ანრი კარტიე-ბრესონი

.

.

ანრი კარტიე-ბრესონი  1908 წლის 22 აგვისტოს საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის პროვინცია შატლუში დაიბადა. ფოტოგრაფის   შთაგონების წყარო ფრანგი რეალისტი ეჟენ ატჟე გახდა, რომლის შემოქმედებამ გადააწყვეტინა, ფოტოგრაფი გამხდარიყო.

.

.

.

კარტიე-ბრესონის პირველი ფოტოგამოფენა ესპანეთში, 1933 წელს გაიმართა. 1936-1939 წლებში ის ფრანგი კინორეჟისორის, ჟან რენუარის ასისტენტი იყო. სწორედ მაშინ, კინოატმოსფეროს მძაფრი, თუმცა დადგმული სიუჟეტების  შეგრძნებისას, ბრესონმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა, დოკუმენტური ჟანრის ფოტოგრაფიის ერთგული დარჩენილიყო.

.

.

.

1947 წელს კარტიე-ბრესონმა ფოტოხელოვან რობერტ კაპასა და ჩიმთან ერთად დამოუკიდებელი სააგენტო ”მაგნუმ ფოტო” (Magnum Photos) დააფუძნა.

.

.

.

.

ანრი კარტიე-ბრესონი მეოცე საუკუნის უდიდეს ფოტოგრაფად ითვლება, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ფოტოგრაფია ჰობიდან პრესტიჟულ პროფესიად იქცა. მთავარ პროფესიულ თვისებად ფოტოგრაფი ”უნიკალური მომენტის დაჭერას”  თვლიდა. კრიტიკოსები ფოტოხელოვანის ნამუშევრების უმეტესობას შეუდარებელს უწოდებენ.

.

.

.

.

ანრი კარტიე-ბრესონი 2004 წლის 4 აგვისტოს საფრანგეთში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. კარტიე–ბენსონი 🙂 თვით მაგნუმი 🙂

  2. კარგი საიტია და კარგი ფოტოები ცოტა აკტიურობა აკლია

დამიტოვეთ კომენტარი