ტობავარჩხილი – სამოთხე დედამიწაზე

საქართველოს ერთ, პატარა, თითქმის ყველასგან მივიწყებულ ნაწილში, რომელსაც ჩხოროწყუ ჰქვია,  მდინარე ხობისწყალი ჩამოდის. ერთი შეხედვით დიდად არაფრითაა საინტერესო. ეგაა – აქ ცხელ ზაფხულში გახურებული სხეულის გაგრილება შეიძლება. ჩახვალ, იბანავებ, გაგრილდები და მორჩა: კითხვაც კი არ გაგიჩნდება, – ნეტავ საიდან მოდის ეს პატარა წყალიო. მაგრამ თუ იკითხე, გზა პასუხისკენ ულამაზეს ადგილას მიგიყვანს, სადაც თუ ერთხელ დადგი ფეხი, მეორედ წასვლა უთუოდ მოგესურვება.

.

.

.


ხობისწყლის ხეობა

.

.

მდინარე ხობისწყლის ხეობა, ტობავარჩხილისაკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპია. ეს ხეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უნიკალურია იმით, რომ ერთი მდინარის გაყოლებაზე შეეყრებით მღვიმეებს, ხავსიან მასივებს, მინერალურ წყალს, ალპურ ტბებს, ჩანჩქერებს, მწვერვალებსა და მყინვარს. სიმაღლის მატებასთან ერთად გარემო უფრო და უფრო მწვანდება – ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სულ ახლოს გრძნობ ველურ ბუნებას.

.

.

.

.

თუმცა ნამდვილი შეგრძნებები მაშინ იწყება, როდესაც საავტომობილო გზა მიილევა. საბოლოო დანიშნულების წერტილამდე კი ბილიკებით კიდევ  რამდენიმე კილომეტრი უნდა იარო ტყეში, ველური მცენარეებით მოფენილ მინდვრებზე. გზა თითქოს არ მთავრდება და გამოუცდელ ტურისტს შეიძლება უკან დაბრუნებაც კი მოუნდეს, მაგრამ დაქანცული მგზავრებისთვის აქ ყოველთვის ღიაა კარეს კარები. კარეს მეგრულად მწყემსების ხის ქოხებს ეძახიან. კარეში, შუაცეცხლის გარშემო მუდამ არის ადგილი შემცივნებული სტუმრებისთვის.

.

.

.

.

მათთვის მწყემსებს არასოდეს ენანებათ უგემრიელესი ელარჯი, თხის ხორცი და მთის მაწონი. ამ ქოხებში წარსულია გაცოცხლებული და შუაცეცხლთან ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს საუკუნეებით უკან იხევ და კვამლით აცრემლებული თვალებით შეიგრძნობ საქართველოს.

.

.

.

.

.

.

.

.

.

გზა მაღლა-მაღლა მიიწევს… ირგვლივ მხოლოდ მთებია – მთები, უფსკრულები და ჩანჩქერები. აქაური წყალი ყველაზე გემრიელია და ცივი. სულ ცოტაღა დარჩა გასავლელი:

.

.

.

.

აღმართი, შემდეგ ტაფობი, შემდეგ ისევ აღმართი და უკვე მთის ძირში ვართ. ეს ცაშკიბულია – სამეგრელოს ყველაზე მაღალი და დიდებული მწვერვალი. ულღობი მყინვარი მწვერვალზე ასვლას ართულებს, მაგრამ ასვლა ამად ღირს. ცაშკიბული უნიკალური მწვერვალია იმ მხრივაც, რომ იგი მისაწვდომია როგორც გამოცდილი მთამსვლელებისთვის, ისე უბრალო, თავგადასავლების მაძიებელი ტურისტებისთვისაც.

.

.

doxycycline price canadadoxycycline 100mg price in india

.

.

ერთ მხარეს პიტალო კლდეა – ალპინისტებისთვის სასურველი საკბილო. მეტიც, ქართველი ევერესტელების აზრით, მწვერვალის ამ მხარეს შეიძლება თავისუფლად მიენიჭოს სირთულის მეხუთე კატეგორია, რაც ურთულეს, მეექვსე კატეგორიაზე ერთი საფეხურით დაბალია.” მეორე მხარეს კი შედარებით იოლი გზაა მწვერვალისაკენ, თუმცა არც ამ გზაზე განიცდის მოყვარული ექსტრემალი ადრენალინის ნაკლებობას. მაგრამ როცა მწვერვალზე ადიხარ და ზღვის დონიდან 3016 მეტრის სიმაღლიდან გადმოიხედავ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ სამყარო შენს ხელთაა და შეგიძლია იმბრძანებლო ღრუბლებზე, შენ ფეხქვეშ რომ დაცურავენ.

.

.

.

.

.

.

.

.

აქ დროის შეგრძნება თითქოს იკარგება და სანამ მწვერვალზე დგახარ, გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილი, ფიქრობ მხოლოდ იმაზე, რამდენი რამ დაგიკარგავს აქ ამოუსვლელს.

.

.

.

.

.

.

.

.

მაგრამ ნამდვილი სამოთხე ჯერ კიდევ უნახვია: ის ადგილი, რომლის თვალშესავლებად ამხელა გზა გამოვიარეთ. ეს ტობავარჩხილია, ვერცხლის ტბა. ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდი.

.

.

.

.

.

.

უძველესი ლეგენდა ამბობს, ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩებაო.

ორკილომეტრიანი მყინვარის გადალახვის შემდეგ წინ თვალწარმტაცი სანახაობა იშლება: ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით დიდებული ჩე გვალა (თეთრი მთა) მოსჩანს, ეს ერთადერთი მხარეა, საიდანაც ტობავარჩხილს მთები არ ეკვრის და ისიც, თითქოს დრო იხელთაო, ჩანჩქერად ეშვება უფსკრულში. სხვა ყველგან სალი კლდეები აღმართულან. ამ საოცრებას ცაშკიბული აგვირგვინებს. მისი ანარეკლიც კი ტბაში იმდენად დიდებულია, რომ ყველას მოახრევინებს ქედს.

.

.

ამ ერთი ხელის დადება ადგილას ყველაფერია თავმოყრილი: მთები, კლდეები, მდელო, ალპური ყვავილები, ჩანჩქერი, მყინვარი, ტბა…

.

.

.

.

დრო კარგა ხანია გაჩერდა. თვალს ხარბად ავლებ ბუნებას და თანდათან უფრო მძლავრად აღიქვამ მის მშვენიერებას. გგონია, სანუკვარი ოცნება აისრულე, რომელიც აქამდე არც კი იცოდი, თუ გქონდა. აღარ გინდა დაბრუნება ხმაურიან ბარში, სადაც მანქანების გამონაბოლქვის გარდა, თითქოს არაფერია. შენი სულის ნაწილი მთაში რჩება და სამარადისოდ იძირება ტბის უსასრულო სიღრმეში. ტობავარჩხილი სამუდამოდ ხდება შენი სახლი, რომელიც თვალის მოწყვეტის წუთიდან სიცოცხლის ბოლომდე გენატრება…

.

ფოტოგრაფი რომან თოლორდავა

ტეგები: , ,

მკითხველის კომენტარი
  1. უფ :))) რა პოსტი, რა ფოტოები, რა ტექსტი :D:D

  2. ძალიან ლამაზი ადგილებია,არა ლამაზი კი არა ულამაზესი.მართლად ღვთისმშობლის წილხვედრია ეს ქვეყანა,ისეთი როგორიც ეკადრება.დიდ მადლობა ავტორს

  3. ვაჟა says:

    რა სილამაზეა!!!

  4. нана says:

    Здорово!))) Просто прелесть. Очень приятно читать и смотреть))) Класс!

  5. თიკა says:

    ვაიმეე ხობისწყაალი.. ლუგელა .. რა ლამაზი ადგილებიააა მმმ

  6. გია says:

    ვინმეს ამ ადგილის რუკა მოგეპოვებათ?

    ამით ძალიან დამავალებთ

  7. ჯულიეტა says:

    უმშვენიერესია აქ ასვლა მთელი სამყაროს შეცნობაა დიდი მადლობა ამ სურათების ავტორს,

  8. ქრისტინე says:

    ძალიან მომეწონა…და მტელი გულით მინდა ეს სილამაზე საკუთარი ტვალებით ვიხილო,,,,,,ვიცოდი ამ ადგილის შესახებ..ულამაზესია….

