სიზმრების კვალდაკვალ


ოცი წელი ვოცნებობდი ამ დღეზე, ოცი წელი არ მასვენებდა ერთი და იგივე სიზმრები. ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად უბედური ვარ: – დავძლიე შიში და სიზმრების გზის გასავლელად დავბრუნდი ჩემს ქალაქში რამდენიმე დღით, სტუმრის სტატუსით, მარტო…
.

.

სოხუმის მე-11 სკოლა. ადგილი, რომელიც ყველაზე ხშირად მესიზმრება. ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები აქ გავატარე. სწორედ აქედან ვიწყებ სიზმრების ახდენას და წარსულში მოგზაურობას.
.

.

ვხედავ, სკოლის დირექტორი ლეონტი ქუხილავა თავის საუკეთესო შავი ხავერდის კოსტუმში გამოწყობილა და შენობის შესასვლელთან სიტყვით გამოდის. აურზაურია, ბავშვები ირევიან. მე კი ერთადერთ სახეს ვეძებ, მანჩოს სახეს. სკოლასთან ორ ნაბიჯში ცხოვრობს, თუმცა სულ იგვიანებს. ვიღაცის მზერას ვგრძნობ, მას მერე არავის შემოუხედავს ჩემთვის ასე…
.
დღეს მანჩო აღარ არის…

.
.


მანჩოს სახლი
.
.

სკოლის უკანა მხარე
.
.

პარკი სკოლის წინ
.
.

.
.

.
.

.
.


.
.

.
.

პარკში მდებარე კაფე ”აცანგუარა”
.
.

.
.

შრომის გაკვეთილიდან ვიპარებით ”აცანგუარაში”, დილიდან ვოცნებობ 50 კაპიკიან ნამცხვარზე. დღეს სახლში ფეხით მომიწევს წასვლა – ტროლეიბუსის ბილეთის ფული აღარ მრჩება…
.
.

ყოფილი კინოთეატრი ”სოხუმი”
.
მთელი კლასი ვირაზმებით და შატალოზე მივდივართ. კინოთეატრში ინდურ ფილმს უჩვენებენ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ინდურია თუ ჩინური, მთავარია, ერთად ვართ და მთელ დარბაზს ხმაურით ვიკლებთ.
.
.

დიოსკურია
.
შემდეგ სანაპიროზე მივდივართ…
.

.
.


.
.


.
.

.
.

.
.

.
.

ამ სახლში ჩვენი სასწავლო ნაწილის გამგე ცხოვრობს, ფრთხილად უნდა გავიაროთ…
.
.

.
.

.
.

რესტორანი ”ამრა”
.
”ამრაში” შევდივართ, აქ რომელიმე ბავშვის მშობელი აუცილებლად ქეიფობს. 100-მანეთიანს გვიკუჭავს, ოღონდ ეს ჯოგი მოსწყდეს იქაურობას…
.
.

… და ჩვენ თავ-ქუდმოგლეჯილნი ამირანის ”პინგვინისკენ” გავრბივართ, მსოფილოში უგემრიელესი ნაყინის საჭმელად…
.
.

.
.

დღეს არც ამირანია, არც ნაყინი და არც ქვიშაზე მოხარშული ლეგენდარული ყავა…
.
.

მარადონაც გამოჩნდა, ქალაქის კოლორიტი. ზამთარ-ზაფხულ ტრუსის ამარა დადის, კისერზე უზარმაზარი ქვებასხმული. 25 მანეთად სეირს გთავაზობს, რომელშიც შედის: ცეკვა-სიმღერა, უხამსი ხუმრობები და ზამთრის გაყინულ ზღვაში თავით გადახტომა…
.
.

.
.


კვირაობით მშობლებთან ერთად ტრადიციულად ”ნართაში” ვსადილობთ.
.
.

.
.

.
.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: დღემდე მთელ საქართველოში ასეთ აჭარულს არსად აცხობენ…
.
.

.
.

.
.

ცნობილი ”ბრეხალოვკა”
.
.

.
.

.
.

სასტუმრო ”რიწა”
.
.

.
.
გზა ბოტანიკური ბაღისკენ. დედას ძალით მივყავარ, არ მაინტერესებს არც იშვიათი მცენარეები და არც ულამაზესი ყვავილები. გავა დრო და მხოლოდ ამ ადგილის სანახავად ვარ მზად, წავიდე რისკზე და გადავლახო უამრავი დაბრკოლება…
.
.

.
.

.
.

.
.

.
.


.
.

.
.

.
.

ფილარმონია
.
.

მე-2 სკოლა
.
.

ბოტანიკური ბაღი
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.
ქალაქის მთავარი, მშვიდობის გამზირი. გზა უგემრიელესი ”ჩებურეკების” და კრემიანი ღვეზელებისკენ…

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.
დავდივარ ამ დღეების განმავლობაში მშობლიურ ქუჩებში, სრულიად მარტო, უცხო… არცერთი ნაცნობი სახე… ასე მგონია, ყველა მე მიყურებს, დამნაშავედ მთვლიან, ჩუმად რომ გადმოვიპარე ოცნების ასასრულებლად. არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. ჩემი 11 წლის შვილი კი მახლავს თან, მაგრამ ის ვერ აცნობიერებს ამ ქალაქის ფასს, იღლება, წუწუნებს. რას ვიზამთ, აქ არ დაბადებულა, არ გაზრდილა… მაინც ყველგან დავატარებ, მინდა, შეიგრძნოს, იამაყოს ერთ დროს, რა საოცარი ქალაქის ნაწილია. მჯერა, ასეც იქნება…

.
.

ერთადერთი ადგილი, სადაც მისვლა არ მინდა – ჩემი სახლია. საშინელი მოგონებები მაკავშირებს და მხოლოდ კოშმარებში მესიზმრება: მამა სახლიდან მიჰყავთ და იმ დღის მერე მისი კვალი ქრება… მაინც არ მიქნა გულმა და შუაღამით მივედი. უზარმაზარი გალავანი, სარეველა მცენარეებით დაფარული ეზო… ვერ ვახერხებ რაიმეს გარჩევას, სახლი არ არსებობს…
დავივიწყე შიში, სირცხვილი და ალბათ მთელი უბნის გასაგონად მამაჩემი გამოვიტირე…
.
და ბოლოს, ჩემი საყვარელი სიზმარი: მამა… მოხდენილი, ლამაზად ჩაცმული, ყოველთვის მოულოდნელად, არსაიდან ჩნდება…
– მამაააა!! ხომ ვამბობდი! არავის სჯეროდა ჩემს გარდა, რომ გამოჩნდებოდი!!
.
რამდენი რამ მინდა მოვუყვე, როგორ ვბრაზდებოდი, სუფრასთან მის შესანდობარს რომ წარმოსთქვამდნენ! წარმოვიდგენ დედის რეაქციას მამის დანახვაზე…
.
ის არასდროს მცემს ხმას, უბრალოდ ძალიან, ძალიან მაგრად მეხუტება…
.

