სულ სხვა ჰიტლერი – ფერწერიდან დიქტატორობამდე


მას შეეძლო, არცთუ ისე ცუდი მხატვარი გამოსულიყო, ეხატა პეიზაჟები და ნატიურმორტები. პურის ფული საფოსტო მარკებისა და ღია ბარათების შექმნით ეშოვა, რასაც ახალგაზრდობაში ახერხებდა კიდეც, მაგრამ ადოლფ ჰიტლერი ვენის ხელოვნების აკადემიაში არ მიიღეს, უფრო მეტიც, მისი ნამუშევრები უინტერესოდ მიიჩნიეს, გარდა არქიტექტურული ნამუშევრებისა. ჰიტლერს კი არქიტექტორის კარიერა ნაკლებად აინტერესებდა.
.

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა დიდი დიქტატორის ბედი, არქიტექტორი ან მხატვარი რომ გამხდარიყო, მაგრამ ისტორიის შეცვლა შეუძლებელია. ახლა კი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, შეგვიძლია ვათვალიეროთ ჰიტლერის შექმნილი ტილოები და განვცვიფრდეთ, ერთი კითხვა კი უდავოდ გვებადება: როგორ შეიძლება უამრავი ბოროტების ჩამდენი, ასეთი შესანიშნავი სურათების ავტორი იყოს…
.
.

ყვავილები, პეიზაჟები, ნატურმორტები… თუმცა მის შემოქმედებაში მთავარი მაინც შენობებია. ცნობილია, რომ მისი შექმნილი ღია ბარათები ტურისტებში მეტად პოპულარულია.
.
.

.
.

აი, ადამიანების ხატვა კი არ ეხერხებოდა, ან არ სურდა.

ყოველ შემთხვევაში, სწორედ უხარისხო პორტრეტები გახდა მიზეზი იმისა, რომ აკადემიაში ვერ ჩაირიცხა.

.
.

უკეთესი კი იქნებოდა, გამომცდელებს დამწყები მხატვარი შეემჩნიათ და პირველ კურზე მიეღოთ…
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

კატეგორია: მოზაიკა

ტეგები:

მკითხველის კომენტარი
  1. თამარ ფულარია says:

    რა ცოტა მანძილია სიკეთიდან ბოროტებამდე! ჩემთვის ეს უცნობი იყო.

  2. შოთა says:

    ყველამ ვიცით სტალინის – “ვარდს გაეფურჩქნა კოკორი”…დიქტატორების,ადა ცნობილი მთავარსარდლების უმეტესობა ძალიან კარგად იცნობდნენ ხელოვნებას,ან თავად იყვნენ ხელოვანნი…ყველა ადამიანში დევს სიკეთისა და ბოროტის საწყისი… მართლა კარგი მხატვარი დადგებოდა,როგორც ჩანს 🙁

  3. nana says:

    განცვიფრებული ვარ….

  4. მარინა says:

    ნეტა როგორი იქნებოდა სამყარო მეორე მსოფლიო ომი რომ არ ყოფილიყო, არადა სულ ცოტა და გვეყოლებოდა ცნობილი ავსტრიელი მხატვარი ადოლფი:)

  5. ნონა says:

    ნამდვილად არ ვიცოდი და გავვოგნდი. თუმცა სტალინიც წერდა და ძალიან კარგად. სამწუხაროა, რომ ორი გენიოსი უბოროტეს ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. საინტერესოა ამ ორი ადამიანზე ღრმა ფსიქოლოგიური კვლევა. გამიგია, რომ პიროვნებას უდიდესი როლი აქვს საზოგადოებრივი ყოფიერების მსვლელობა-განვითარების პროცესში. თუმცა, როგორც სჩანს, ამ ორი ადამიანის შემთხვევაში პირიქით – ყოფიერებამ მოახდინა გავლენა მათ ჩამოყალიბებაზე. არადა რა სამწუხაროა, უდავოდ ორი უდიდესი ხელოვანი დაკარგა მსოფლიომ მეოცე საუკუნეში.

  6. mamulo says:

    მშვენიერი ნახატებირი ,ალბათ კარგი მხატვარი დადგებოდა. ისე ჰიტლერის ნამდვილი სახელი და გვარია—შიკლ გრუბერი.-თუ არ ვცდები.

    • გიორგიპირველი says:

      შიკლგრუბერი მისი ბებიის გვარია, რომელსაც მამამისი ატარებდა გარკვეულ პერიოდამდე.

  7. მატა says:

    ყველა დიქტატორში თვლემს სათუთი ბუნება……….

  8. რუსკა says:

    ნეტა რას გრძნობდა ხატვისას? და იგივე ემოცია ჰქონდა ნგრევისას? რა საინტერესოდ აღიქვამდა მშვენიერებას. ეჰ, შეუცნობელია უფლის გზანი…

  9. იკა says:

    არ არსებობენ ბოროტი ადამიანები, არსებობს გარემოებები.

დამიტოვეთ კომენტარი