  9. ნინო says:

    მართლა რომ საოცრებაა, მინდაააააააა….

  10. ქეთი says:

    მიწიერი სამოთხეა…სტატია ძალიან მომწონს… მადლობა მის ავტორს…

    • ჰამლეტი says:

      ქეთი გეთანხმები, ძაან ლამაზი ადგილია. მაგრამ სამოთხე მიწიერია… ცაში კი არ არის სამოთხე…

  11. ინგა says:

    ასეთი სურათების ნახვის დროს განსაკუთრებით გიმძაფრდება ეროვნული სიამაყის გრძნობა,ყოველი კადრი და ყოველი დეტალი ცრემლებამდე გიჩუყებს გულს!

  12. მარი says:

    ძალიან ლამაზი და თვალწარმტაცია, ვურჩევ ყველას ნახოს…. მადლობა ავტორს ასე ლამაზად აღწერისთვის… მართლაც საოცარი შეგრძნებაა იქ ასვლა!

  13. მანანა ჩიქოვანი says:

    პირველივე ფოტოს ნახვისას ბედნიერებით მეცხრე ცაზე ავფრინდი!!! ფოტოები ფოტოებად, მაგრამ ტექსტი?!!!
    უზომოდ ვამაყობ შენით…..

  14. იმედა says:

    ჩემთვის ასეთი ლამაზი და თვალწარმტაცი ადგილი, სამეგრელოში, კერძოდ ჩხუროწყუში ნამდვილი აღმოჩენაა. ვიმედოვნებ, რომ როდესმე მაინც შევძლებ ამ სილამაზის საკუთარი თვალით ხილვას. მადლობა ყველას, ვინც ასეთი ამომწურავი ინფორმაციითა და ლამაზი ფოტოებით შეეცადა ჩვენს “განათლებას”…

    • დაკო says:

      ეს მუხურშია ლუგელის ხეობა. ტობა ვარჩხილი ,ჩხოროწყუს რაიონია უბრალოოდ იმდენი ითქვა ამაზე და მუხური არავინ ახსენა

  15. ქეთინო says:

    ავტორთან ერთად ვიმოგზაურე ნამდვილად “მიწიერ სამოთხეში”, მართლაც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ფოტოებია საინფორმაციო ტექსტით
    უღრმესი მადლობა ავტორს……

  16. ზურა says:

    ამას რა კომენტარი ჭირდება, ამის პატრონი ქართველები რომ მსოფლიოში დაბოდიალობენ და ეს არ იციან, თურაშაულის პატრონი რომ ტყეში პანტას ეძებდა, ის მახსენდება ძალაუნებურად

  17. ირაკლი says:

    უმაგრესი ადგილებია, ვინმე ხაართ აქ ნამყოფი? როგორ უნდა მივუდგე? რამდენი დღე ჭირდება ხეობის მთლიანად დათვალიერებას? როდის ჯობია წასვლა, დიდად მადლობელი ვიქნები ვინმე თუ მიპასუხებთ 🙂

    • ირაკლი ვახტანგიძე says:

      კარგი დრო წასავლელად აგვისტო ჯობია,სოფელი მუხურიდან (ჩხოროწყუს რ-ნი) მანქანით უნდა გაიაროთ დაახლოებით 22კმ, რისთვისაც დრო დაახლოებით 2 საათია საჭირო (ცუდი გზაა). ტურისტები ხშირად ურალის ტიპის ა/მანქანებით დადიან, რომლებთაც ადგილობრივი მოსახლეობა ემსახურება. მანქანით მგზავრობის შემდეგ,უნდა გაიაროთ ფეხით დაახლოებით 10-12კმ (აღმართ-დაღმართ). ყველაზე კარგი ვარიანტი არის მანდ ცხენებით ასვლა, ერთი ცხენიც საქმეა, ვინაიდან მთელ ტვირთს მასზე დადებთ:-)

  18. მამაძაღლი says:

    ყველაზე კარგი დრო აქ წასასვლელად აგვისტოა. ან სექტემბრის დასაწყისი. ძალიან არ ცივა და, ფაქტობრივად ყველაფრის ნახვა შეიძლება. ანუ ყველა სეზონის ერთ პატარა ადგილას )))) 1 დღე უნდა ტობაზე ასვლას,დათვალიერებას კიდევ, სანამ არ მოგბეზრდებათ იმდენი (თუ მოგბეზრდებათ, საერთოდ) :))))

  19. მთელი ბავშვობა ჩხოროწყუში მაქვს გატარებული და აქამდე გამომყვა მანდ ასვლის ოცნება….
    ძლიერი ნდა იყო-მანდ ასვლა რომ შეძლო 🙂

  20. ირაკლი ვახტანგიძე says:

    გაითვალისწინეთ კიდევ ისიც, რომ აგვისტოში 12 საათის მერე იქ საშინლად ცხელა, ასევე ვერ მოეფარებით ხეს, ვინაიდან ალპური ზონაა:-) ასევე გაითვალისწინეთ, რომ წყლის მომარაგება არ დაგჭირდებათ, ყოველ 300 მეტროში ნაკადულებია. აუცილებელი ატრიბუტიკა: კარავი, კარვის დასაყენებელი ჯოხები (ნუ მე დამჩა და კარავი თავზე მეხურა:D), ასანთი, მშრალი ფიჩხები, რაიმე მწერების დამცავი კრემი, კაციჭამია ბუზებია:-) კიდევ უმჯობესია ფეხზე აუცილებლად რეზინის ძირიანი ფეხსაცმელი ჩაიცვათ, ვინაიდან არ სრიალებს!!! ქუდი და ბენდენა, ბენდენას იმ სიცხეში დაასველებთ და სახეზე მიიდებთ ან კისერზე:-) წარმატებებს გისურვებთ:-)

  21. მართლაც საოცარი ადგილია. ღვთისგან ნაბოძები უდიდესი სიმდიდრე გვაქვს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას-საქართველოს. ეს ნამდვილად დასაფასებელი და მოსაფრთხილებელია

  22. ზაზა says:

    მართლაც საოცრად ლამაზი ადგილია.ისე ამ მადლიან საქართველოში ლამაზ ადგილებს რა გამოლევს, მაგრამ აქ ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა გარემოებამ, კერძოდ: რატომ ჰქვია ამ ტბას სვანური დასახელება ,,ტობა ვარჩხილ’”ეს ხომ სიტყვა სიტყვით სვანურია და თუ პირდაპირ გადავთარგმნით მაშინ გამოვა ,,ტბის ვერცხლი”, იმიტომ,რომ სვანურად ,,ტობ” ნიშნავს ტბას, ხოლო ,,ვარჩხილ”-ვერცხლს”. ტობას, რომ ,,ა”გამოვაკლოთ და დავწეროთ ,,ტობ ვარჩხილ”აი მაშინ გამოვა ,,ვერცხლის ტბა” ამას მე არავის საწყენად არ ვწერ უბრალოდ მაინტერესებს ტოპონიმი და თუ ვინმემ იცის, დაწეროს.