კატეგორია: მოზაიკა

ტეგები: ,

მკითხველის კომენტარი
  1. ირაკლი ტორუა says:

    დუდანა, ვიცი ბევრი გეტყვის საქებარ სიტყვას, ბევრი გეტყვის თუ რა განცდები გამოიწვია მათ სულებში შენმა ბლოგმა… მეც ერთ-ერთი ვარ მათ რიცხვში… მეც ციებ-ცხელებასავით გადამიარა მოგონებებმა და გული ყელს მიებჯინა… საოცარი ადამიანი ხარ, გმადლობ რომ თუნდაც ცოტა ხნით მაინც დამაბრუნე ჩემი ქალაქის ქუჩებში…

  2. გმადლობ ყველაფრისთვის.
    http://iremamari.livejournal.com/308717.html
    ჩემთან წავიღე. იმედია, არ მიწყენ.

  3. რომა says:

    უსისცოცხლოდ და ემოციებისგან დაწრეტილი მეჩვენება სოხუმი …აქ სითბო და ხალისი დაკარგულა…

  4. მარინა ჯღარკავა says:

    ამ დილით ისევ დავბრუნდი ოცნების ქალაქში. ადრე არ გვეგონა, ოცნება წარსულზე თუ შეიძლებოდა…. რა დიდი დრო გავიდა, მაგრამ იმ სამყაროს სიყვარული, გამოვლილი ტკივილი არ შენელებულა, პირიქით – გამძაფრდა! დიდი მადლობა ასეთი ლამაზი გასეირნებისთვის! მეამაყებით, ნამდვილო სოხუმელებო!

  5. ნანა ორმოცაძე says:

    თურმე შეიძლება ადამიანს არ იცნობდე და ის ძალიან ახლობელი იყოს შენთვის. თურმე, ამისთვის საკმარისია საერთო ტკივილი, საერთო მოგონებები გქონდეს…. სულ ვფიქრობდი, ჩემი ქალაქის მონატრების განცდა მხოლოდ ჩემია და შეუძლებელია სხვამ ასე განიცადოთქო. ეხლა ბლოგს ვკითხულობ, და ვხვდები, ტკივილი და მონატრება ბევრმა ადამიანმა შეიძლება ერთნაირად განიცადოს. სურათებს ვუყურებ და სუნთქვა მეკვრის, ყელში ბურთი მეჩხირება….როგორ მახსოვს ამდენი წლის შემდეგაც ყოველი ქუჩა, უმნიშვნელო დეტალები… დაბერებულმა მარადონამ საერთოდ ბოლო მომიღო, ღმერთო ჩემო, რამდენი წელი გავიდა და გავა კიდევ…ფიქრებში ხშირად დავეხეტები სოხუმში….

  6. მანანა ჩიქოვანი says:

    მე თბილისელი ვარ,მაგრამ რომ წარმოვიდგენ თბილისი ვინმემ წამართვას,თმა ყალყზე მიდგება,მე ამიდუღდა სული და გული ამის წამკითხავს,ცრემლები მახრჩობს…ღმერთმა მოგვასწროს ამ ულამაზესი კუთხის დაბრუნება.ყველა თქვენგანის ტკივილი მტკივა………

    • თეონა says:

      ერთადერთი ამ წუთას რასაც ვგრძნობ მოხარშული გულია, სუნთქვა შემეკრა ამ ფოტოების ნახვისას, სული მეტკინა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ გრძნობას. ღმერთმა მოგვიტევოს ყველას ჩვენი დანაშაული ერთმანეთის წინაშე და გაგვინათოს გონება. ვოცნებობ იმ დღეზე როცა საქართველოს აფხაზეთში წავალ ამაყად, როგორც ქართველი. ვილოცებ რომ ნატვრა ამიხდეს და ვნახო ჩემთვის უცნობი სამოთხე.

  7. გიგა says:

    აუცილებლად დავბრუნდებით!!! ეს ყველაფერი რომ წარმოვიდგინე ძალიან შევფორიაქდი… დიდი მადლობა

  8. ფინიკის პალმა says:

    სულისშემძვრელი მონათხრობია..ამ ერთმა გვერდმა უზარმაზარი ცხოვრებისეული ტრაგედია დაიტია, არამხოლოდ ბლოგის ავტორის, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვისაც მისებრი ბედი არგუნა განგებამ.
    პოლიტიკოსების იმედი დიდი ხანია, აღარ მაქვს, მაგრამ იქნებ ღმერთმა მაინც ინებოს და ისე შეატრიალოს ბედის ჩარხი, რომ ადამიანებმა შესძლონ თავიანთ ცხოვრებასთან დაბრუნება, რომელსაც ასე უხეშად და უწყალოდ მოსწყვიტეს 20 წლის წინ….

  9. მამუკა says:

    დუდანა გაიხარე და დიდი მადლობა რომ ასეთი(ლამაზი) ადამიანი ხარ!

  10. თა მარი says:

    ვიტირე 🙁

  11. ეკა says:

    გაიხარე, დღეს დამაბრუნე ჩემს საყვარელ ქალაქში და გამიახლე ყველა ამ ადგილთან დაკავშირებული ჩემი მოგონებები,უსაზღვრო სევდა მომაწვა გულზე, მეც ძალიან დიდი შიში მაქვს იქ გავლის, არა იმიტომ რომ რამე მომივა არამედ იმიტომ, რომ გავივლი და ყველა უცხო იქნება, მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ დადგება დრო და ჩვენ ერთად გავივლით იმ ქუჩებს, ერთად ავაწიოკებთ სანაპიროს ჩვენი ყიჟინით. შევჭამ პინგვინის ნაყინს და ნართის ხაჭაპურებს. მადლობა

  12. Tamara says:

    მართალია, აფხაზეთში არ დავბადებულვარ და არც დევნილად ვქცეულვარ საკუთარ მიწაზე, მაგრამ თქვენსავიტ მტკივა აფხაზეთი და ღრმად მწამს, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც თავისუფლად ვივლი სოხუმის ქუჩებში.

  13. შემიყვარდა ეს ქალი მისი პირადი სოხუმიანად… <3
    როგორ ძალიან მეტკინა…

  14. ნიკა says:

    შესანიშნავია :)) მადლობა გაზიარებისთვის 🙂

  15. ნანა says:

    მადლობა, გულიანად ვიტირე და გამოვიტირე 20 წელიც და ჩემი სოხუმი და მის გარეშე დაკარგული წლები. მიყვარს და მის გარეშე არ მინდა სიკვდილი. მადლობა.

