდა რომ, ყველა ალთაური წარმომავლობის ხალხს ერთნაირი თავის ქალა გვაქსო და ამის შესახებ მან ვრცელი ნაშრომი დაწერა და კიდევ უამრავ ნაცისტს ქონია მსგავსი აზრები თავის ქალასთან დაკავშირებით. რა სამწუხაროა რომ ჩვენი პან გეორგიანისტები ჩამორჩნენ დროში, მაგრამ არაუშავს კიდევ გაქვთ შანსი მსგავსი სისულელეები აფრქვიოტ 😀

  12. ქართველი says:

    რასისტი. გოგი თავის ქალა მოძველებული თემა ვერასოდეს იქნება. ყველაფერში არა მაგრამ ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანედე ზომიერ სარტყელზე უამრავი პროტოქართული შეიძლება ნახო. ვგულისხმობ იმას, რომ თეთრი რასა საქართველოდანაა გავრცელებული და პირველ რიგში ზომიერ სარტყელზე გავრცელდა ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე. ასე რომ პროტოინდოევროპულიც და პროტოქართულიც ერთი ხალხი იყო. ზოგი ამ პირველ ცივილურ სამყაროს იბერიულსაც უწოდებს. იგი როგორც ვთქვი ვრცელდებოდა ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე. ამაზე ანთროპოლოგიური მასალებია დადებული, რასაც ზოგი საენათმეცნიერო და კულტუროლოგიური კვლევაც ეთანხმება. რაც შეეხება არიელებს, ისტორიული წყაროებით ქართები, არიან ქართლიდან არიან მოსულები. ჩადით ქვემო ქართლში, იმერეთში, გურიაში და ასეთ სახეებს ნახავთ. მართალია, არსებობდა არიანას სახელმწიფო შუა აზიაში და ირანის სახელწოდებაც არიას უკავშირდება და უპანიშადები არიული ლიტერატურაა. არიული ცივილიზცია უფრო იყო, ვიდრე ერი ან მითუმეტეს რასა. ეს იყო მჭედლური რევოლუციის შედეგი, მეომართა ცივილიზაცია, რომელიც არა მარტო თეთრ რასაში გავრცედა, არამედ იაპონიის კუნძულებსაც მიაღწია

    • გოგი says:

      ქართველი
      თქვენი პატივსაცემი თეორიის მიუხედავად მინდა გითხრათ რაც ახლა დაწერეთ ეს არის მხოლოდ თეორია და მეტი არაფერი, თუმცა მინდა გითხრათ რომ მას აქვს არსებობის უფლება.
      შესაბამისად ზოგს ჯერა ზოგს არა.
      დავუშვათ რომ მართლაც ასე იყო, მერე რა? რას მოიტანს ახლა ეს ჩვენთვის? ეს ხომ არ არის დასუსტებული ერის კომპლეკსი რომელიც ცდილობს ყველანაირი ხერხით დაუმტკიცოს მსოფლიოს რომ ყველაფერი რაც კარგია, მათ შორის ადამიანებიც მისგან შეიქმნა 🙂 სასაცილოა ეს ჩვენი დამოკიდებულება ამ ტიპის რამეებზე, უცებ ვიცით ატაცება რომ თურმე პირველი ევროპელები ქართველები ყოფილან, რომ თურმე ყველა უძველესი ენა პროტოქართული ყოფილა, ხომ არ გგონიათ რომ ეს ყველაფერი უცხო ადამიანში ღიმილს იწვევს? მე მგონი რომ ასეა, იმიტომ რომ მსგავსი რამეები მომისმენია, თურქბისგან რომ, მთელი მსოფლიო ხალხები ალთაური წარმოშობის არის, ასევე სომხებიც მსგავს რამეებში არავის ჩამორჩებიან, ჩრ. ინდოელები ( უტარ პრადეშის შტატის ) ხალხი ამყარაბენ მოსაზრებებს რომ, რაც კარგია მათი წინაპრების მიერ არის შექმნილი, ახლა გერმანულ ნაციზმს საერთოდ არ ვეხები, ისედაც ყველამ კარგად იცის მათი ამბავი, რუსული უპირატესობა და ახალი კონსტანტინოპოლის იდეა და სლავების უპირეტესობა. ბრიტანული ცივილიზაციის გამაღმერთებელი ბრიყვები და მისგან წარმოშობილი კუკლუს კლანი.
      მოკლედ ყველა მსგავს თეორიებზე აღტყინებული ხალხის თვითკმაყოფილება, სისულელეა და ეს მხოლოდ რასიზმის საფუძველია, რაც სრული იდიოტიზმი და ^გოიმობაა^ 😀
      ოცდამეერთე საუკუნეში, საუკუნეში როცა ადამიანები კოსმოსში დაფრინავენ, სადაც ინტერნეტი არსებობს და სხვა მრავალი კომუნიკაციის საოცარი საშუაკლებები. ამიტომაც ვთქვი რომ თავის ქალის იდეა მოძველებული არის, მაგრამ ეტყობა არიან ჩვენთანაც ამ მოძველებული ფიზიკური მახასიათებებლის ხალხთა განმამნსხავებელი სისტემის დანერგვის მომხრეები. არადა რა დროს ეს არის. რას მოგვცემს ქართველებს ეს? არც არაფერს ამას არავისთვის კარგი არ მოუტანია და რაღაი ჩვენ გაგვიმართლებს, ცუდ შემთხვევაში გავხდებით რასისტები მთელი მსოფლიოს თვალში, კარგ შემთხვევაში თვითკმაყოფილი იდიოტები.
      ჯერ ისედაც ვერ ვეგუებით სხვა მდაბიო ეთნიკურ წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა მდაბიო ბრჭყალებში, რომ სომხები, აზერები, თურქები, ირანელები, ინდოელები, ჩინელები ყველა ეს ხარახურაა და მათზე უპირატესნი ვართ და ვცდილობთ ვამტკიცოთ ჩვენი ევროპელობა სულელური ხერხებითაც კი, რომ თავი გავუტოლოთ გერმანელებს, ინგლისელებს, ფრანგებს, რომლებსაც ჩვენ ტოლსწორად მივიჩნევთ და მათ ჩუხანობაში ეჭვი არ გვეპარება.
      მაგრამ მგონია ეს მარტო ჩვენი ბრალი არ არის, სამწუხაროდ პსიკოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია ეს არის საშინელი კომპლეკსი, მცირე ან დამცირებული ან თუნდაც წაგებულების კომპლეკსი, რომელიც უმტკიცებს გამარჯვებულებს, დიდებს და ამაყს რომ ის არის მასზე უპირატესი, თუნდაც ანთროპოლოგიურად, რომ მას აქვს ლამაზი თვალები და ლამაზი კანის ფერი და ეს იმის საფუძველია რომ, შესაბამისად ინტელექტიც მაღალი აქვს. ამიტომ მას სრული უფლება აქვს, გიკარნახოს და ჭკუა გასწავლოს, იბატონოს სენზე და მონასავით მოგეპყროს. მოკლედ ეს სრული დებილობაა რაც კი ოდესმე ყოფილა დედამიწის არსებობის ისტორიაში, სამწუხაროა რომ ეს დებილობა ძალიან ცუდ რამეს ბადებს, რასაც რასიზმი ქვია.
      ასეა ჩემო ბატონო
      უკაცრავად თუ ძაან გამიგრძელდა

  13. macho38 says:

    არაჩვეულებრივი აღნაგობა აქვთ ყველას…ისე სასხვათაშორისოთ ნუ დაგავიწყდებათ ისტორიაც )))ყოველ წელიწადს 100 საუკეთესო გოგონა და 100 საუკეთესო ბიჭუნა ხარკის სახთ იგზავნებოდნენ ირანსა თუ თურქეთში …რამდენს იტაცებდნენ და ყიდიდნენ…ვინ იცის….ვინ იცის იქნებ ქართული წარმომავლობისაა ბევრი მათგანი?

  14. სოფიო says:

    მართლაც ძალიან ლამაზები არიან ,ქართველებიც ბევრნი არიან ქერა და ცისფერთვალება მაგრამ ქართველებს მაინც განსაკუთრებით დამახასიათებელი ნაკვთები აქვთ, მაგალითად უცხოეთში როგორც არ უნდა ქერა ცისფერთვალება იყოს რომ იცნობ შენ სისხლსა და ხორცს იერით იმას ვგულისხმობ,არ გვგვანან ეგენი ჩვენ იერით, ვეთანხმები ბატონ გოგის,ზემოთაღნიშნულ თეორიებზე აღტყინებული ხალხის თვითკმაყოფილება გოიმობაა და რასიზმის საფუძველიო,მართალია,თუმცა ვინ იცის , ,,სადაურსა სად წაიყვანო” ნათქვამია…

  15. გამოდის რომ ვითომ ხევსურებიც არიელები ყოფილან?ხევსურების უმეტესობა ქერათმიანი და წაბლისფერთმიანია და ლურჯთვალებიანები,ამას ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს ხევსურების აღწერისას 3 საუკუნის წინ,განსხვავებით ხევსურების მეზობელი ფშავლების,მოხევეებისა და თუშებისაგან,ხევსურების გარდა ვახუშტი ფშავლებს,მოხევეებსა და თუშებს შავგვრემან და შავთმიან ხალხად აღწერს,ზემოთ დავეთანხმები სვანებშიც არის ასეთი სახეები გავრცელებული.