  23. ზაზა says:

    ტობავარჩხილის რეკლამირება ცუდი სულაც არ არის, ოღონდ არა ამ სახით… 🙂 ტექსტი შეიცავს უპატიებელ შეცდომებს და კიდევ ეს ადგილი წარმოადგენს დღევანდელი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის რაიონის გზაგააყარს… კიდევ, მანდ არის ბევრი ტბა და ის, რომელსაც უწოდებთ ტობავარჩხილს, სხვა ტბაა (ამაზე რომანი შემომედაევბა, მაგრამ ვიტოვებ უფლებას არ დავეთანხმო)… ცაშკუბული არ წარმოადგენს ყველაზე მაღალ მწვერვალს ეგრისის ქედზე, არამედ ითვლება რომ ჭითაგვალაა ასეთი 3226 მ. თუმცა ტოპოგრაფიულ რუკებზე მე მინახავს უცნობი მწვერვალი აღნიშნული, რომლის სიმაღლეა 3255 მ…

    მომიტევეთ, მე არავის განაწყენება არ მინდა, უბრალდო ერთ პატარა მიმოხილვაში ამდენი და ასეთი უზუსტობანი არ უნდა იყოს…

    • ბატონო ზაზა თქვენ რომ სრულყოფილად იყოთ ინფორმირებული რა ხდება ეგრესის ქედზე როგორც ეგრსის ქედის დაცული ტერიტორიების შექმნის სახელმწიფო კომისიის წევრი სრული პასუხისმგებლობით გწერთ შემდეგს:ეგრისის ქედზე მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე ზღვის დონიდან 2292 მეტრზე(x 297144 y4730664)მდებარეობს ტბა სახელწოდებით ,,დიდი ტობავარჩხილი”იქვეა2280 ,,ჭიფე ტობავარჩხილი” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2550 მეტრზე ,, ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი~~ (სახელწოდება ოფიციალურად დააამტკიცა გეოგრაფიული სახელწოდებების მინიჭების სახელმწიფო საბჭომ)ზღვის დონიდან 2600 მეტრზე ,,დიდღალიშ ტობა” . ზღვის დონიდან 2540 ,,კალაშიშ ტობა”.ზღვიდ დონიდან 2700 ,,წაქაწყარიშ ტობა„. რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს აქ მდებარეობს ,,ჭითაგვალში ტობავარჩხილი“ ზღვის დონიდან 2664…ასე რომ მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემისა როცა ძალიან ცუდად იცნობთ ეგრისის ქედს არ უნდა გააკრიტიკოთ ამ საოცრად ნიჭიერი კაცის ულამაზესი სტატია….!!!

  24. ნანა says:

    უდიდესი სიამოვნება მივიღე.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ავტორს.ველით კიდევ ახალ საოცრებებს.

  25. თამარი says:

    საოცრებააა, ულამაზესი ადგილია, აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა.

  26. ზაზა says:

    რომან,

    დავიწყოთ შემდეგით: კაზუსები დადგენილებებში გამორიცხული არ იქნება, ეს გაგეგებათ ალბათ… თბილისში დიდგორის რაიონი დაარქვეს აგარანის ისტორიულ რაიონს, სადაც დიდგორი არ შედის, ასე რომ ამგვარი მეთოდით შეიძლება შორს ვერ წავიდეთ. მეორე, მე კარგად ვიცნობ ეგრისის ქედს, მეტად ვიდრე ეს თქვენ გგონიათ 🙂 მესამე, ტობავარჩხილიდან გამომავალ წყალს ჰქვია ნაშხურწყარი (ნაცხვარი წყალი), და ჩხოროწყუს ტობავარჩხილს – ოხოჯე, მიზეზი ამისა ის არის, რომ ტობავარჩხილის გზა მოკლეა, მაგრამ მსხვილფეხა საქონლისთვის უვალი, ხოლო მაგანას სათავეებით მიერეკებიან მსხვილფეხა საქონელს ოხოჯეს ტობას გავლით 🙂

    ტობავარჩხილის ტოპონიმის წარმოშობის შესწავლა აუცილებელია, რადგანაც შესაძლოა ეს საერთო (და არა კონკრეტული ადგილის ან მოსახლეობის) რელიგიური, ან მითიური ნიადაგიდან იღებდეს საფუძველს. თუმცა ეს ფაქტი არ გვაძლევს საშუალებას ყველა ტბას ერთი სახელი ვუწოდოთ ეგრისის ქედზე მდებარეს.

    ასევე პასუხი არ გაგიცია ეგრისის ქედის ჩემისთანა ცუდად მცნობი ადამიანისთვის სხვა შენიშვნებზე, რომელიც დავწერე.

    კიდევ – უნიჭიერესი კაცის ულამაზესი სტატია და პათოსი ხელს არ უნდა უშლიდეს მკითხველს, გაერკვეს საქმის ვითარებაში, ან უნდა მიენიჭოს საგას ჟანრის სტატუსი 🙂

    მეც ვარ პატივისცემით განმსჭვალული თქვენდამი, რომან. ეს საუბარი განპირობებულია ტობავარჩხილის მიმართ სიყვარულით, რომელიც ბავშვობიდან განაჩნია, ამიტომაც ნუ მიწყენ 🙂

    • დიტო says:

      ძალიან მაგარი სტატია და მაგარი სურათებია. ძალიან გული მწყდება, რომ გავსუქდი და შანსი არ არის მაგდენს ფეხით და ისიც მთაში ვერ ვივლი. ვინც ჩემს დღეში ხართ მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჭინჭაოს ტბა გურიაში, ბახმაროსა და გომისმთას შორის. საყორნიას მთასთან. არანაკლები სილამაზეა. დაახლოებით 2600 დან 2800 მეტრამდე იქნება სიმაღლე, ზუსტად არ ვიცი. 2600 მანქანა, რომელსაც სიმაღლის საზომი ჰქონდა გაჩერდა და დროებით დავტოვეთ. ჩვენს სიმაღლეზე ორბები დაფრინავდნენ. მაგრამ უნიკალურია ის რომ ამ სიმაღლეზე მიდიხარ ვიწრო სამანქანო გრუნტის გზით, რომელიც თავის დროზე რუსი სამხედროების გაკეთებულია. ოღონდ კარგი ჯიპი უნდა გყავდეს, ტარება უნდა იცოდე და კარგი ამინდი უნდა დაგემთხვეს.სულ მთების წვერზე მიდიხარ და ქვევით კილომეტრზე მეტი ზოგჯერ შეიძლება 2 კილომეტრიანი ან მეტი გადასახედებია. სვანეთში იმ ადგილებში სადაც მანქანა მიდის ასეთი სხვაობა შენსა და მთის ძირს შორის არ მინახავს. ასვლა ბახმაროდან ჯობია უფრო შორია და უფრო ლამაზი. ოღონდ აუცილებელია ვინმე გზის მცოდნე გაიყოლოთ ბახმაროდან იქამდე აჭარლების რამოდენიმე საზაფხულო საცხოვრებელია და ყველა იქაურმაც არ იცის ეს ადგილი. იქ ახლომახლო მხოლოდ ზაფხულში ცხოვრობენ. ზამთარში 6 მეტრი თოვლია. უნიკალური ხედებია თითქმის სულ ნისლია. ბახმაროდან 10 საათზე რო გახვიდე 4 ან 5 ზე მიხვალ. 40 კმ იქნება ან ცოტა მეტი მაგრამ ნელა მიდიხარ და ისე ლამაზია ბევრგან ჩერდები. აუცილებელია ვინმე გზის კარგი მცოდნე წაიყვანოთ, თორემ იმ ადგილებში რუსების საიდუმლო ბაზები იყო და ასეთი გზებით დაქსელილია. ისეთი გადასახედებია გააფრენ. 3 მანქანით ვიყავით მე 6 წლის შვილი მყავდა წაყვანილი არასდროს დაავიწყდება. გთხოვთ ფეხით 1 კმ-ზე მეტს ვერ დავდივარ ესეც ძნელია ჩემთვის და იქნებ მითხრათ ისეთი ადგილები სადაც მანქანით მიხვალ და ასეთი სილამაზეა.
      პასუხი

  27. ლაშა says:

    მართლაც ულამაზესია ჩვენი სამშობლო მეტი გაცნობიერებისთვის გთხოვთ გააგრძელოთ აღწერები სხვადასხვა კუთხეებისა,ასეთი ულამაზესი ბუნებით და გეოგრაფიული მდებარეობით არის ცნობილი სოფელი გორდი,გთხოვთ დაინტერესდეთ რათა უფრო მეტ სიღრმეებში შევიცნოდ ჩვენი ღვთივკურთხეული სამშობლო.