  16. დალი says:

    ნურავინ იფიქრებს,რომ აფხაზეთს ვივიწყებთ.თბილისელი ვარ და ერთხელ,77–ში ექსკურსიაზე ვიყავი.აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ.არც ერთი წამით არ ვუშვებ,რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგულია.ეს ეხლა ჩანს ასე.დაკარგულია ის,რასაც დაკარგავ და ვეღარ იპოვი.აფხაზეთი კი ერთი ხელის გაწვდენაზეა.აფხაზეთს რუსეთი ვერ შეიერთებს,ასე მჯერა და ოდესმე ასეც იქნება.სამწუხაროდ შეიძლება ვერ მოვესწრო,მაგრამ ჩემი რუსუდანი და შენი შვილიც მოესწრებიან იმ დღეს.

  17. თამარ ფულარია says:

    ხსოვნა საოცარი ფენომენია. მას შეუძლია წამის ერთი გაელვება მარადიული სუნთქვით აცოცხლოს, იშვიათი ფერებით დაფეროს და ტკბილ სევდაში ჩაძიროს. დროის მდინარებას ვინ შეაჩერებს… სანუგეშო და გულისმოსაოხებელი ისაა, რომ ძვირფას მოგონებებს, რაც დრო გადის, ფერი კი არ აკლდება, უფრო ემატება. ამ ბინდისფერ წუთისოფელს კი ამგვარი სხივიანი წამები ამშვენებენ. დუდანა მადლობა, რომ ლამაზ წარსულში,ჩემს ოქროს წლებში დამაბრუნე ცოტა ხნით,თუმც ეს ჩემთვის ძალზედ მტკივნეული იყო,კარგა ხანს ვიტირე და გარინდული ვიჯექი. კიდევ ერთხელ დავიტირე ჩემი უბედობა, დავგმე ჩემი გაჩენა. მანჩოს სული ალბათ ხარობდა შენ რომ იმ ადგილებში დადიოდი. მადლობა, რომ ჩემი და შენი მანჩო კიდევ ერთხელ შეახსენე აფხაზეთის ხალხის და მანჩოს სული უკვდავყავი. ჩემთვის აფხაზეთი, კერძოდ სოხუმი მანჩოთი იწყება და მანჩოთი მთავრდება, მე იქ მისით ვიყავი ბედნიერი, მანჩო, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა მშობლიური ქალაქი. ის არასოდეს დაბრუნდება, მაგრამ მე თუ ოდესმე დავბრუნდი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადგილები მოვინახულო და დავკოცნო სადაც მას გაუვლია და უყვარდა სიარული. აი ისევ ცრემლები მომერია, ძალიან ბევრი მინდა ვთქვა მაგრამ…. მადლობა!

  18. დინა says:

    ახალს ვერაფერს დავამატებ 40 წელი ერთი დღეც არ მიცხოვრია უჩემქალაქოდ მერე ბევრი რამ დადამხდა და დღეს მსოპლიოს ერთ ერთ ულამაზეს ქვეყანაში იტალიაში ვარ მაგრამ მერწმუნეთ აპხაზეთი და სოხუმი ასჯერ ლამაზია მაგრამ მე სილამაზეკი არა ჩემი ქალაქი და სოხუმელები მინდააააა

  19. თეა says:

    დუდ გაიხარეეე,ეს ცრემლები რაც ამ პოტოების ნახვისას და სჰენი კომენტარების წაკიტხვისას დაგვდინდა სულ ბედნერების ცრემლებად გვიქციოს გმერტმა და ჩვენი სიზმარი მალე აგვიცხადეს და ყველანი ერტად ყიჯინით ჩავსულიყავით ჩვენს სოხუმში…:*

  20. ირაკლი says:

    ძალიან ძალიან მომწეონა, სულ სხვა კუთხით აირს დანახული და გადმოცემული ყველაფერი, გულიდან ამოსული. საკმაოდ სევდიანი წასაკითხი და სანახავი იყო ეს ყველაფერი, თუმცა მთავარია რო არ ივიწყებ ამ ყველაფერს. არ შეიძლება ამ ყველაფრის, ამ სიალამაზის მხოლოდ წარსულში დატოვება და სხვისთვის დათმობა. ბევრი უნდა ვისაუბროთ, ვიკამათოთ, შევაფასოთ გადადმული ნაბიჯები, მათაც უნდა მოუსმინოთ, გავაანალიზოთ ჩვენ ჩვენი შეცდომები და ვაპატიოთ ერთმანეთს. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი ყველაზე ლამაზი კუთხის დაბრუნება 😉 დადუნა შენ გმირი ხარ!!!

  21. თეა-ტეკლა მაისურაძე says:

    20 წლის ნაგროვებ ცრემლებად დავიღვარე…საკუთარ თავს ვეკითხებოდი ხშირად, მოულოდნელად რომ აღმოვჩენილიყო მშობლიურ ქალაქში, როგორ მოვიქცეოდი…დუდანა, შენ და შენმა ფოტოებმა ეს გრძნობა განმაცდევინეთ… ხვალ სრულიად საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება, ჩვენს სკოლას შენი ფოტოებით ვეფერები…შენმა სიტყვებმა(ფოტოებმა) გულის გული გაიარა,20 წლის მერე მშობლიურ ქალაქში “დამაბრუნე” დუდანა… ათასი მადლობა

  22. კახა says:

    თბილისში დავიბადე და გავიზარდე,ოთხი წელი სოხუმში ვისწავლე, მაგრამ ეს ქალაქი მშობლიურივით მენატრება,ზოგჯერ სიზმრებშიც ვხედავ, როგორ დავდივარ სანაპიროზე, მარიაკების სასადილოში შევდივარ, დიოსკურიას, რიცას, აფხაზიას ჩავუვლი, ღმერთო კიდევ გამატარე სოხუმის ქუჩებში, მხოლოდ ცხადში და არა სიზმრებში

  23. 3333 says:

    აფხაზეთს მოვლა და გაფრთხილება ჭირდებოდა. მაგრამ არ გაუფრთხილდით და მოუარეთ

  24. ეკა says:

    გული მეტკინა ყველა ქუჩა, ყოველი ხე და ბუჩქი ნაცნობია. ნეტავ ჩემი სიზმარიც ახდებოდეს.

