ეიმი მალინზი – ქალი, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია


 
ეიმის დაბადებიდან დაყვა წვივის მცირე ძვლების პათოლოგია. ექიმებმა დაასკვნეს, – : ბავშვი ვერასდროს გაივლისო… და 6 თვისას ფეხები მოჰკვეთეს. მაგრამ რა იცოდნენ, მომავალი რას უმზადებდათ – გოგონამ გაიარა, შემდეგ გაირბინა და სიგრძეში ხტომაც დაიწყო სპეციალური პროთეზის საშუალებით.

.

.
.

36 წლის ეიმიმ ბევრს მიაღწია – მოდელის კარიერა გაიკეთა, კინოშიც აქტიურად იღებენ, 1996 წელს ატლანტის პარაოლიმპიურ თამაშებზე ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 100 მეტრი 17.01 წამში გაირბინა და სიგრძეში 3,14 მეტრზე გადახტა.
.
.

.
.

.
.

ეიმის 12 წყვილი პროთეზი აქვს, რომელთა დიზაინი თავად შექმნა. სირბილისთვის ე.წ. ”გეპარდის ფეხებს” – ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებულ პროთეზს იყენებს, სხვადასხვა ღონისძიებაზე დადის სილიკონის ფეხებით, რომლებსაც ნამდვილისგან ვერც გაარჩევთ – მათზე ვენები და თმის ფოლიკულებია დახატული. გარდა ამისა, ეიმის საგანგებოდ Alexander McQueen-ს შოუსთვის აქვს გამჭვირვალე, მინისებური პროთეზი…
.
.

.
.

.
.
 
.
.

პროთეზების საშუალებით ეიმის სიმაღლის რეგულირება შეუძლია 173-დან 185 სმ-მდე. საკუთარი სხეულის დიზაინერობა ხომ ნებისმიერი ქალის ოცნებაა!
.
.

ეიმი მალინზი თავისი ცხოვრებით ამტკიცებს, რომ უუნარო ადამიანი შეიძლება სუპერუნარიანად გადაიქცეს. უბედურების მიუხედავად, გოგონამ გადაწყვიტა, იყოს ლამაზი, ჯანმრთელი და წარმატებული. და ეს საქმითაც დაამტკიცა.
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. საოცარია! ახლა გამახსენდა გამონათქვამი “სანამ ცოცხალი ხარ, სიკვდილი არ გაბედო!”ყოჩაღ ამ გოგოს და მადლობა დუდანა ამ ბლოგისთვის, ამ სურათებისთვის!!!

  2. თამარ ფულარია says:

    საოცრებაა! ადამიანის შესაძლებლობებს ხომ საზღვარი არა აქვს. ასეთებს უფალი ფარავს და ეხმარება. ისე, განგება ისე არ დაუხურავს ადამიანს ერთ კარს რომ მეორე არ გაუღოს! აფერუმ მის ქალობას!

  3. ნათია says:

    საოცრებაა..ეს არის რწმენა მომავლისა…

  4. ნათია says:

    იქნებ, სათაურში ტერმინი გაასწოროთ? უნარშეზღუდული იგულისხმება ალბათ, ინვალიდი არაკორექტული ფორმაა 🙂

    • თაკა says:

      არც უნარშეზღუდული და არც ინვალიდი… შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გამოიყენება როგორც ტერმინი (შშმპ)

  5. სოფიო says:

    #ნათია არც უნარშეზგუდულია სწორი ეგ კიდე დისკრიმინაციააა ….
    სწორი ფორმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია ))

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - თაკა