  28. მანანა says:

    საოცრებაა….რა სილამაზეა…ეს სილამაზე ახლოდან უნდა ნახო…მადლობა ავტორს სურატებით მაინც რომ გვანახებს ასეთ სილამაზეს… მადლობა კიდევ ერთხელ

  29. რა კაზუსები …რა დადგენილებები:))სახელი კი არ შეარქვეს არამედ გაასწორეს რუსი ტოპოგრაფების შეცდომა…ეგრევე გასწორდა მსგავსი 60-მდე შეცდომა და ამ საქმეს აკეთებს საქართველოს გეოგრაფიის ინსტიტუტი ჩვენი საუკეთესო მეცნიერები მათ შორის აკადემიკოსები…ისტორიკოსები და ეთნოგრაფები…თუ ეგრე გაინტერესებს უნდა ნახო აპოლონ ცანავას, სერგი მაკალათიას და სხვა ეთნოგრაფების შრომები და ტოპონიმიკური მასალები, სადაც შავით თეთრზე წერია ცაშკიბულის ტობავარჩხილზე ლეგენდებზე და იმაზე რომ ეს ოდითგანვე სამი გვარის საზაფხულო სადგომი იყო მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გვარია…1993 წლიდან დღემდე ჩატარდა 16 ექსპედიცია მათ შორის 2 საერთაშორისო სადაც ტოპონიმის იდენტობა მხოლოდ დამტკიცდა…ასე რომ ნამდვილად არ ვაპირებ შენთან კამათს…
    ასევე არ უნდა გადავარდე ნონსენსში და უნდა იცოდე რო ჭითაგვალას ტობადან გამომავალი მდინარე მაგანას ერთ-ერთი სათავეა, ხოლო ცაშკიბულის ტობადან გამომავალი კი დიდიღალი…ასევე საერთოდ არ ხარ ნამყოფი მარტვილის ალპურ ზონაში და გინდა იგნორირება გაუკეთო იქაურ ტოპონიმიკას დიდ ტობავარჩხილზე და ჭიფე ტობავარჩხილზე…მაპატიე მაგრამ ეს ვიწრო სეპარატიზმი ახალგაზრდა კაცს საგზლად არ გამოგადგება…და კიდე მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება კონფერენცია სამეგრელოს ალპურ ტბებზე შეგიძლია მობრძანდე და იქ იკამათო…მე მზად ვარ გულისყურით მოვეკიდო თქვენს აზრებს შესაბამისი არგუმენებით გაჯერებულს…19 წელია ეგრისის ქედზე ვმუშაობ ეთნოგრაფებთან, ბოტანიკოსებთან, ზოოლოგებთან…და მსგავსი კამათი არავისთან მომსვლია…თუმცა არც ვაპირებ მის გაგრძელებას…

  30. ზაზა says:

    ოჰოო, ცილისწამებებზე არ ვართ რომან 🙂 მე სეპარატიზმი, მიტ უმეტეს ვიწრო საერთოდ არ მახასიათებს, თუ ადგილის სიყვარულს ჰქვია ასე ? რუსებმა მოიფიქრეს ნაშხურწყარი და ოხოჯე ? 🙂

    და კიდევ, მე იგნორირება კი არა, შესწავლაზე გავამახვილე ყურადღება 🙂 ამ სტატიაში შენი სურათებიცაა, მაინტერესებს სტატიის ავტორმა დეტალები შენ გკითხა ?

  31. ზაზა says:

    და კიდევ, მე არ გეკამათები, გესაუბრები 🙂 “წინააღმდეგობა უარყოფას არ ნიშნავს, იგი მხოლოდ დამატებაა” 🙂

  32. ზაზა says:

    ისე, ამ სტატიის სიმშვენიერეს მკითხველი თავად შეაფასებს, უფრო საინტერესო იქნებოდ ადაგეწერა ტობავარჩხილის, როგორც ტოპონიმის წარმოშობის რელიგიური და მითოსური მოტოვები…

    • ლიკა says:

      გაგონილი მაქვს ამ ტბის შესახებ, ბოლომდე მეგონა რომ ლეგენდას ამოვიკითხავდი.მეც ველოდები თქვენთან ერთად 🙂

  33. მაგ თემაზე ორი ეთნოგრაფი მუშობს…ჩაერთვება ნოქალაქევის საერთაშორისო ექსპედიცია …ასე რომ მოგვეცემა საშუალება გავეცნოთ მეცნიერების მოსაზრებებს…

  34. ზაზა says:

    მშვენიერია! ველოდები შრომებს. 🙂

  35. ბახა says:

    ლამაზია მინდა ზაფხულში ასვლა. რომელი ქალაქიდანაა ყველაზე ადვილად ასასვლელი გზა? საიდან იწყება ლაშქრობა მიპასუხეთ ვინმემ. წინასწარ დიდი მადლობა. ზღვა თუ ჩანს მანდიდან???

  36. ბახა says:

    ადრეული გაზაფხული იქნება სამოთხე, ტობავარჩხალზე. 0_0

  37. ლაშა says:

    ყველაზე ლამაზი, დადებითად დამუხტული და “გემრიელი” სტატიაა, რაც ამ ბოლო დროს წამიკითხავს.

    დიდი მადლობა ავტორს და წარმომიდგენია რა სიამოვნება ელით ჩემ ბავშვებს წელს ზაფხულში. 🙂

  38. ლაშა says:

    საოცრება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  39. ოლი says:

    მინდააააააააააააა მივდივარრრრრრრრრრრრრრრრრრრ

  40. ნათია says:

    ძალიან ლამაზი ადგილია, სიამოვნებით ვნახავდი

  41. მიხა44 says:

    დიდი მადლობა ამ სტატიის ავტორს..კარგი იქნება ტუკი მუხურის უნიკალურ გამოქვაბულზეც დაცერტ რამეს,მგონი მარტო ამ გამოქვაბულHია უტვალო ტევზები,სამ სარტულიანი დარბაზები და ბევრი სხვა საოცრება

  42. ლიკა says:

    ეს ნამდვილი საოცრებაა 🙂

  43. ლიკა says:

    ეხლა სამსახურში ვარ,ძალიან დიდი სურვილი გაგვიჩნდა, რომ მოვინახულოთ ეს ნამდვილი სამოთხე.უბრალოდ არ ვიცით ვის უნდა დავუკავშირდეთ, ან როგორი მომზადება უნდა გავიაროთ. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი ვის მივმართოთ რომ ტური შედგეს 🙂 წინასწარ დიდი მადლობა 🙂 ასევე ავტოს ვუხდი დიდ მადლობას 🙂 თავისუფლება მთებშია!

  44. იკა says:

    ავტორს ერტი რამე გამორჩა. ვერცხლის ტბა ჩხოროწყუს არ ეკუტვნის, ის მარტვილის ტერიტორიაზეა და ყველაზეც ახლოს ლებარდიდან ადიხარ

  45. ნინო says:

    მადლობა ავტორს, უუულამაზესი ადგილებია, ტექსტებიც ძალიან მოგვეწონა, შორიდან შევნატრით ეს ხომ ჩვენი საქართველოა!!!
    ერთხელ მაინც შეგვავლებინა თვალი ახლოდან და მანდაური ჰაერი ჩაგვასუნთქა.
    ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.

  46. ნინო წიკლაური says:

    და ეს ყველაფერი საქართველოში? ეეეეეჰ სად მძინავს

  47. ზაზა says:

    იკა, მე და რომანიმ ამხელა დებატები გავმართეთ და ეტყობა არ წაგიკითხავს 🙂 მარტო მარტვილში არ არის ტობავარჩხილად წოდებული ტბა, არამეც წალენჯიხაში და ჩხოროწყუშიც 🙂

  48. ნამყოფი ვარ და სურატეებში რაცააა ეგ ჯერ კიდევ არაფერია : )))

  49. ბორჯომის მუზეუმის თანამშრომლები says:

    მართლაც სამოთხეა, ვოცნებობთ მანდ მოხვედრაზე მუზეუმის თანამშრომლები, იმედია ოცნება მალე აგვიხდება

  50. ქეთი says:

    მაგარი ადგილია, მე ნამყოფი ვარ და არც ისე ძნელი გზა არ არის. რატომ არაფერია ნათქვამი მდინარე მაგანას ულამაზეს ხეობაზე. ტობავარჩხილი იმიტო ქვია, რომ თუ იქ სავსე მთავრის დროს მოხვდებით დაინახავთ რომ ღამით ტბა ვერცხლისფერ ფერს იღებს, ვერცხლი უშუალო კავშირშია მთვარესთან

  51. ქეთი says:

    ლიკა, ესტუმრეთ საიტს toba.ge. თუ მთაში არასდროს არ ხართ ნამყოფი, შეიძლება გაგიჭირდეთ, იმიტომ რომ 7 დღე მაინც მოგიწევთ იქ სიარული. აუცილებელია თბილი სამთო ბატინკი, კურტკა, (ტბასთან ღამე ძალიან ცივა) რაც შეიძლება ძლიერი კოღოებისგან და ქინქლებისგან დამცავი საშუალება. ისე მათ მაინც ვერ გადაურჩებით პირობას გაძლევთ :))))

  52. ლალი says:

    ეს ნამდვილი სამოთხეა

  53. კამათში იბადება ჭეშმარიტება , გაიხარეთ ქართველებო, სამეგრელო სულაც სამოთხე არა არის? ისე როგორც მთელი საქართველო. დიდი მადლობა. ულამაზესი ფოტოებია და მშვენიერი სტატიაა.