  25. ნენე says:

    რა კარგია, ზოგჯერ სიღარიბე – ვერ შეუცვლიათ სოხუმი ახალი შენობებით და ძველის ” ჩვენებური” გადაკეთებით..ბათუმს და პლეხანოვს რომ “ვერ იცნობ”, მავანს ეს ჰგონია დიდი სიკეთე- ხომ დარწმუნდით, რა კარგია წარსულში დაბრუნება, როცა ყოველი სახლი და ხეც კი შენია, მშობლიურია… “სხვისი” სოხუმი უფრო მშობლიურია, ვიდრე ჩვენი თბილისი, ბათუმი, სიღნაღი, თელავი…

  26. კახაბერ says:

    მთელმა ბავშვობამ გამიელვა თვალ წინ. ჩემთვის ნაცნობი ქუჩები. სასწაული სანაყინე სადაც ნაყინს ვრცხლისფერ თასებსი გიდედბნენ, მოხალულ თხილს აყრიდნენ და დაფქულ ყავას, მაგრამ ყავა არ შეიძლებოდა დიდი ხვეწნის მერე ცოტას მაინც მოვაყრევინებდი ხოლმე მშობლებს. რამდენი მოგონება მომაწვა უცებ. მენატრება სოხუმი. ჩემი კუხალეიშვილის ქუჩა სადაც ვიკლებდით მთელ უბანს მეგობრებთან ერთად.

  27. საბა says:

    ყოველმხრივ უნიკალური სტატიაა, ასეთი ინტერესით დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს/დამითვალიერებია <3

  28. ლალი says:

    თავიდან ბოლომდე აღმიდგა აფხაზეთის დაკარგვის შედეგად გამოზვეული ტყივილი! ეს ის სტატიაა რაზეც კომენტარი უადგილოა!!!! ყველას გვტკივა შენნაირად! ყველა ქართველს!!!!

  29. როინი says:

    ყოველთვის, როცა სოხუმზე ჩამოვარდება სიტყვა,გული მეკუმშება,მტკივა,განვიცდი. ამ ყველაფრის წაკითხვა და ფოტოების ნახვა რა დღეში ჩამაგდებდა, ადვილი მისახვედრია. მეც მესიზმრება, მეც მინდა სიზმრის ახდენა. თუ ადამიანს რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად აღწევ საწადელს. სოხუმში სტუმრად ჩასვლა არ არის შეუძლებელი,მაგრამ მე ეს არ მინდა.არ მინდა უქართველებოდ დარჩენილ ქართულ მიწაზე ფეხის დადგმა.წარმომიდგენია რამხელა ტკივილი ახლდა თან დუდანას იმ განცდებს,რაც სოხუმის ქუჩებში სიარულმა მოჰგვარა.დამაინც, ვაღიარებ,რომ თეთრი შურით შემშურდა. ყველას გეფერებით,ვინც გამოეხმაურეთ ბლოგის ავტორს,იმიტომ,რომ ყველას გვტკივა აფხაზეთი…

  30. გიორგი says:

    დიდი,დიდი მადლობა.გიორგი

  31. მარი says:

    მე აუცილებლად ვანახებ ამ ბლოგს ჩემს შვილებს და ვეტყვი რომ ეს მათი ქალაქია,რომელსაც აუცილებლად დაიბრუნებენ.დუდანა,დიდი მადლობა!

  32. იმედი მაქვს ყველანი ავისრულებთ ოცნებას 🙁 დიდი მადლობა შენ ამისათვის…ანალოგიურად იწყება ჩემი სიზმრებიც,ჩვენი მე-11 სკოლით…

  33. მე იქ არ დავბადებულვარ, უბრალოდ ზაფხულობით ჩავდიოდი ბებიასთან არდადეგების გასატარებლად! ბავშვობა გამახსენდა! მადლობა დუდანა ამ სურათებისთვის და საერთოდ მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ! ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით.

  34. მარინა says:

    დუდანა, საოცარი რეპორტაჟია, ემოციური და თბილი…ამდენი არ მიტირია, რაც აქ ვარ, მოსკოვში…რასაც წერ და ყვები, იმის მონაწილე ხდება მკითხველიც….აღარ ვიცი, რა გითხრა, სიტყვებს ვერ ვპოულობ….ვეღარაფერს ვხედავ, ცრემლებს ვერ ვიჩერებ…გკოცნი და ბევრს, ბევრს გეფერები, ჩემო დუდანა….

  35. manana says:

    დუდანა, არ ვიცი მოგილოცო თუა არა სიზმრის ახდენა….ყელში ბურთი გამეჩხირა…ის ბურთი მახრჩობს… ამხელა მონატრებისა და ტკივილის მოთმენა, ღმერთო, რა ძნელია, მაგრამ …მამის მონატრება ყველაზე დიდი ტკივილია…ვიცი და მესმის…ან რა ფოტოები! დიდი, დიდი მადლობა ამ ცრემლებისთვის, ამ არაჩვეულებრივი რეპორტაჟისთვის!!!

  36. ნინო says:

    ნეტა ვინმე გამასეინებდეს კელასურში…..

  37. ნინო says:

    დუდანა რა ლამაზად გვამოგზაურე ამ მონატრებულ ქალაქში, რამხელა ტკივილს უძლებთ სოხუმელები და მთლიანად ქართველები და მაინც როგორი ამაყები ვართ, გვჯერავს და ასეც იქნება ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ლამაზ და მონატრებულ სოხუმში….ილორი მიიღებს უამრავ ქართველ მლოცველს, ჩაგვიხუტებს პიშერა, გაგვეპრანჭება თავის სილამაზით ბოტანიკური ბაღი,შემოგვეგებება ზღვის ტალღები და თავის სურნელით დაგვიმშვიდებს ამ მონატრებას. ჩვენ დავბრუნდებით

  38. ნანჩო says:

    მანჩო ყველას გვენატრება,სოხუმიც გვენატრება.გილოცავ სიზმრის ახდენას.მინდა ეს სიზმარი მეც ამიხდეს

  39. ნანჩო says:

    მანჩო ჩვენი დიდი სიამაყე და ყველაზე დიდი ტკივილია :(((((((((((((((((((((

  40. დუდანა,ძვირფასო!დღეს ძალიან მძიმე დღეა-16. სექტემბერი,შტურმის დაწყების დღე და რამე ასე მასიამოვნებდა ვერ წარმომედგინა.
    ეს საოცარი დაბრუნება წარსულში,თუნდაც მტკივნეული და ემოციური ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენთვის-არამედ ყველასთვის,ვისაც მოუხდა ამ ქალაქის დატოვება…დიდი მადლობა თქვენ ამისათვის!მადლობა ჩემი საყვარელი 11 სკოლის გახსენებისათვის,ჩემი საყვარელი თებრო მასწავლებელი,ლამარა აქვსენტიევნა,ცოია და ნიკოლოზ სოფია და მრავალი სხვები,შატალოები,კინო სოხუმი …..მადლობა კარგი სურათებისთვის!!!
    იხარეთ და ღმერთმაქნას მალე თავისუფლად და ამაყად თავაწეულს გევლოთ საყვარელ ქალაქში!!!

