ბუზესკუ – მილიონერ ბოშათა დედაქალაქი


რუმინეთში, ბუქარესტთან ახლოს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი მდებარეობს – ბოშური ბუზესკუ . ეს მილიონერ ბოშათა დედაქალაქი, ბევერლი-ჰილზი #2-ია. ქალაქში 800-მდე სახლი დგას, თითოს ღირებულება კი 2-დან 30 მლნ. დოლარამდე მერყეობს.


რუმინელ ბოშათა ”მეფის” ფლორიან ჩიოაბას (ტიტული მამისგან ერგო) წლიური შემოსავალი 50-80 მლნ. ევროა. მის კლანში 300-მდე ოჯახი შედის, თითო ოჯახს მინიმუმ 3 მლნ-იანი სახლი აქვს.

.
.

.

”მეფის” და მისი კლანის საერთო წლიური შემოსავალი 300-400 მლნ. ევროა. ბოშათა ”ობშჩიაკი” სხვადასხვა, ლეგალური თუ არალეგალური ბიზნესით ივსება – ამას უზრულველყოფს ვაჭრობა, სასტუმროების ბიზნესი და სხვ. აგრეთვე, რუმინეთიდან დასავლეთ ევროპაში სიგარეტის კონტრაბანდა. კრიმინალური ბიზნესით მიღებული შემოსავლის 5-10% რიგით ბოშებს ”ობშჩიაკში” შეაქვთ.

.

.

მილიონერი ბოშები ”ოქროში ბანაობენ” – ”მეფის” სასახლის შიდა მოპირკეთებაზე 55 კგ ოქრო დაიხარჯა. განცხრომასა და ფუფუნებაში მცხოვრებნი, თავიანთი ქონების დემონსტრირებასაც არ ერიდებიან და ერთმანეთს გამომწვევად ეჯიბრებიან, ხელქვეითებს კი გროშებს უგდებენ. მათი შემხედვარე მდაბიონი კი ოცნებობენ, რომ ერთ ბედნიერ დღეს თავად გახდებიან ”ოქროს უნიტაზისა” და ”პირველი ღამის უფლების” მფლობელნი.

.


 
აღმოსავლეთ ევროპის მილიონერი ბოშები იდეალური მაგალითია ლიბერტარიანელებისთვის. ისინი გადასახადებისგან, სამოქალაქო ქორწინებისა და სახელმწიფოებრივი ვალდებულებისა თუ კანონმდებლობისგან თავისუფალი არიან. სახელმწიფოსგან ”გაბლატავებულ” ბოშებს იარაღის ტარების უფლებაც კი აქვთ.

.

.
.

.

.

მილიონერი ბოშა პარაჩივი ჰყვება, როგორ გამდიდრდა რუმინეთში 1989 წელს კაპიტალიზმის დამყარების შემდეგ. ბოშათა შემოსავლის მთავარ წყაროდ შავი და ფერადი ლითონების ბიზნესი იქცა.

.

”ძალიან სულელი უნდა ყოფილიყავი, 1989 წლის რევოლუციის შემდეგ მინიმუმ 5 ვილა არ აგეშენებინა” – ამბობს ერთ-ერთი მილიონერი ნიკოლაი მარინი.

.

.

 

.

.

 

.

.

ბუზესკოელი მილიონრები 3-4 თვე დასავლეთ ევროპაში მუშაობენ, შემდეგ 2 კვირით შინ ბრუნდებიან, ამიტომაც სასახლეებში ძირითადად ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ.

.

.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ფუფუნებაში მაცხოვრებელი ბოშები მაინც ძველი ტრადიციების ერთგული არიან. როგორც ამბობენ, მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო – ჰოდა, ოქროში მობანავე ბოშები სასახლის ეზოში ღორებს, ფრინველებსა და ცხენებს უვლიან. ქალები ჭრელაჭრულა ფარდაგებს ქსოვენ, კაცები კი ლითონზე კვეთითა და ჭედურობით არიან დაკავებული.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

 

.

ჟურნალი ”National Geographic”

კატეგორია: მოზაიკა, მსოფლიო

ტეგები: ,

მკითხველის კომენტარი
  1. nina says:

    საცოდაო საქართველო……

  2. წწწ says:

    საქართველო რა შუაშია ?

  3. fularia Tamar says:

    მიყვარს ბოშები. მენატრება სოხუმის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია და მათი გნიასი, ახლაც ყურში ჩამესმის სინკა, სინკა, ჟუვაჩკა, კალგოტკი. საერთოდ ინდოეთსაც ასახელებენ მათ სამშობლოდ მაგრამ მე უფრო რუმინეთი მგონია, ტუმცა პარადოქსის კანონით, რამდენადაც ყველა ერს აქვს თავისი წარმომავლობა, ერთ რომელიღაცას არ უნდა ჰქონდეს. ეს მომთაბარე, მოუსვენარი, ტემპერამენტიანი, მუსიკალური ხალხი მარად იყოს და ალამაზებდეს დედამიწას, დე, იარონ, იარონ!

  4. Jasmin says:

    რა გულის ამრევი შეიძლება იყოს ზოგჯერ სიმდიდრე…

  5. კნიაჟნა says:

    მაინც ციგნები არიან))) ამათი არაფერი არ მშურს. რა შუაში იყო საქართველო? ესენი სხვა სახეობის ადამიანები არიან.ანუ მონათეშავე ინდივიდები))))

დამიტოვეთ კომენტარი