  54. სოსო says:

    ნამდვილად საოცრად ლამაზი ადგილებია, კადრებიც შესანიშნავი.
    რაც შეეხება სახელწოდებას “ტობავარჩხილ” სვანურად ტობ – ტბას, ხოლო ვარჩხილ – ფულს ჰქვია. არ ვიცი მეგრულად როგორაა.
    და კიდევ, საქართველოში მსგავსი და უკეთესი ადგილებიც უხვადაა, ამიტომ ვისაც დრო და საშუალება გაქვთ, დროზე მოინახულოთ ყველა კუთხე კუნჭული, ამას ყველას მეგობრულად გირჩევთ.

  55. თათო says:

    დიდი მადლობა ავტორს!ძალიან მესიამოვნა,იმედია, ამ ზაფხულს ავიხდენ ოცნებას:)

  56. თათო says:

    ფოტოების ავტორს ცალკე ბრავო:))

  57. ირმა says:

    ცაშკიბული და ტობავარჩხილი ჩემთვის მიუწვდომელ ედემად დარჩა დღემდე,აფსუს! ვერა და ვერ ავღწიე მანდ… არადა ჩემი მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოებიდან თითქმის ნაბიჯ-ნაბიჯ ვიცნობ ამ არემარეს. იმ ფოტოების დათვალიერებაც ერთ რამედ მიღირს…

  58. ლევანი says:

    ვისიამოვნე, როგორც სურათებით და სტატიით, ასევე ზაზას და რომანის მსჯელობით. რაც შეეხება დასახელებას ტობავარჩხილი, ვერცხლი მეგრულად ვარჩხილია, აი ტობა საკამათოა ვითომ? მეგრულად ტომბა ღრმას ნიშნავს… მაგრამ ერთიცაა, სამეგრელოს სხვადასხვა კუთხეებში, ზოგიერთ საგანს სხვადასხვა სახელებად მოიხსენიებენ. ასე რომ თავს ვერ დავდებ…

  59. დათიკო48 says:

    დიდი მადლობა ამ სტატიისთვის,ფოტოებისთვის,კამათისთისთვის კომენტარებში,უფალმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი,გეხვევით და გკოცნით ჩვენი ერის ყველა კუთხის შვილებს.

  60. გულნარა says:

    მივესალმები და მადლობას ვუხდი ავტორს ამ ულამაზესი ადგილების ხილვისთვის, მე ნანახი მაქვს ესტბა დამისი შემოგარენიც, როდესაც ლებარდეს მაშინდელ პიონერთა ბანაკში ვმუშაობდი და ვეთანხმები იკას და მეც ასე ვიცი, რომ ეს ტბა ეკუთვნის არა ჩხოროწყუს არამედ მარტვილის რაიონს. ლებარდედან არის სულ ბილიკებით სავალი გზა, ტბის ნაპირზე აგვისტოს თვეში გვიგუნდავია კიდეც. ამიტომაც ასე უზომოდ გამიხარდა ამ ფოტოების ნახვა. გმადლობთ.

  61. ლიკა says:

    ქეთი, უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის 🙂

  62. ლევანი says:

    ეს სამოთხეა, არა უფრო მეტი. და რაც მთავარია-ეს საქართველოა!!!!

  63. ელენე says:

    დიდი მადლობა ავტორს ასეთი ინფორმაციის მოწოდებისთვის, მართლაც საუცხოო სილამაზაეა, რაღაც არამიწიერია, აქ ნამდვილად უნდა განვითარდეს ტურიზმი.

  64. კახა says:

    საინტერესოა როდის მერე გახდა თობავარჩხილი ცხოროწყუს საკუთრება. ეს ტერიტორია ყოველთვის ეკეთვნოდა წალენჯიხის რაიონს! უხერხულად მიმაჩნია ამ საკითხზე კამათი მაგრამ ტობავარჩხილი ყოველთვის იყო და იქნება წალენჯიხის კუთვნილება. საამაყო კი ის არის, რომ საქართველოს გააჩნია ასეთი ულამაზესი ადგილები.

  65. დემური says:

    დიდი მადლობა ჩემს მეგობარს,გია კუბლაშვილს რომელმაც მანახა ეს მიწიერი სამოთხე,ეს რაღაც ენით აღუწერელია,საქართველოს გაუმარჯოს!!!!!!!!!

  66. კალიფორნია says:

    გამარჯობათ მაინტერესებს თუ იმართება ტურისტულიი ტურებიი ან გიდიი სად ვნახოთ ???

  67. რომანი says:

    კი არსებობენ გიდები შეგიძლიათ მომწეროთ შემდეგ მეილზე siogunat@gmail.com

  68. რომანი says:

    ეგრისის ქედზე მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე ზღვის დონიდან 2292 მეტრზე(x 297144 y4730664)მდებარეობს ტბა სახელწოდებით ,,დიდი ტობავარჩხილი”იქვეა2280 ,,ჭიფე ტობავარჩხილი” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2550 მეტრზე ,, ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი~~ )ზღვის დონიდან 2600 მეტრზე ,,დიდღალიშ ტობა” . ზღვის დონიდან 2540 ,,კალაშიშ ტობა”.ზღვიდ დონიდან 2700 ,,წაქაწყარიშ ტობა„. რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს აქ მდებარეობს ,,ჭითაგვალში ტობავარჩხილი“ ზღვის დონიდან 2664… და კიდე ზღვის დონიდან 2735 ლაკუმურაშ ტობა წალენჯიხის ჩხოროწყუს და მესტიის საზღვარზე…

  69. დიტო says:

    მაგრამ იქ გიდები არ არის შენ უნდა ახვიდე. თუ ვინმე ხართ მანყოფი ჭინჭაოზე,ან იცით რა სიმაღლეზეა იქნებ მომწეროთ. სასწაული ის არის, რომ იქამდე მანქანით მიდიხარ. ჩვენ 3 მანქანით ვიყავით და მე 6 წლის შვილი მყავდა წაყვანილი. სასწაული ადრენალინი გვქონდა. არასდროს არ დაავიწყდება არც მაგას და არავის ვინც იქ ვიყავით.

  70. დიტო says:

    ისე ჭინჭაოზე კოღო საერთოდ არ არის.

  71. მეგრელი says:

    ზაზას სრულიად ვეთანხმები.ტობა ვარჩხილი არის მდინარე მაგანას სათავე.და ჭიფე და ფართე ტობავარჩხილი რ ვიცი ნაგდი ტობა მაგანას ერტ ერტი სათავეა:-):-):-) ვარ ნამკოფი ულამაზესი ადგილია

  72. ვახო says:

    ნამყოფი ვარ ძალიან ლამაზია, ულამაზესი!!!

  73. ლალი says:

    ნამდვილი სამოთხეა

  74. გმადლობ!ამ სილამაზის ჩუქებისთვის!

  75. რომანი says:

    ყველა შეკითხვა ელოქტონულ მისამართზე siogunat@gmasil.com

  76. ingusha says:

    saocari silamazea…amitomacaa chxorowyus xalxi gansakutrebili nichit gamoirchevian.