  41. სანათა says:

    მადლობა

  42. ნესტან ამბროლაძე says:

    წარსულსი დავბრუნდი ზალიან ბედნიერი ვარ

  43. დალი says:

    ჩემო დუდანა (სხვანაირად ვერ მოგმართავ,იმდენად ახლოს მოხვედი) შენთან ერთად,შენს ტკივილთან ერთად მოვიარე ჩვენი უსაყვარლესი ქალაქი,მადლობა ამისათვის…სიტყვები არ მყოფნის,სუნთქვა მეკვრის,მაგრამ იმედს ვიტოვებ შენ და შენი მსგავსები ყველაფერს შეძლებთ,ჩატეხილ ხიდს აღადგენთ და პირველები გადახვალთ ამ ხიდზე…

  44. ლელა says:

    დიდი გულისტკივილიტ და მოგონებებიტ წავიკიტხე დედუნას ბლოგი, სურატებიც დავატვალიერე და ტვალებზე ცრემლები მომადგა, ჩემი 11 სკოლა, ჩემი ბავშვობა,იგივე მოგონებები, აუხდენელი სიზმრები,ყოველი კუთხე, ქუჩა,რა დასანანია, 20 წელია მონატრებები და მოგონებები დღემდე მარტო სიზმრებშია, მადლობა ასეთი სასიამოვნო მოგონებებისთვის ამ შორეული ქვეყნიდან, გულისტკივილით, ვიმედოვნებ რომ დადგება დრო და მართლაც დავუბრუნდებით ჩვენ საყვარელ აფხაზეტს-სოხუმს!!!

  45. დათო says:

    მანჰეტენ ბიჩზე დაახლოებით კელასურში რო ქვიშა იყო, ისეთი ქვიშაა… ჰოდა, იმ ქვიშას ხელებით ვპორჭყნიდით, როცა დუდანას დავყვებოდით. ნარტაში შესვლაც კი დავასწარით და სანაპიროზე ეშმაკის ბორბალზეც ვიკატავეთ, ახალ სტადიონზეც ვიყავით და დიოსკურიაც ყიჟინით დავლაშქრეთ. მხოლოდ ერთი ჩვენგანი იყო სოხუმელი, მაგრამ ტოლს არ ვუდებდით… აპსნიც გავიხსენეთ და მოლარე ტიოტია ლუბაც..

  46. ლუარა კვარაცხელია says:

    დუდანა,თქვენთან ერთად მოვიარე სოხუმის ქუჩები. სული მტკივა. 20წელი მესიზმრებოდა, თუ როგორ ჩავდიოდი სოხუმში, ჩემს სახლში,მე თქვენსავით ვერ ჩავედი. მაგრამ ჩავიდა ჩემი და და ჩემი სახლის სურათები ჩამომიტანა.იმ დღიდან ჩემი სახლი არ მინახავს სიზმარში. ძალიან ვნანობ რომ ის სურათები ვნახე,იმ სურათებმა ჩემი იმედით სავსე სიზმრები მომიკლა.თქვენი მშურს,თუ სეიძლება ამას შური უწოდო.

  47. ეკო says:

    შემძრა,, ძალიან მგრძნობიარე კოლაჟია.. უცრემლოდ ძნელია ნახვა..წარმატებები!!!

  48. ანა says:

    დუდანა შენ რომ ჩახვედი აფხაზეთში ზარ-ზეიმი მქონდა. ჩვენ დავბრუნდებით.)

  49. ლელა says:

    ყველაზე ძნელი ძველ სიყვარულთან შეხვედრაა, როდესაც გრძნობ, როგორ გეწურება გული, რაღაც გახრჩობს, ხვდები რომ შენი აღარაა უკვე 20 წელია, მაგრამ სხვა მის გარდა, არც გყვარებია და ვერც შეიყვარებ მთელი მსოფლიოს ულამაზესი ქალაქებიც, რომ შემოიარო-ამ სიყვარულს სოხუმი ჰქვია! და ყველა სოხუმელი ერთნაირად ვყვებით, ბავშობაში განცდილს და ნანახს. ზოგჯერ შიში მიპყრობს გადაიტანს კი ჩემი გული მასთან შეხვედრას. დიდი მადლობა დუდანა, ამ განცდებისთვის!

  50. ნანა says:

    დავჯექი და ბევრი ვიტირე. ძალიან ემოციური პოსტია, მადლობა დუდანა.

  51. ბესიკ დუღაშვილი says:

    მტკივა…((

  52. დალილა says:

    ჩემი განცდებია… ჩემი სკოლაა…ჩემი სასწავლო ნაწილის გამგის ბუჟღუ რაფავას სახლია… ჩემი პინგვინია… ჩემი ბოტანიკური ბაღია… ჩემი კინოთეატრი სოხუმია… მარადონაც ჩემია…ჩემი მშვიდობის პროსპექტია… ჩემი დიოსკურიაა….
    ჩვენიააააააა….ჩვენიააააააააააააა….ჩვენიაააააააააა…
    დიდი მადლობა დაბრუნებისთვის

  53. ლიანა ჯღარკავა says:

    დავიბადე ოჩამჩირეში,სკოლა დავამთავრე ტყვარჩელში….მამის საფლავი ოჩამჩირეშია, დედის თბილისში ძალიან მენატრება,ძალიან!დედამიწის ზურგზე ყველაზე საოცნებო ადგილი…

  54. ლალი ჯელაძე says:

    ბავშვობა დავიბრუნე… ცრემლები მახრჩობს. მოგონენეში ჩავიძირე… წლები გადის და ეს გრძნობა უფრო და უფრო მეტ სიმძაფრეს იძენს. ეს მხოლოდ მონატრება არ არის… ეს ჩემი ცხოვრებაა…
    დიდი მადლობა დუდანა.

  55. ილია ერქვანია says:

    “მას შემდეგ ჩემთვის ასე არავის შემოუხედავს!” – როგორ დაგიმახსოვრებიათ ეს შემოხედვა! თუმცა რა უნდა დარჩეს უკეთესი წარსულიდან!…

  56. ნინო says:

    ვიტირე, ვერ ვიკავებ ცრემლებს ((((((((((((

  57. გიორგი says:

    დიდი მადლობა დადუნა !!

  58. გიორგი (გგგ) says:

    მე თბილისში დაბადებული გაზრდილი ვარ…. ჩემი მეუღლე სოხუმელია. ეს იყო საოცრება… უბრალოდ ტირილის შეკავება შეუძლებელია… და მერე კიდევ კომენტარების წაკითხვისას… გული ჩამეწვა.. დღეიდან შემიძლია თამამად ვთქვა რომ სოხუმელიც ვარ! ყველას თქვენ და ყველა ქართველს ვუსურვებ დაგვიბრუნდეს ჩვენი საქართველო. მხოლოდ ლოცვით შეისმენს ღმერთი ჩვენს ვედრებას.

