გამარჯვებული შავკანიანი

generic name for diflucanget diflucan online cialis daily cost with insurance
1962 წელს შავკანიანმა მოქალაქემ, ჯარმოვლილმა და კოლეჯდამთავრებულმა 29 წლის ჯეიმს მერედიტმა მისისიპის უნივერსიტეტს მიმართა თავისი კონსტიტუციური უფლების განსახორციელებლად – დარეგისტრირებულიყო სტუდენტად. იმ დროისთვის ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ამერიკის ისტორიაში, როცა “მონების შთამომავალმა” მსგავსი რამ გაბედა.
.

მიუხედავად იმისა, რომ მერედიტის მხარეს დადგნენ პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო, ამასთან, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ სპეციალური ბრძანებულებაც კი გამოსცა, რომ მერედიტი უნივერსიტეტში დაეშვათ, შტატის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულებაზე. 1962 წლის 30 სექტემბერს მერედიტი ხელისუფლების წარმომადგენლების თანხლებით, პოლიციისა და სამხედროების დაცვის ქვეშ უნივერსიტეტში უნდა შეეყვანათ, რამაც თეთრკანიანთა უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია.
.
რეგიონში დაიწყო შავკანიანების მასობრივი ცემა. კენედი იძულებული გახდა შტატში სამხედრო მდგომარეობა გამოეცხადებინა და წესრიგის აღსადგენად 30 000 მხოლოდ თეთრკანიანი ჯარისკაცი შეიყვანა. ამერიკა შეზანზარდა – შეტაკება 14 საათს გრძელდებოდა, დაიღუპა 2, დაიჭრა 375 ადამიანი.
.

მერედიტი სტუდენტი მაინც გახდა, მაგრამ სხვა სტუდენტებმა და პედაგოგებმა ბოიკოტი გამოუცხადეს – საერთო საცხოვრებელში, სასადილოში, ლექციებზე… სადაც გამოჩნდებოდა, ზურგს აქცევდნენ.
.

ამის მიუხედავად, ჯიუტმა მერედიტმა მისისიპის უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა და ბაკალავრიც გახდა სამართლის დარგში..
.
buy arimidex nolvadexAnastrozole generic cost
მერედიტი გახდა ადამიანი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით შეცვალა ამერიკა – 2002 წელს “დესეგრაგაციის” 40 წლისთავის აღსანიშნავად, მისისიპის უნივერსიტეტმა კურსდამთავრებული ჯეიმს მერედიტი ყველაზე საპატიო სტუმრად მიიწვია.
.
.

generic cialis 20 mg canada cialis cost in india 4 ადამიანსაც ძალუძს შეცვალოს მსოფლიო! fluoxetine liver valtrex generic date best price cialis 20mg cialis cost at costco prednisone 1 mg price Prednisone natural alternative zoloft price without insurance100mg of zoloft for anxiety zyban buy online fluoxetine price cheap zyban online stromectol online uk cost of cialis 10mg buy cialis online melbourne Stromectol 3 mg tablets doxycycline retail pricedoxycycline hyclate cost without insurance where can i buy xenical diet pills buy brand cialis cialis buy online usa buy xenical uk only
.

ეს ფოტო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ რიგით ადამიანებს წინ აღუდგნენ უსამართლობას, რომელშიც მთელი სახელმწიფო ცხოვრობს.
1960 წლის 1-ლი თებერვალი. 4 აფროამერიკელი სტუდენტი ქალაქ გრინსბოროში, სუპერმარკეტ Woolworth’s-ის კაფეში ბარის დახლს მიუჯდა და ყავა მოითხოვა. ბარმენმა შავკანიანების მომსახურებაზე უარი განაცხადა და სტუდენტებს ურჩია, კაფე დაეტოვებინათ. გაცეცხლებულ ახალგაზრდებს სუპერმარკეტის დახურვამდე ფეხი არ მოუცვლიათ. მათი გაძევების უფლება კი დაწესებულების თანამშრომლებს არ ჰქონდათ.
.

მეორე დღეს ბარის დახლთან უკვე 12 პირქუში შავკანიანი იჯდა, მესამე დღეს – 60. მეოთხე დღეს კი 400-მა აფროამერიკელმა მთელი შენობა დაიკავა, ქუჩაც შავკანიანებით გაივსო. Woolworth’s-ის ხელმძღვანელობამ განგაში ატეხა. აფროამერიკელებმა ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ტალღა ააგორეს, რის შედეგადაც აშშ-ში რასობრივი კანონების შეცვლა დაიწყო… გავიდა 4 წელი და ხელი მოეწერა ცნობილ აქტს (Civil Rights Act), რომლითაც აშშ-ში რასობრივი სეგრეგაცია გაუქმდა.
აი, ისინი – “გრინსბოროს კლიენტები”. მათ მასობრივი პროტესტის ასაგორებლად კატალიზატორის როლი შეასრულეს. ასეთი მასშტაბური ტალღის იგნორირება კი ხელისუფლებამ ვერ შეძლო. 4 ადამიანსაც ძალუძს შეცვალოს მსოფლიო!

კატეგორია: მოზაიკა
მკითხველის კომენტარი
  1. Author says:

    სულისშემძვრელი ისტორიებია, დუდანა!
    მადლობა, ამ ბლოგის არსებობისა და აქტიური პოსტინგისათვის.

  2. კნიაჟნა says:

    ყოველივე ამის შემდეგ, ევროპელები და ამერიკელები გვასწავლიან ტოლერანტობას და ურთიერთობებს. მათ უმეტესობას ახლაც აქვთ ფერისა და ეროვნების აუტანლობა, მიუხედავად კანონებისა.

  3. natia says:

    დიახ, სწორედ ამის მერე აქვთ უფლება, გვასწავლონ!
    ქართველებს გვგონია, რომ ყველაფერში პროფესორები ვართ, მაგრამ ამ “ყველაფრის” დევნასა და ვითომ ცოდნაში, საბოლოოდ ყველაფერში დილეტანტები ვართ! ამიტომ, სადაც და ვისგანაც სწავლა შეიძლება, დროა ცხვირი ძირს დავუშვათ და ვისწავლოთ!

დამიტოვეთ კომენტარი