  77. ვაჟა says:

    მინდა აქ წავიდე

  78. ნინო წიკლაური says:

    მეც მინდა მაგრამ სადააააა

  79. მაცი says:

    რეებს ლაპარაკობთ ხალხნო,არა გრცხვენიათ რას ქვია იმ რაიონშია ამ რაიონშია , ხომ საქართველოშია, ხომ სამეგრელოშია ეს ყველაფერი, მორჩით ამ სისულელეებს და ცოტა ეროვნულად იაზროვნეთ,შევიფეროთ ეგ ყველაფერი!!!!

  80. ნინო says:

    ეს ჩემი მუხურია ყველას გირჩევთ წახვიდეთ და თავად ნახოთ ეს სილამაზე .

  81. უმაგრესია ტობავარჩხელი….
    თუ ტარდება ტურები ტობავარჩხელისკენ კთხოვთ მომწეროთ საკონტაქტო ინფორმაცია ცემს იმეილზე.

  82. დათო says:

    ტობავარჩხილი ლებარდესთანაცაა და მუხურის ზემოთ ჩხოროწყუს და წალენჯიხის საზღვარზე 🙂 მოკლედ ესენი სხვადასხვა ტბებია;
    ისე კი ტობა თრაველი აკეთებს ტურს აქეთ ყოველ ზაფხულს.

  83. გიო says:

    რაც კი ტობავარჩხილებია მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის ყველა ჩემი თვალით მაქვს ნანახი, აქედა ყველაზე გამოსარჩევი მაინც ეგრედ წოდებული ,,ოხოჯეა” მართლაც რომ ულამაზესი ადგილია და ნამდვილად ჩხოროწყუს ტერიტორიაზეა, იტოკში მუხურისია.

  84. გიო says:

    რომან, გახსოვს ცაშკიბული ერთად რომ დავიბყარით? ქუთარიც რომ გვახლდა

  85. ნიკა says:

    ძალიან სამწუხაროა, რომ სხვადასხვა საიტებზე და ბლოგებზე არასწორი ინფორმაცია დევს. ტობავარჩხილის ტბა არ ეკუთვნის ჩხოროწყუს. ტობავარჩხილის ტბა მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვარი ტბის სამხრეთ აღმოსავლეთით გადის, ტბასთან ახლოს. უბრალოდ ტბაზე ჩხოროწყუს სოფლიდან ადიან და მერე გონიათ რომ ჩხოროწყუს ეკუთვნის,რაც მცდარია! ადმინისტრაციული ერთეულების დაყოფის რუკებს თუ ნახავთ (გინდ ძველი, გინდ ახალი), ან თავად ამ ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გვერდებს გაეცნობით, რუკები არის მოცემული და ადვილად გაარჩევთ სად არის სინამდვილეში.

    მით უმეტეს სასაცილოა როცა ამბობენ რომ მუხურის მთაზე მდებარეობს, მუხური არის სოფელი, ჩხოროწყუს რაიონში და მას მერე ათეულობით კილომეტრია… რატომ არის მუხურის მთაზე ვითომ? ან მასე თუა სხვა სოფლის, მაგ. კანთის ან სქურის მთაზე რატომ არ არის? :)))

    არაფერი პირადული, უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდეთ :))

  86. გიო says:

    ტობავარჩხილი ეგრედ წოდებული ოხოჯეს ტბა ზუსტად რომ ჩხოროწყუს ეკუთვნის. ტობადან გამდინარე წყალი (დიდი ღალი) ჩაედინება ხობიწყალში ამით ყველაფერია ნათქვამი. ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს წესით არ უნდა უჩირდეს მაგის გარკვევა. ეს არის სინამდვილე!!!

  87. გიო says:

    წალენჯიხის ტერიტორიაზეც არის ტობავარჩხილი, ოხოჯეზე დიდია სიდიდით თუმცა სილამაზით დიდი არაფერია… აი ოხოჯე კიდე ნამდვილი სამოთხეა

  88. ელენე says:

    რა ლამაზია….. 🙂
    მართლაც სამოთხეს გავს 🙂

  89. გიო says:

    ელენე შენ გეტყობა წალენჯიხა ჩხოროწყუს საზგვარზე ცხოვრობ 😀 😀

  90. ლევანი says:

    მაინტერესებს, რატომ არ არის თევზი ამ ტბაში. სცადეს თუ არა ოდესმე ხელოვნურად მომრავლება? თუ ვინმემ იცით გძთხოვთ ნუ დაიზარებთ.

  91. ულამაზესია …
    მიყვარს სამეგრელო …

  92. Mah0nya says:

    ყველაფერი ძლიან კარგია და კარგადაა აღწერილი მაგრამ ავტორს ვთხოვ ჩაასწოროს, რომ ტობავარჩხილი მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში და არა ჩხოროწყუში, რამ გაყო წალენჯიხელების და ჩხოროწყუელების ძმობა მაგრამ მაინც…
    შედარებით მარტივი გზა ადის ჩხოროწუს ტერიტორიიდან და ამიტომ ჰგონია სუყველას ტობავარჩხილი ჩხოროწყუსი…

  93. ლუიზა says:

    მართლაც არაჩვეულებრივი მხარეა და არაჩვეულებრივი სურათებია შერჩეული. მადლობა ტქვენ სამეგრელოს ასე წარმოჩენისათვის.

  94. mariami says:

    პირველ რიგში უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ავტორს შესანიშნავი სურათების მოწოდებისათვის და საინტერესო სტსტიისათვის. მეორე-ვისაც ხელგეწიფებათ დადოთ მთელი ამ ადგილმდებარეობის თავის ტბებიანად და მთებიანად გეოგრაფიული რუქა საერთო შთაბეჩდილებისათვის. მესამე-საინტერესოა მართლაც რატომ არ არის თევზები?

  95. გიორგი says:

    უკაცრავად ავტორო მაგრამ ტობავარჩხილი წალენჯიხაა და არა ჩხოროწყუ და ცრუ იმფორმაციას ნუ ავრცელებ!!!

  96. ირმა says:

    ტობავარჩხილი წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვართან ძალიან ახლოსაა, ამ ადგილის დათვალიერების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონადირეს, თემურ ქარდავას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო ლაშქრობას ტობავარჩხილზე.ტელ:595402751

  97. მალხაზი says:

    http://www.tsalenjikha.ge/Image/ruka.jpg
    http://www.chkhorotsku.ge/Image/ruka.jpg
    http://www.martvili.ge/Image/ruka.jpg
    აქ წალენჯიხის რუკაცაა, ჩხოროწყუსიც და მარტვილისაც!..მიდით და განსაზღვრეთ ვისია!!!ჩვენია ხალხნო ჩვენიიიიიიიი!!!!

  98. ულამაზესი ადგილებია!ბავშვობაში ლებარდის პიონერთა ბანაკში დავდიოდი და ის ადგილები გამახსენდა!დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ ადგილებს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. მადლობა ამ სურათებისთვის.

  99. ბესარიონ დიოსკურიელი says:

    დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ავტორს, ასეთი საინტერესო ექსკურსისთვის-ადგილები ცალსახად შთამბეჭდავია ფოტომასალის მიხედვით და წარმომიდგენია რა იქნება ლაივში;

    ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად მადლმოსილი ივერია-სამარადჟამოდ-ამინ!!

    პატივისცემით
    ბესარიონ დიოსკურიელი

  100. მერამდენედ ვათვალიერებ ამ სურათებს და აღფრთოვანებული ვარ ამ სილამაზით. რა მნიშვნელობა აქვს სად მდებარეობს ეს: ჩხოროწყუში, მარტვილში თუ წალენჯიხაში! მთავარია ეს სამოთხე საქართველოშია და მადლობა უფალს ამისთვის!

  101. გრიგოლი says:

    მეგობრებო, სვანური რა შუაშია საერთოდ, როცა ეს ტბა სამეგრელოშია და ეს სიტყვებიც მეგრულია. შესაძლოა ემთხვევა სვანურიც ამას, მაგრამ როდესაც საუბარია სამეგრელოზე, ლოგიკურად რატომ უნდა დადგეს საკიტხი მისი დასახელებების სვანურად გაგებისა? ეს არ მესმის რა …. პირველ რიგში ლოგიკურად უნდა იფიქრო, ხომ არაა ეს მეგრული? რა ტქმა უნდა, მეგრულია.