  59. თამარ ქაჯაია says:

    ჩემი ქალაქი,ჩემი სკოლა,ჩემი პარკი, ჩემი სკოლის დირექტორი, ჩემთვის ნაცნობი ბავშვების სახეები,და საცოდავი მამიდაჩემი, რომელიც რამდენი ბავშვის აღმზრდელი იყო.ჩემთვისაც ნაცნობი სიზმარი. სახლში მინდა.

  60. მერი says:

    ძალიან დიდი მადლობა. გავსკდი ტირილით.რა ბედნიერი ხართ,რომ ჩახვედით…

  61. შოთკა says:

    მე სოხუმელი არ ვარ, არც ნამყოფი იქ, მაგრამ ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა და წარმოვიდგინე იქაურ ადამიანს რა განცდა დაეუფლებოდა, ასე მგონია რომ მშობლიურის შეგრძნება ყველაზე ძლიერად ქართველებს გვაქვს, (საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, 6 თვე ვიყავი სასწავლებლად გერმანიაში და ერთი სული მქონდა ჩემს სამშობლოში როდის დავბრუნდებოდი—სხვაგან არასდროს ვიცხოვრებ).
    მადლობა დუდანას

  62. ნიკო says:

    დზალიან დიდი მადლობა, იმ განცდებისტვის რასაც ახლა ვგრდზნობ, 53ცლის ვარ და მეგირსება აცი ამ ქუჩების გავლა ვოვესტრები????????მადლობთ მადლობთ

  63. თიკო says:

    ჩემი ბავშვობის ულამაზესი და უბედნიერესი დღეები… აჭარული ხაჭაპური “ნართაში” და “პინგვინის” ფერადი ნაყინები… ყველაზე თბილი და საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა… სოხუმი ჩემი ქალაქი არ ყოფილა, მე იქ დაბრუნებაც არ მინდა, მეშინია, მეშინია ჩემი საყვარელი ბიძიას და ბიძაშვილების საფლავებთან ახლოს ყოფნა, თუმცა საფლავებიც კი არ არის… ღრმად გაჭრილი მიწა და ერთმანეთზე დაყრილი გვამები… თქვენს სახლში დაბრუნებას გისურვებთ,ნამდვილ დაბრუნებას!

  64. გელა says:

    არც სოხუმელი ვარ და ალბათ 30 წელია არ მიტირია, დედას გეფიცებით ცრემლი მომადგა

  65. სოფო გეგეჭკორი says:

    მანჩოს სახლი ჩემი სახლიცაა და ფოტოზე ჩემი აივანიც ჩანს რომელიც 93 წლიდან არ მინახავს… მტკივნეულია ეს ყველაფერი.

  66. ნონა says:

    მთელი ჩემი ბავშობა მედგა თვალწინ ამას რომ ვკითხულობდი.ასე მგონია ყველას ერთი და იგივე სიზმარი გვესიზმრება.ოცნება რომელსაც ახდენა უწერია? იმედია.

  67. გიზო says:

    მადლობთ სიყვარულისთვის…მხნეობისკენ მოგიწოდებთ …

  68. ნათია says:

    მე ამდენი მოგონება არ მაქვს ჩემს ქალაქზე მაგრამ აფხაზეთის ყველაფერი მტკივა… მამაჩემი არასოდს არ ლაპარაკობს ”იმ” დროზე მე კი ბავშვობას არ ვიხსენებ… მშობლების საფლავბი კი ყველაზე ხშირია რაც მამას ესიზმრება.. ახლა მივხვდი რომ მეც ძალიან მინდა ჩემი შვილი გავასეირნო ჩემს ქალაქში და ამას აუცილებლად გავაკეთებ..

  69. ნინო says:

    ბოლო სურათის გმირივით დავხუჭე ცრემლიანი თვალები..

  70. ირმა says:

    …ჰაერიც კი მენატრება იქიდან დაქროლილი…

  71. მე-11 სკოლის 1977 წლის კურსდამთავრებული ვარ, მახსოვს დირექტორები:შარანგია, ლაგვილავა, ქუხილავა. სასწავლო ნაწილის გამგე ბუჟღუ რაფავა, თამარ გობეჯიშვილი, პირველი მასწავლებელი-მერი თოლორაია,ქართულის მასწავლებელი -არჩილ ჯაფარიძე, ფიზიკის -მანონი ჯოჯუა, ქიმიის-ქანთარია, რუსულის -ლამარა გრიგოლავა, მათემატიკის-ვალერი ჯიქია, ინგლისურის-ღმერთო,დამავიწყდა,მაპატიებს მისი სული და ნუ მიწყენენ სხვებიც – უდიდესი პედაგოგები!!!

  72. ნინო მაშია says:

    მამაჩემმა დამირეკა დღეს და ლინკი გამოგიგზავნეო დუდას ბლოგისო და წაიკითხეო.

    სიტვები არ მყოფნის…არც მე და არც მამაჩემს…

    გ ე ნ ი ა ლ უ რ ი ა!!!

    და რაღაც სიგიჟემდე მომინდა წასვლა…ნადია ბებოს საფლავი ვიპოვო….ჩემი სახლი ვნახო…

    როგორ წავიდე აბა როგორ??? თუნდაც 2 დღით მაინც ჩემს ქალაქს რომ მოვეფერო 🙁

  73. თამარი ჭაჭუა says:

    გმადლობთ ასეთი საოცარი პოტოებისთვის, განსაკუთრებით კი მე-11 საშუალო სკოლა, სადაც პირველი კლასის მოსწავლე გავხდი და სადაც საუკეთესო მეგობრები შევიძინე. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი….მიყვააარს მენატრებააა 🙁

  74. მარიკა says:

    დიდი მადლობა!!!!!

  75. ნინო says:

    ბევრი ცრემლი და ბევრი ტკბილი მოგონება ჩემი თბილი და მაინც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქი!!!!!!!

  76. ლიანა says:

    მეც ერთ-ერთი ფუძეს ნოწყვეტილი ქართველი ვარ, რომელმაც თქვენთან ერთად მოვინახულე” ჩვენი ოცნების ქალაქი”,რომელმაც ბევრი მონატრების ცრემლები მომგვარა….გმადლობთ ამისთვის…და ბოლოს, იმედი არ კვდება და მე გეტყვით”ჩვენ დავბრუნდებით“”

  77. სალომე says:

    არავარ აფხაზეთიდან, მაგრამ სულ მინდოდა მენახა, ამ ბლოგის მერე განსაკუთრებით მომინდა! ვიტირე, ბევრი ვიტირეეე 🙁

  78. ლია says:

    არ შეიძლება უცრელოდ წაიკითხო ეს ბლოგი, მე არა ვარ სოხუმელი, თბილისელი ვარ, მაგრამ ეს ადამიანური განცდა და მოუშუშებელი ტკივილი,იმდენად ახლობელია, რომ არ შეიძლება არ განიცადო და არ გაიზიარო, მეც დამახრჩო ყელში ბურთმა…

  79. თამარ დანელია says:

    დიდი მადლობა ამ ლამაზი და სევდიანი გასეირნებისთვის. სოხუმი ყოველი ჩვენთაგანის ტკივილია. იმედია, საქართველოს კვლავ დაუბრუნდება თავისი ულამაზესი ნაწილი… ღმერთმა მალე გაგვითენოს ეს ბედნიერი დღე…

  80. შოთა says:

    მადლობელი ვარ, მე არ ვარ სოხუმიდან, კახეთიდან, თელავიდან ვარ. ცრემლები მახრჩობს. ვერც ვერაფერს ვამბობ და ან რაა სათქმელი? ემოციაა მხოლოდ, ეს კი საკუთარია და ძალიან ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა, გარდა ერთი სიტყვისა სხვას ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული. ეს სიტყვა მადლობაა, უდიდესი მადლობა!