    საქართველოში ყველაზე ევროპული შესახედაობის ხალხი ხევსურები არიან,ღია ფერის თმა და ლურჯი თვალები(თუნდაც გერმანელების რასობრივ თეორიას რომ მივყვეთ,მათ თავიანთი თავი სხვა რასებზე მეტად ამიტომ მიაჩნდათ რომ ჰქონდათ ღია ფერის თმა და ლურჯი თვალები)

  16. ბლ-მასტერ says:

    ავტორ საერთოდ გყავს ნანახი პაკისტანელი ანშლოხები? რა პაკისტანი ტო, ეგენი არიან იგივე ინდოელები და შრილანკელები, ძალიან შავი მასაა, სახის მოყვანილობით გნსხვავდებიან ზანგებისგან, თორემ ფერი ზანგებივით შავები არიან, ვინც ევროპაშია ნამყოფი დამეთანხმება ალბათ…

  17. ვიაჩესლავ ანდროპოვიჩი says:

    ინდოელები ღია შავები(ყავისფერები) არიან

    ანთროპოლოგიურად კავკასიელები

    მოდგმით იაფეთიანები

    გენეტიკით ინდოევროპული ჰაპლოჯგუფის მატარაბლები არაინ – R1a da R2 ჰალოჯგუფები

    საერთოდ ადამიანების დაყოფა სხვადასხვა კრიტერიუმებით განისაზღვრება:

    მოდგმებად,რასებად,გენეტიკური ჯგუფების მატარებელ ოჯახებად და სხვა

    შეიძლება მოდგმით იგივე იყვნენ მაგრამ რასობრივად სხვადასხვაგვაროვანნი,მაგალითად ზოგადად ინდოელების,ბანგლადეშელების,პაკისტანელების და ევროპელების წინაპარი ბიბლიას თუ მივყვებით იაფეთი იყო,არაბების,ებრაელებისა და სპარსელების სემი,მაგრამ არაბები და პაკისტანელები უფრო გვანან ერთმანეთს რასობრივად ვიდრე ევროპელები ამ ჯგუფებს ორივეს

    ჩემი აზრით ადამიანთა რასების სამ ნაწილად დაყოფა კავკასოიდურად,მონღოლოიდურად და ნეგროიდულად ძალიან არაპრაგმატული არის.

    რასებზე როცა მიდის საუბარი აქ უნდა გამოირიცხოს საერთო წარმომავლობის ხალხების გაერთიანება რომელიმე საერთო რასაში თუ ისინი კანის ფერით და ანთროპოლოგიურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან,მაგალითად ნაღდი ინდოელები და არა დრავიდი ინდოელები ანთროპოლოგიურად გვანან კავკასიოდურ რასას მაგრამ კანის ფერით არა ამიტომ მთლად კავკასოიდურ იგივე ევროპეიდულ რასას ვერ მივაკუთვნებთ,რაშები ბევრია უბრალოდ ჩემი აზრით სამი ძირითადი რასა იმიტომ გამოიყოფა რომ ისინი რადიკლაურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ვიდრე დანარჩენი ქვე რასები.

    მე თუ მკითხავთ კავკასოიდური რასა არ უნდა იყოს გაიგივებული ევროპეიდულ რასასთან,სად შავთმიანი კავკასიელები და სად დასავლეთ ევროპელები. იტალიელები,ესპანალები,და ბერძნები კიდევ მესმის და კელტები,გერმანელები და სკანდინავიელები?

    ქართველების უმეტესობა შავთმიანები არიან და შავტუხები,სომხები ისედაც გასაგებია და აზერებზე აღარ ვლაპარაკობ

    ჩემი თუ არ გჯერათ გაიარეთ ქუჩაში და აქცენტი გააკეთეთ ქართველთა რასობრივ მონაცემებზე და არა ამ სიბრიყვეზე რაც ინტერნეტში იწერება 🙂

  18. მაკა says:

    რატოა ლამაზი კატასავით მწვანე თვალი ან შუშასავით ცისფერი ვერ ვხვდები? რა ეგზოტიკა ნახევარი მსოფლიო ეგრეა მთელი ჩრდილოეთის ხალხი ბრიტანელები და სხვა ცივი გარეგნობის ხალხი! შავთვალება და ყავისფერ ან თაფლისფერთვალება ხალხი გაცილებით ლამაზია ჩემს თვალში .საიდან ვინ წარმოიშვა რა მნიშნელობა აქვს ?

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ბლ-მასტერ