  102. თამარ ფულარია says:

    დიდი ემოციით და სიყვარულით გავეცანი და წავიკითხე.ეს ხომ ჩემი მუხური, ხობისწყალი და მისი შემოგარენია. არაფერს ვამბობ ტობავარჩხილის მისტიკურობაზე, მიყვარს იქაურობა, ნამყოფი ვარ, მაგრამ ტბამდე ვერ ავედი. დიდი სურვილი გამიჩნდა ვესტუმრო.მართლაც ღვთითკურთხეულია ჩვენი საქართველო. ვარჩხილ ვერცხლია მეგრულად, ხოლო სვანურად ფულს ნიშნავს, თუმცა ტოპონიმიკაზე არ ვაპირებ დავას. მადლობა ყველას. ძალიან დადებტი ენერგიით ამავსო ამ ფოტოებმა, მადლობა ავტორს.

  103. დიდი მადლობა ავტორს! ტობვარჩხილის ტბა მართლაც საოცრებაა! პირველად ოდნოკლასნიკებში ვნახე გია კვაშილავას გვერდზე! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ სილამაზისთვის ავტორს!

  104. ნინო says:

    სუნთქვა შემეკრა, გულმა ისე ძლიერ დაიწყო ბაგაბუგი, ლამის ამოხტა საგულედან, და ეს, მხოლოდ სურათების ნახვით…. წარმომიდგენია რა იქნება რეალურად როცა შევძლებ საკუთარი თვალით ნახვას…

  105. გაბრიელი says:

    ეს საოცრება უნდა გახდეს უცხოელი და არამარტო უცხოელებისთვის ხელმისაწვდომი.

  106. მანანა says:

    საოცრად ლამაზი ადგილებია,მეამაყება რომ ამ კუთხის შვილი ვარ.
    მადლობა ფოტოს და ტექსტის ავტორს!

  107. მადლობა ავტორს სამეგრელოს ამ ლამაზი ადგილის გაცნობისათვის. სამწუხაროდ ჯანმრთელობა აღარ მიწყობს ხელს ეს საინტერესო ადგილი მოვინახულო.
    ერთ-ერთო პოსტის ავტორი ჭინჭაოს ტბის შესახებ წერდა. ამ ულამაზეს ტბაზე მოსახვედრად უმჯობესია კურორტ გომისმთაზე ასვლა მარშრუტით: ოზურგეთი-შემოქმედი_ბჟუჟჰესი-გომისმთა. ნორმალური გზაა, დაახლოებით 18 კმ მთის გრუნტიანი გზაა. ნებისმიერი მანქანით ახვალთ. შემდეგ ნივით, ვილისით, ჯიპით შეგიძლიათ გააგრძელოთ გზა. დაახლოებით 12 კილომეტრია გასავლელი. ისე, 13 აგვისტოს გომისმთობა იმართება… აქ 2 ათასამდე დამსვენებელი და უფრო მეტი მწყემსის ოჯახია ამჟამად..

  108. გამარჯობათ!
    განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გავიცანით მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციაზე ამ კუთხის ულამაზესი ადგილები და გამოვთქვით სურვილი ლაშქრობისა … ჩვენ გვსურს ვიხილოთ ეს ლამაზი მხარე, რომელსაც ნაკლებად ვიცნობთ , მხოლოდ არ ვიცით როგორ გავუკეთოთ ორგანიზება… მე და ჩემმა კლასმა მთელი საქართველო შემოვიარეთ…სამეგრელო კი არ დაგვილაშქრავს…იმედია გამოვემგზავრებით, მხოლოდ თქვენთან კონსულტაციების შემდეგ…

    • ჰამლეტი says:

      ჩხოროწყუში არის ერთი პიროვნება – იგორ ფიჩხაია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გამგეობაში მუშაობდა. მას შეუძლია ორგანიზება და კონსულტაციასაც გაგიწევთ… ძალიან კარგი კაცია. ყველას ეხმარება, ვინც კი ტობა ვარჩხილის სტუმრობის სურვილს გამოთქვანმს.

  109. ლევან ბრეგაძე says:

    ნეტა როდის მივხვდებით რა სიმდიდრის მფლობელები ვართ ჩვენი ბუნების სახით!ეს რომ ჯერჯერობით არ ვიცით, იქიდან ჩანს, რომ ვუვლით; ხოლო არ ვუვლით იმიტომ, რომ არ გვიყვარს, მისი ფასი არ ვიცით. მოკლედ, არა ვართ ღირსი ამ საგანძურისა.

  110. ანნა says:

    სამეგრელოს უნიკალური ბუნება………….ტობავარჩხილი სასწაულია დამიჯერეთ ეს დაუვიწყარი სილამაზე მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ. ვამაყობ რომ მეგრელი ვარ

  111. ელისო says:

    მართლაც ძალიან ლამაზი ადგილებია და რომ არა ის ტკივილი, რაც სულ ახლახან ხობისწყალთან დაკავშირებით განვიცადე, სიამოვნებით წავიდოდი და უფრო ახლოდან შევიგრძნობდი ჩემი ქვეყნის სილამაზესა და სიდიადეს.

    საქართველოში ძალიან ბევრი რამ არის სანახავი და ეს ადგილები ერთ-ერთია მათ შორის.
    მადლობა ავტორებს

  112. მარიკა says:

    მიყვარხარ სამეგრელო!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  113. ზაურ ფიფია says:

    დამიჯერეთ კაცს, რომელსაც საკუთარი “ხელებით” მაქვს აზომილი ტობავარჩხილისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა!.. ტობავარჩხილი მხოლოდ ერთია და იგი ზღვის დონიდან 2255 მეტრ სიმღლეზეა! იგი წალენჯიხის რაიონს ეკუთვნის! მისკენ რთული და ყველაზე გრძელი გზა (თითქმის მიუვალი)ჩხოროწყუს რაიონიდანაც ადის, მაგრამ გაცილებით ადვილი და ულამაზესი გზა “ნაშხურუდან” მიემართება… უფრო დაწვრილებით უახლოეს ხანებში წაიკითხეთ პრესაში!… შევეცდები კიდევ უფრო შეგაყვაროთ ტობავარჩხილი, ოღონდ ტობა ვარჩხილი წმინდა ადგილია და მოოწიწებით იყავით მის მიმართ!!!!

  114. ტობავარჩხილი ეგრედ წოდებული ოხოჯე ჩხოროწყუს ტერიტორიაზეა ხოლო მეორე ტობავარჩხილი შედარებით დიდი როა ეგ წალენჯიხის. მე პირადად არანაკლებ 50 ჯერ მაინც ვიქნები ნამყოფი ორივე ტბაზე და ოხოჯე უფრო მომეწონა ულამაზესია

  115. რომა says:

    ეგრისის ქედზე ტბები ამგვარადაა განაწილებული მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე ზღვის დონიდან 2292 მეტრზე(x 297144 y4730664)მდებარეობს ტბა სახელწოდებით ,,დიდი ტობავარჩხილი”იქვეა2280 ,,ჭიფე ტობავარჩხილი” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2550 მეტრზე ,, ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი~~ )ზღვის დონიდან 2600 მეტრზე ,,დიდღალიშ ტობა” . ზღვის დონიდან 2540 ,,კალაშიშ ტობა”.ზღვიდ დონიდან 2700 ,,წაქაწყარიშ ტობა„. რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს აქ მდებარეობს ,,ჭითაგვალში ტობავარჩხილი“ ზღვის დონიდან 2664… და კიდე ზღვის დონიდან 2735 ლაკუმურაშ ტობა წალენჯიხის ჩხოროწყუს და მესტიის საზღვარზე…
    დილეტანტებს ვთხოვ ნუ გადმოაფრქვევენ აქ თავიანთ ,,მარგალიტებს~ ნორმალურ ადამიანებს შემიძლია კოორდინატები და ფოტოებიც ვანახო:)

  116. მალხაზ ლაგვილავა says:

    ერთდროულად ბედნიერების და უბედობის შეგრძნება მიჩნდება ამ და საერთოდ ასეთი ფოტოების ან თუნდაც ნაამბობის გამოც კი.ბედნიერების იმიტომ, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ,უბედობისა კი იმიტომ,რომ თავად არ მინახავს ეს ადგილი.ფაქტია რომ ბმულის ავტორმა ეს სიყვარულით დასიამაყით გააკეთა.ყოჩაღ.რაც შეეხება ტოპოგრაფიულ ან სხვა შეცდომებს (თუ ასეთი არსებობს)მათზე მითითების ტონალობა და პათოსია გაუგებარი.ჯობდა მხარდაჭერის თანამშრომლობის შეთავაზება.მე პირველი პროფესიით გეოლოგი ვარ პალეონტოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი და თან ყოფილი ალპინისტი.დავეხმაროთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრის ბუნების პოპულარიზაციაში ესჩვენ მომავალ თაობას ჭირდება,ჯანმრთელ ქართველებად,რომ გაიზარდონ

  117. გიორგი says:

    საერთოდ ყველამ იცოდეს რომ სამეგრელოს საკუთრივ სამი ტობავარჩხილი აქვს, წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს, აქ მოცემული ტობავარჩხილი არის ჩხოროწყუსი

  118. ეკა says:

    ვისიამოვნე და თან მეცინება კომენტარებზე)) მართალია უნდა დადგინდეს რომელ მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მარა ყველა ტბას მსგავსი სახელები რატო აქ? ყველგან ისეთი განსხვავებული სახელებია ხოლმე და აქ რაა? ვარჩხილი უნდა იყოს ყვლასთვის? ვარჩხილი-ვერცხლიც არის და ფულიც ძველ ქართულად (სვანურადაც და მეგრულადაც) ან რატო არ შეიძლება სვანური დასახელება ქონდეს შემორჩენილი? რომელი შორსაა რო? მითებიდან გამიგია დღევანდელი სოჩის ტერიტორიაზე არსებულა სვანური წარწერა საზღვართან დაკავშირებით და დიდი ამბავი თუ სამეგრელოს ტერიტორიაზეც თუ სადმე იარსებებს სვანური დასახელება. ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქ, უბრალოდ ვიწრო სეპარატისტული მსჯელობებია))) ჩემი თამადობით))) ძალიან ლამაზი,ფიქრების და სულის გალაღების მომანიჭებელი ადგილებია. ტექსტიც შესანიშნავი. მომეწონა მთლიანობაში და ნებისმიერ სეზონზე ვისურვებდი იქ მოგზაურობას. ასეთ ადგილებში ყველა სეზონი ზღაპრულია. არანაკლები ადგილები გავქ სხვაგანაც, ბავშვობაში სვანეთის მთებში ვარ ნამყოფი და როცა ოცნებებს მივეცემი წარმოსახვაში იქიდან ვუყურებ დედამიწას. ოოო რა ბედნიერებააა!!!)))) საანღოლ ავტორო, დიდად მასიამოვნე და დიდი მადლობა!!!

  119. სულიკო პაპავა says:

    ღმერთმა დალოცოს,ამ სტატიის ავტორიც და ფოტოგრაფიც, წარმატებები ვუსურვოთ ამ კეთილი საქმის კეთებაში. მართლა საოცრებაა-ეს ყველაფერი ხომ ჩვენია, წალენჯიხისაა ჩხოროწყუსი თუ მარტვილის. ნუ დაობთ ამაზე ამას მეცნიერები მიხედავენ, მაგრამ როგორც ვიცი იქ რამდენიმე ტბაა და ყველას ტობა ვარჩხილს ეძახიან.
    ტობა- ——— ტბა (მეგრულად)
    ვარჩხილი——-ვერცხლი (მეგრულად)
    ტობ————ტბა (სვანურად)
    ვარჩხილ——–ვერცხლი(სვანურად)
    ვარჩხილ——–ფული(სვანურად)
    ნუ დაგავიწყდებათ ეს ყველაფერი უფალმა მოგვცა და გაფრთხილება უნდა, კიდევ კარგი რომ ძნელი მისასვლელია.
    ადვილად მისასვლელი ვნახე ამ ზაფხულს მარტვილში კანიონში. ნეტავ არ მენახა რას დაამსგავსეს ადამიანებმა ეს წალკოტი.

  120. მარიამი says:

    აიი ვამაყოობ მართლაც, რომ ამ მშვენიერიი კუთხის სვილი ვარ.. მადლობა ამ სტატიის ავტოორს.. :*

  121. Malkhazi says:

    გამარჯობათ 🙂 საინტერესო ადგილია 🙂 შესაძლებელია დახმარება მარშუტის შედგენაში და შემდეგ მოთხოვნის შესაბამისად გამცილებელი ტურისტული ჯგუფისთვის?www.otdixvgruziu.com ამ საიტისთვის გვინდა )

  122. მარგალია says:

    რა ლამაზია სვანეთი..ცნობისთვის არამარტო სოჭში.. ბათუმიც სვნური წარმოშობის სახელია ბაჩუმი.. ბაჩ – ქვა ანუ ქვის ქალაქი)) მაგრამ ეს საქართველოა და ის რაც ზემოთ ვწერ ვარაუდები.. ისე ყველა ტბის სახელი 100% სვანურია..

  123. თამარი says:

    გამარჯობა, 10 კაციანი ჯგუფი ვგეგმავთ ტობავარცხილზე სამი დღით ასვლას.
    ჯგუფი სტუდენტებისგან შედგება და გვაწყობს ადგილობრივი გამყოლი და არა ტურისტული კომპანია. წასვლას ვგეგმავთ აგვისტოს დასაწყიოსში, თუ არ შეწუხდებით მომწერეთ იმათი ტელეფონები ვისაც შეუძლია ჯგუფის გაძღოლა ამ გზაზე.
    წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით თამარი . შეტყობინება დამიტოვეთ ელფოსტაზე ან ფეისბუქზე თამარ ადამია(საბავშვო წიგნების ავტორი)
    9ინგლისური შრიფტით

    • ნათია says:

      ძალიან მინდა წამოსვლა აგვისტოს დღეებში სიამოვნებით წავიდოდი…თუ დააპირებთ წასვლას შემეხმიანეთ , მადლობა.

  124. ზურაბი says:

    ბევრი უზუსტობაა ამ სტატიაში. თუ რეკლამისთვის კეთდება, კიდევ ჰო, მაგრამ თუ უცოდინრობის გამოა, გთხოვთ, ჯერ ინფორმაცია დააზუსტოთ და მერე განათავსოთ. გაითვალისწინეთ –ეს არამარტო ჩვენ გვეხება…
    .

  125. ნინო says:

    ისედაც ვიცოდი,ბევრი რამე დამიკარგავს,ასეთ სანახაობებს მოწყვეტილი,უცხო მხარეს გადაკარგულ ქართველს,მაგრამ ამ სტატიამ მთლად ამომაგდო მოთმინების კალაპოტიდან ..დიდ იმედს ვიტოვებ შემრჩება მაგის ჯანი,რომ ჩამოსვლისას მოვინახულო.ისე,რამდენი ასეთი ადგილი იქნება და მე არ ვარ ნამყოფი საქართველოში?!

  126. ვამაყობ რომ ვარ ჩხოროწყუელიი :)))

  127. ოთო says:

    ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ თუ არის შესაძლებლობა რო ჯგუფი წავიდეთ ჩვენით ანუ გიდების და გზათ მცოდნეების გარეშე, გზა და გზა რო ვიკითხოთ გზა. და საიდან არის ყველაზე ოპტიმალური გზა რას გვირჩევთ? ანუ რომელი სოფლიდან ან ქალაქიდან????

  128. ზაფხულში მინდა წასვლა ტურისტებით , რა ჯდება ურალით მომსახურება და ადგილობრივი გამცილებელის ჰონორარი? რა დრო ჭირდება ასვლა ჩამოსვლას , ერთი ღამე საკმარისია თუ ორი?
    დამიკავშირდით ფეისბუქი
    Davit Kvavadze
    ტელ. 593 599 529
    მადლობთ.

  129. ელგუჯა says:

    ძალიან საინტერესო და ლამაზი ადგილია აუცილებლად უნდა ვნახოთ

დატოვეთ კომენტარი პოსტზე - ლევან ბრეგაძე