  81. ია says:

    ყოჩაღ, დუდანა, მაგარი ხარ!
    ძალიან მომეწონა!

  82. მშვენიერია დუდი. სოხუმი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და დიდი ტკივილია, არამარტო სოხუმი, მთელი აფხაზეთი.. შენ შეძელი და ყველანი ცოტა ხნით დაგვაბრუნე იმ ბედნიერ დროში… მეც მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. P.S ზუკას აკოცე

  83. რამდენჯერაც არ უნდა დავათვალიერო ეს სურათები არ მწყინდება და უემოციოდ ვერ ვათვალიერებ! უფრო და უფრო მტკივა გული და დაკარგული ტერიტორიების ერთი გოჯიც კი ძვირფასი და სანატრელი ხდება! ამ სურათებით საუკუნის ტრაგედიაა გადმოცემული!

  84. ქეთი რუხაია says:

    დუდანა! მე არ ვარ სოხუმელი, მაგრამ საოცრად ახლობელია შენი ბლოგი.ბურთი ყედში მეჩხირება და ცრემლები მადგება.ოც წელზე მეტი გავიდა და ეს განცდა ისევ ისეთია.არ ხუნდება და იქაურობა უფრო და უფრო სანატრელი ხდება. სასწაულებისაც მჯერა!

  85. ნონა says:

    დიდი მადლობა დუდანა კიდევ ერთხელ, რომ შენი წყალობით მოვეფერეთ ჩვენს მშობლიურ ქალაქს.

    კვლავაც დადგება იქ გაზაფხული,
    აყვავდებიან ისევ იები,
    ჩვენ დავბრუნდებით ლამაზ სოხუმში,
    რწმენით, იმედით და გამარჯვებით

    ჩვენ დავბრუნდებით………

  86. ნატო ტყეშელაშვილი says:

    ძნელია სიტყვებით გამოხატო შთაბეჭდილება. დიდი მადლობა

  87. ირინა says:

    Дудана! читала ваш пост на “Сплетнике”. Смотрю на фотки,даже цвет моря необыкновенный! სექტემბერში ხომ საოცარი სურნელია!!

  88. სოფია says:

    გმადლობ დუდანა!მე ძალიან პატარამ დავტოვე სოხუმი,მაგრამ ეტყობა განცდილი და ნანახი იმდენად ემოციური იყო,რომ დღემდე მახსოვს ზღვის სანაპირო მამას,რომ მივყავდი და ზღვის ტალღების მეშინოდა,ზღვის სანაპიროზე სურათის გადასაღებად დადგმული პლასტმასის ცხოველები,კარუსელი,გემები,სანაყინე მეც მახსოვს,თუ ,,პინგვინი,,ერქვა არ ვიცოდი,მაგრამ ის ფერადი ნაყინები ძალიან მიყვარდა! დრაკონის პირიდან გადმოსული შადრევანი მახსოვს ახლოს არ მივდიოდი მიკბენსთქო:)არ ვიცი ასე რატომ მიყვარს სოხუმი,სადაც მცირე ხანი ვიცხოვრე,მაგრამ ვიცი,რომ ჩემი ქალაქია,სადაც მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებდი.ის ის ქალაქია,რომელზეც მიოცნებია და ასე მიზიდავს დღემდე!ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!მე მჯერა,რომ დავბრუნდებით!

  89. შოთა says:

    დიდი მადლობა

  90. სოხუმი says:

    მეც მინდა ასე ოცნების ახდენა.

  91. ქეთი says:

    დიდი მადლობა, მეც მე-11 სკოლაში ვსწავლობდი. გული ქაჯაია რომ დავინახე გამიხარდა, ჩემი კლასი მეგონა, მაგრამ ვერავინ ამოვიცანი, მივხვდი რომ სხვა მოსწავლეებთან იწონებდა თავს ჩემი გული მასწავლებელი :* ძალიან კარგი ფოტოებია… სულის შემძვრელი მონათხრობი…ძალიან მენატრება სოხუმი.
    კიდევ ერთხელ დიდ მალობას გიხდით ჩემი ოჯახის სახელით

  92. აზა says:

    დიდი მადლობა,ძალიან განვიცადე და ვიტირე.მოუთმენლად ველოდები ახალ საინტერესო სტატიებსა და სურათებს.

  93. მარია says:

    მეც გამოვიტირე მამა და ჩემი ბავშობა((რომელიც სოხუმთან ერთად დავკარგე ((((((((((((

  94. შარშანაც წავიკითხე…კომენტარი მაშინაც დამიტოვებია..
    ისევ გამეჩხირა ყელში ბრაღაც და ჩემს დახრჩობას ცდილობს..ისევ დამიარა ჟრუანტელმა..ისევ მომადგა ცრემლები…

  95. ნატალია says:

    ამდენი დიდი ხანია არ მიტირია.

  96. ლია ოთეი says:

    ძალიან ,ძალიან ,ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი რეპორტაჟისთვის.ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია. წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ

  97. ნინო says:

    უცრემლოდ ვერ წავიკითხე…

  98. ნინო says:

    ძალიან ბევრი ვიტირე,წარმოვიდგინე,რამხელა ტკივილს დაატარებს ყველა სოხუმელი

  99. მე თბილისელი ვარ ,მაგრამ ხშირად დავდიოდით სოხუმში დასასვენებლად.დედაჩემს უყვარდა იქაურობა ძალიან.პირველი საოცრება რაც აფხაზეთიდან დამამახსოვრდა რიწის ტბასთან ახლოს მდებარე ცისფერი ტბა იყო.6-7 წლის ვიყავი პიველად რომ ვნახე და არასოდეს არ დამავიწყდება.სოხუმი კი ჩემი მოურჩენელი ტკივილია და წარმომიდგენია თქვენთვის,იქაურებისათვის რა იქნება.Gმერთი არ გაგვწირავს ქართველებო და დაგვიბრუნებს ამ ჩვენთვის სათაყვანო მიწას.იმედით ვიცოცხლოთ.

  100. ნონა ჩხეიძე says:

    დიდი მადლობა… ჩემი მშობლიური და უზომოდ მონატრებული ქალაქი…

  101. გიორგი says:

    სოხუმი ჩემთვის ყველაფერია და მე იქ დავრუნდები! ეს დრო არც ისე შორსაა!!! და არა მარტო მე… ყველა დაბრუნდება… ის აფხაზებიც, რომლებსაც არ უხარიათ უჩვენოდ იქ ცხოვრება, მაგრამ ამაზე უჭირთ ღიად საუბარი

  102. ლიკა says:

    უღრმესი მადლობა ჩემთვის უცნობო ადამიანო!!! მართალია ძალიან ბევრი ვიტირე,მაგრამ გამიხარდა ჩემი მონატრებული ქალაქის ნახვა, თუნდაც ასე…. <3

  103. ნანა says:

    დუდანა!ბევრჯერ მოგონებებში ჩავძირულვარ,მაგრამ ახლა ეს იყო, არ ვიცი როგორ გადმოვცე სიტყვებით…ერთი შემიძლია ვთქვა,კი არ ვტიროდი ვზლუქუნებდი და ისე ვათვალიერებდი და ყველა მომენტი.ყველა წამი იქ გატარებული ტვალწინ გადაიხვია,,,და ისიც მახსოვს ბოლოს მე და შენ სოხუმში,ზაფხულში ,,პროსპექტ მირაზე” შევხვდით,შენი საათვალეები გამომყვა,ერთ სურათში გიკეთია მაგ სათვალე…მის მერე არც მინახიხარ და სათვალეც არ დამიბრუნებია…იცი რამდენი წელი მქონდა შენახული..

  104. ლალი says:

    სოხუმი ჩემთვის და ყველა სოხუმელისთვის ყველაფერია, ჩემი მონატრება, მოურჩენელი ტკივილი….
    მადლობა, მეც გამოვიტირე ჩემი მშობლები და ბავშვობა…

  105. ხათუნა აფხაძე says:

    ჩემი ლამაზი ქალაქი, ჩემი 11 საშუალო სკოლა…. ამ სტატიის წაკითხვისას ჟრუანტელმა დამიარა, თითქოს ჩემს გულისთქმას ასახავს, გულისტკივილს, მონატრებას… მეს გადავიპარე 20 წლის შემდეგ, რომ ჩემი ერთადერტი ძმის მონატრებული საფლავი მენახა. ვუახლოვდებოდი საფლავს და თითქოს მელოდა ჩემი გოჩას ქვაზე დახატული სურათი. ფეხით მოვიარე მეთელი სოხუმი,ყველა ის ადგილი რომელიც აქაა ასახული, ზუსტად ის განცდა და სიხარულთან ნაზავი გულისტკივილი, ცრემლი, ტკბილი მოგონება. ყველა სოხუმელს ერთნაირად გვიყვარს, გვენატრება და გვტკივა ჩვენი ლამაზი სოხუმი…

  106. მაკა says:

    როგორ მესმის თქვენი დუდანა,შემეხარბა კიდეც:) მეც ასე დავატარებ მონატრებას,10-11 წლის ვიყავი გაგრიდან რომ წამოვედით გემით,კერძოდ ბზიფიდან,სადაც ჩემი ბავშვობის უბედნიერესი წლები გავატარე,იმდენად მენატრებოდა სულ,რომ ყოველდღე თვალდახუჭული მივდიოდი სახლიდან,მანქანით თუ მატარებლით,ვიხსენებდი ყველა ქუჩას,ყველა მომენტს სახლამდე,ვაღებდი ჭიშკარს და მოვივლიდი მთელს ეზოს,ყველა კუნჭულს,ყველა ხეს და ყვავილს,გზადაგზა ვიხსენებდი სხვადასხვა მომენტებს,ბებიას,ბიძაჩემს,დეიდას და ბიძაშვილებს,ძაღლებს,ყველა ოთახში შევდიოდი,ვათვალიერებდი ყველაფერს სად რა იდგა,სად რა სურათი ეკიდა,სუნსაც კი ვიხსენებდი.ყველა ძვირფას წამს ვიხსენებდი გონებაში და დღემდე ასეა,ამიტომ უკვირთ ხოლმე რომ ვამბობ სად რა შპალიერი იყო გაკრული,სად რა ავეჯი იდგა და ა.შ.მე კი ასე შემოვინახე ჩემი ბედნიერების ძვირფასი წუთები,რომელიც არ გახუნებულა და კვლავ ველოდები და მჯერა რომ აუცილებლად დავბრუნდები,ზუსტად ვიცი.ვიცი რომ ყველაფერს დავკოცნი და ჩავეხუტები,ჭიშკარს,ხეებს,სახლს და ყველაფერს.ჩვენ გადავცურავთ ზღვას და დავბრუნდებით აფხაზეთში,ჩვენს სახლებში!:)

  107. natia says:

    რომ წარმოვიდგენ, ჩემი საყვარელი, ჩემი ტკბილი ქალაქი რომ ვინმემ წამართვას, რომ არ შემეძლოს იქ ჩასვლა, ქუჩებში ბოდიალი… ალბათ, ალბათ ჭკუაზე შევიშლებოდი! არ მექნებოდა არსად სიმშვიდე, ვიქნებოდი სულ აფორიაქებული და მუდმივად ძებნაში, სირბილში, რომ მეპოვა სადმე ის, რაც დავკარგე და ვიცი, ვერასოდეს ვიპოვიდი.
    რამდენი ადამიანია ასე გამწარებული, რამდენი აფორიაქებული სული და გული დაწრიალებს საქართველოში, რომელმაც ეს ქალაქი დაკარგა. გული ამტკივდა იმ სიტყვებზე, რომ ბავშვი წუწუნებს, დაიღალა და არ იცის რას ნიშნავს ეს შენთვის. ასე გაცივდება ეს ტკივილი თანდათან, გაფერმკრთალდება მონატრება და დაბრუნების სურვილი და ბოლოს საერთოდ დაგვტოვებს იმ თაობასთან ერთად, ვინც ჭუბერის გზაზე გადმოატარა ეს სიყვარული

  108. ნესტანი says:

    უკვე მეორედ წავიკითხე და დავბრუნდი სოხუმში ჩემი ბავშობის მოგონებებში ბედნიერი ვარ ამ ფოტოებს რომ უყურებ ძალიან მენატრება კიდევ ერთხელ შემიძლია თქმა რომ ასეთი ქალაქი არსად არ არის დედამიწაზე დიდი მადლობა ამისთვის დუდანა

დამიტოვეთ კომენტარი